„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/462/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 261 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ იმ საწარმოზე, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების საკითხი წყდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საბუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია გარკვეული საკითხების დაზუსტების აუცილებლობა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების საკითხთან დაკავშირებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებს განვითარებაში და ფინანსური თვალსაზრისით გაძლიერებაში. ამისათვის დგინდება, რომ თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს მიერ მოხდება აქციების განთავსება უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, მის წმინდა მოგების განაწილება აღარ მოხდება საბიუჯეტო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად (კომისიის ან მთავრობის მიერ). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით კოდექსის 261 მუხლს ემატება მე-5 ნაწილი, რომელშიც მიეთითება, რომ თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო თავის აქციებს განათავსებს უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, მისი წმინდა მოგების განაწილება აღარ მოხდება საბიუჯეტო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად (ანუ საქართველოს მთავრობის მიერ შემქნილი კომისიის ან თავად მთავრობის მიერ). ამავე ნაწილში ასევე ზუსტდება, რომ აქციების უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსების შემთხვევაში, ამ საწარმოს წმინდა მოგების განაწილება მოხდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 2 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია იქონიებს ზეგავლენა ფინანსურად იმ საწარმოთა მიმართ, რომლებზეც გავრცელდება ეს კანონპროექტი. გამომდინარე იქიდან, რომ აქციების უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსების შემთხვევაში მისი წმინდა მოგების განაწილება აღარ მოხდება მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის ან უშუალოდ მთავრობის მიერ. ამ შემთხვევაში მისი წმინდა მოგების განაწილება ხდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რა დროსაც შესაძლებელია განაწილების დროს მოხდეს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. 3 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 4