„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ხათუნა გოგორიშვილი
ნომერი
#07-3/617/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-14
ბიუროს ნომერი 247

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,tdJdUI 3ilqnL ttdqtAil60tlU ItltdnU alqJFUflt0[qilIil 6ndail0nuqfl nd0il, Jdnild0lll, AJ6bIqt[[ Jdnt]ilqIdnl, qJFtilAflL ?tl,tbflb c"rj8o N 247 14 0solro. 2Ol2 Vlq" js6or3nqrob Js16qc835goL 1665q,s8nEgob J14ccnjgo ,,Lsjs6oSARcaL J.>16qs8gE6otr t6g5qr8n56?o g3qoqSboL BSgoEoL ?nLsbnB,. (07-3t617, 1.052012) J.r6q$36goti L.rj. J.rt6q$35$oL Vaa6" b. L.rJ6eo6gqX6co lr.r3oorbors RJ 3m3o$X$o 298roto-1o36oLo L,>n,:16o1gtto 5 - 8 o36oto oy6rq, Lbpn0o'bn lr qo.rlrJce6olrJ Rr Jr3drlrooL t.r3oorbcnc ao8o$3$o b;j;r6m30Rob J;r6q;3n5goL Bo216ro ;q536b: b;j;r6crr3cRob-Ju6qr335goL 3roSoggg0}Lr Rr L;hr6q;g36go gr6;jgog6?o q;o$3r.rL 5c'r68;go2Ro ;j$oL J6r'rgj6ob 5,:Eboq,3; L;j;r6o30RrotJ Jr6q;8g5gob o"r;38rypro3;163 4 Rr3ool hj6.:dn
წერილი
LJdJ6r0lSCRmL JJ6RJAC5t50l, 9C360 Lrjsr6o6nqerb Jsr6qs8g6golr Lror66sSots6ooc qgJu66.:Bg66ot pgr6roLL jsqdrgo6 gogr4 b3orbrodnt ;fsqBsgoso no6r6, tril.:r6or30qrrt .loSbgoggcooL 67_n albqoL Lsj,:6or3gqroU Jsr6q'sBXSgoL or.:Gsb,.:p $,116Orn6oq5n'or $'6<6oL b.:org6s 5o5rn6ot3oq,olr 0onr6 L.:3,:Em6aqnlq,r,r o5o6o':go3oL $'gbocn g.:163r'rq63Goq, rrtjs16orgSq,rolr 3o16qsBnGgot 16n6q,;BnEgot Jt6ro3j6L: ,,Lrj;r6or3nqoL J.:r6q,1816golr ?nL;bnil". q,.:5;r6oro: 16n6q,.:Bg61e1?o,. g3q,oq,6}oU Eng.r6ol . " gfr66q.:q. J.:1)o3oL633oo, ,lL. o5 ,tL S r""0.- wv
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51 1. საქართველოს პარლამენტში დაწესებულია საქართველოს თავისუფლების ორდენი და პარლამენტის მედალი. 2. საქართველოს თავისუფლების ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არ მქონე პირს და უცხოელს პარლამენტარიზმის, პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში და საქართველოს განვითარების საქმეში, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის. 3. პარლამენტის მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს პარლამენტის აპარატში მომუშავე საჯარო მოსამსახურეები საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 4. საქართველოს თავისუფლების ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით. 5. პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით. 6. საქართველოს თავისუფლების ორდენით და პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების წესს, ფულადი ჯილდოს ოდენობასა და თავისუფლების ორდენის აღწერილობას ბრძანებით ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. “. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: სხვა და სხვა ქვეყნების პარლამენტებში დაწესებულია ორდენები/ მედლები და სიგელები, რომლითაც ჯილდოვდებიან, როგორც შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, აგრეთვე პარლამენტში დასაქმებული პირები პარლამენტარიზმის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებისა და პარლამენტებში ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობისათვის. .ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია საუკეთესო საპარლამენტო ტრადიციების საქართველოს პარლამენტში დანერგვა და საქართველოს თავისუფლების ორდენისა და პარლამენტის მედლის შემოღებისა და გაცემის სამართლებრივი საფუძველების განსაზღვრა. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თავისუფლების ორდენისა და პარლამენტის მედლის შემოღებას. თავისუფლების ორდენი გაიცემა, როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. თავისუფლების ორდენი გადაეცემა პირებს პარლამენტარიზმის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის., დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის. ხოლო პარლამენტის მედალი გადაეცემათ საქართველოს პარლამენტის აპარატში მომუშავე საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) რეგლამენტის პროექტის დაფინანსების წყარო მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების ორდენისა და მედლის დამზადების ხარჯებს გაიღებს საქართველოს პარლამენტი მისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იგი დაფინანსდება სახელმწოფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები რეგლამენტის პროექტის მიღება არ საჭიროებს ფინანსური ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) რეგლამენტის პროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან რეგლამენტის პროექტი არ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში რეგლამენტის პროექტის მომზადებისას საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა საზღვაგრეთის ქვეყნების პრაქტიკა, რაც თან ერთვის რეგლამენტის პროექტს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ ასეთი შეფასებები არ არსებობს. დ.გ) რეგლამენტის პროექტის ავტორი რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ხათუნა გოგორიშვილი. დ.დ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ხათუნა გოგორიშვილი.