„საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-04
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ'4 nililqnb JJdq JAil66lll, bllldll l,
aJqiFU3C0fl qcbJ 6ndaJ6[?qfl Jd0fl l,
Jdntd0lll, SJEbIqtIL )d11UilqndIU
qJEttblll, ?ill,JbilA
ojSo i$ 251
4 o35olm. 2012 gsqo
L;jur6ognq,oL 3r5rn5oL Jr6oSigo ,,Lr;l;r6o36qoL L,>tq0;o SopgjL?o 6Sqoqndob
tggoSob orolrb n" (07 -21 479, 31.052012)
Lc;ls6or33q<'rL 3or.r316ols
qo6Soi6o3o rJoSoAoJolrr qs 1.1oSo&,p6o
JoqoooJol, Joao60oo
26 - 29 o35olm
11
- r.l LcjocalJd,o
L,Vfiodt'o &alratEoli tiantr1po an4oqo
J SoSaaqqolot qcg3oUc q.r
bo.,e# b,r-b"'r
J-&6c6.;
qc0o.r6olr lgq3lcors qq.;aplr., qJ Ll6<'r ('.rJ<n
o6g36drq.loor js,4.6a6,.,.
Jn46arq .@jF,ar 4r,4}?6 &{r"("srarA.,-
Lrjrr6or3nqob J,>6qr8n56otr dolt6r'r sp6n5b:
L.:;j,:6or33qr.rtr J.:r6q.:335$ob ;r'r3o1)n$ndL; RJ brJr6Rr305$r'r SdujSoldto
p.:o$'11mb 5or63,>$o2qo .)il$oL .l6o;d0ob 6r6boq3.:
lr;jortrrn3glqolr JorrrqoS3S$ob-
olrla1RmAr6C ';
pcaorn B.>;16r.>,1;1
საქართველოს მთავრობის წარდგინება
l,JdJ6030se0b AmJ360bJ
brjr6or3Cqot Jr6q,s0g6gb
brjr6orpqslb 3etbb6o63goob 67-C OSbqrob 03b$,>Oobsqr
br3.:6cn60sgCbqr'l o6o6orgo3ob $gbocn $u60er5oqQ&l6o b;jr6crr3gqol,
3;6r'r6ob S6ergjgb ,,blj;6orgCqob btbq3;cn 3cnqrgjbtso 6gq,oqrgbotl
tsg$.:6ob orlcnb,:%g".
ry6o06gq, 3r6c.rbJ6er9dobg b.:jr6co3gqob Jr6q,r0366olr
br3c'r0o$goer qgr Jq,96;63q, Ubqrrn0Sbjcg 0er0bb36gbqlrqg qrr6o063q'o5
b.:j$coggqob 33c'rber0o3oUr er 0qrg6;qro 6r63ocnl6gbob 0o6ob66oll
0c'r,:qrSoqrg 6,:coor 0o jgqr$g.
i
J6g0og6-0o6ob66o
NUl18
31.052012
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
Ja(r)6JVC60
L'JdJd)Oii[]R(rb AOJ36(r)dOlr 20lZ VR01i 30 3J0t'0t' LbR(r80L
N,20 0dA0tSJ6
XXX. bcjr6or3gq,r.rlr 3tbo6ob J6ogj6o ,,bsjr6org9q,ob brbq3ro 3rnqgjt_rBo 6gqroE CbotJ 0C$r6otr or.:obrbg" q.os brj6cnggq,cnb Sorca6r'r6ob p63r65gq,9bob
J6oSjgo ,,6.0ojgqr$ob btjr6or3Sq,rnb 0orr36r'rbolr br3r6o60qr3bq,r,r
o6o6o.:go9oo $r6q6g6oq, 3rber6J6oXjgSg 0r'r0bb363bq,r(' eJ6o8g6ob
tsgbrb56" (0r'r0bbg6gb3q,o brjl6orgq,cnlr g3er$rn@o3ob.r er 0p66rpo
6rbgoor.:6gbob 0o6olrg6ob 0orqr6oq,g q.6ocnr66.rdg)
1. do6oorsqrrqr 0er$rn69bgq, ojbgb $r60erq.o6X6oqo 3rbgr$J6<ngjgo.
2. lrrjr6o3gq,r"rb 33rnbgr0o3ob,: qgr 8e66reo 6.:6gocns6Xbolr br0o6obo6rnA (g.jgrbrq,or) bbQoArqoC 6rAarcDCAUq,lo $o6.:qrqrXbgbob Egb:b.rflol5qg 0r'r.:0ttqrrnl_r rq6o06gq,o
3rbr.r636r'rgjgob lr,:berqlr'rer gr6oJ6$o, 6er0gq,o6 6rqgrgggb lrsjr6or3gq,arb Jr6q,rflX6gl-r
616brboq,3gqrrqr.
3. 8rn$r'rbg0gq, oj6gb $r60erq966oqro 6,:63r66gqg0ob J6rngJgo.
Lsj,><6or36q,r'rL J14X3o616-0o5oLg16o
lrt jsr4or36q,c'r L 3ott314r'rdoL
;.:5gnq'.>16oot lg16o'bo
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 პუნქტი:
„ა1) III1 თავში - საკრუინგო საქმიანობა – იგულისხმება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირის საშუამავლო საქმიანობა მეზღვაურთა
გემებზე დასაქმების მიზნით;“.
2. საზღვაო კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1
საკრუინგო საქმიანობა
მუხლი 691
1. საკრუინგო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული პირის მიერ მეზღვაურთა გემებზე
დასაქმების მიზნით.
2. საკრუინგო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების
შესაბამისად.
მუხლი 692
1. ამ თავის მიზნებისათვის სააგენტო აღიარებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს. აღიარების
წესი, პირობები და მონიტორინგის დებულებები, აღიარების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება
სააგენტოს დირექტორის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით.
2. ამ თავის მიზნებისათვის სააგენტო განსაზღვრავს მეზღვაურთა პირადი მონაცემების მოპოვების,
გამოყენების, მესამე მხარისათვის გადაცემის პირობებს და მეზღვაურთა პირადი მონაცემების დაცვის წესებს.
მუხლი 693
საკრუინგო საქმიანობის განმახორციებელი პირი ვალდებულია:
ა. აწარმოოს მის მიერ დასაქმებული ან/და დასასაქმებელ მეზღვაურების მუდმივად განახლებადი რეესტრი,
რომელიც ექვემდებარება სააგენტოს მიერ მონიტორინგს;
ბ. უზრუნველყოს, რომ მეზღვაურთა დასაქმების პროცესში უშუალოდ მონაწილე პირებს ჰქონდეთ შესაბამისი
კომპეტენცია;
გ. შეამოწმოს დასაქმების კანდიდატი მეზღვაურის კვალიფიკაცია და წარმოდგენილი დოკუმენტაციის
შესაბამისობა შესასრულებელი სამუშაოს მოთხოვნებთან, ასევე შრომითი ხელშეკრულების ან კოლექტიური
ხელშეკრულების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასა და მეზღვაურთა დასაქმების სფეროში არსებულ
საერთაშორისო სტანდარტებთან;
1
დ. შესაძლებლობების ფარგლებში შეამოწმოს გემთმფლობელის შესაბამისი საშუალებები სხვა სახელმწიფოს
ნავსადგურებში მიტოვებული მეზღვაურების დასაცავად;
ე. დასაქმებამდე გააცნოს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, შესასრულებელი
სამუშაოს, მეზღვაურის უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;
ვ. გამოიკვლიოს და უპასუხოს ნებისმიერ პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება თავის საქმიანობას და
შეატყობინოს სააგენტოს ნებისმიერი გადაუწყვეტელი პრობლემის შესახებ;
ზ. უზრუნველყოს, შესაძლებლობის ფარგლებში, გემთმფლობელის მიერ შრომით ხელშეკრულებაში
მეზღვაურთა სოციალური დაცვის პირობების გათვალისწინება და მათი ჯეროვანი შესრულება;
თ. უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მეზღვაურისათვის ხელშეკრულების
ასლის მიწოდება;
ი. უზრუნველყოს, რომ შრომითი ხელშეკრულება არ ჩააყენებს მეზღვაურს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში
და არ შექმნის მისი შრომითი თუ სხვა სახის ექსპლუატაციის საფრთხეს;
კ. უზრუნველყოს გემთმფლობელის მიერ შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე, ხელშეკრულებაში შემდეგი მინიმალური დებულებების გათვალისწინებით:
კ.ა) მეზღვაურის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი და დამსაქმებლის რეკვიზიტები;
კ.ბ) მეზღვაურის მიერ დაკავებული თანამდებობის დასახელება;
კ.გ) დასაქმების ხანგრძლივობა;
კ.დ) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;
კ.ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის მეთოდი;
კ.ვ) შვებულების ანაზღაურება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კ.ზ) დისციპლინარული გადაცდომისთვის დაწესებული სახდელი;
კ.თ) მეზღვაურის რეპატრიაციასთან დაკავშირებული დებულებები;
ლ. უზრუნველყოს, შესაძლებლობების ფარგლებში, გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის მიმართ შესაბამისი
პასუხისმგებლობის აღება უცხო ქვეყნის ნავსადგურში გემის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში;
მ. უზრუნველყოს, რომ საკრუინგო საქმიანობა განხორციელდეს სააგენტოს მიერ აღიარებული ხარისხის
მართვის სისტემის საფუძველზე.
მუხლი 2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამ კანონის დებულებების
შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის
ვადაში.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზღვაო კოდექსის 693
მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზღვაო კოდექსის 693 მუხლის „მ“
ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე:
„საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად „სანაოსნო კომპანია არის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირი“. აღნიშნული მუხლი წარმოადგენს
ბლანკეტურ ნორმას ანუ მითითებას აკეთებს საქართველოს კანონმდებლობაზე, თუმცა აღნიშნული ნორმა არ
აკონკრეტებს საქართველოს რომელ კანონს გულისხმობს, საქართველოს საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე ასეთ
კანონად შეიძლება ჩაითვალოს „საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“. შესაბამისად აღნიშნული კანონის მე-2
მუხლიდან გამომდინარე „მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო
საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.“ აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის ფორმებიდან გამომდინარე
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სანაოსნო (შემდგომში ტექსტში გამოყენებული იქნება ტერმინი - საკრუინგო)
კომპანიების სამართლებრივი სტატუსი შეიძლება იყოს სპს, კს, შპს, სს - კორპორაცია ან კოოპერატივი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საკრუინგო
კომპანია წარმოადგენს ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ტიპს და იგი ყველა დანარჩენი სახელმწიფოებრივი
რეგულირებისაგან თავისუფალია, ანუ კომერციალიზებულია და წარმოადგენს დამოუკიდებელ მეწარმეს.
საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაარსებული (საკუთრებაში
არსებული) საკრუინგო კომპანია და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი სრულიად განკერძოებულია სახელმწიფოსგან.
საქართველოს კანონმდებლობაში არ განიმარტება ტერმინ „კრუინგის“ მნიშვნელობა და საკანონმდებლო
სივრცეც შესაბამისად რეგულირების სიმწირეს განიცდის. აღნიშნული ცნების განუმარტაობა ქართველ მეზღვაურებს
აყენებს ძალზედ არასახარბიელო მდგომარეობაში, როდესაც პრაქტიკულად მეზღვაურებს თავად უწევთ
ურთიერთობების დარეგულირება უცხოელ გემთმფლობელებთან მათთან მუშაობის დაწყების შემდეგ. დღევანდელი
მდგომარეობით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ ფორმით დაარსებულია და მოქმედებს 25-მდე
საკრუინგო კომპანია.
საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის გამო კერძო საკრუინგო კომპანიების უმეტესობა არ ითხოვს
უცხოელი გემთმფლობელისგან მინიმალური ხელფასის გარანტიას, სამედიცინო და საპენსიო დაზღვევას, სხეულის
დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციას, დარღვეული უფლებების იურიდიული დაცვის
შესაძლებლობას და რეპატრიაციას. საქართველოს კანონმდებლობა არავითარ შეზღუდვას არ უწესებს საკრუინგო
კომპანიებს იმ პირთა პირადი მონაცემების დაცვის კუთხით, რომლებიც მათ ე.წ. „შავ სიაში“ იმყოფებიან სხვადასხვა
მიზეზების გამო და შეზღუდული აქვთ დასაქმების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ვაკუუმის შედეგია ის, რომ სახელმწიფო კონტროლი ამ მეტად სპეციფიური
სამეწარმეო საქმიანობის მიმართ არ არსებობს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღესდღეობით არ მოიძებნება
სტატისტიკური ან სხვა სახის ინფორმაცია კომპანიების, აგრეთვე მათი მენეჯმენტის, სტრუქტურის თუ საქმიანობის
ფორმის შესახებ. აღნიშნული გვაძლევს იმისი თქმის საშუალებას, რომ არსებობს დიდი ალბათობა საკრუინგო
ბიზნესის მართვის არცოდნის კუთხით, რაც გამოიხატება არამარტო საქართველოს კანონმდებლობის არცოდნაში,
არამედ იმ ქვეყნების კანონმდებლობის არცოდნაშიც, რომლებთანაც კომპანიებს უშუალო შეხება აქვთ.
ხშირად არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საკრუინგო კომპანიებს არ გააჩნიათ ინფორმაცია არსებობს თუ
არა საერთოდ ესა თუ ის კომპანია ან კონკრეტული გემი, საერთოდ ნაოსნობს თუ არა კონტრაქტში მოხსენიებული
სახელით არსებული გემი, აგრეთვე ინფორმაცია დაპატიმრებულია თუ არა გემი უცხოურ პორტში კერძო მოთხოვნოს
უზრუნველსაყოფად, თუ დაკავებულია იგი სხვადასხვა ტექნიკური მიზეზებით. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი
ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები არ აკეთებენ დამატებით განმარტებებს მეზღვაურებისათვის მათი
მომავალი სამუშაოს, ხელფასის, სოციალური დაცვის ან/და რეპატრიაციის ხარჯების შესახებ. კონტრაქტები ხშირად
არ მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დებულებებს, როგორებიცაა დავების მოგვარება, ფორს მაჟორული სიტუაციები და
მხარეთა ქმედებები და ვალდებულებები ასეთი სიტუაციების შექმნისას. საკანონმდებლო ვაკუუმის გამო კომპანიები
თითქმის არცერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ დარღვეული უფლებების დაცვის შესაძლებლობას, კომპენსაციას
3
სხეულის დაზიანების ან გარდაცვალების და რეპატრიაციის შემთხვევებში. ხშირად ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც
კონტრაქტი არ ითარგმნა ქართულ ენაზე, ხოლო მეზღვაურებმა სხვა კონტრაქტის ენა არ იციან.
როგორც წესი საკრუინგო კომპანიების მომსახურება ნებაყოფლობითია. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც
აპლიკანტმა არ იცის არცერთი უცხო ენა, არიან დასაქმებისათვის შეუსაბამო წლოვანების, ვერ აკმაყოფილებენ
ჯანმრთელობისათვის წაყენებულ მოთხოვნებს და აგრეთვე არ გააჩნიათ საკმარისი სანაოსნო სტაჟი შემოთავაზებული
პოზიციის დასაკავებლად.
ყველაფერს ართულებს ისიც, რომ მეზღვაურები არ ფლობენ ზოგადად ინფორმაციას საკრუინგო ბიზნესის,
კომპანიების პროფილისა თუ მათი შესაძლებლობების შესახებ. თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც
მეზღვაურები გაჭირვების გამო საერთოდ არ ინტერესდებიან კომპანიების მუშაობით და სამუშაოს მოძიების
სანაცვლოდ ნებისმიერ პირობას თანხმდებიან.
2002 წლის აგვისტოში, ვანკუვერში, კანადა, გაიმართა საერთშარისო ტრანსპორტის მომუშავეთა ფედერაციის
(ITF) 40-ე კონფერენცია, რომელზეც მიიღეს 22-ე რეზოლუცია სანაოსნო საკრუინგო კომპანიების შესახებ (Resolution
No.22). აღნიშნული რეზოლუცია სახელმწიფოებს მოუწოდებს სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულთა შრომითი
უფლებების დაცვის შესახებ. კონგრესმა რეზოლუციაში ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავეთათვის საკრუინგო კომპანიები წარმოადგენენ ძირითად
საერთაშორისო ინსტრუმენტს ბაზრის მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება
ჩაითვალოს როგორც შრომითი ბაზარი წესების, ნორმებისა და უფლებების გარეშე;
უმრავლეს შემთხვევებში საკრუინგო კომპანიები სარგებლობენ სიტუაციით და სამუშაოს მოძიების
სანაცვლოდ მეზღვაურებს ახდევინებენ დიდ თანხებს. სიტუაციის გამოყენება მათ მიერ ძირითადად
წარმოებს ვალუტის გაცვლითი კურსების, სხვადასხვა სადაზღვევო საპრემიო გადასახდელებისაგან ან
ტრეინინგების მეშვეობით.
უმრავლეს შემთხვევებში საკრუინგო კომპანიები იქმნება და იხურება მოკლე პერიოდში, რომელიც
უზღუდავს დასაქმებულს შესაძლებლობას დააყენოს დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხი,
რამდენადაც საკრუინგო კომპანიისა და გემთმფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი ერთობლივად
დგება.
კონგრესმა მოუწოდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტებს, მიემართათ ყველა ღონისათვის,
რათა აღმოეფხვრათ იძულებითი შრომის შემთხვევები, კერძოდ კი განუსაზღვრელად დიდი მოგების მიღების
შემთხვევები საკრუინგო კომპანიების მხრიდან. უფრო მეტიც კონგრესმა მოუწოდა ყველა სახელმწიფოს ასეთი
შემთხვევის კრიმინალიზება მოეხდინათ. აგრეთვე მიმართვაში ხაზი გაესვა სამართლებრივი სისტემის სრულყოფის
საკითხს, მარეგულირებელი მექანიზმების შექმნის კუთხით საკრუინგო კომპანიებთან მიმართებაში, აგრეთვე
განესაზღვრათ კანონიერი და უკანონო ქმედებების ჩამონათვალი, პროფესიონალიზმის შემოწმების კრიტერიუმები
და ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხები გემთმფლობელთან ერთად.
მნიშვნელოვანია ეროვნული კანონმდებლობით დარეგულირდეს სისტემის ისეთი ფორმით ჩამოყალიბება,
რომ გარანტირებული იყოს მეზღვაურის დაცვა ნებისმიერი სახის, მთლიანი თუ ნაწილობრივი, საზღაურის
გადახდისგან საკრუინგო კომპანიებთან მიმართებაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ვინაიდან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მეზღვაურები აღიარებულნი არიან სპეციალურ
სამუშაო ძალად, საკრუინგო კომპანიების საქმიანობა, როგორც აღნიშნული ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშის საქმიანობა,
შესაძლოა დარეგულირდეს ასეთი იურიდიული პირების საქმიანობის წესი, რომლებიც მომხმარებელს აწვდიან
რეკრუტირებისა და დასაქმების მომსახურებას. აღნიშნული რთულია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი
სერტიფიცირებისა და შემდგომი ხარისხის მართვის სისტემის მექანიზმების მონიტორინგის გარეშე. შესაბამისად
საკრუინგო კომპანიებისათვის სავალდებულო უნდა გახდეს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და
განხორციელება და უნდა გააჩნდეთ შესაბამისი სერტიფიკატი.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმოდგენილი კანონის პროექტით ენიჭება უფლებამოსილება მიანიჭოს
აღიარება შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში იმ იურიდიულ პირებს,
რომლებიც მეზღვაურთა დასაქმების სფეროში ეწევიან საქმიანობას.
ამასთან კანონმდებლობით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი როგორიცაა შრომითი
ხელშეკრულების პირობები, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის პასუხისმგებლობები
გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის უცხო პორტში მიტოვების შემთხვევაში და ა.შ.
4
წარმოდგენილი კანონის პროექტი კი აღნიშნულ მიზანს სრულიად შეესაბამება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ:
1.
2.
3.
4.
საჭიროა საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს სავალდებული ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა
საკრუინგო კომპანიებისათვის და შემდგომში მათი ხარისხის მართვის სისტემის მუდმივი მონიტორინგი.
მნიშვნელოვანია სისტემის ერთიანობიდან გამომდინარე ხარისხის და შინაარსობრივი კონტროლის
განხორციელება კომპანიის კონტრაქტებზე გემთმფლობელებთან და ოპერატორ კომპანიებთან, რათა
გამოირიცხოს ნებისმიერი დისკრიმინაციული მიდგომა მეზღვაურთა შრომით უფლებებთან მიმართებაში.
მნიშვნელოვანია მეზღვაურთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა და მათთვის დამსაქმებლის
წინააღმდეგ პრეტენზიის გამოთქმის მექანიზმების ჩამოყალიბება.
უნდა დაინერგოს ყოველთვიური ანგარიშგების სისტემა საკრუინგო კომპანიების მიერ მათზე სახელმწიფო
ზედამხედველობის განმახორციელებელ უწყებასთან. აღნიშნული უნდა მოიცავდეს ნებისმიერი სახის
ინციდენტის შესახებ ანგარიშგებასაც, აგრეთვე მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენციისათვის
კომპანიის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ ქმედებებს.
კანონის პროექტის ძირითადი არსია აგრეთვე, ისიც, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ
სპეციალური სამუშაო ძალად აღიარებული მეზღვაურები დაცული იყვნენ ყოველგვარი სახის დისკრიმინაციული
მიდგომებისგან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იქონიებს რაიმე სახის ფინანსურ ზეგავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის
წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
5
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. იგი სრულად მოიცავს ევროკავშირის
უმნიშვნელოვანეს დირექტივებს აღიარებულ ორგანიზაციებთან მიმართებაში.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც
მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO),
ევროკავშირის, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) ევროპული სტანდარტებისა და სააგენტოს
გამოცდილების გათვალისწინებით.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
6