„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
27.04.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები:კახაბერ ანჯაფარიძე და ლაშა თორდია
ნომერი
#07-3/596/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-04-30
ბიუროს ნომერი 243

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qlFUilbnL ?ilt,Jbilb 30 sJ6oqo. 2012 EARo r'{0o N 243 Lr;lo16ur36qob 3,>5r'r5otr J6t'rnJgo ,,o16.:boJogoS16o Usby6qot,>gtrr4lqndoL gSqoq6dotr $gbobs qt JrrrolrgooL ?nbobgd" b.:ju6o369olt 3s5o5to ts3gu5oL ?nbobnd' oqsSo$ot psqSloos q.rg3olro qu Lr&'Slq')io 15 - 18 Ssoto 22 - 25 3to1:o J"froodati a'tarar 4J,,/r6 l'rrJ<widr4'a brJr16or3Xqolr J;<zrq;015$oL Io216rn ;p6n5b: tt;l;t6or3XqoL Jrrrtqt0X6$ob 3r'r0o$n$nbbr p'> L':Jrr6q':3g5$r'r 3<4oj3ond?o p.r-ng6.t Sertzr8r$o1qo,> j$oL Jr6r'rX;l$oL 6'r5boq3; b.: j.:r4or gXqmlr Jrr4q'r0X56ob orr33yqm3;t6g 9 q.>3om d.: jt4;dn
წერილი
UJdJ6mBCRfll, JJ6RJaC600l, $'fl360 Llj,xtorynqob )odq,;4n6$ol ibdn6ol) Ltotl6s6oSs6oo p0Jn6OnA056oL l3t6oL lr J,N1 t,:6rc5 nand bnosElodnlt jrq}.r$o5o nornt6' lr ?nLsBnl". L 0olgnor tsLodrSotro St3qnqcrdr' oL pisi6oo: .f"fu*'* Jrgo3ol6n3oo, ;st.rlXr6 .:Q6ogs6od6 q.:?s oro6pos !04[6 iRJaiii.o: J 6oa.q'r?0oqo 6r(:1 2l 16 9l c_:- "A- aa 'tL
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: ,,4. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.“. 2. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელთა სახის, პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების და განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო), რომელიც ამ აქტების აღსრულებას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით. 3. კანონის 211-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია. 2. გადაწყვეტილების მიღებისას მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათავლისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, ასევე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე.”. 1 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი: 1 „თავი VIII განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულება მუხლი 332. საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულების წესი 1. იმ შემთხვევაში, როდესაც განრიდების სუბიექტი იკისრებს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებას როგორც განრიდების პირობას, პროკურორი უგზავნის პრობაციის ბიუროს ინფორმაციას აღნიშნული პირის მიერ ნაკისრი განრიდების პირობების შესახებ, რის შემდეგაც ბიურო განუსაზღვრავს განრიდების სუბიექტს სამუშაოს სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას. 2. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე, ვრცელდება ამ კანონის დებულებანი მათი შინაარსის გათვალისწინებით. მუხლი 333. საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს ზედამხედველობა 1. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს სრულფასოვან შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო. 2. პრობაციის ეროვნული სააგენტო პროკურორს ინფორმაციას განრიდების სუბიექტის მიერ პერიოდულად ნაკისრი წარუდგენს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე.“. 5. კანონის მე-40 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,5. პირობით მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 671 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ოფიცერი. პრობაციის ბიუროს უფროსი პერიოდულად პროკურორს წარუდგენს მსჯავრდებულის მიერ სამოქალაქო შეთანხმების პირობების ინფორმაციას შესრულებასთან დაკავშირებით.”. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტით გამოწვეულია წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო ზედამხევდელობას განახორციელებს პრობაციის განრიდებულის მიერ ნაკისრი სამუშაოს ბიურო, შესრულებაზე ამასთან პროექტით შესაძლებელი ხდება პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა ნახევრის გასვლამდეც, თუკი მას გაფორმებული აქვს სამოქალაქო შეთაანხმება და ჯეროვნად შეასრულებს ამ შეთანხმების პირობებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. მრავალმხრივი საერთაშორისო დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: saqarTvelos parlamentis wevrebi kaxaber anjafariZe da laSa Tordia დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: saqarTvelos parlamentis wevrebi kaxaber anjafariZe da laSa Tordia