„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2012
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/478/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-28
ბიუროს ნომერი 250

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LldJdfl StqnL JJ14qJAt60lll, bllXdnb AJqJS'Util6[qtlJ 6ni4AJ6fl Iqll Jd0lll, Jdntd0il, aJ6bIq3[u t6nt]ilqI6ill qJFUC6lll, ?Jl,tbtb roj0o N 250 28 8rolh. 2012 FcRo LrljrdognqoL 3s5o5oL Jt6r'rnjgo ,,lro j,:r6o36qoU to6oXr6or bojlSr'r50qglqo .:;lg?o g3qoqnloL ?6go5oL ooolotn" @74478. 25A52Ol2) v lr.r;l.r6o6qot 0o.r3r6olc 12 - 15 o36oto Aa WC6o 19 - 22 o35oro I' b.!,,\tt., r4,a a nt4o<a Jneidtne\ i4fla@r e.,[.rr6' l'.a|<eJdrp-.' L;J,:t6or3nqotr JsdrqsSnS$ob do2r6r'r op6n5L: L;js<rrorgnqob J.:r6q.:0n5$oL ;r'r3o$g$nlLs qo lroJrrrrq're n6$rl gt6sjgoX]?o pso$'6r'rtr 5rn63.>go2go .:jgoL Jt6o6jgol-r 6.:5boq3.> L.: j.:16or3nqoL Jsr6qr0nSgoL oro30yqm3;<6X ,(|.- ,7 q.:goor d.>J6.:d;1
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ J5 O130興 0し Om58 Obδ l,rdct6o6gq'(,lb JY6E'$96$b brjl6orpq,ob 3crbtJOo0uooob 67-c Oubq'ob OXlt0r0ob;qg tl3s6co60qrg0q,cr o6o0or0o3ob $Xboor $st60r'r6oqr6g6or l-rr jst6orgq,otl 3s6o6ob 36x.r3igb,,bsjr6o69q'c'rb bo6og6or br3s6<n60qXbqtn':i$0o mq'oq,Coob 0Cor6olr ox'rarisg". J(690o3a€o6otgoo ウ ヽF1/113 251152012
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▼ もヽdゝ (り 060 1, 00b8̀(り もOb 2012 VЯ マOb 24 0ooし oし もbO(1)30も ̀(D30'マ IF19 0dA0tQJ6 CVII. lrrCr6ogCq,ob Jr6al6ou J6('lCCOo ,,to6oC6o t JJrb('tbAeCbq,('} rCO6o OBq,oq,Cbou ACOJ6ob cDtobJ'bC" (AsrAbbCECbCq,o lrrCr6<DgCq,ol., LJrxCq,Jpl.utr0l-rtrl3q,gbol, J6ob0.r)l$ o,gtioqgogq'o AJb0J6C6oU tJuooborJ Ao6olro6o (,J b.3,>qA.:bXq,od3) 1. bJJoorbo erArOCAgq, ojbgtr 6ors3tio6ou Ubqrfolr q-oqol, g9u6o5tso. 2. do$o63bgq, oj6gt $r6ao(oac6oq'o J)6o6ob JrtocCoo e! breJc0cl, lrrCdd)ogCq,(,IL JJ6q'rAC6Ob bJ6brboq33q,.rq-o. tr; j.:6rn33q,c)L Jrt0Ao06-Ao50L66o U.:j.r6rngXq, r'r L eors3dr.6oL て' ,1,(̀ ;;5133q'i,r6oot 13t6r'rLo 盗
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „პატიმრობის კოდექსში“ (სსმ, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 2. მე-40 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“. 3. 41-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს წევრი ინიშნება ან მტკიცდება მინისტრის ბრძანებით სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია პირის ხელმეორედ დანიშვნა (დამტკიცება) საბჭოს წევრად. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ცნობა, ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება; გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა; ე) გარდაცვალება; ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა; ზ) საბჭოს წევრად დანიშვნისას/დამტკიცებისას დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება; თ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.“. 4. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ 1. თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. 2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვს საბჭოს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია. 3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. 4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 5. თუ საბჭო საჭიროდ ჩათვლის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. 6. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. 7. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში, ხოლო სხვა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში.“. 5. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ 1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს შეუძლია, კანონით დადგენილი წესით, წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. 2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვს საბჭოს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია. 3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. 4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 5. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. 6. საბჭოს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში. 7. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში. 8. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.“. 6. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ 1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, ახლო ნათესავს ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს შეუძლია კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. 2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვს საბჭოს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია. 3. საბჭოს განხილვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. 4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 5. თუ საბჭო საჭიროდ ჩათვლის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. 6. საბჭოს განხილვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. 7. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. 8. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში. 9. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში, ხოლო ქალი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში.“. 7. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. საბჭოს უფლებამოსილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე 1. საბჭო უფლებამოსილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე. 2. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. 3. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი. 4. შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 5. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. 6. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.“. მუხლი 2. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.“. 2. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის და თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოიანგარიშება თვეებითა და წლებით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა – საათებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.“. 3. 72-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“. 4. 73-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“; ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“. 5. 98-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მსჯავრდებულ არასრულწლოვანს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“. მუხლი 3. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 285-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 285. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, მსჯავრდებული შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან (გარდა ქონების ჩამორთმევისა).“. მუხლი 4. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 29-ე მუხლის პირველის ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.“. 2. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადის გამოთვლა 1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა გამოითვლება საათებით, რომელთა განმავლობაშიც მსჯავრდებული ასრულებს სავალდებულო შრომას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. 2. თუ პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულისთვის შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს/საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, პრობაციის ბიურო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განუსაზღვროს მსჯავრდებულს ახალი სამუშაო ადგილი.“. 3. 331 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 3. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-4-მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები მოქმედებს 2013 წლის პირველ იანვრამდე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად რასაც შეიცავს დღევანდელი კანონმდებლობა, ასევე სიახლეებს რომელთა განხორციელების შემთხვევაში გამარტივდება და დაკონკრეტდება დღეის მდგომარეობით არსებული ბუნდოვანი საკითხები, რასაც მოიცავს აღნიშნული საკანონმდებლო აქტები. მოქმედი კანონმდებლობით, დახმარების საკითხთა საქართველოს სამინისტროს სასჯელაღსრულების, ადგილობრივი საბჭოს პრობაციისა მიერ და იურიდიული თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლა საჭიროებს რთულ პროცედურებს, ხოლო ცალკეული საკითხი ბუნდოვანია. აღნიშნულმა საკანონმდებლო ხარვეზებმა განაპირობა ის, რომ სამინისტროს ადგილობრივმა საბჭოებმა პრაქტიკაში ვერ განახორციელეს თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის კანონით მინიჭებული უფლებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულთათვის თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის მექანიზმის დახვეწა, აგრეთვე ცალკეულ შემთხვევებში მოქნილი და მარტივი პროცედურების დანერგვა. პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს ცალკეულ საკანონმდებლო აქტში ხარვეზების გასწორება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, ცვლილება შეეხება პატიმრობის კოდექსს, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართელოს კანონს, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებს. კანონპროექტი შეიცავს შემდეგი სახის ცვლილებებს: ადგილობრივი საბჭოს წევრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინიშნება 6 თვის ვადით, ასევე საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თანხმობით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით კი საბჭოს წევრის დანიშვნა/დამტკიცება მოხდება 1 წლის ვადით, ხოლო მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მინისტრის ბრძანებით მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინებით. ასევე დღეის მდგომარეობით საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს: 1 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობა, რომლის კორექტირება ხდება და აღნიშნული პუნქტი ყალიბდება შემდეგი სახით: საბჭოს სხდომის ზედიზედ 3ჯერ გაცდენა. წარმოდგენილი პროექტით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ადგილობრივ საბჭოს ავტომატურ რეჟიმში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა, თუ მსჯავრდებულმა მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა. ამასთანავე, ქალ მსჯავრდებულთა მიმართ ეს ვალდებულება ძალაში შევა კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ხოლო მამაკაც სრულწლოვან მსჯავრდებულთათვის 2013 წლის პირველი იანვრიდან. დღეისათვის ავტომატურ რეჟიმში, ყოველ 3 თვეში იხილება არასრულწლოვანთა საქმეები. პროექტით, დანარჩენი მსჯავრდებულების ავტომატურად განხილვა მოხდება ყოველ 6 თვეში. ამასთან, ცვლილების მიხედვით, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვს საბჭოს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია. პროექტით იცვლება ადგილობრივი საბჭოს პროცედურა პირობით ვადამდე გაანთავისუფლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის აუცილებელია 2 სხდომის (ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით) ჩატარება, რაც ზოგ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებს. პროექტის მიხედვით, ადგილობრივი საბჭო სხდომას ზეპირი მოსმენით ჩაატარებს მხოლოდ მაშინ, თუ საჭიროდ მიიჩნევს მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. მოქმედი კანონმდებლობით, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობისათვის გათვალისწინებულია მრავალი პირობა (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი, მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალოდ გაუწევს ზედამხედველობას მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას და მისი წერილობითი თანხმობა.), რისი დაკმაყოფილებაც პრაქტიკულად შეუძლებელია მსჯავრდებულის ან მისი წარმომადგენლის მიერ. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მსჯავრდებულთათვის მარტივდება თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსათვის შუამდგომოლის ფორმა. ამასთანავე, ადგილობრივი საბჭო აღარ განსაზღვრავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილსა და სახეს, არამედ მას განსაზღვრავს პრობაციის ბიურო ისევე, როგორც სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენების აღსრულების შემთხვევაში. ცვლილების მიხედვით მსჯავრდებულს რომელიც პირობით ვადამდე თავისუფლდება სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მოხდილი სასჯელი ჩაეთვლება შემდეგი გაანგარიშებით: სასარგებლო შრომის ხუთი საათი - თავისუფლების აღკვეთის 1 დღე. საზოგადოებისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის სათაური არის შემდეგნაირი: მუხლი 285. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის ნაკლებად მკაცრი სასჯელით შეცვლა. ცნება „ნაკლებად მკაცრი სასჯელი“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სხვაგან არსად გვხვდება. ამ ტერმინის ნაცვლად საქართველოს კანონმდებლობაში გამოიყენება ტერმინი „უფრო მსუბუქი სასჯელი“. კანონპროექტით, სწორედ ამ თვალსაზრისით ხდება აღნიშნული მუხლის სათაურის კორექტირება. მოქმედი რედაქციით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ სასამართლოს განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ განუსაზღვრავს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას. ცვლილების მიხედვით კი სასამართლოს განაჩენის ან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ, პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან სახის გადასახდელის გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან ორგანიზაციებში საქართველოს დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულების, სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა