„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.04.2012
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/446/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-30
ბიუროს ნომერი 243

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJt4Ul3ilqnb JJdqJAilSOlll, bITdnU aIcJ6U3J0[qilbJ 6nd0lcIiqI td6lll, JdllCd0llt, AJGbIq3[U I14nt]Jqldfl L qJE$tlllU ?tl,Jbtb 30 ol,r,xrqo. 2012 S0<o oJAo N 243 L,>l.rr6orns,r'rL,p5o5otr J<6t'rnj$o,'Rrof,Ro $g16o$rT16onlob Uot$n8oU ?nUobnl" bo";lrr6or33qoL ji5sr5?o g3qoqnloU ?n$o5oU orc<'rlr$n" 5J6g&"t q.t$ol$ q., IASCadnAo d,al,X6LCa.l, JcSoOC$rr 15 - 18 a.lolro 22 - 25 3l,o1n )4.?Gi6r{. Itb*dn$l ofoqolq l,rJoobo,r Jcrao$C$oi ,4c8o$ot Xgqpf.n.r qqlolr.r q.r l"&'r'q"J' o56Cad,.\J,nl, Je€o$COn ,jt ,ad16nr4 tffiEar aD4rr6 rorD(^,'rJrRa Loj,:r6or33qrTb J;r6rq"3X5$ob dol<6r'r':p6n5L: br;'l;t6or33qoL Jo<'rqo3n5$oL ;t'r3o$n$Xdtt p': brJrr6qs8nS$t'r 5r6;j3onb?o p*$Xrir-Sort'r8o$olqo ;j$oL J6o6;l$ol-r 6r6bog3o b;js16or3nqoL J;r6qs365$oL ors336por0.:t6X 3 qrgoor b.:Jt6,:dn
საქართველოს მთავრობის წარდგინება
l,JdJ6mECs30l, A0J86glbJ brjt6orgCqol, 3r6q,r0g66lr brjr6orggqob 3r'r6b6o6g6oob 67-C Ogbqrob Egbrb$ob.:qr br3rbcn60qgCbqc) o6o6o11)o3olr $gbocn $t60o6oqgb,l6ol brj.>6cr6gqlcnt) 3;6c'r6ob 36r'rgj$b "q,r6uq,o gg6oger$ogbolr bob6g0otr tsgbrbgb" bsj.:6cr6gqsilJ 3$cn6CIo OgqloqCbob Bggtbolr crrobJbC". ;q6o06gqr 3.:6rn636rngdobC tl.:j.:6or3gqlc'rt J.:6qr.:0g66ob br3er0oggo<D sgr 3q,96.:69q, bbqrcnOgbbg 0cn0bbg6gbqrqg qrs6ots6gq,o,: b;j,>6cr6gq,erb 6.:6g0erb qr43otl 0o6ob66ob 3o63gq,o 0erqrboqlC 6r'18l 0.:0r6.:0goqro. 3690o96{o6ob66o N llTs 26.042012V.
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JA(r)6JVC60 t Jd5603CR(rL AOJ36Od0L 2012 VRot 24 JJ60R0L LbROA0L N'15 0dA0RJ6 LXXXVIII. ttjr6orggq',erb 3r6cn6olr J6oSjgo .er6gq,o ggr6ogrn6ogboL lrob6C8ob tsgb.:bX0" brjst6orgXq,ob JrE<nEAo 6q,oq,g6oL 0ggr6ob orxnbrbg.. s*r t'Cr6orggq,otr 0orl36r'rbolr 6t63r66gqg6ob J6oglgo ,,6.0r8s6r03oq,olr trrjl6o6gq,r,rtr 0cnrg6erbob bt3,:6er60qg36q,cn o6o6o.:go3oor Sr6q.o6g6oq, Jr6er6J6r'rCCObC AoA_ bb36gbq,qr q.or6o036ob 0glrbgO" (6o0bbg63bXq,o brjrr6o69q,<nb qrrg- 6r6gdo[ 3olr 6o6ob66o 6.brBodg) 1. 0<n$rn6gbAq, oj69b $l60oqr66oq,o 3u6r'rbJr5mCC6o er 6;qrsg6gb bsjr6orgq,rn[ Jr6qr.:836gtt 6r6lrsboqggq.rqr. 2. Oo$rnbg0gqr ojbgb $$0oqr6g6oq,o 6r63r66gq,gbob Jr6rngjgo. l-r.: j.:16m3nq,r'r lr .)1663oX<6-3o5oLgr6o L.: js16mgXq,r'r[ 3ors316rn]oL ;.r569q.:r6ooL 1316r,rl-ro 6oqrl<6o ,ffirft br=# 3n66lr6q,od3
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 21-25 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“ 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „25“ პუნქტი: „25. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“ 3. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „პ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ1) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადოს ხელშეკრულებები ამ კანონის მე-12 მუხლის „21“, „22“, „23“, „24“ და „25“ პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.“ 4. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 მე-10, მე-11 და მე12 პუნქტები: „6. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრულ თანამშომლებს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი. 7. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ თანამშრომლებს უფლება აქვთ, აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენონ სამსახურებრივსაშტატო იარაღი: ა) მოქალაქის ან/და თავის ისეთი საფრთხისაგან დასაცავად, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად. 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა. 10. გაფრთხილების გარეშე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გამოიყენება მხოლოდ შეიარაღებული, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას. 11. აკრძალულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ, აფეთქებასაშიშ ადგილებში, ასევე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა, ინვალიდთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია. 12. თანამშრომელი ვალდებულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, აგრეთვე თავის უშუალო უფროსს.“ 5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი; ე) დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული კვლევითი, საგანმანათლებლო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; ვ) რეკრეაციული, ტურისტული და არასაბიუჯეტო სახსრებით დამზადებული სუვენირების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები; ზ) ამ კანონის მე-12 მუხლის „21“, „22“, „23“, „24“ და „25“ პუნქტებით განსაზღვრულ შემთვევებში ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემით მიღებული შემოსავლები; თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობის დროს) დაცული ტერიტორიის სახელწოდების ან სიმბოლიკის გამოყენებით მიღებული შემოსავლები; ი) ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში, ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ერთი კუბური მეტრი საშეშე მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; კ) მომსახურეობის გაწევით მიღებული შემოსავლები; ლ) სამეურნეო და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები; მ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი;“ 6. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაწეული მომსახურებისთვის საფასური და სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.“ 7. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 2012 წლის 1 ივლისამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების (გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მიწისა) სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებით, რომ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში შესაზლებელია დაიდგას კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობი, ვინაიდან ფიზიკურად მათი დადგმა სხვა ტერიტორიაზე ფაქტიურად შეუძლებელია, შესაბამისად დაცული ტერიტორიების სააგენტო შეძლებს მიიღოს დამატებითი შემოსავლები. ამასთანავე, სააგენტოს შესაძლებელობა მიეცემა მიიღოს შემოსავლები ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ერთი კუბური მეტრი საშეშე მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით. ამასთანავე, კანონპროექტით განისაზღვრება სააგენტოს თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევები. ამასთანავე სააგენტოს მიეცემა საშუალება ჩაატაროს როგორც საჯაო აუქციონი აგრეთვე ელექტრონული აუქციონი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების მიზანია დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლების ზრდა და სააგენტოს იარაღის ტარებაზე უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენების რეგულაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ეროვნული პარკის ტარდიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის დადგმასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. დარეგულირდება ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის ერთი კუბური მეტრი საშეშე მერქნის მოპოვებისათვის გაწეული მომსახურებით სააგენტოს შემოსავლების ზრდა და სააგენტოს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი ზეგავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი ზეგავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ გავლენას არ მოახდენს იმ პირებზე ვისზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში; სახელმწიფო, არასახელმწიფო ორგანიზაცია/დაწესებულებების და ექსპერტების, მონაწილეობა არ მომხდარა; ან/და საერთაშორისო კანონპროექტის შემუშავებაში დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში ორგანიზაციებს (დაწესებულებებს) ან/და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ და შესაბამისად მათი მხრიდან კანონპროექტის შეფასება არ მომხდარა. დ.გ) კანონპროექტის ავტორი; კანონპროექტის ავტორია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი; კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა