„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJ 6 UI3 T
AJqJEUTT
Jdntd0ll
roJao
7 tuoto. 2012 $'3qo
N 244
J6ogj$o,,brb6q0$ogo ;lt'r56doU ?6Ushgd"
boludro:rneob,1o6o5oLr
- lro,'j-.r,i-ggq.b
?p$c6oL ouolo$6"
3r5rT 5?o G3RoR3Uol,
qr6gcn6o3o 6o5o0o3olrs qc X,jo6o0o;Xt6o
.loqo$nJot Joao0C6o
290.rlro-lo36oLo
A,tfrrei Lra.arxfl o\*ao
5 - 8 o36olro
JpCSrt $! LLEoA.Xi
lr.goSr6to-lr.rloX36X$r'r 3o0o$1$o
Jo&'dnOOAo,
roaepr EEt)A6n bnarq'p?A7gtu
LrJ;r6or33qrnL J.:r4q;3n5$oL bo2r6er .:q635L:
LrJrr6or3Xqob Jrr6q'r3n5$ob Jr'rao$1$1dtr.) pr LrJst4qrSnS$r'r 3r6;j3ond?o
Rro$'UslL 5r'rr60;golqo rd$oL J6o0d0oL 6r6boq3t
Lsjs16or3nqob J;16qs0n5$oL
orrAAKRoAr6ob Jotzr3Xqo 8r'r.:q6oqn
{
საქართველოს მთავრობის წარდგინება
しδJδ
̀m30ROb OID53蒟
Obb
brjs6o4Sqrob Jr6q,16g66tr
l.rrjr6o53qx'rb 3t'r6b6o6ggcnb 67-C ACbq"b 03ltb$obrqg
b;3l6rn60qrgbq,o o6o6orgogob $Xl-rnor Sfi0c.r6oqrg6or brjr6o6gq,('}l,
3;6o6ob J6<.r3fi1b,,bsbgq0goger jo6g6otr 0glDbgb" b.jjr6o6gqroU 316o60o
g3qoqgbotr 03616olr orsobrbS".
.:q6o06gq, Jr6o6.l6oCCObC brju6orggqrerlr Jr6q,,r6g66olr
lrs3o0o696<.r
p; JqX6.:6gqr bbqrraX0b3 0r'r0blrX63bq,sqr qr$o06gqror
brjr6or3gq'ol-r go6r6l,os Ao6otr$6ob &n:q6oq,g r6gbpet6 JCACq)r6or.
V
&fuAogffio6ol.,66,cl
・
・盛 ど
■
ユ
4//′ ろ
″
│′ グ ノ′/2〆
…
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b005b▽
0
もヽJδ 6030R(り も 00ヽ 3● (rlふ Ob 2012 VROb 24
0
δ360gマ 0も もbR(り 80tl
N15(lld00R、 6
XXXVIn 3● J。 こD30Ψ 033。 6o6o336o」 Oo,,し 。boぐ ∞ 000J0506ob 00bob06
も。J。 6
030(Ю 。5ob o5oO。 ヽ0 ゃ 。bbJ50∞ 智 Obわ 聰 徴 つ60b
53。
■
い もり彎o5011y永 0」 ぃ .,6300N。 S bttδ 60D‑Ob 00。 3織り
。
0じ b。 3。 6o5
0906Ψ o 05oOob003‑い 69∞ 5o93。 5o536oO」 05o00abb0500w、 。
ぐ 5 361Dじ
00し 。
b゛
し
薄ゆ
oも
(000bbo50匈 中
可 ぃ で 905o5bOぅ o05ob0611b 30630ψ 0
の30ヽ Pη じ3。 5o60o O(、 P‐
V
。
(Ъ やら
αや0330o6oo030で 。
)
10o6oO,曽 。や 0060600て xP可 60し o畑 咽
2 しo」 o6o̲b95。 53ooし Юo5o30
805
360
60じ
3●
嗚 0,
し
か 03。 WOb'0506oo Oい
OMCか Q5000b b司
欧xで 03。 5o536oOJ00
(ゃ ∞069。 Oo)も uOoOoヽ
oい 000JOoで 0
o 3。 い は● 0側 OIDb
oOb
対硬Kゃ し3δ at、 0050b6δ 6boし 、鯰
ぶP。 ゃ
い
δQ6o050彎
も。。0で oo
30o605゛ 3マ OJ50じ 師 強Чo6o5o9oぃ 53珈 や360b30m」 00
V
L.!J.)drmijilR{,, l, Jrn3Col16-Ao5otfi 16,r
υ
̀0
Ir; j.:t6or3gqolr So13r6rnlolr
;r593q..l6ooL 136r'rLo
:,1` (lgt()()〔 ,
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხლი 312) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა - სახელმწიფო ქონების პრივატიზება,
მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გადაცემა,
განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი
მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და
უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით
აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების
პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის
აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის
ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით
ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო
ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;“;
გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება –
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განსაკარგავად გადაცემული ქონების ასევე
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული
ქონების
უსასყიდლოდ გადაცემა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება –
სააგენტოს მიერ მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების ასევე სახელმწიფო
საკუთრებაში მიქცეული ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;“;
ე) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:
„ი1) განსაკარგავად გადაცემული ქონება სახელწიფო საკუთრებაში
არსებული მოძრავი ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და
ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
და რომელიც მის განკარგვაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა სააგენტოს
შემდგომი განკარგვის მიზნით;“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა)
შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის
იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს
სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი
25%-ზე ნაკლებია, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით
პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების და სახელმწიფო
საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს იყოს ნებისმიერი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან
პირთა გაერთიანება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. “.
3. 31 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება
აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს
პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი
აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო სამინისტროს, მისი ტერიტორიული
ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში
მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“.
4. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ
ინფორმაცია განთავსდება
ვებგვერდზე ,,www.eauction.ge“, რაც ინფორმაციის
ოფიციალურ
გამოქვეყნებად
ითვლება.
ინფორმაციის
საჯაროობისა
და
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო
ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24
საათში.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსების
წესი
არ
ვრცელდება
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობებსა
და
საკონსულო
დაწესებულებებზე,
რომლებიც
ახორციელებენ მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული
მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე ინფორმაციის
განთავსებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.“.
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ
ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი
ორგანო.“.
5. 51 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტრო და სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის
ერთიან ავტომატურ საშუალებებს.
2. სამინისტრო და სააგენტო უფლებამოსილები არიან
ნებისმიერი
ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი
ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
3. სამინისტრო და სააგენტო უფლებამოსილები არიან ელექტრონული ასლის
სახით შეინახონ და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი
დოკუმენტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ
ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ
დოკუმენტს.
5. სამინისტროს და სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში
მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული
საშუალებებით.“.
6. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
სახელმწიფო
ქონების
განკარგვა
შეიძლება
განხორციელდეს
ელექტრონული აუქციონის ფორმით. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
ქონება არ გაიყიდა/არ გადავიდა სარგებლობაში, დასაშვებია მისი განკარგვა საჯარო
აუქციონის ფორმით.
სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების
აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებს ადგენს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა
ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“;
ბ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„6 . აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას დადგენილი
წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა,
დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანებით, ხოლო სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული
ქონების, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
7. 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის
განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და
პირობები, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად
ამონაგები თანხის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით.“.
8. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი
განკარგვის ფორმები და განკარგვის განმახორციელებელი ორგანოები
ქონების
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომში –
მოძრავი ქონება) განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო
ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება
სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი
ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება
აქვს მხოლოდ
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ,
სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების შემდგომი
განკარგვის მიზნით, მიმართავს სააგენტოს. განკარგვის ფორმის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
შეთანხმებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე,
რომლებიც ახორციელებენ მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე
რიცხული
მოძრავი
ქონების
განკარგვას.
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მათთვის
სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების
აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
3. თუ მოძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის
პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო/სამინისტროს
ტერიტორიული ორგანო ან პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის
საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ სამინისტროს, ხოლო განსაკუთრებულ
შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით
დადგენილი წესით, გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს
საქართველოს პრეზიდენტი.
4. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (გარდა ამ
მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ქონებისა) განმკარგავი
ორგანოა სააგენტო.
5. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის
შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მიერ
ხორციელდება ქონების სააგენტოსათვის გადაცემა.
6. სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების
განკარგვის ფორმებია:
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზება
აუქციონის (მათ შორის, ინტერნეტაუქციონის) ფორმით;
ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზება
სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;
გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზება
მესამე პირის მეშვეობით;
დ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება;
ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება.
7. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს
საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისას, ინტერნეტაუქციონისა
და ინტერნეტმაღაზიის ფორმების ერთდროულად გამოყენების თაობაზე.“.
9. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6- მე-8 პუნქტები:
„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სააგენტოს მიერ
ელექტრონული აუქციონის ფორმით მოძრავი ქონების პრივატიზებაზე.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით მოძრავი ქონების პრივატიზებისას
სააგენტოსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი.
8. სააგენტოს მიერ მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული
საპრივატიზებო შემოსულობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:
განსაკარგავად
„მუხლი 311. სააგენტოს მიერ
განკარგვის წესი
გადაცემული
ქონების
1.
სააგენტოს მიერ მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების
პრივატიზების ფორმის შერჩევა
შესაძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში
არსებული მოძრავი ქონების სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. განსაკარგავად გადაცემული ქონება სააგენტოს მიერ, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე სხვა დაწესებულებებსა და
ორგანიზაციებს. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, სახეობის
გათვალისწინებით, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური
მიზნებისათვის.
3. განსაკარგავად გადაცემული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით
გამოყენება შეუძლებელია,
შესაძლებელია განადგურდეს
სააგენტოს მიერ,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. განსაკარგავად გადაცემული ქონების მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება
ხორციელდება სააგენტოს მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
შეთანხმებით.“.
11. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება არ გაიცემა სარგებლობის
უფლებით, გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევებისა და ქონების ლიზინგით გაცემის შემთხვევებისა.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა
მინისტრმა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის სახელმწიფო
ორგანოების/საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული
ან/და ბალანსზე არსებული მოძრავი ქონების განკარგვის (პრივატიზების,
უსასყიდლოდ გადაცემის, განადგურების) ფუნქციის დამატება; ასევე, სახლმწიფოს
საკუთრებაში მიქცეული ქონების შემძენთა წრეზე შეზღუდვის მოხსნა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის ძირითადი მიზანია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული
ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა ქონების განკარგვის
პროცედურების სრულყოფა, ერთ სივრცეში მოქცევა; საპრივატიზებო მოძრავი
ქონების აღრიცხვის მოწესრიგება და ასევე, ამ ქონების განკარგვის არსებული
ფორმის – პრივატიზების გარდა, უსასყიდლოდ განაწილებისა და საჭიროების
შემთხვევაში, განადგურების ფორმების დამატება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების
მიხედვით, ზუსტდება „სახელმწიფო ქონების განკარგვის“ ცნება და განიმარტება,
რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მოიცავს ასევე სახელმწიფო ქონების ლიზინგის
ფორმით გადაცემას.
2. კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების
თანახმად, ზუსტდება „პრივატიზების“ განმარტება და მიეთითება, რომ
პრივატიზება, სხვა ფორმებთან ერთად, გულისხმობს ასევე სახელმწიფო ქონებაზე
საკუთრების უფლების შეძენას სავაჭრო ობიექტის ან მესამე პირის მეშვეობით.
3. კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების
მიხედვით, განიმარტება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების
განაწილების“ ცნება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით განისაზღვრება, რომ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
განახორციელებს როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების,
ასევე მისთვის განსაკარგავად გადაცემული სახელმწიფო ქონების (სახელმწიფო
ორგანოების/საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული
ან/და ბალანსზე არსებული მოძრავი ქონების) უსასყიდლოდ გადაცემას,
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილებით
განიმარტება
„სახელმწიფოს
საკუთრებაში
არსებული
მოძრავი
ქონების
განადგურების“ ცნება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი იქნება
განახორციელოს როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების,
ასევე მისთვის განსაკარგავად გადაცემული სახელმწიფო ქონების (სახელმწიფო
ორგანოების/საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული
ან/და ბალანსზე არსებული მოძრავი ქონების) განადგურება.
5. კანონპროექტის მიხედვით, კანონის მე-2 მუხლს ემატება „ი1“ ქვეპუნქტი,
რომლითაც განიმარტება „განსაკარგავად გადაცემული ქონების“ ცნება. აღნიშნული
განმარტების თანახმად, განსაკარგავად გადაცემული ქონება არის სახელწიფო
საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს
გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს და რომელიც მის განკარგვაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ
გადაეცემა სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით.
6. კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ცვლილება: კანონის დღეს მოქმედი
რედაქციის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების
ყიდვა არ შეეძლო იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას,
რომლის ქონებაშიც სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
მონაწილეობის წილი 25%-ზე მეტი იყო. ამ ქონების ყიდვა არ შეეძლო აგრეთვე
სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირს.
კანონპროექტით იწერება, რომ მომსახურების სააგენტოსათვის გადაცემული
ნებისმიერი მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და
იურიდიული პირი (მათ შორის უცხო ქვეყნისაც), სახელმწიფო და ადგილობრივი
ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
7. კანონის მე-3 მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნათლად
ყალიბდება, რომ სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების და სახელმწიფოს
საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს იყოს ნებისმიერი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან
პირთა გაერთიანება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
8. კანონის 31 მუხლის მე-3 პუნქტში განხორციელებული ცვლილების
მიხედვით, ზუსტდება, რომ აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის
ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში
(ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული 1 თვის ვადისა), ასევე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მისი
ტერიტორიული
ორგანოს
ან
სამინისტროს
მიერ
დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 30
კალენდარული დღის ვადაში (ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული 1
თვის ვადისა).
9. კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში განხორციელებული ცვლილების
მიხედვით, როგორც საჯარო, ისე ელექტრონული აუციონის შესახებ ინფორმაციის
განთავსება მოხდება მხოლოდ ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის
ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. თუმცა ინფორმაციის საჯაროობისა და
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო
ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია კვლავ გამოქვეყნდება აგრეთვე გაზეთ
„24 საათში“.
10. კანონის მე-5 მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამავე
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, აუქციონის ფორმით სახელმწიფო
ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე www.eauction.ge-ზე და
გაზეთ „24 საათში“ განთავსების წესი არ გავრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე.
აღნიშნული დიპლომატიურ წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები
ახორციელებენ მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული
მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე ინფორმაციის
განთავსებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.“;
11. კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში განხორციელბული ცვლილების
მიხედვით, საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების
შესახებ
ინფოორმაციის
გამოქვეყნების
ვადას
დაადგენს
პრივატიზების
განმახორციელებელი ორგანო.
12. კანონის 51 მუხლის პირველ-მე-5 პუნქტებში განხორციელებული
ცვლილებების მიხედვით, მიეთითება, რომ პროგრამული უზრუნველყოფით და
მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებებით, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ისარგებლებს ასევე სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
13. კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში განხორციელებული ცვლილების
მიხედვით, განისაზღვრება, რომ იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახელმწიფო
ქონების განკარგვას ახორციელებს სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტო, მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის,
შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებს დაადგენს საქართველოს
ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა ქონების საჯარო
აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას კი ამტკიცებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
14. კანონის მე-6 მუხლის 61 პუნქტში განხორციელებული ცვლილების
მიხედვით, განისაზღვრება, რომ სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების, ასევე
სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შემთხვევაში, აუქციონის ფორმით
სახელმწიფო ქონების განკარგვისას ხელშეკრულების პირობების დარღვევისას
პირგასამტეხლოს ოდენობა, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის
შედეგების გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით.
15. კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტში განხორციელებული ცვლილების
მიხედვით, ზუსტდება, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით
განისაზღვრება ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების ლიზინგის
ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი.
16. კანონის 29-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების მიხედვით,
განისაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის
ფორმები და განკარგვის განმახორციელებელი ორგანოები.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს
სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი
ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. პროექტით
წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ის სახელმწიფო
ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება
სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, მიიღებს მხოლოდ
გადაწყვეტილებას ქონების განკარგვის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების
მიღების შემდეგ სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით მიმართავს სსიპ - საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. რაც შეეხება იმ მოძრავ ქონებას, რომელიც
არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას კვლავ განახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/მისი
ტერიტორიული ორგანო.
სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მისთვის
სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქონება განსაკარგავად გადაეცემა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსახურების სააგენტოს, რომელიც
აღნიშნულ ქონების პრივატიზებას განახორციელებს აუქციონის (მათ შორის,
ინტერნეტაუქციონის), სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) ან
მესამე პირის მეშვეობით ან მოახდენს აღნიშნული ქონების განაწილებას ან
განადგურებას.
აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ
მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების
განკარგვას. ისინი აღნიშნული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას
განახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
17. კანონის 31-ე მუხლში განხორციელებული მე-6-მე-8 პუნქტების
დამატებით მიეთითება, რომ
სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ ელექტრონუული აქუციონის გზით მოძრავი ქონების
პრივატიზებისას სააგენტოსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარაბის
აქტი. ასევე განისაზღვრება, რომ სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად
მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
18. კანონს ემატება 311 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სსიპსაქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
მომსახურების
სააგენტოსათვის
განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვის წესი. აღნიშნული დამატების
მიხედვით, სააგენტო მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების
ფორმას შეარჩევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ქონების
სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე. საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან შეთანხმებით განახორციელებს სააგენტო ასევე აღნიშნული
ქონების განაწილებას, განადგურებას და პრივატიზებას მესამე პირის მეშვეობით.
19. კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტში განხორციელებული ცვლილების
მიხედვით, ზუსტდება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების
სარგებლობის უფლებით გადაცემის აკრძალვა არ ვრცელდება აღნიშნული ქონების
ლიზინგის ფორმით გადაცემაზე.
20. კანონპროექტის მე-2 მუხლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა
მინისტრს ევალება კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს
შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დღეს მოქმდი რეგულაციის შესაბამისად, ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ
სახელმწიფო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა მიიმართება
ბიუჯეტში. პროექტის მიხედვით სახელმწიფო ქონების გასხვისების შედეგად
მიღებული თანხა ასევე უნდა მიიმართოს ბიუჯეტში, უბრალოდ ზუსტდება, რომ
განმკარგავი ორგანო, გარკვეული გამონაკლისების გარდა, არის ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტო. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება
გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ფინანსურად იმ პირთა მიმართ,
რომლებზეც გავრცელდება ეს კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის
დ.ა)
მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.