„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
III მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-30
ბიუროს ნომერი 243
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qJEUillllt' AtbJbila
c,tJao
30 sJd,oqo. 2012 SSqo
N 243
Lrjo6ognqob So6m6otr J6rT nj$Xdo: ,,J6r6-Lo6rqy6 ^ 3o5rg53oo qog3ot ?0Lrt68"
r,.tj"a,3Jl-.r, 3i5"san s3qnqnJob ?n6s5oL :Y}:10':.. ,,bdrr6o36qob,toLbqot
?0-l':b01"i "builor4osgqrTtr to6rq
il6";;E; 3,iqsjt?o lili,qnr"r, toOlslb
,>qaoEnU$OsG-o1R-,;.qnit,tn gsqoqXlob tn$r5ot ?nbub6l"
olr6oqonq lrcanolros 3o0o$3$o
15 - 18 0mlo
iran$ot) LrpirlPn antto< t,
22 - 25 0ln1:o
,N,A5r6rp bba\aAn$t
.{J*}r6ol, mqfaoo,o qq.6olrc A U&r;}qsjo
o5$Carrr3ff l, Jerao606o
,lago1dnh adgaa aD4d6 &rdog8r0t!3D
b.:jr16orggqoL Js16q,:066$ob do2r6o sp6n5L:
Lr;lor4or3XqrT b Jrr6go0n5$oL 3r'r3o$n$nlbr qo LuJst4q':3n5$r'r 3<6;;lgonb?o
p;-n$lr'rt 5rT r63t$olqo tj$oL J<6r'rnl$oL 6'r5boq3;
br;lsr6ar3ngmL Jsr4q1365$oL
orl6Ojqqr.r0.:16n
8
Rrlod) A,)ddrdo
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bb」 δ m80'で 0し
Omδ 3 Obδ
br jrtiorpq,ob Jr6q,ra36gl,
l$jrt6or39q,t'rtr yr6lj$o$g6ool-t 671 ag\'oL
0glr.:br0ob;qr
U:3.:6o60q6\,rn obooorOogotJ $gboor $$6o6oqr6x6or Lt;j.:6orgq,eil
3$o6oll J6crXj6gbb:,,J36b<n6,:q5t1 0o6r6g0ors qrrrgob tsgurbC0"
brjr6or3gq,ob 3r6r.rbBo 63q,oq,gbob tsC6r6ob orrobrSg",,,b:j.rdmgq,ol.r
bbbq"ob U:0.:6orq,ob 3erqgjbtso o3q,oq,Cbol, ACOrEob ACbibCb" q,b
,,b.ij.:6o6gq,erb bo6ta {6o5ob66Jgoqr 3<,rqrgjlrtso g3q,oq,Cbot., 0g$D6ob
tsXbrbgb".
rq6o06gq, 3sEoEJ6ctXjOgAbg Usjr6or33g,ob J.:t+rq,.>0366o1-r
U:3r'r0orJgrJo
qt Jq,g6s63q, ltbqgerAg0b3 0r'r0bb96gbq,sqr qp6ots6Aq,os
lbjr6or3gq,r'rlr ogb6ogoob 0o6ob66oL 0erqr6oql qgo0og6o d.:g6odg.
X00omo5oい
N1/77
2604"2Ψ
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006も
▽ 860
しヽJヽ あ(D8(〕 gt(り も 80δ 8̀(り ふ0し 2012 VЯマOt1 24 ヽ360'マ Ob bbR(り 00も
N15(rld80Rb6
LXXIX. ttjl6o6gq'ot, JJ6o6ot Jr6ardOCAo ,,JCdlx,,6rqrJ6 0o6JOCAoJ erg3ot 6CbrbCb" t lCs6o8Cq,ob Jsb(')bBo Ogq'c{,Cbou BCOrboU or.:ob,>tp", ,,1-rrj,r6or33q,ou
$obJe JqQAoEoUO6sOqgg 3oqgfrbao $q,cryJooL ACOrEotJ 6Cl.,rbCA,.,,,bJjr6c'ACq,('lU l.,obbq'ob LsaJ6oryol, Jc4gdbao o3q,oq'CAob ECOrEr)b ACbrbCo..
Ar
brCr6o33q,ob Ao,Jg6o0ol., 656JJ6AUq,C6ob S6r.rCCOo ,,(-o.dr06odob L,rjr6o6gq,c!b Ao,JS6rrbob lrs3rbcr60q.o3\'o o6oooroo3oo $r6abC6oq, Jr6(,I6J6(,&lOCb95, A('tAbl)CECAq,JA qD6rfrgbotr ACUrbCA.. (AmoblrCbrbgqo U.!r6or35q,otr ogt-rgo6cnb 6o6otrg6otr 0orq96oq3 p.d.:66odg)
l. 3o$ofu63q' oCbCU $r(ffi(')(oAC6oq,o JrEo&l6oCJOCbo q.o,: 6rqrrg]gtr
l_r.r
jr6or33q,oL
3r6q,!aC6OU br6lrrbc,qtCqre.
2. Ao$efuopq, oCfub $.>66op695rq'o 6.:63Jd,0Jq'CAob J6(9SlOo.
tr;J.r16rn g6qcrL J60AoCi6-Ao6()l,06o
5. 6oq'.:2r6o
V
lnj.:16rn31qoL Sorr316odotr
;s611Xq'u16ootr Ats6c)l,o
q. ;nt6Jt1!r{,o.lil
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ. ვებგვერდი,
16/01/2012, 010100000.05.001.016606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მონაცემთა დამმუშავებელი − საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული
პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ
მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის
საშუალებით ახორცილებს მონაცემთა დამუშავებას.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე;“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
1. აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს, როდესაც:
ა) მონაცემთა სუბიექტმა გამოხატა წერილობითი თანხმობა განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;
ბ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა
აკრძალვის გარეშე;
გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამმუშავებლის მიერ შრომითი ვალდებულების
შესრულებისათვის ან მასთან დაკავშირებული უფლების განხორციელებისათვის.
დ) დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო
ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი
არ აქვს განაცხადოს თანხმობა;
ე) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისათვის,
ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის
დაცვის მიზნებისათვის, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის
მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის;
ვ)
დამუშავება
ხორციელდება
ლეგიტიმური
საქმიანობის
განხორციელებისას
პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან სავაჭრო ხასიათის მქონე გაერთიანების,
ასოციაციის ან სხვა არაკომერციული ორგანიზაციის მიერ. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა
დამუშავება შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ამ ორგანიზაციის წევრებს ან პირებს, რომლებსაც
მუდმივი კავშირი აქვთ ამ ორგანიზაციასთან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების
შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა გამჟღავნება მესამე პირისათვის მონაცემთა
სუბიექტის თანხმობის გარეშე.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად,
ბიომეტრულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება კანონით დადგენილი წესით პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი პირის
იდენტიფიკაციის მიზნებისათვის.“.
5. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის
განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა
შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.“.
6. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მონაცემთა სუბიექტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია
უნდა მიეწოდოს მოთხოვნიდან დაუყონებლივ, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.”.
7. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების
დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორს ან სასამართლოს, ხოლო თუ მონაცემთა დამმუშავებელი საჯარო
დაწესებულებაა,
საჩივრის
წარდგენა
შესაძლებელია
ასევე
იმავე
ან
ზემდგომ
ადმინისტრაციულ ორგანოში.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მონაცემთა დამუშავებაზე სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებული
დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება სუბიექტის თანხმობის
ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი.“.
8. 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა;“.
9. 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინსპექტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ამტკიცებს საქართველოს პრემიერმინისტრი. კომისიის შემადგენლობაში პროპორციულობის პრინციპის დაცვით შედიან
საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, აგრეთვე არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლები.
3. ინსპექტორი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო
უმაღლესი განათლება, შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და საქმიანი და მორალური
თვისებებით შეუძლია შეასრულოს ინსპექტორის ფუნქციები.“.
10. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინსპექტორის
უფლებამოსილება
შეწყვეტილად
ჩაითვლება
აღნიშნული
მდგომარეობის
დადგენის
მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პრემიერ‐
მინისტრს. ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრემიერ‐
მინისტრი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ‐სამართლებრივ აქტს.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლთა სრულყოფისა და დახვეწის
აუცილებლობით.
აღსანიშნავია,
რომ
დაზუსტებასა
და
სრულყოფას
საჭიროებს
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხი, მონაცემთა
დამმუშავებლის დეფინიცია, ასევე მონაცემთა სუბიექტის თანხმობასთან დაკავშირებით
მტკიცების ტვირთი, ასევე დასაზუსტებელია გარკვეული ტექნიკური საკითხები და სხვ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებში
არსებული ხარვეზების გამოსწორება, მათი დახვეწა, სრულყოფა და საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილებები შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ კანონის შემდეგ მუხლებში: მე-2, მე-3, მე-6, მე-9, მე-12, 21-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე და 30-ე
მუხლებში.
განსაკუთრებული
კატეგორიის
მონაცემთა
დამუშავებასთან
დაკავშირებული
ცვლილებები
წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება და ფართოვდება განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები. პროექტის თანახმად, განსაკუთრებული
კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია შემდეგი საფუძვლებიდან ერთ-ერთის
არსებობის შემთხვევაში:
მონაცემთა სუბიექტმა გამოხატა წერილობითი თანხმობა განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემთა დამუშავებაზე;
მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა
აკრძალვის გარეშე;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამმუშავებლის მიერ შრომითი ვალდებულების
შესრულებისათვის ან მასთან დაკავშირებული უფლების განხორციელებისათვის.
დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო
ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი
არ აქვს განაცხადოს თანხმობა;
მონაცემთა დამუშავება ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისათვის,
ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის
დაცვის მიზნებისათვის, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის
მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის;
დამუშავება ხორციელდება ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური,
ფილოსოფიური, რელიგიური ან სავაჭრო ხასიათის მქონე გაერთიანების, ასოციაციის ან სხვა
არაკომერციული ორგანიზაციის მიერ. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება
ეხებოდეს მხოლოდ ამ ორგანიზაციის წევრებს ან პირებს, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ
ამ ორგანიზაციასთან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მონაცემთა დამუშავება ხორციელდება
პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან სავაჭრო ხასიათის მქონე გაერთიანების,
ასოციაციის ან სხვა არაკომერციული ორგანიზაციის მიერ, დაუშვებელია მონაცემთა
გამჟღავნება მესამე პირისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე.
მტკიცების ტვირთთან დაკავშირებული ცვლილებები
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 26-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომელიც
აზუსტებს მტკიცების ტვირთთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მე-4 პუნქტის
თანახმად, მონაცემთა დამუშავებაზე სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებული
დავის წარმოშობის შემთხვევაში სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების
ტვირთი მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფის აუცილებლობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
კანონპროექტის მიღებით სახელწმიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპრექტი
შეესაბამება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის
შემუშავების
პროცესში
კონსულტაციები
მიმდინარეობდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და
ექსპერტის
შეფასება
კანონპროექტის
მიმართ,
ასეთის
შემთხვევაში;
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი;
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
არსებობის