„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 64 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №59, 02.11.2010, მუხ. 375) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის მე-4 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს ”დ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
”დ) მიმართოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას მის საკუთრებაში არსებულ
მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით.”.
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს ”ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას წარუდგინოს შემოთავაზებული საინვესტიციო
თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც სასტუმროს
მშენებლობის ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 2 თვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომისიის
მიერ მიღებულ იქნა სხვაგვარი გადაწყვეტილება.”.
2. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის
პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”5. კომისია განიხილავს ინვესტორის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ინფორმაციას და 2
კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის,
ან/და ინვესტორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის
მიზანშეწონილობის თაობაზე. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომართვის შემთხვევაში, კომისია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განიხილავს
და იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მიმართ ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული
ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ.
4. კანონის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 8. პასუხისმგებლობა
1. ინვესტორის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე 3თვიან დამატებით ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში მას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოერთმევა საკუთრებაში გადაცემული მიწის
ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული
თავისუფალი ტურისტული ზონის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, შესაბამის მიწის ნაკვეთზე უქმდება თავისუფალი
ტურისტული ზონის სტატუსი და მასთან დაკავშირებული საშეღავათო პირობები.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშემწყობი
დამატებითი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია არსებული კანონის სრულყოფა და თავისუფალი ტურისტული ზონების
განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობისათვის დამატებითი ხელშემწყობი პირობების შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, ინვესტორს წარმოეშობა უფლება მიმართოს შესაბამის კომისიას
მისივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით,
რისთვისაც კომისიას უნდა წარუდგინოს შემოთავაზებული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის
ოდენობის საბანკო გარანტია. ამასთან, მასზე გავრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული
შესაბამისი საშეღავათო პირობები, ხოლო სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების
გავრცელების საკითხზე იმსჯელებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მიიღებს
მთავრობის მიერ შექმნილი კომისია. ამავე კანონპროექტის თანახმად, ინვესტორის მიერ საკუთარ
მიწის ნაკვეთზე შექმნილ ტურისტული ზონაში, კანონით დადგენილი ვალდებულებების
შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის მიწის ნაკვეთზე უქმდება თავისუფალი ტურისტული
ზონის სტატუსი და მასთან დაკავშირებული საშეღავათო პირობები.”
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებასთან.
ბ.ე.) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში
კანონპროექტის მომზადების პროცესში არ მიუღიათ მონაწილეობა სხვა დაწესებულებებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა ორგანიზაციებსა და ექსპერტებს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.