„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.
ნომერი
#07-3/613/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,Jdt'6Ul3ilqnll JJdqlAil60tlL bllidnL atqJEU3il0[qilbJ 6n,4flI0llTqfl JdOllI Jdntd0il, aJ6bflq30u J6ntltqfld0L qiEUtlllL ?tl,ibtb l0 asoLo. 2012 $3qo ojOo N 246 l-r.: jur6o3nqotr ;.:5r'r6ob Jr6r'rn;l$o ,,Ur$6o3nqoU t1q!. 6, to3;5o58qnbqo rj$to g3qoq6}oL ?n$;6ob ?nU,>b3d" (07'3/613; 08 052012) r,rj }t4q,Jac5ooL ,j. $prAs6"d3, t. ;3r3s r.,1. :req.,axs$ot $6a3ro: ,1. .$3.9,*rod3, t ,61.13.r .t&t Ae L,Joo,boa' Jc€oOAOP; t!$o5r5tr,-t$&,:C1gC6c,J(!tu6C6. 293coto-1o35oto a A,Ua6,b trrlvilpo as*an 5 - 8 o35oro Jp$:trd4a t'bsa^ta ,lnsodAdAdo, noAe<@r PtbAEr LrPPP?ai4.oi tt jrr+ror3Xqob J,:r6q,>3n56o L do2r6r'r .:p6XEL: Lrj,:<6or33qoL Js<6q;3n5$ob 3m0o$X$6bbr qr LtJ':r6qr8X5$r'r 3<6rJ3ond?o p;o$Xob 5r'r<63r$o29o sj$olr Jr6r'rnj$oL 6o6boq3; b.: J;6or3nq,rn b Js<6q s3356o.lr--, or;33ypo3s16n 3 -il p,:3oor b.:jr6sdg
წერილი
l,JdJ6Ul8CRflll, JJd,RJAC600l, SC360 Ur j.>t6or3gq'r'rtr J.:6q'r3956olr lDot66r6ob.r gogr q.ogJJ6OJAC6OoL C$6<'rbL drq,br$ob 3o46 tr3or6rod3lt Crq'6r0el6r,r c<r'c6, UrCr6! Cq,(9lr J56q'!aC6OoU r636q's0366oLr 67-3 agbq'oL cDr6rMr(9 Srt60o6oq9ac6@ U.)jr6o,gcq,ob ScS6cboU Jrbroc6 r6xJtsrtuob qgs b3o>qg 3113r3rlr 0qr6 lt3c6o60q66q'er cl6cl0rl)0cl3cll, $gl-roor $':{50r'rq006oq' 3':6o6oUJ6ogi$ll: U:j,>6orgq,ol-r ,,$o6o9fo h>3u6o604-o3\'o rCotso" o3q)oq'Coob ACOJ6ot, oroor$C" ts91r.>6.>0o1rc 0lt3q1q'obr' 6orbo3or sq6ots6pq, 3.>6cr6:dxrgj$U Ao$gor JrOoJoUOCAoqr, 953o!C.o JgJrgJ JrbJoCO r6xJgrtuC '-rL' ni "
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 52-ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილები ამოღებულ იქნეს. მ უ ხ ლი 2. 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. 3. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. 3. 205-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში. 4. 305-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. 3094-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3094. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადების მიღებაზე უარი 1. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის, ასევე 3092-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. 2. ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე განცხადები მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. 6. 3095-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. 30911-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 30911. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღება 1. მოსამართლე აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს. 2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის, ასევე 3099-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და განმცხადებელს დაუბრუნებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. 3. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. 8. 30912-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. 9. 30913-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადების მიღების შესახებ განჩინებაში სასამართლო განსაზღვრავს დროს ზეპირი მოსმენისათვის და მხარეებს დაუყოვნებლივ აცნობებს სხდომის დროსა და ადგილს. აქციონერს, რომლის აქციების გამოსყიდვასაც მოითხოვს მყიდველი (შემდგომში – დაინტერესებული პირი), უწყებასთან ერთად ეგზავნება განცხადებისა და თანდართული მასალების ასლები და განესაზღვრება ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის. 10. 30913-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. სასამართლო განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. 11. 30919-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 30919. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღება 1. მოსამართლე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი მიღების საკითხს. 2. თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაუბრუნებს მოსარჩელეს. 3. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლო განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. 4. ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მიღების შემდეგ სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს ამ კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესით და განესაზღვრება ვადას შესაგებლის წარსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. 12. 368-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: 7. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. 13. 430-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. 2. თუ აღმოჩნდება რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, იგი გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით. მუხლი 2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნას შმდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე–6 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ“. 3. მე–6 მუხლის მე–5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონმდებლობის უფრო მეტად დახვეწა, ცალკეული ნორმების სრულყოფა და ხარვეზების გასწორება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა’’ და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის დახვეწა და რიგი ნორმების სრულყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის’’ ცვლილებით გასწორდება ყველა ხარვეზი, კანონის რიგი მუხლების უფრო მეტად დახვეწება და სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდება მათი ასახავა კანონმდებლობაში. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის ცვლილება ეხება მე–6 მუხლის 11 და მე–5 პუნქტების ამოღებას და ახლებურად ყალიბდება ამავე მუხლის მე–4 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ. აღნიშნული ცვლილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიზე არც თანხის შეტანა და არც დაბრუნება აღარ მოხდება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.