„საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2012
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/458/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LtdJdCIStqnL JldqlAJS0lll, bfll6nL aJqlFttt0[ecbi 6ndal0[xqfl ild6lll, JdnJil0llL aJ6bIqtIt J6nuilqr6[L CtEUfllil, ?fll,Jbilb l0 aJoljo. 2012 $cqo rnj0o N 246 lr,:..lodro31qob ;s5r'r5ob J16oXJ$o,,ltJo6or3XqrTlr lr':tq3oo .;oqnjU?o - GARoR6aotr ?n$o6oL o,>rT lot3" @'l-21458, 10 052012) gs53oorv63&rlr Lr&6olr$6r'r q#,3o&6o3o 33o5o3"3ol* q.r gm5o3o316o .: qogo,pl ,p&$x$o 298colro-lo35oto 5 - 8 o36oto )pAStaU! L6\\aAr\A JaAadNlAa 6aACPo\ 4,rl,Jr6r brrA'4'r474'-n brJ;r6or3Xqmb Jsr6qr0n5$ob }o2r4o ;p6n6tr: b;lor6orrs,r'rL Jcr6go3x5$ob J''rao0000abr Rr bJJr6Rr305$r'r 3r6rj3o;d?o q""q5r[-5r'rr63cfio1qo ;j$oL J<vronJ$oL 5o5boq3; Lr jst6or3Xqotr Jr14q.;3n56oL or.> 3 3i6 q mS':t?r 3 5 RrAoo) Abil6.\dil
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ JS̀Ⅲ 80ROb OIDS360ふ δ bs jst6orggqmb 3r6q,rACSOb lsjrvror3Xq,ob 3o6b6o6p6oob 67-X Ogbq,ob tsXbrb.>Oobrqr l$3$o60qrg0q,t'r o6ooorooSob $gboo $r60o6oqrgg6or brjr6or3Sq',ob 3s6o6ob J6r'rgfi)b ,,br jr6o6Xq,t'rb bftgv'r 3arqrSjlr0o g3q,oq,gbob Eggs6ob otobr$3". ;q6o66gq, 3.:6('r6,36('tgCob9 brj,:6o63qcrtr J$q,$96gob br3o0o6g6o qrr Jq,X6.>t6gq, bbqx'rOgb$g 0o0bbg$X}q,rqr qr;6o06gq,or brjl6or3XgeU 93o6o0o3olr.> qg.r 6q936.:qn 6r6goott6g0ob 0o6olrg6ob 0o.rq6oq,g 6ron.: Oojgq,$3. あ 00o" N1/93 10052012▼ 5o嗚 6o
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b806b▽ 060 Я ぐ(り t1 0008● (り あ0も 2012 V'マ ()b 80ooboし しbR(り 00も しヽdヽ ̀01,:〕 Nl7 (r)d80RJ6 XLIII. tlrCy6o3rq,(.tb Jr6o6ou J6c,CCOo ,.ltcj.r6ogq,ob ljrtp3ro 3oq.oXjLtso" Osq,oqrCbou ACOsboL osobJ$O ' eJ LrCr6o3Cq,a)U 0o)36o6ob br63rtvr53q,9botr Jttordoo ,.6.AoCCq'JdoL brCrc.)ogJq,otJ 6or36(')6otJ br3r6cr60qr36q'o o6o6osOo3oo $r6(6C6oq, JrE('lEJFx!frlO'bC asfbLC6Cbq,)C-o !9J6oa36ob 6CUrbCO" (A(,A- V bbCECbCE,o tDCrc, CE(,U CJo6oaoJobr (,J Ae66reo Arbgoo)6g6olt 0o6oUgt6oU A(,rAboq,C 6.ao&q,JdC) l. d.,6oox-or(o Ao$('lbgbgq, oj69b $.:tr)a oq-oA06(}q,o Jr6o6J6oCdOo. 2. bJCJ6o8cq,c1b g3o6<n3o3ottt aJ 0406J(r, a!63c}oJ6c0ol baoEoljo6ala k.C('lbrq,or) bbeoartrc aJa(,l(,dauq,o SobJaJACbCBob broargob$.,6cboor acr>a$rqgmlr rq6ots6gqro J)E(.lbJd)(.)0doott tr$oq'oo g16C,160(), t6r.fgq,o6 6rqr;9gglj UJCJ6oACq,clU Jr6q,JaC6Otr brEbJboq,3Cq'JQ. 3. 6o$o63bgq, oj69l.t $r60oq6g6oq,o 6s63r6a3q,CbotJ J6c.rJdOo. L.' js6or3Xq'olr Jr463on6-0oSoLgdxr F,: i,opr';6o j.:6rn33q'or! 3m.:3t6crloL ;s5g6qs6ootr 3g6r'rLo q,. ,;36111qod11 L,r
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი დანართი 1 საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ (პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/05/1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კოდექსის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან - სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან“ და სააგენტოსთან შეთანხმებით. 2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან - საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისა“ და სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას. 3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საზღვაო ნავსადგურებსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან - საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან“ შეთანხმებით.“ 2. კოდექსის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. კოდექსის მიხედვით „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის არაწყალწყვის გემებს და ჰიდროთვითმფრინავებს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ: ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, ხიფათში ჩავარდნილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად; ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ-საკარანტინო სამსახური, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა.შ.); გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის; 1 პროექტი დანართი 1 დ) სპორტული ღონისძიებებისათვის; ე) სხვა მიზნებისათვის. 2. კოდექსის მიზნებისათვის გემს წარმოადგენს წყალზედა მოტივტივე პლატფორმები და ინსტალაციები. 3. ზომამცირე გემი - გემი, სიგრძით 7 (შვიდი) მეტრზე ნაკლები, განკუთვნილი, მათ შორის, დასვენება-გართობისათვის, ტურისტული და სპორტული მიზნებისათვის, სამეურნეო და ბიზნეს საქმიანობისათვის, მიუხედავად გემის ტიპის, წარმოშობის და ნაოსნობის რაიონისა.“ 3. კოდექსის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. კოდექსის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27 1. საზღვაო ნაოსნობის თავისებურებების გათვალისწინებით სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით, კანონის ანალოგიით ან საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით, თუ მათ არ აწესრიგებს ეს კოდექსი. 2. გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კანონმდებლობისა, საზღვაო ნაოსნობა რეგულირდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ან მისი ორგანოების მიერ მიღებული რეზოლუციებით 5. კოდექსის მეორე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II გემის რეგისტრაცია მუხლი 28 ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გემი: ა.ა) დიდი გემი - მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა შეადგენს 100 ტონას ან მეტს; ა.ბ) პატარა გემი - მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა შეადგენს 100 ტონაზე ნაკლებს, გარდა ზომამცირე გემებისა; ა.გ.) მშენებარე გემი - მშენებარე მცურავი საშუალება, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემების კორპუსის ნომრით ან სხვა რაიმე საშუალებით. ბ) მთავარი რეგისტრატორი - სააგენტოს დირექტორი; გ) რეგისტრატორი - წარმოადგენს პირს, რომელზეც მთავარმა რეგისტრატორმა მოახდინა მისი უფლებამოსილებების დელეგირება სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით; დ) რეესტრი - საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სააგენტო; ე) გემის რეგისტრაციის შეჩერება - გემის რეგისტრაციის მოწმობის ან დროებითი რეგისტრაციის მოწმობის შეჩერება, რომლის საფუძველზეც გემს ჩამორთმეული აქვს საქართველოს დროშით სარგებლობის უფლება; ვ) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა - გემის რეესტრიდან ამოღება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე; 2 პროექტი დანართი 1 ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა - გემის რეესტრიდან ამოღება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით; თ) რეგისტრაცია - გემის დროებითი, ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია; თ.ა.) მუდმივი რეგისტრაცია - გემის რეგისტრაცია რეესტრში განუსაზღვრელი ვადით. თ.ბ.) ვადიანი რეგისტრაცია - გემის გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; თ.გ.) დროებითი რეგისტრაცია - გემის რეგისტრაცია რეესტრში ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში. მუხლი 29 1. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის/ნაოსნობის უფლება გემს ენიჭება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება ენიჭება მშენებარე გემს. 3. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ყველა ფორმა. 4. რეესტრში გემის რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი ან მუდმივი ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე. 5. რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელიც არის: ა) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება; ბ) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება; გ) უცხოელი გემთმფლობელის საკუთრება, რომელსაც საქართველოში ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ამ კოდექსიდან გამომდინარე ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფი გემი. 6. საქართველო არ სცნობს გემის პარალელურ რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. საქართველო არ სცნობს უცხო ქვეყნის რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას, თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება საქართველოს რეესტრიდან ან შეუჩერდება რეგისტრაცია. 8. ბერბოუტ ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში, თუ დაფრახტვის მომენტში მისი რეგისტრაცია დროშის სახელმწიფოს რეესტრში შეჩერებულია ან არ არის სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრირებული. 9. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის რეესტრში, საქართველოში მისი რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ან შეწყვეტის/მოხსნის შემდეგ. 10. სათანადო უფლების გარეშე გემზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 30 1. გემის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო, რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობებს. 2. სააგენტო აწარმოებს რეესტრს, ამტკიცებს გემის რეგისტრაციის წესებს, აგრეთვე რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს. 3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს რეესტრში გემის მუდმივ რეგისტრაციამდე 6 (ექვსი) თვის ვადით, ერთ წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით. 3 პროექტი დანართი 1 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული 1 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორის თანხმობით, დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა შეიძლება დამატებით გახანგრძლივდეს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, როგორსაც მუდმივი რეგისტრაცია. მუხლი 31 1. მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს. 2. რეგისტრატორი ახორციელებს რეესტრში გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 3. მთავარ რეგისტრატორს შეუძლია გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება მხოლოდ შემდეგ პირებზე: ა) სააგენტოს თანამშრომელი - რეგისტრატორი; ბ) საქართველოს საჯარო მოსამსახურე; გ) საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირი; დ) აღიარებული ორგანიზაცია, ამ კოდექსის II1 თავის დებულებების შესაბამისად. მუხლი 32 1. რეესტრი შედგება წიგნებისაგან, კერძოდ: ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნი; ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნი; გ) ბერ-ბოუტ ჩარტერის წიგნი; დ) მშენებარე გემების წიგნი. 2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება სახელმწიფო რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში. 3. გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვ.) რეგისტრირდება სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში. სახელმწიფო რეესტრში გემის რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზეც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა, ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვ). 4. ბერ-ბოუტ ჩარტერის წიგნში გემის რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რასაც გემის მუდმივი რეგისტრაცია. ბერ-ბოუტ ჩარტერის რეესტრში გემის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერ-ბოუტ ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადიდან გამომდინარე ან სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად. 5. რეესტრში გემის რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის/ნაოსნობის უფლების პირველადი მტკიცებულება. 6. ზომამცირე გემების რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო. მუხლი 33 1. საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია. 4 პროექტი დანართი 1 2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია. 3. ბერ-ბოუტ ჩარტერის წიგნში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომლის რეგისტრაციაც სხვა ქვეყნის შესაბამის რეესტრში არის შეჩერებული და ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი. 4. მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით, რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელია მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის დარეგისტრირების საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს გემის რეესტრში დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას. მუხლი 34 1. რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომელზეც ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ამ კოდექსის II1 თავის შესაბამისად. 2. პატარა გემი, რომლის ასაკიც არ აღემატება 3 (სამი) წელს არ არის ვალდებული გაიაროს ტექნიკური ზედამხედველობა ყოველწლიურად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 35 1. გემის რეგისტრაცია რეესტრში დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით. 2. რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი და მუდმივი. 3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს ვადიან ან მუდმივი რეგისტრაციამდე. 4. პატარა გემის რეგისტრაცია არის მუდმივი და მისი რეგისტრაციის შეჩერება, მოხსნა ან შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. 5. დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ყოველწლიურ დამოწმებას. 6. ბერ-ბოუტ ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით, რომლის ვადა განისაზღვრება ბერ-ბოუტ ჩარტერის ხელშეკრულებით დადგენილი ვადით ან სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა. 7. გემს აქვს სახელი, რომელსაც ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც შეიძლება შეიცვალოს გემთმფლობელის მოთხოვნით. მუხლი 36 1. გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია, თუ: ა) გემი არ შეესაბამება უსაფრთხოების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტებს ან შეიცავს ზღვის გარემოს დაბინძურების რისკს; ბ) გემზე არ არსებობს დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიები; გ) არსებობს წინასწარ დადასტურებული ეჭვი, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. დ) არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათალისწინებული გარემოებები. 2. რეესტრში გემის რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია: ა) გემის ბერ-ბოუტ ჩარტერის რეგისტრაცია სხვა ქვეყნის რეესტრში; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადეგნილი გადასახდელის გადაუხდელობა; 5 პროექტი დანართი 1 გ) რეგისტრირებული გემთმფლობელის წერილობითი განცხადება; დ) გემი მისი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარ შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს ან შეიცავს ზღვის გარემოს დაბინძურების რისკს; ე) არ არსებობს გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიები; ვ) არსებობს წინასწარ დადასტურებული ეჭვი, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. 3. გემის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებია, თუ: ა) გემთმფლობელმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა რეგისტრაციის შეწყვეტა; ბ) ჩამოწერეს; გ) სცნეს უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის; დ) დაიღუპა. ე) გავიდა ბერ-ბოუტ ჩარტერის ვადა (ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის შემთხვევაში). ვ) გემის მესაკუთრემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა ბერ-ბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტა. ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. 4. გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია, თუ: ა) რეგისტრაციის შემდეგ მოხდა გემის ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მოხდა მისი სხვაგვარი განადგურება, ხანძარი ან ჩაძირვა; ბ) არ/აღარ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს ან/და გემის რეგისტრაციის პირობებს; გ) არ/აღარ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ უსაფრთხოების, უშიშროების და გარემოს დაცვის შესახებ სტანდარტებს. დ) სხვა სახელმწიფოების ნავსადგურებში დააკავეს. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში გემთმფლობელი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაცის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 7. გემის რეგისტრაციის შესახებ სააგენტოში უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მთავარ რეგისტრატორს უფლება აქვს განაცხადოს უარი გემის რეგისტრაციიდან მოხსნაზე/შეწყვეტაზე, თუ გემთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება სააგენტოს წინაშე არ შესრულებულა სრულად ან ნაწილობრივ. სააგენტო არ გასცემს რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას, თუკი გემის რეგისტრაციის მოწმობა ან სხვა მოთხოვნილი მოწმობები არ ჩაბარდა მას. 8. პატარა გემის რეგისტრაციიდან მოხსნის ან რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) გემის დაღუპვა; ბ) გემთმფლობელის წერილობითი განცხადება; გ) გემთმფლობელის შეცვლა. მუხლი 37 1. გემი სანაოსნოდ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ნაოსნობის უშიშროების გარემოს დაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების შესახებ. 6 პროექტი დანართი 1 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისობას ადგენს სააგენტო ან/და აღიარებული ორგანიზაცია ამ კოდექსის II1 თავის შესაბამისად. მუხლი 38 1. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები: ა) რეგისტრაციის მოწმობა; ბ) გემის ეკიპაჟის განრიგი; გ) გემის ჟურნალი; დ) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემებისათვის); ე) გემის რადიოსადგურის ჟურნალი; ვ) სანიტარიული ჟურნალი; ზ) გემის სანიტარიული მოწმობა; თ) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად; ი) სხვა საბუთები, რომლებიც გათალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 2. გემის, რადიოსადგურის, სანიტარიული და სამანქანო ჟურნალების წარმოება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. ამასთან, სანიტარიული ჟურნალის წარმოების და გაცემის წესს სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლში აღნიშნული საბუთების დედნები უნდა ინახებოდეს გემზე. რეგისტრაციის მოწმობა გემზე შეიძლება ინახებოდეს ასლის სახით მანამ, სანამ გემი არ მიიღებს დედანს. 4. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ სატონაჟო მოწმობა. სპეციალური მომსახურების გემის წყალწყვა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით. 5. პატარა გემი არ არის ვალდებული ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი, თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. საქართველოს გემებს, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საბუთების გარდა, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო მოწმობებიც. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამონაკლისის დაშვება სააგენტოს შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მუხლი 39 1. გემის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სააგენტო, მის მიერ დადგენილი წესით. 2. სააგენტოს უფლება აქვს მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე, რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები. 3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით. 4. გამონაკლის შემთხვევებში, სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება, მოწმობების არ ქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, თუკი აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 7 პროექტი დანართი 1 5. სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით, გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განხორციელების თაობაზე იმ გემზე, რომელიც ჩართულია სანაპირო ნაოსნობაში, თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების განხორციელება. მუხლი 40 საქართველოს ნავსადგურში უცხო ქვეყნის დროშით შემოსული გემის განზომილებათა, სამგზავრო, სატვირთო მარკის მოწმობებისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის აღიარება ხორციელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის მხარეც არის საქართველო. მუხლი 41 საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყნისათვის, უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით.” 6. კოდექსის 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. 7. კოდექსს დაემატოს II1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II1 საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემმოწმებელი ორგანიზაციების აღიარება, მათი უფლებამოსილების, ფუნქციონირების წესები და სტანდარტები მუხლი 441 ამ თავის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უფლებამოსილების მინიჭება - საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციისთვის უფლებამოსილების დელეგირების ან გადაცემის სათანადო აქტი; ბ) გემი - საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ტიპის გემი; გ) ქართული გემი - ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი; დ) გემთმფლობელი - გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი; ე) სატვირთო გემი - გემი, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და არ წარმოადგენს სამგზავრო გემს; ვ) სამგზავრო გემი - გემი, რომელიც იტევს 12 მგზავრზე მეტს და სადაც მგზავრი წარმოადგენს ნებისმიერ პირს, გარდა: ვ.ა) კაპიტნისა, ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა; ვ.ბ) 1 (ერთი) წლამდე ასაკის ბავშვისა. ზ) სატვირთო გემის უსაფრთხოების რადიოკავშირის რადიო მოწმობა - მოწმობა, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესწორებული რადიო წესებით; 8 პროექტი დანართი 1 თ) კლასის მოწმობა - აღიარებული ორგანიზაციის მიერ, მათ მიერვე შემუშავებული და გამოქვეყნებული წესების და პროცედურების საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის შესაბამისობას განსაზღვრული მიზნებისათვის ან მომსახურებისათვის; ი) ინსპექტირება და შემოწმება - ქართული გემების აუცილებელი ინსპექტირება და შემოწმება საქართველოში მოქმედი და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის სხვა აქტების, სტანდარტების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე; კ) საერთაშორისო ხელშეკრულებები კ.ა) 1974 წლის კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, ცვლილებათა გათვალისწინებით; კ.ბ) 1966 წლის კონვენცია სატვირთო მარკის შესახებ, ცვლილებათა გათვალისწინებით; კ.გ) 1973 წლის საერთაშორისო კონვენცია გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (MARPOL) ცვლილებათა გათვალისწინებით; კ.დ) 1969 წლის კონვენცია ხომალდის გაზომვის შესახებ, (TONNAGE 69), ცვლილებათა გათვალისწინებით; კ.ე) ამ საერთაშორისო ხელშეკრულებების ოქმები, სხვა დაკავშირებული დოკუმენტები, ცვლილებები და სათანადო კოდექსები მათი უახლესი ვერსიით; კ.ვ) სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელსაც სავალდებულოდ აღიარებს საქართველო და შეეხება საზღვაო უსაფრთხოებას, უშიშროებას და ზღვის გარემოს დაცვის საკითხებს. ლ) ადგილსამყოფელი - რეგისტრირებული ოფისის, ცენტრალური ადმინისტრაციის ან ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის ადგილსამყოფელი; მ) გემის ოპერატორი - გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი (ბერბოუტ ჩარტერი), რომელმაც გემთმფლობელისგან მიიღო გემის მართვის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის აღებისას თანხმობა განაცხადა, განახორციელოს ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა; ნ) კონტროლი ორგანიზაციასთან მიმართებით - უფლებები, კონტრაქტები ან ნებისმიერი სხვა კანონიერი თუ ფაქტობრივი საშუალება, რომლებიც ცალმხრივად ან ერთობლივად ანიჭებენ პირს შესაძლებლობას, რომ გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იურიდიულ პირზე ამ კოდექსით გემის დიზაინის, განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ო) წესები და პროცედურები - აღიარებული ორგანიზაციის მიერ კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვისა და შემოწმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები; პ) მინისტრი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ჟ) ორგანიზაცია - იურიდიული პირი, როგორიცაა საკლასიფიკაციო საზოგადოება ან სხვა კერძო დაწესებულება, მისი ფილიალი და მისი კონტროლის ქვეშ არსებული სხვა პირები, რომლებიც ერთობლივად თუ ცალ-ცალკე ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ექცევა ამ კოდექსის მოქმედების სფეროში; რ) გემების შემმოწმებელი - პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. 9 ს) აღიარებული ორგანიზაცია - ამ კოდექსის დებულებების თანახმად პროექტი დანართი 1 აღიარებული ორგანიზაცია; ტ) სავალდებულო მოწმობა - საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს მიერ ან საქართველოს სახელით გაცემული მოწმობა; უ) IMO-ს A.847 (20) რეზოლუცია - ,,საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1997 წლის 27 ნოემბრის რეზოლუცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დოკუმენტების იმპლემენტაციისათვის დროშის სახელმწიფოს დასახმარებლად შემუშავებული სახელმძღვანელოს შესახებ” დანართისა და დამატება 1-ის ჩათვლით; ფ) IMO-ს A.739(18) რეზოლუცია - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1993 წლის 4 ნოემბრის რეზოლუცია სახელმძღვანელოს შესახებ ადმინისტრაციის სახელით მოქმედი ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების მისანიჭებლად; ქ) MSC Circ. 710 / MEPC Circ. 307 – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ 1995 წლის 9 ოქტომბრის ცირკულარი ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ. ღ) გადამცემი ორგანიზაცია - გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასის ქვეშაც იმყოფებოდა გემი. ყ) მიმღები ორგანიზაცია - გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასის ქვეშ უნდა გადავიდეს გემი. მუხლი 442 1. ევროკავშირის მიერ აღიარებული ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებები საქართველოს დროშით მცურავი გემების მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებისას. 2. საქართველოს დროშით მცურავი გემის მიმართ აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებისას ყველა ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია წინასწარი კონსულტაციები გაიაროს სააგენტოსთან, იმის თაობაზე, თუ რა სახის უფლებამოსილებების დელეგირებას ითხოვს იგი. 3. კონსულტაციების შედეგად სააგენტოს შეთანხმება ორგანიზაციასთან ფორმდება წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს და პასუხობდეს 4415 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი საქმიანობა საქართველოს დროშით მცურავ გემებთან დაკავშირებით რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს აღიარებული ორგანიზაციებისათვის სავალდებულო ინსტრუქციები ქართული გემების ინსპექტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების თაობაზე, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულებები და IMO-ს 847(20) რეზოლუციის დამატება და დანართი. 5. სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად ახორციელებს აღიარებული ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას და კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 6. საქართველო უფლებამოსილია მიიღოს ფინანსური კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციებისგან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი ან ზიანი, ფიზიკური ზიანი ან დაღუპვა გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ქმედებით. 10 პროექტი დანართი 1 7. წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დავების მოგვარება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მუხლი 443 1. სააგენტო უფლებამოსილია გემის შემმოწმებელს ან აღიარებულ ორგანიზაციას სრულად ან შეზღუდულად გადასცეს უფლებამოსილება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ქართული გემების ინსპექტირება და შემოწმება, სატვირთო მარკის მონიშნვა, ტევადობის გაზომვა, გემების მშენებლობისა და შეკეთების მონიტორინგი, საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი მოწმობის გაცემა და განახლება, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ მოწმობის გაცემა და განახლება, 4412 მუხლთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. 2. სააგენტო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გაცემულ ყველა მოწმობას, რომელშიც აღნიშნულია გამონაკლისები საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მიუხედავად იმისა, იგი მუდმივია თუ დროებითი, აგრეთვე ასეთ მოწმობაში განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებას. 3. სატვირთო გემის რადიოსადგურის მოწმობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ აღიარებულ, სათანადო პრაქტიკისა და კვალიფიციური პერსონალის მქონე კერძო ორგანიზაციას შესაძლოა მიენიჭოს უფლებამოსილება დამოუკიდებლად განახორციელოს რადიო-საკომუნიკაციო უსაფრთხოების შეფასება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სათანადო უფლებამოსილებების მისაღებად, კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ და სააგენტოს მიერ დადგენილ და გამოქვეყნებულ მოთხოვნებს. ორგანიზაციის აღიარება და მოვალეობათა გადაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. სააგენტოს უფლება აქვს გააუქმოს იმ კერძო ორგანიზაციის აღიარება, რომელიც აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან რომლის შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად შეფასდება. მუხლი 444 სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაცის შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით შესაძლოა განისაზღვროს აღიარებული ორგანიზაციის ვალდებულება, დააფუძნოს საქართველოში წარმომადგენლობა. მუხლი 445 1. ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ, უფლება აქვს სააგენტოში წარადგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ასეთი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის MSC Circ. 710 / MEPC Circ. 307 ცირკულარის მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება წერილობითი შეთანხმების პროექტის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას. 11 პროექტი დანართი 1 2. საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლებამოსილია წარუდგინოს სააგენტოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველ ნაწილს. ასევე, პროექტი უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელიც დააკმაყოფილებს სააგენტოს, რათა შეამოწმოს განმცხადებელი ორგანიზაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. 3. სააგენტოს უფლება აქვს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს. 4. პასუხისმგებლობა ორგანიზაციის მიერ ყალბი ან მცდარი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 5. ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს დროშით მცურავი გემების მიმართ სააგენტოსთან წერილობით შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ძალაში შედის ასეთი გამოქვეყნების შემდეგ. მუხლი 446 1. სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში განსაზღვრული აღიარებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით საქართველო უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისაგან, თუ სასამართლო ან არბიტრაჟი საქართველოს დააკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის დაზარალებული მხარეებისათვის კომპენსაციის გადახდას, რომელიც გამომდინარეობს ნებისმიერი ინციდენტიდან, რაც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან, ან პირად ზიანთან ან სიკვდილთან და გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ან მისი ორგანოების, თანამშრომლების, აგენტების ან ორგანიზაციის სახელით მოქმედი სხვა პირების ბრალეული ქმედებით. 2. სააგენტოს და აღიარებულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე. მუხლი 447 1. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ამ კოდექსის 443 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ასეთ ორგანიზაციას, მისი უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის აღიარება უქმდება ან შეჩერდება ევროკომისიის მიერ, ასეთი ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს ან დროებით უჩერდება უფლება, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებანი საქართველოს დროშით მცურავი გემის მიმართ. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილება შეჩერდება ან უქმდება სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. 4. სააგენტომ გადაწყვეტილების ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერების ან გაუქმების შესახებ მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. 12 პროექტი დანართი 1 5. თუ სააგენტო აღიარებას შეუჩერებს აღიარებულ ორგანიზაციას, მაშინ ამ უკანასკნელს იმავე ვადით შეუჩერდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ქართული გემებისათვის მოწმობების გაცემისა და განახლების უფლებამოსილება. 6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილები გავლენას არ ახდენს იმ მოწმობების მოქმედებაზე, რომლებიც გაცემულია აღიარების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე. მუხლი 448 1. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს IMO-ს აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ. 2. უფლებამოსილების შეჩერების/გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით ქვეყნდება საჯაროდ. მუხლი 449 1. სააგენტო ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციების მუშაობას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი სათანადოდ ასრულებენ 443 მუხლში განსაზღვრულ ამოცანებს. 2. სააგენტო აღიარებული ორგანიზაციის მონიტორინგს განახორციელებს სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ და ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების ანგარიშის გამოქვეყნება არაუგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა. 3. 445 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე ნებისმიერი აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსათვის, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხის მართვის სისტემის შედეგები. მუხლი 4410 1. ამ მუხლში განსაზღვრული უფლებები ენიჭება გემის ნებისმიერ ინსპექტორს შეფასების, კონტროლის ან 449 მუხლში განსაზღვრული მონიტორინგის სათანადო პროცედურების განსახორციელებლად. 2. გემის ნებისმიერ ინსპექტორს უფლება აქვს მარტო ან იმ პირის თანხლებით, ვის დასწრებასაც იგი მიიჩნევს აუცილებლად მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებებისას და იმ დანადგარითა და მატერიალური აღჭურვილობით, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს: ა) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ გემზე, მოიპოვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, გააკონტროლოს და შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერი გემი როგორც ნავსადგურში, ისე ნაოსნობის დროს, რომელიც შემოწმების პერიოდში იმყოფება აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ; ბ) შევიდეს, გააკონტროლოს, შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქართველოში ან სხვაგან არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება, გარდა კერძო საკუთრებისა, თუ არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ იგი წარმოადგენს, ან გამოიყენება შესაფასებლად აღიარებული ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის მიზნებისთვის; გ) შეამოწმოს ნებისმიერი სახით დაცულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები, წიგნები ან დოკუმენტები, რომლებიც ინახება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ 13 პროექტი დანართი 1 საქართველოს გემზე, ან „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ნებისმიერ უძრავ ქონებაში ან სხვა ადგილას (გარდა კერძო საკუთრებისა), თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს ივარაუდოს, რომ ისინი შეიცავენ მისთვის საინტერესო ინფორმაციას ან თუ დაშვება დაკავშირებულია უშუალოდ იმ მიზანთან, რისთვისაც მას მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლება. მას უფლება აქვს გადაიღოს ამ ინფორმაციის ან ამონარიდების ასლები, თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს ივარაუდოს, რომ ეს ამონარიდები შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამხილებად სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული გემის ოპერატორი, კაპიტანი ან ნებისმიერი სხვა მეზღვაური ან აღიარებული ორგანიზაცია ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, გარდა კერძო საკუთრებისა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ინსპექტორი საჭირო დახმარებითა და აუცილებელი ინფორმაციით, რაც აუცილებელია ინსპექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების შესასრულებლად. მუხლი 4411 1. საქართველოს ყველა გემი, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და ჰქონდეს მის მიერ მინიჭებული კლასი. 2. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გემებისა, აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომლის რეგისტრული ტონა შეადგენს 500 ტონას ან 500 ტონაზე მეტს, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა. 3. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე. მუხლი 4412 საქართველოს გემები უნდა აშენდეს და შეესაბამებოდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამანქანო, ელექტრო და საკონტროლო მექანიზმების დამონტაჟების მოთხოვნებს. მუხლი 4413 1. აღიარებული ორგანიზაცია თანამშრომლობს სააგენტოსთან და გემების ინსპექტორებთან, რათა ხელი შეუწყოს მისი კლასის ქვეშ მყოფ გემებთან დაკავშირებით დაფიქსირებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას. 2. აღიარებული ორგანიზაცია სააგენტოს აწვდის საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ არსებით ინფორმაციას. 3. აღიარებული ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გეგმიური შემოწმების, რეკომენდაციების, კლასის პირობებისა და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი მისი კლასისთვის მიკუთვნებული გემებისთვის საექსპლუატაციო პირობებისა და საექსპლუატაციო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. 14 4. აღიარებულ ორგანიზაციას, რომელიც სარგებლობს 445 პროექტი დანართი 1 გამომდინარე მუხლიდან უფლებამოსილებით, ეკრძალება საქართველოს გემისთვის მოწმობის გაცემა, თუ ამ გემს უსაფრთხოების მიზნით გაუქმებული აქვს კლასი ან იმყოფება კლასის ცვლილების პროცესში მანამ, სანამ სააგენტო გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას არის თუ არა აუცილებელი სრული ინსპექტირების ჩატარება. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის პირობების დარღვევით გაცემული ნებისმიერი მოწმობა ბათილია. 6. გემის მიერ კლასის შეცვლის შემთხვევაში: ა) გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამომავლო გეგმიური შემოწმების, რეკომენდაციებისა და სათანადო გემისთვის გაცემული კლასის პირობების, ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ; ბ) გადაცემის დროს, გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას გადასცეს გემის სრულყოფილი საარქივო ჩანაწერები; გ) მიმღებ ორგანიზაციას უფლება აქვს გასცეს მოწმობები სათანადო გემისთვის მხოლოდ ყველა გეგმიური შემოწმებისა და კონტროლის დამაკმაყოფილებელ დონეზე ჩატარების შემდეგ და გადამცემი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, ყველა სამომავლო რეკომენდაციისა და გემისთვის წინა პერიოდში გაცემული კლასის პირობების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ; დ) გემისთვის სათანადო მოწმობების გაცემამდე მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია გადამცემი ორგანიზაციისგან მიიღოს ინფორმაცია მოწმობის გაცემის თარიღის შესახებ, განთავსების ადგილისა და ღონისძიების დაზუსტების მიზნით, რომლებიც საჭიროა თითოეული გეგმიური შემოწმებისთვის, რეკომენდაციისთვის თუ კლასის მინიჭების პირობისთვის. მუხლი 4414 1. სააგენტოს დირექტორი ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის დასარეგულირებლად უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. 2. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები. მუხლი 4415 წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო, ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO-ს A.739(18) რეზოლუციის მე-2 დანართის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის MSC Circ. 710 და MEPC Circ. 307 ცირკულარებით გათვალისწინებული მოდელური ხელშეკრულების დებულებებს. მუხლი 4416 1. აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების, მათ შორის პატარა და ზომამცირე გემების, ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო 15 პროექტი დანართი 1 სამართლის იურიდიული პირი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი განსაზღვრავს აკრედიტაციის მინიჭების პროცედურებს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გემების ტექნიკური ზედამხედველობის უფლება აქვს ასევე აღიარებულ ორგანიზაციას სააგენტოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად. 3. აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. 4. აკრედიტაცის მიზნებისათვის ორგანიზაციის აღიარების აუცილებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო მისი ნორმატიული აქტით. სააგენტო ასევე ადგენს/ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც ორგანიზაცია განახორციელებს ასეთი გემების ტექნიკურ ზედამხედველობას. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აკრედიტებული ორგანიზაცია განსაზღვრავს პატარა და ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს.“ 8. კოდექსის 58 მუხლში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 58 სამხედრო საფრთხის, სამხედრო მოქმედების, აგრეთვე მეკობრეთა თავდასხმის შემთხვევაში გარემოებათა გათვალისწინებით, ისე რომ ზიანი არ მიადგეთ გემის ბორტზე მყოფ ადამიანებს, გემის კაპიტანი ვალდებულია გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით ნებადართული ყველა ღონისძიება, რათა არ დაუშვას გემზე მყოფი ადამიანების, მასზე არსებული საბუთების, ტვირთისა და სხვა ქონების თავდამსხმელთა ხელში ჩაგდება.“ 9. კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებების გამწევი კომპანიები ვალდებულნი არიან სააგენტოს წარუდგინონ სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე.“ 10. კოდექსის 791 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 791 საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში შემოსული გემების შუქურით და სანავიგაციო ნიშნების მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“ 11. კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყოველი გემი, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა, ვალდებულია საზღვაო ნავსადგურიდან გემის გასვლამდე საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისაგან მიიღოს გასვლის წერილობითი თანხმობა.“ 16 პროექტი დანართი 1 12. კოდექსს 83-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 831 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 831 1. გემის დაპატიმრება ხდება მხოლოდ „საზღვაო სარჩელის” უზრუნველსაყოფად. 2. საზღვაო სარჩელი გამომდინარეობს გემის საკუთრებისა და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან, რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის, მართვის, ექსპლუატაციის, კომერციული გამოყენების, იპოთეკის ან გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას. 3. გემის დაპატიმრება ან გათავისუფლება ხდება მხოლოდ სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. 4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის დაპატიმრება ან სასჯელის დაკისრება შეიძლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.“ 13. კოდექსის 861 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 86 1 1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი. 2. ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით, 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება და კაპიტნად მუშაობის მინიმუმ 12 თვის სტაჟი. 3. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი; ბ) საზღვაო ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის გაფორმება (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად; გ) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში; დ) თანხმობის მიცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე შესაბამისი ნავსადგურის აკვატორიაში; ე) ნავსადგურის აკვატორიაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებოსამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია; ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე კონტროლი. 4. სააგენტოს თავისი ფუნქციების განხორციელებისას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) დააკავოს გემი ან ტვირთი; 17 პროექტი დანართი 1 ბ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა დიპლომები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები; გ) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე. 5. თუ უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისას ვერ წარმოადგენს ამ კოდექსითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბუთებს, გემთმფლობელის ხარჯზე, ტექნიკური ზედამხედველობის წესით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს მისი ტვირთტევადობა, მგზავრთტევადობა, წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის განსაზღვრა და რადიოსადგური საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემების შემოწმებისთვის დადგენილი წესების შესაბამისად.“ 14. კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბერბოუტ-ჩარტერი გათვალისწინებით.“ შეიძლება დაიდოს მხოლოდ ამ კოდექსის 41-ე მუხლის 15. კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გემის აბანდონი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად.“ 16. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIV1 თავი: „თავიXXIV1 მეზღვაურის ფორმები მუხლი 3741 საქართველოს დროშით მცურავ გემზე მეზღვაურები ვალდებულნი არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა. ფორმა უნდა შეესაბამებოდეს შრომის პირობებს და ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც განასხვავებს მეზღვაურის კომპეტენციის დონეს. მუხლი 3742 1. სააგენტოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა. 2. იმ თანამშრომელთა სიას, რომელნიც ვალდებულნი არიან ატარონ სამუშაო ფორმა განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. მუხლი 3743 3741 და 3742 მუხლებში განსაზღვრული ფორმის ძირითად მახასიათებლებსა და შინაარსს განსაზღვრავს სააგენტო.“ 17. კოდექსის XXV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 18 პროექტი დანართი 1 “XXV დასკვნითი და გარდამავალი დებულებები მუხლი 3744 1. თუ მოწმობა გაცემულია კოდექსის II1 თავის ძალაში შესვლამდე, მაშინ იგი ჩაითვლება ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად გაცემულად და ძალის მქონედ, თუ მისი გამცემი ორგანიზაცია მიიღებს აღიარებას კოდექსის II1 თავის შესაბამისად. 2. თუ მოწმობა გაცემულია კოდექსის II1 თავის ძალაში შესვლამდე და გამცემი ორგანიზაცია ვერ მიიღებს აღიარებას კოდექსის II1 თავის შესაბამისად, მაშინ ასეთი მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემული მოწმობის მოქმედების ვადით. მუხლი 375 ეს კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივლისიდან.“ 18. საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები 1. გემი – ადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება. 2. ბარჟა – მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბუქსირით მოძრაობს, კარჭაპი. 3. ბუქსირი (ბუქსირმზიდი) – საბაგირე გემი. 4. საბუქსირე – გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, რომელიც ბუქსირმზიდის მეშვეობით დაცურავს (მოძრაობს). 5. კრუიზი – საზღვაო მოგზაურობა. 6. ფრახტი – გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა. 7. დაფრახტვა – გემის დაქირავება გარკვეული ვადით. 8. დამფრახტავი – გემის დამქირავებელი. 9. გამფრახტავი – გემის გამქირავებელი. 10. ჩარტერი – გემთმფლობელსა და გემის დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის დაფრახტვის შესახებ. 11. ბერბოუტ-ჩარტერი – გემის დაქირავება უეკიპაჟოდ. 12. ტაიმ-ჩარტერი – გარკვეული დროით გემის დაქირავება ეკიპაჟით. 13. სარეისო ჩარტერი - განსაზღვრული რაოდენობის ტვირთის წინასწარ შეთანხმებულ ნავსადგურებს შორის გადაზიდვის მიზნით გემის დაფრახტვა. 14. გემის იპოთეკა – გემის იპოთეკით დატვირთვა ამ კოდექსის შესაბამისად. 15. ოპერატორი: ა) თანამდებობის პირი, რომელიც იღებს და უშუალო შემსრულებელს აცნობს დისპეტჩერის განკარგულებას; 19 პროექტი დანართი 1 ბ) ბერბოუტ-ჩარტერის დროს გემთმფლობელი ან დამფრახტავი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ოფიციალურად ეკისრება მფლობელის ან დამფრახტავის პასუხისმგებლობა; 16. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორი – პირი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია საკუთარ განკარგულებაში მიიღოს ტვირთი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვის ობიექტია. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორად არ ჩაითვლება პირი, რომელიც, ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, გადამზიდველია. 17. სტალიური დრო – ზუსტად განსაზღვრული სუფთა დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა. 18. კონტრსტალიური დრო – დამატებითი დრო გემის სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ. 19. დისპაჩი – პრემია, რომელსაც გემთმფლობელი უხდის ტვირთის პატრონს გემის ვადაზე ადრე დატვირთვისათვის ან გადმოტვირთვისათვის. 20. დემერეჯი – შეთანხმებული თანხის ოდენობა, რომელსაც ჩარტერერი უხდის გემთმფლობელს გემის მოცდენისათვის კონტრსტალიური დროის მიხედვით. 21. დისპაში – ავარიის შემთხვევაში ზარალის გაანგარიშება, რომელიც მოდის ტვირთსა და გემზე. 22. ნავსადგურის კაპიტანი – სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე. 23. სალოცმანო სამსახური – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული ან ფიზიკური პირი ან/და საწარმოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სალოცმანო მომსახურებას სერტიფიცირებული ლოცმანის მეშვეობით, სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 24. ლოცმანი – კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს გემის გაცილებას საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან. 25. კონოსამენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება სამართლებრივი ურთიერთობა ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის და რომელშიც აღნიშნულია ტვირთის ყველა რეკვიზიტი (საზღვაო ზედნადები). 26. საორდერო კონოსამენტი – კონოსამენტი, რომელშიც მითითებული არ არის ტვირთის კონკრეტული მიმღები, აღნიშნულია მხოლოდ ის პირი, რომლის ბრძანებითაც შეიძლება გაიცეს ტვირთი. 27. კაბოტაჟი – სანაპირო ნაოსნობა ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის. 28. სადისბურსმენტო ანგარიში – დოკუმენტი, რომლითაც ხდება ანგარიშსწორება გემთმფლობელსა და ნავსადგურს შორის. 29. სურვეირული მომსახურება – ცარიელი და დატვირთული გემის აზომვა, მისი ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, აგრეთვე ტვირთის რაოდენობის, მისი დანაკლისისა და დაზიანების შემოწმება და ა.შ. 30. დროშის სახელმწიფო კონტროლი – იმ სახელმწიფოს კონტროლი ეკიპაჟსა და კომპანიაზე, რომლის დროშითაც დაცურავს გემი. 31. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი – სახელმწიფოს კონტროლი მის ნავსადგურში შესულ გემებზე. 32. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი – საქართველოში რეგისტრირებული გემების მონაცემთა ბაზა. 33. საკლასიფიკაციო საზოგადოება – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის წესებისა და ზედამხედველობის შესაბამისად ხორციელდება გემების დაპროექტება, მშენებლობა და ა.შ. 20 პროექტი დანართი 1 34. პირდაპირი შერეული გადაზიდვა – ტვირთის გადაზიდვა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით. 35. პირდაპირი საწყლოსნო გადაზიდვა – გაგზავნის და დანიშნულების ადგილებს შორის ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა დატვირთვის გარეშე წყლისა და საზღვაო გზების მეშვეობით (მაგალითად, ჰამბურგიდან ფოთამდე ან ბათუმამდე მდინარეებით – ელბითა და დუნაით და შავი ზღვით). 36. BIMCO – ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც: აერთიანებს გემთმფლობელებს, ბროკერებს, გემის აგენტებს; ქმნის და ამტკიცებს საზღვაო გადაზიდვების უნიფიცირებულ ფორმებს, კონოსამენტებსა და სხვა საზღვაო კომერციულ დოკუმენტებს. BIMCO აღიარებულია მსოფლიოს ყველა არბიტრაჟის მიერ. საზღვაო-კომერციული შეთანხმების შედგენისას აუცილებელია მისი დოკუმენტებით ხელმძღვანელობა. 37. გემის ზღვაოსნობაუნარიანობა – გემის ზღვაოსნობის თვისებათა ერთობლიობა, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ცურვა. 38. სათანადო მზრუნველობა – გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც გადამზიდავის კომპეტენტური და გონივრული ძალისხმევა ჰააგის წესების მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „a“, „b“, „c“ ნაწილებით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების შესასრულებლად. 39. ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი ნებისმიერი დაკარგული, უპატრონო, მიგდებული ქონება. „ჩაძირულ ქონებაში“ იგულისხმება ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, ნებისმიერი გემი და ქონება, რომელიც გადაიზიდებოდა გემით ან მისი მეშვეობით და ა.შ.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი 21
განმარტებითი ბარათი
პროექტი დანართი 1 განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს, როგორც ერთ-ერთი ტრადიციული საზღვაო სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯის ამაღლება, საქართველოში საზღვაო სფეროში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. საქართველოს საზღვაო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ემსახურება საქართველოს, როგორც დროშის სახელმწიფოს, საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების განუხრელ და სწორ იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების სხვადასხვა სახელმწიფოების ნავსადგურების სახელმწიფო კონტროლის სამსახურების მიერ დაკავების მაჩვენებლმა მიაღწია საგანგაშო ზღვარს, რაც გამოწვეულია დროშის სახელმწიფოს ვალდებულებების არასრული განხორციელებით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საზღვაო კოდექსის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული დროშის საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას. კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი მიზეზია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ საქართველო, როგორც დროშის სახელმწიფო, წლების განმავლობაში არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის გამო ვერ ახერხებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სავალდებულო ინსტრუმენტების სრულ იმპლემენტაციას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ქართული დროშა არასასურველი დროშების სიაში გამუდმებით ფიგურირებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მიზანია საქართველოს გემების რეგისტრაციის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორება, მათ შორის, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის რეფორმის განხორციელებაც რომლის შესაბამისად აღნიშნული რეესტრი გახდება ოთხ წიგნიანი და საქართველოს მიეცემა საშუალება ნაოსნობის უფლების გარეშე დაარეგისტრიროს მშენებარე გემებიც. კანონპროეტის მიღების მიზანს ასევე წარმოადგენს საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წარმოდგენილი კანონის პროექტში სრულადაა გათვალისწინებული სავალდებულო ევროპული სტანდარტები და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რელევანტური დოკუმენტები, რაც ხელს შეუწყობს ქართული დროშით მცურავი გემები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პორტებში ცურვის განხორციელებას შეუზღუდავად და ყოველგავრი დამატებითი წინაპირობების გარეშე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 22 პროექტი დანართი 1  კანონპროექტით წარმოდგენილი საქართველოს საზღვაო კოდექსის II თავი დეტალურად არეგულირებს გემის რეგისტრაციის წესს, კერძოდ რეგისტრაციის მიზნებისათვის გემები იყოფა სამ კატეგორიად - დიდ (100 რეგისტრული ტონა ან მეტი), პატარა (100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები) და მშენებარე გემებად. ამასთან, განისაზღვრება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის სახეები. აღნიშნული რეესტრი შედგება 4 წიგნისაგან: ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნი ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნი გ) ბერ-ბოუტ ჩარტერის წიგნი, და დ)მშენებარე გემების წიგნი. გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში სააგენტოს ენიჭება გემისათვის რეგისტრაციის შეჩერების ან საქართველოს დროშით ნაოსნობის უფლების შეჩერების უფლებამოსილება, ჩნდება ახალი ტერმინები - მთავარი რეგისტრატორი და რეგისტრატორი, დგინდება მათი უფლებამოსილებები, რეგულირდება რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევები, განისაზღვრება რეგისტრაციის მოწმობების სახეები და მათ გაცემაზე უფლებამოსილი პირი.  პროექტის თანახმად, კოდექსს ემატება II1 თავი, რომელიც დეტალურად არეგულირებს საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემმოწმებელი ორგანიზაციების აღიარების, მათი უფლებამოსილებებისა და ფუნქციონირების წესებსა და სტანდარტებს. ცვლილების თანახმად, ევროკავშირის მიერ აღიარებული ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებები საქართველოს დროშით მცურავი გემების მიმართ, სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად გაფორმებული წერილობითი შეთანხმების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში. ამასთან, ცვლილების მიხედვით, აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების, მათ შორის პატარა და ზომამცირე გემების, ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი. სააგენტო ადგენს/ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც აკრედიტებული ორგანიზაცია განახორციელებს ასეთი გემების ტექნიკურ ზედამხედველობას.  კანონპროექტის შესაბამისად კოდექსის 861 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის - ნავსადგურის კაპიტნის კვალიფიკაციას. მითითებული ნაწილის თანახმად, ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით, 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება და კაპიტნად მუშაობის მინიმუმ 12 თვის სტაჟი.  კოდექსს ემატება XXIV1 თავი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების თანახმად, ქართული დროშით მცურავ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთა და სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ფორმის ტარების ვალდებულებას. აღნიშნული ფორმის ძირითად მახასიათებლებს განსაზღვრავს სააგენტო. 23  პროექტი დანართი 1 კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამის დებულებებსა და დანართში წარმოდგენილ ტერმინთა განმარტებებში. ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის შინაარსი. ამასთან, კანონს ემატება რამდენიმე ახალი ტერმინის, მათ შორის, ზომამცირე გემების განმარტება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისათვის, ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. იგი სრულად მოიცავს ევროკავშირის სავალდებულო დირექტივებს აღიარებულ ორგანიზაციებთან მიმართებით. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 24 პროექტი დანართი 1 გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ექსპერტებმა, ევროკავშირის პროექტის SASEPOL (Development of a Common Security Management, Maritime Safety and Ship Pollution Prevention for the Black and Caspian Seas) საკანონმდებლო მხარდაჭერის ფარგლებში. კანონპროექტის შემუშავებაში ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და ევროკავშირის, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 25