„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კ. ანჯაფარიძე, ზ. კუკავა, პ. კუბლაშვილი.
ნომერი
#07-3/602/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-07
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qJEUtblll, ?ill,Jbill 7 tuoto. 2012 g'gqo rnj0o N 2a4 Lr;lor6o3nqolr or66o51qo 3r5o5olr J16r,r6ilgo,,L;jr16o3nqob 8nil.>qrjnt'rlob otuolltg" ?3tubnd" boilorvror3XqoLr o<66151q 3o5r,r5-?o g3qnqnlolr ?n$r6ob (07 -3t602; 04.052012) op6oqoXq Ls3oorbor.r 3r'r&$X$o 5 - 8 o36oto 298.mlm-lo36olm li lr/nt'\UPa arrks'o ,jpe5rdtr:, L6'!0$I'J sqJao.rSot t?q3rrd$ q43ols qs L'a''$tR"S' o5ocad'tml, Je,&6J0o .r"*{,rddA\ @Aa ' 4Eq/r6r lb,,.'eerrEs LrJr6orgllqr,rl-r Js16q.>0n5$oL }oir6r'r lq615L: .)r<zrqr335$ob 3r'r3o$n$nbb': qo trsJ;16qr335$t'r br;lrr6or3nqmb J6s'010ob 6;5toq3'> e,r"n$,p-t 5cor60o$o2q'o DJOob L;Jorlor3Xqmtr J;16qo3X6$oL or1336qo3c16olr Jor63ggo 3o;p6oq'X l5 v(^ g<rroJ6ond?o 0obnoq 3rlr3rt4or5o
წერილი
l, JJ6SPJAOEO0I, 90860 U+t6%Cgxdr JrC)q,5AC6Ool, rlr6rool, Urrtr,0r6o\G, (,C$6,ODaC60rfJ C8fxrlrb +rq'0ior6 cg,cd' lB"r6rdcb ile8\lc6(9 CoDl(,, l$j.r6ogqmlr Ja6l,,t)q)f0fff, 6Z-X A3bqr)L ors6cb6sq.o ftt6tu6op6g6or lrril6,(,B0('(,l, Jvr,q,q6orf., $gtr60nb: 3. .$2g!$ffir, t. 333.r3.is qrr J. J?6q'q()qr,l., &dd, l$$6o,64(06qxe o6rl3oso('3ob Sdr.E, A(',ftTQCAIq, 3.:6o6ob J6ogdol, "LlCvqoECqr'tt aed{,qfuoDdr ACb!bC6' lnCv6o,60q'di (,60.!6€(' J$('|E,o ACorEdJ o,!dst0". Ao,bc'O(,,, toa(,o, J(&tr"J(, $6a6ol, J6rdOL &fr00o, ACb!8ra.fr, &3qfgeb5 gtfiJir1oxr:. 3roo$f,oCftE, 3cUrfuO $XJts.@ tgola JAt€r J. J3Dq'.s3oq'o iiff+od '-!t A5-.tl 5 .*,-
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, N5, მარტი 1993 წელი, მუხ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ბავშვის მოქალაქეობა, რომლის მშობლები მოქალაქეობის არმქონე პირები არიან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუ ისინი დაიბადნენ საქართველოს ტერიტორიაზე.“; 2. 271 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება ხდება „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.“; 3. 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. 2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე: ა) სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სამხედრო ვალდებულების მოუხდელობისას — გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი კანონით დადგენილი წესით განთავისუფლებულია შესაბამისი მოვალეობისაგან/ვალდებულებისაგან; ბ) თუ იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.“; 4. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა 1. ამ კანონის შესაბამისად პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შევა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში; ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში; გ) საქართველოს მოქალაქეობას შეიძენს ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით; დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას. 1 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლოა პირმა არ დაკარგოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ მის მიმართ არსებობს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციასთან საქართველოს შეერთების ინიციატივით. აგრეთვე იმით, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირმა ვერ შეძლოს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საშუალებით პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ცვლილების განხორციელება, რაც განპირობებულია მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ 1954 წლის კონვენციასთან შეერთებით, აგრეთვე დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების შესაძლებლობის გამორიცხვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ გაეროს 1954 წლის კონვენციასთან შეერთების შემდეგ წარმოიქმნება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურის შემუშავების საჭიროება. დღემდე, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი არ არსებობდა. პირთა ერთადერთი კატეგორია, რომლებიც მოქალაქეობის არქონის გამო გარკვეულ სამართლებრივ რეჟიმში ექცეოდნენ, იყვნენ პირები, რომელბიც არ იყვნენ არცერთი ქვეყნის მოქალაქეები და რომლებზე გაცემული იყო მუდმივი ბინადრობის ნებართვა/მოწმობა. ასეთი პირები მოიხსენიებოდნენ, როგორც „საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები“. კონვენციასთან შეერთებისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცედურის შემუშავების შემდეგ კი წარმოიშობა მოქალაქეობის არმქონე პირთა ცალკე კატეგორიად გამოყოფის საჭიროება. ამ კატეგორიაში უნდა იქნენ მოაზრებული ის პირებიც, რომლებიც დღეს „საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებად“ იწოდებიან. შესაბამისად, მომავალში მიზანშეუწონელია ტერმინის „საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი“ გამოყენება, რასაც ემსახურება წინამდებარე კანონპროექტი. აღნიშნული ტერმინი შეიცვლება ტერმინით „საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი“. ამას გარდა, კანონის 31-ე და 32-ე მუხლების ახლებური რეგულირება საშუალებას იძლევა, რომ პირი ვერ გავიდეს საქართველოს მოქალაქეობიდან, ან არ შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა, თუკი ამით იგი შეძლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. ზემოაღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით კანონში სიახლეს წარმოადგენს 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 32-ე მუხლების მე-2 პუნქტი. ძველ და ახალ რეგულირებას შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირისთვის მოქალაქეობიდან გასვლაზე უარის საფუძველი (ხოლო დაკარგვის საფუძვლების 3 არსებობისას — დაკარგვაზე უარის საფუძველი) შეიძლება გახდეს როგორც გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა, ასევე ბრალდებულის სტატუსით ყოფნა (მაგალითად — პირის ძებნაში ყოფნის შემთხვევაში). თუ შევადარებთ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და მოქალაქეობის დაკარგვის მხრივ კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მივიღებთ შემდეგ სურათს: — მოქალაქეობიდან გასვლაზე უარის თქმის საფუძველი ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა იქნება პირის ბრალდებულად ყოფნა; — მოქალაქეობის დაკარგვის უარის თქმის საფუძვლად ემატება როგორც პირის ბრალდებულად ყოფნა, ასევე მასზე გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: სახელწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვთ ნაწილზე. ბ.დ) სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები არ გააჩნია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ადგენს მრაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროქტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. 4 გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექპერტები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: კ. ანჯაფარიძე, ზ. კუკავა, პ. კუბლაშვილი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კ. ანჯაფარიძე, ზ. კუკავა, პ. კუბლაშვილი. 5