„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,idJdnSJqnL JJdqlaJ60lll, bllT,4nL
atqJS'u3il0[qJbJ 5ndaJ0[rqfl Jil0lll,
Jdncd0llu ail6bIq3fll, JdllDcqxdfll,
qJFttblll, ?ilUthill
7 tuot . 2012 $3qo
oj& N 244
boilr16oX6qr.rb .jr5o5oU Jrrronj$o,,LuJrdror3gq1tr_ ,>q3o6oL614ogolq
Uo-0r16or,lqq;drq3X3oor; ;rrqn;lL?o 63qoqnbolr ?3$l5oL ?ntrb6I"
(07-1601; 049520t2)
oS6oqoXq ll,joorboc aoSo$X$o
29OcoLo-lo35"Lo
5 - 8 o36oto
Jt!,J6.nnd!4 Lh4xd:$t
rRJ&rSot ffiqdooJ R{.;3pt'r $ L,A.'rt("J.
o56Aad{ool, Jc,ao000n
fa,6COPa tHEd
l$.,ilaeJdraqD
^10./,16
li;J;tror3nqob Jrr6q;315$olr Io36r'r lq6n5L:
Lrjs<6o3nqoL Jr<6g;3n5$oL ;r'r3o$n$Xbbo q,: lr;Jrr6q;3n5$n 3r6;j3ond?o
qro$golr Er.rrzr0ogolqo oj$ob Jr6r'rnj$oL 6;5boq'3r
Lc j;r6or3Xqotr J;16gr3X56otr
olrAAXRr'lAr6ob Jor63nqo 0r'rsp6ogn
,1
წერილი
l, tJdlRJO0GO0l, S0860
t,Jcrdto8oqxrb $6q!AC6Ool, $nt\)r,L
U!rlf)A!6.,t!oo(') ACJr6OraCEOol, fl g6etljL
j.rq,b\)o6 CorC6 lr3or6xd9l,
j.>q,\)c,6o Co,Cd,,
Lrj.:t6o69qoU JerEl.,OoOU0.rlU 67-9 agbqrfl oroSrMrqr Ur6r&,r0oA6CEo,
Luil6)o8Cqx',1 Jif,q,JAC60rfr $Sdx}l, SffiqAo $gqo,lqr,I-} AoCd, lr{r&r6AeCaqx,t
o6o0otJc8ol, SCU- 0o0trq.oC&Jq, 3.>6o6ob Jf,oftloL
"lnCy(,or3Cqx,,l,
.rea<Sol6lO.}0r,lJq' biA!dErq{'!6q3$.5,r 3erqEpao o3q,q$ou qODEotr
oCl$W"
6orb<'r3or, $3&'ror J$omflq,,p6t'r6ob Jr<x.rrk)U 0olrggor A3U,>O,:AoUo
0l4q,9qxrA,>.
*t$xrpn. ' g,foe,q,
Jq)o3ofuX0oor,
6otfi6oq;X6Xo,po 1)
(,w sleo\
'!-'ot "tt
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1714 მუხლი:
მუხლი 1714. 21 წლის ასაკს მიღწეული პირის მიერ საზოგადოებრივ
ადგილებში ცივი იარაღის ტარება
1. ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში და
საზოგადოებრივი
თავშეყრის სხვა ადგილებში 21 წლის ასაკს მიღწეული პირის მიერ ცივი იარაღის
ტარება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის
ზომის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ
პატიმრობას ვადით 30 დღემდე.
2.
208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
208.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421
და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე, 46-ე,
461, 48-ე−49-ე, 501–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592, 593, მე-60, 603, 61-ე, 611, 63-ე, 631, 64-ე,
641, 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 721–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–
1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე,
144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531 და 1533–1535 მუხლებით,
6
3
1
1
1
9
153 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−154 , 155 –156-ე, 157 –158 , 159-ე–159 , 163-ე, 1644
1
3
ე, 164 , 165 –165 , 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
4
5
4
6
7
9
12
1
1
2
8
9
1
171 , 1714, 172 , 172 , 173-ე, 173 , 173 , 173 , 173 , 173 , 174 , 175 , 175 , 177 , 177 ,
11
1
2
177 , 178-ე, 179 –183-ე, 187-ე–187 , 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის
1
1
2
6
პირველი და 1 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 196 –196 და 197 მუხლებით.
3. 239-ე მუხლის 48-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„48. ამ კოდექსის 1553–1556, 1711–1714 და 191-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში ისეთი ქმედებების პრევენციით, რომელმაც შეიძლება
საფრთხე
შეუქმნას
ადამიანის
სიცოცხლეს
ან
ჯანმრთელობას.
მოქმედი
კანონმდებლობით გათვალისწინებულია ცივი იარაღის ტარებისათვის იურიდიული
პასუხისმგებლობა იმ პირების მიმართ, რომლებსაც არ მიუღწევიათ 21 წლისათვის.
რაც შეეხება, 21 წელს გადაცილებულ პირებს, მათზე არ ვრცელდება მსგავსი
შეზღუდვები, აქედან გამომდინარე, საჭიროა ადმინისტრაციული წესით 21 წელს
გადაცილებული პირების მიერ საზოგადეოებირივი თავშეყრის ადგილებში ცივი
იარაღის ტარების აკრძალვა, რათა უფრო მეტად იყოს დაცული საზოგადოებრივი
წესრიგი და და სხვა ადამიანების უსაფრთხოება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს 21 წელს გადაცილებული პირების მიერ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარღის ტარების აკრძალვას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი ცვლილებებით, ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში
და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში 21 წლის ასაკს მიღწეული პირის
მიერ ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
პირველ ჯერზე 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით 500 ლარის ოდენობით
ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გარკვეულ გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე,
თუმცა
მისი
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
სამართალდარღვევის რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს იმ პირებს, რომლებიც
ჩაიდენენ შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პირველ ჯერზე 300
ხოლო განმეორებით 500 ლარის ჯარიმის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი
წერეთელი