„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ოთარ თოიძე, გიორგი გოდაბრელიძე
ნომერი
#07-3/616/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-14
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,Jdid[liltqnL JIdqlAtS0llb bflI6lll, aJqtFUSt0flqtbJ 6ndaJ0[3qfl ld0flt Jdnilt0llL AJGbnqtnL JdnDilqI4nb qJFUilblll, ?ilt,trbtb c{Oo N 247 14 asolm. 2012 gsqo Lujr6o3Xqoll ,;o5o5ob Jt6oSJgo ,,Lob6q3$ogo J6SLoot ?3tubnd" Uujot6o36qoU Jr6r,s?o O3RoRSlob ?ng;5ot ott'rl.:$n" (07-31616; 11.052012) Lrj Jr6qra056oL q$6Co: . oood3, g AoqJA6Cqodt ql;jolr.r qo lngo.!q.J6 l,{os'lroxt Jt'€'6J& 290oolro-1o35oto 5 - 8 o35olm LqoA.4JOa artta$nl LrPdJla,a a.\ttoPo ,j<,t6rd itc: l' ],q'n4r h lqoSrStr'-L,ro1ltc6.r Joao$c$P; .rqr&r5ot AgqCfJ,ol, Rs1;Aol$ Rr ls&,$qcjo o6$664ooL ,p&$$o pe'6AdAAo, .6.flAtlar .-rlt,Jlrr Ln,,pq'A,rPan Lr jrr6m3nqoL J,>r6q;3n5$oL dol4r'r sp6n5L: bo;1,>r6or;11qrnb .);6q;3X56ob dmAo60O0UJr Rr brJ')drqta05$t'r 3r6rj3o6d?o p"n$'lrit SotrrSo$oXqo .rj$oL Jr6r'r3j$oL 6o6boq3l L.:jr16or3XqmL Jrr6qo8n5$otr ar;33yqm3;<63 l Rr8o(r) }JJ6SdC
წერილი
lrJdJ60SCsenb )J6s,.oJAC5O0l, 9C360 l-rsJrr6rnSnq'oL J.\t6t{'s3n5$ol, sJr16s$oI ltor66sSotsgoro qXJrr6g;335gotr .1g16oLL jsgllrgoE nmXr6 tr3o.:6.:odntr jsqb.>go5o Xornr6, Lsjst6orSlqotr ;o6L6o6ggool-r 67-X 81bqoL orsEsbSsq $'.:163o5oq565o ltjrr6mSgqoL Jr6RrACS0ob [6r4X]oL oo.:16 ooodotrs RJ 5ot 1166o 6oqrlrrrlqodotr L;;.:5o60qXlgo o5o6o.r$o3oL ;.:5o5Jt6onJ1)L .ttbXqS$o3o Jn6tooL SXLrLXd" $nLoo 3r.r3t,:p6l.1q' L.:j,>r4or3nqrrL ;rSoGBo g3qoql6otr ?XgrSoL o.:olr$X. 6orbr.r3o $neoo ;q5o?63q ;s6o6Jt6o3jgtr OoLgnor ?nL.rB,>8o [ro Slr3qnqol.r ob.qr6.,t6mo: tU630q'o. Js$o3oL633oor .L!_. of nl!, ?x3lrrn11-td;1qlo: o56s doSsJn
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი1.„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-23 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. იმ პირთა უფლებები, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ კანონით ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პენსიონერებს უგრძელდებათ ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული პენსიის მიღების უფლება კომპეტენტურ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენილ ვადაში გადამოწმებამდე. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, 2012 წლის 1 სექტემბრამდე დაენიშნებათ (მიეცემათ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი ოდენობის პენსია. სხვა საფუძვლით პენსიის მიმღებ პირებს უგრძელდებათ დანიშნული პენსიის მიღების უფლება პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საპენსიო კანონმდებლობიდან.“. მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, რომლებსაც 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის არსებული რედაქცია იძლევა არართგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში პენსიის დანიშვნაზე უარის საფუძველი გახდა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლში არსებული ხარვეზის გამოსწორება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით წარმოდგენილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 23–ე მუხლის ახალი რედაქციით ზუსტდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება. ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: არსებული რედაქციის არაერთგვაროვანი გაგების გამო რიგ შემთხვევაში ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განხორციელდა დანიშნული პენსიების შეჩერება/შეწყვეტა. კერძოდ, ამ საფუძვლით 2006 წლიდან პენსია დაენიშნა 1139 პირს, მათგან დღეის მდგომარეობით ჩარიცხვა შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს 606 პირს. ბ.ა)კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დაფინანსების წყარო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე წარმოდგენილი რედაქციით პროექტის მიღების შემთხვევაში შესაბამისი კონტიგენტისათვის საჭირო იქნება ყოველთვიურად დამატებით არაუმეტეს 42 420 ლარი, რაც მთლიანად დაიფარება სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან და დამატებით სახსრების მოძიება საჭირო არ არის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება 606 პირს გაუუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტი რაიმე სახის გადასახდელის ოდენობას არ ადგენს გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. გ.ა)კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. საქართველოს საერთაშორისო გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონისპროექტი არ ყოფილა წარდგენილი ექსპერტებისათვის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ კანონპროექტის შემუშავებაში ორგანიზაციებს (დაწესებულებებს) ან/და ექპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ და შესაბამისად მათი მხრიდან კანონპროექტის შეფასება არ მომხდარა. დ.გ)კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ოთარ თოიძე, გიორგი გოდაბრელიძე დ.დ)კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ოთარ თოიძე, გიორგი გოდაბრელიძე