„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.05.2012
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/450/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50; სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.001.481) შეტანილ იქნეს ცვლილება და 121 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო1’’ და ,,ო2’’ ქვეპუნქტები: ,,ო1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა;’’ ,,ო2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის გაცემა;’’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ”სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ და ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის გაცემა განისაზღვროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის გაცემას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გამოყოფას. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ვალდებულებებს. ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს სამინისტრო დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა განათლებისა და მეცნიერების