„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა და თეიმურაზ წურწუმია.
ნომერი
#07-3/627/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-05-28
ბიუროს ნომერი 250

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJdfl 3ilqnU JJ,4qJaC50llb ln'itdnI aJqJ6USil0llqtbl 5ndaJ0fliq0 ilr0lll, JdnCd0llL AtSbIqtllU J,4nBtqldllb qJEUtblll, ?Cl,JbilA o,jao N 2s0 28 aJolto. 2012 Ecqo Loj116o136qmL 3o5o5otr Jt6onjgo,,Lsjs16ognqolr Lr6op.>lrubcqo 3oq6Jb?o g3qoqS}oL Bng,>5oL ?gUobg}" (07 -y 62'1, 25.05 2012) lr.ryo5.rEllr'l-t.$oX33ger 3o3og3go 12 - 15 o35otn 19 - 22 oasoLo ,tt!n6,'t t tp li hpaA,\'n,l {*O06drd noa7par 4,Jr.r,rt, larr4l^,Jr}rAra, boJ.':r6o3Xq'r'rL J.>r6q.r6n5$o5 dolt6r'r .:p6n5 tr: b;J.''t6or3ngr.rb J.:r6gr8nSgoL 3oSogggXlL.: Rr LrJ.)6Rra05go gr6.:j6ond?o RroVUr'rL Sodr8r$olqo oj$ob Jrtronj$oL 5r5bog3.> p.r3orn I.:Jr4rd3 l0
წერილი
UJi,Jd,UlSCsPgll, )J6RJ005O0l, 80860 lr>;1,;6anng,o b ),;6g,;3n5[o L ,>bt4t@ol.t b,:odl5l5obs6ot t pfi;6[,>0n5fi o b TVilt lt L j;g'd'>$t't6 nand ltjo.;Ssodnlt jrqlrgo5o nont6, ItJst6orgnqolr,.1o5Lgo$lgoolr 67-n Sltqolr orrSsb8sp !'r63o6op6n5or trsjor6o36qoL Jrr6q.:0X5goL S6t6XloL t3o.:q ;p.;.>grL R.5 o1o316.:$ eon(r lro3,>5o58qnlprn o5o6o,>goSolr eoOt,>qnil1q $'1dr$14o.>tr $Xlroar "l-roJrtrro3nqoU Ur6.>qrtob.>qo ,j.:5o6Jr6r'rnj6lr: .pqXJL?o OAq'oq'ildoL 3J6!5oL ?nLsbn}". 6orbo3o, $6&nsg5o?5pq,j.:5o5Jr6r'rnjgtr 0oL6nor tnLsbr0oLo SL3qnqols. ob. ps6rt6oro: " " tst6OR.)R. JugqoUg6Soor, ?Je l61q'nlXR'o: J. 5o5oq'sts3oq,o ggq': 28 16 9l
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დამატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი: „ჭ1) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის (დაქირავებულისთვის) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული სარგებელი;“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა შემოსავლების სახეების ჩამონათვალის ოპტიმიზაციის აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა შემოსავლების სახეების ჩამონათვალის დაზუსტება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის საწვავის გადაცეის შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება სამსახურებრივი საჭიროების მიზნით - სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, მიზანშეწონილია ის არ განიხილებოდეს ფიზიკური პირის დასაბეგრ შემოსავლად. ამ მიზნით კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ადმინისტრაციული (დაქირავებულისთვის) ორგანოს (დამქირავებლის) სამსახურებრივი მიერ მოვალეობების თანამშრომლისთვის შესრულებისას პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული სარგებელი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავლის შესაბამისი ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის (დაქირავებულისთვის) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ორგანიზაციის (დაწესებულების)/ექსპერტის შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა და თეიმურაზ წურწუმია. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ზვიად კუკავა და თეიმურაზ წურწუმია.