„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2012
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/460/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-10
ბიუროს ნომერი 246

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N32, 06.11.2009, მუხ. 191) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. საქართველოს მოქალაქე, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად, სამსახურში შეიძლება დაინიშნოს სამსახურის სტაჟიორის თანამდებობაზე. სამსახურის სტაჟიორის უფლებამოსილებებს, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობებს და თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფისათვის ეფექტური მექანიზმის შემუშავება. კერძოდ, მიზანშეწონილად არის მიჩნეული საგამოძიებო სამსახურში პირის დანიშვნა სამსახურის სტაჟიორის თანამდებობაზე და მისთვის შესაბამისი ანაზღაურების მიცემა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამისათვის კი დგინდებს რომ შესაძლებელია სამსახურის სტაჟიორის თანამდებობაზე დანიშნულ პირებს მიეცეთ შესაბამისი ანაზღაურება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირება წარმოადგენს ანაზღაურების გარეშე საქმიანობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ შეიძლება გაიაროს პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, სტაჟიორი არ ინიშნება საგამოძიებო სამსახურის რომელიმე თანამდებობაზე და იგი არ არის აღჭურვილი საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურის უფლებამოსილებით. კანონპროექტის მიხევით, ცვლილება შედის კანონის მე-15 მუხლში და მას ემატება მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელი იქნება პირი დაინიშნოს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის სტაჟიორის თანამდებობაზე და მიეცეს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული ანაზღაურება. აღნიშნულ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს ასევე სამსახურის სტაჟიორის უფლებამოსილებებს, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობებს. კანონპროექტის მიხედვით მე-15 მუხლს ემატება მე-8 პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორის თანამდებობაზე დანიშნული პირის სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ხარჯვით ნაწილზე. მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იქონიებს ზეგავლენას ფინანსურად იმ პირთა მიმართ, რომლებზეც გავრცელდება ეს კანონპროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო სამსახურში, გარკვეულ შემთხვევებში სტაჟირება ხდება ანაზღაურებადი საქმიანობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის დ.ა) მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.