„მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-04
ბიუროს ნომერი 251
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
t JdldUltilqnb JJdqJat60flt, Ifli6nb
0JqJFrtt0nqJbJ 6n60t0fl TqI Jd6il,
Jdlltd0lll, EJGbnqil[ll JdnUtqSdfl l,
qJFUCAfl[ 3ilt,JbC]
crjao N 2sl
4 o35olm. 2012 S3qo
Lt jlt6orgnqt'rb ;oEr.r5oL J16r'r6j6o ,,3no33$53ntq3;216oro 5r5;orqnlol.r.: p,>
tn<rr$ogo6or4 glo L ?nLo bnd" (07'a 48o, 3 1.0520 12)
Lcj.6o3Xqot 3or.r3t6o8.r
26 - 29 o3Sol,o
| 1.,sae-g.'*r, qq-polrs qc
I
11
- 14 Lcj6car06o
btF,qr6 l,s,r-t-c
roao6c0p;
JRrAorSot IBqAloo,J R"Oipl,r q.t L*,&qJj6
o5g6t6.rsrnU JoaoOC$o.
fa.\re00a4 ir\hqar \"rt'"d6 l'flra-Ptlira--r
l-rsjor6or3nqoL .).:r6q;3g5$ob boXr6r'r ;q635L:
L;jr6or3nqob J;r6qr0;5$ob ;r'r0o$n$nltrr p.: b.:J.:t6q;335$r'r 3t6.:;J3oX6?o
p;o$';1ob SorrrSsgo2qo .rJ$oL J<6r'r1J$ob 5.:5boq3r
q.:3oor };;116,>,1;1
-t
საქართველოს მთავრობის წარდგინება
l,JdJ6033semb AmJS6mbJ
brjr6or3Cqlclt 3r6q,r0g6glt
brjr6cnggqotJ 3<'rbb$o$ggoob 67-C OSbqrob 03brb$obrqr
b;3$cn60qgCbqCI o6o6or6ogob $gboor $r60rn5osg&36o brj,:6or3gqcDb
3rbo6ob S6ergjgb ,,0gcng3bg-0gbqglg6cnl 6lbrcrrq,Xbobr q,J
bg66ogo6o6gbob 0glrlbgb".
;q6o06gqr 3$rn636c'rgC6tC brjr6o6gq,cnb J,:6q,$g66oti
br3rn0o$g$o qgr 3q,36.>63q, bbqrcnOgbbg 0r'r0bb36gbqrqg qg56ots63qro5
brjr6cn33q,ett g3erbc'r0o3olt q)r 0qr66tqro g;6goot63bob 0o6ob66ob
0c'rtqr6oqrg 6mno.: 0o jgqr$3.
J690o96{o6ob66o
NVlI9
3t.0s2012
.try qf, aD
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JA(r)6JVC60
L5dJ60)3CROL Bo)Jit6(,d0L 20D Vq0L 30 aJotoL bbR0a0L
N20 0da0RJ6
XXXI. Lrjt<6or3gq,rnlr 3t6o6ob Jr+rrngjgo,,0gor6bg-0gtqgrU6cDr Ar6rolqlCbobr (,r
trg6gogo6ot6gbob tsgbsbgO" S.or trrCr6ogCq,crlr 0orr3rier6o[ Ar6Jr6AfE 0botJ
J6<ngjgo ,,6.0oj3q,rdob tr,>jlt6cr6gq,otr 0orr36r'r6ob t_63rbgr60qr3bq,r,r
obo6orgogocn $ct6qr66oqr 3t6o6&6ogJgtg 0cr0blr36g0qrr(, (,r6otsg6oll
0gbrbg6" (0er0bbg630gq,o ttjrr6cn3Sq,rnb XSerbrnflo3obr qrr Eqg6rqro
brbgooJ6Cbob Ao6oUg6ob 0r'tq.o6oq,g qr.6oar66.:dg)
1. do6oorrqrrqr 0r'r$o6369q, oj6gb $.:t60oq6g6oqo
3r6obJ6r'rgjgo.
2. lrrjr6or3Sq,rnb gSo6efo3oLr qrr 0qr56rqn 6r6goors6gbotr br0o6olrg6r'ra (g.jelbrq,o.:) bbqer0rSC brAerolCapq,lo $o6rq.:qrgbg0olr flgbrb$ol_uqr Oo.:fltrqrmb rq6o!6gq,o
3rbo6Jt6ogjgob Ur0rnqlerer 3s6ot6go, 6er0gq,o6 6rqgrg6gb l_r.: j.t6or3gq,erb Jr6qrr0g6gtr
6ubbrboqgqrlq.
3. 0er$o6gbgq, oj63b $.:60e{.oAC6oq,o 6s63r66gqr30ob J6cn9jgo.
L.>jrdrm36qrnl,r Jr630o616-3o5oLg14o
L;j.:6or33qoL Sors316odolr
,;sEggq';t6ooL 13t6oLo
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
ეს კანონი ადგენს საქართველოში მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების
ერთიან სისტემას საქართველოს კანონმდებლობის და მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიცირების,
მომზადებისა და ვახტის გაწევის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მეთევზე-მეზღვაური - თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის და პერსონალის ყველა წევრი;
ბ) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
გ) კომპეტენციის სერტიფიკატი - შკიპერზე, ოფიცერსა და GMDSS-ის რადიოოპერატორზე
გაცემული და დადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს,
იმსახუროს
ამ
თანამდებობაზე
და
შეასრულოს
პასუხისმგებლობის
ამ
დონისათვის
გათვალისწინებული ფუნქციები;
დ) სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მეთევზე-მეზღვაურის მიერ მომზადების
სპეციალური კურსის გავლას;
ე) განათლების დიპლომი - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან „პროფესიული განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) საზღვაო-საწვრთნელი კურსი - შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების პროგრამა,
რომლის გავლაც აუცილებელია მეთევზე-მეზღვაურის მიერ სათანადო კომპეტენციის მისაღებად და
რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ;
ზ) მართვის დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერი გემის
შკიპერის, უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის და მეორე მექანიკოსის მიერ სათანადო
თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან;
თ) ექსპლუატაციის დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია სავახტო
თანაშემწის, სავახტო მექანიკოსის, ელექტროტექნიკოსის ან GMDSS რადიოოპერატორის სათანადო
ფუნქციების შესრულებასთან მართვის დონის ოფიცრის ხელმძღვანელობით;
ი) დამხმარე დონე - პასუხისმგებლობის დონე, რომელიც დაკავშირებულია თევზსაჭერ გემზე,
დაკისრებული ფუნქციების რიგითი შემადგენლობის მიერ შესრულებასთან, ექსპლუატაციის ან
მართვის დონეზე მომუშავე პირის ხელმძღვანელობით;
კ) თევზსაჭერი გემის მეზღვაურთა შემადგენლობა (შემდგომში, „ეკიპაჟი“) - მეზღვაურთა
შემადგენლობა, რომელიც მოიცავს შკიპერს, ოფიცერსა და რიგითს;
ლ) თევზსაჭერი გემის პერსონალი - ნებისმიერი პირი, ეკიპაჟის წევრის გარდა, რომელიც
დასაქმებულია თევზსაჭერ გემზე და ასრულებს გარკვეულ მოვალეობას შკიპერის დავალებით და
გავლილი აქვს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული საზღვაო-საწვრთნელი კურსები;
მ) სანაპირო ნაოსნობა - ნაოსნობა, რომლის დროსაც გემი არ შორდება საქართველოს სანაპირო
ზოლს 50 საზღვაო მილზე მეტი მანძილით;
ნ) საერთაშორისო ნაოსნობა - ნებისმიერი ნაოსნობა, რომელიც არ არის სანაპირო ნაოსნობა;
ო) საერთაშორისო სტანდარტები - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (შემდგომში IMO)
მიერ დადგენილი სტანდარტები, მათ შორის, თევზსაჭერ გემებზე დასაქმებულ მეზღვაურთათვის
დაწესებული მოთხოვნები მომზადებისა და სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც სავალდებულოა
საქართველოსთვის;
პ) GMDSS - საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და
უბედური შემთხვევის დროს;
ჟ) სუპერინტენდანტი - საზღვაო გამოცდილების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი, რომელიც
უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ან/და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე;
რ) შკიპერი - თევზსაჭერი გემის კაპიტანი;
ს) თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი - სამანქანე განყოფილების უმაღლესი რანგის
ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელია გემის ძალოვან მექანიზმებზე და გემის ყველა მექანიკური და
ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაციასა და შენახვაზე;
ტ) თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი - უფროსი მექანიკოსის მომდევნო რანგის სამანქანე
განყოფილების ოფიცერი, რომელზეც გადადის პასუხისმგებლობა გემის ძალოვან დანადგარებზე და
გემის სამანქანე და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციასა და შენახვაზე, უფროსი მექანიკოსის
მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში;
უ) გამოცდილი მეთევზე - თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის
წევრი, რომელსაც აქვს მიღებული
შესაბამისი კვალიფიკაცია და აკმაყოფილებს კომპეტენციის მოთხოვნებს, რათა უსაფრთხოდ მართოს
თევზსაჭერ გემზე განლაგებული აღჭურვილობა;
ფ) მეთევზე - პიროვნება, რომელიც იღებს მონაწილეობას თევზის მოპოვებაში თევზსაჭერ გემზე;
ქ) თევზსაჭერი გემი - ნებისმიერი გემი, რომელსაც იყენებენ თევზჭერისა და სხვა სახეობის
საზღვაო რეწვისათვის და მისი განუყოფელი ნაწილი არის რეწვის იარაღი;
ღ) თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების პერსონალი - სამანქანე განყოფილების
ნებისმიერი
წევრი, გარდა სამანქანე განყოფილების ოფიცრისა, რომელსაც აქვს შესაბამისი
კომპეტენცია, რათა მოემსახუროს თევზსაჭერი გემის სამანქანე განყოფილების აღჭურვილობასა და
ელექტრომოწყობილობებს;
ყ) თევზსაჭერი გემის საგემბანო განყოფილების პერსონალი - საგემბანო განყოფილების
ნებისმიერი წევრი, გარდა საგემბანო განყოფილების ოფიცრისა, რომელსაც აქვს შესაბამისი
კომპეტენცია, რათა მოემსახუროს საგემბანო აღჭურვილობებს;
შ) STCW კონვენცია - „მეზღვაურთა მომზადების, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის
სტანდარტების შესახებ“ კოდექსი, რომელიც მიღებულია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების 1995
წლის კონფერენციის მე-2 რეზოლუციით, მისი განახლებული ვერსიით;
ჩ) SOLAS კონვენცია - „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო
კონვენცია (რომელიც მოიცავს 1978 წლისა და 1988 წლის ოქმებს), მისი განახლებული ვერსიით;
ც) კანდიდატი - ნებისმიერი სერტიფიკატის მაძიებელი პირი.
2. ტერმინები, რომლებიც განმარტებული არ არის ამ კანონში, განიმარტება „მეზღვაურთა
განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
1. წინამდებარე კანონი ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეთევზემეზღვაურებზე, რომლებიც კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების მიზნით მიმართავენ სააგენტოს,
ასევე ყველა იმ პირზე, რომელიც დასაქმებულია საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ
გემზე.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემებზე, რომელთა სიგრძე არის 7 მეტრზე ნაკლები.
სააგენტო განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს 7 მეტრი და ნაკლები სიგრძის როგორც ძრავიანი, ისე
ნიჩბიანი თევზსაჭერი გემების პერსონალის სერტიფიცირებისა და მომზადებისათვის.
მუხლი 3. სააგენტოს კომპეტენცია
1. ამ კანონის მიზნებისთვის სააგენტო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) კომპეტენციის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სერტიფიკატების გაცემას ან/და
დადასტურებას;
ბ) მეთევზე-მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მონიტორინგს;
გ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებასა და მათ სისტემურ მონიტორინგს;
დ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის შესაბამისობის აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით, ამ
კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მეზღვაურთა მომზადებისა და
სერტიფიცირების მოთხოვნებთან;
ე) კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატების ფორმისა და მათი გაცემის წესის, ასევე გაცემული
სერტიფიკატების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას;
ვ) სერტიფიკატების ნამდვილობის დამოწმებასა და მათი გაყალბების თავიდან აცილების
ღონისძიებების გატარებას;
ზ) კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატების მიღებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის
განსაზღვრას, შესაბამისი გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას;
თ) ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების შემუშავებასა და გამოცემას;
კ)
ამ
კანონის
დარღვევისათვის
კანონით
დადგენილი
წესით
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენას;
ლ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით სააგენტოსათვის დაკისრებული
ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 4. მეთევზე - მეზღვაურთა მომზადების სისტემა
1. მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემის შემადგენელი ნაწილია
პროფესიული და
უმაღლესი საზღვაო განათლება, ასევე სპეციალიზებული საზღვაო წვრთნა.
2. თევზსაჭერ გემზე მუშაობის მსურველს, მიღებული საზღვაო განათლებისა და კომპეტენციის
შესაბამისად, თევზსაჭერ გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და
თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული
კომპეტენციის სერტიფიკატი და
სხვა სერტიფიკატები, რომელთა გაცემის წესი და პირობები
რეგულირდება ამ კანონით.
3. მეთევზე-მეზღვაურმა 5 წელიწადში ერთხელ შესაბამის საზღვაო საწვრთნელ დაწესებულებაში
უნდა გაიაროს გადამზადების კურსი, რომელსაც აფინანსებს გემთმფლობელი ან/და თვითონ მეთევზემეზღვაური.
4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება ამ
კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
მუხლი 5. სააგენტოს მიერ მეთევზე-მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების
აღიარება
1. იმ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარება და მონიტორინგი, რომელიც
ახორციელებს მეთევზე-მეზღვაურთა წვრთნას, ასევე შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის
აღიარება უნდა განხორციელდეს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. თუ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უკვე აქვს აღიარება „მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას შეუძლია განახორციელოს
მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება მხოლოდ შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარების
შემდეგ.
3. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ კომპეტენციის
სერტიფიკატს ან სხვა სერტიფიკატებს, თუ ამ სახელმწიფოში მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და
სერტიფიცირების სისტემა აღიარებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ან არსებობს
შესაბამისი შეთანხმება საქართველოსთან.
მუხლი 6. სერტიფიკატები
1. თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის და პერსონალის წევრების სერტიფიკატების ნუსხას ადგენს
სააგენტო.
2. სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ.
მუხლი 7. სერტიფიკატების კანონთან შესაბამისობა
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის
საფუძველზე გაცემული სერტიფიკატების შესაბამისობა ერთმანეთთან
განისაზღვრება სააგენტოს
მიერ დამტკიცებული ბრძანებით.
მუხლი 8. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება
სხვა სახელმწიფოს მიერ მეთევზე-მეზღვაურებზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის
დადასტურება
ხორციელდება
„მეზღვაურთა
განათლებისა
და
სერტიფიცირების
შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 9. მეთევზე-მეზღვაურთა გამოცდები
მეთევზე-მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატის
ჩაბარების
წესი
განისაზღვრება
„მეზღვაურთა
მისაღებად
განათლებისა
და
აუცილებელი
გამოცდის
სერტიფიცირების
შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 10. ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალის და ინსტრუქტორის
კვალიფიკაცია
1. ზედამხედველს, შემფასებელს, აკადემიურ პერსონალსა და ინსტრუქტორს, რომლებიც
ხელმძღვანელობენ წვრთნას საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეთ სათანადო
უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება, ასევე თევზსაჭერ გემზე სამეთაურო შემადგენლობაში
მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ან კომპანიის სუპერინტენდანტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის
სტაჟი, ან სამეცნიერო ხარისხი სპეციალობის მიხედვით.
2. ზედამხედველის, შემფასებლის, აკადემიური პერსონალის და
ინსტრუქტორის მიმართ
წაყენებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.
მუხლი 11. კანდიდატისათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები
1. სააგენტო საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს თევზსაჭერი გემის სამეთაურო
შემადგენლობის პირის წოდებას, თუ:
ა) იგი არის არანაკლებ 18 წლის;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს;
გ) მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისათვის აქვს უმაღლესი ან პროფესიული
საზღვაო განათლება;
დ) ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისათვის აქვს უმაღლესი ან
პროფესიული საზღვაო განათლება;
ე) აქვს შესაბამისი სერტიფიკატები;
ვ) აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.
2.
მეთევზე-მეზღვაურები,
რომლებიც
ჩართული
არიან
საერთაშორისო
ნაოსნობაში,
თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება თევზსაჭერი გემის
შკიპერსა და თევზსაჭერი გემის უფროს მექანიკოსზე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 20 წლის.
4. მართვის და ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი
არიან 24 მეტრი და ნაკლებ თევზსაჭერ გემებზე სანაპირო წყლებში, არ მოეთხოვებათ უმაღლესი
საზღვაო განათლება.
5. გამოსაცდელი კანდიდატი, რომელსაც აქვს ამ კანონის საფუძველზე გაცემული მოქმედი
კომპეტენციის სერტიფიკატი და აქვს შესაბამისის ნაოსნობის სტაჟი, კომპეტენციის სერტიფიკატის
განახლებისას არ საჭიროებს განმეორებით გამოცდას, თუ არსებული სერტიფიკატი აკმაყოფილებს
გამოცდაზე მისაღებ კომპეტენციის სერტიფიკატზე მაღალ ან იმავე დონეს.
6. კანდიდატისათვის წაყენებულ დამატებით მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.
მუხლი 12. მეთევზე-მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი წაყენებული
მოთხოვნები
მეთევზე-მეზღვაურის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად თითოეულმა კანდიდატმა უნდა
გაიაროს სამედიცინო შემოწმება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 13. მეთევზე-მეზღვაურთა რეგისტრაცია და აღრიცხვა
1. სააგენტო აწარმოებს შკიპერის, ოფიცრისა და რიგითი შემადგენლობის კომპეტენციის ყველა
სერტიფიკატის,
მათ
შორის,
გაცემული,
ვადაგასული
ან
ვადაგაგრძელებული,
შეჩერებული,
გაუქმებული თუ დაკარგული ან განადგურებული სერტიფიკატების აღიცხვას, სერტიფიკატში
აღნიშნული შესაბამისი შეზღუდვის მითითებით.
2. ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია, კანონმდებლობით
დადგენილი წესით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
3. გემთმფლობელი ვალდებულია აწარმოოს მეთევზე-მეზღვაურთა საბუთებისა და მონაცემების
აღრიცხვა-შენახვა
და
ოფიციალური
მოთხოვნისთანავე
უზრუნველყოს
მათი
წარდგენა
სააგენტოსთვის.
მუხლი 14. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა
1. შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის არმქონე მეთევზემეზღვაურის სამუშაოდ დაქირავება იწვევს გემთფლობელის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის
შესაბამისად.
2. გემთმფლობელი ვალდებულია თევზსაჭერი გემის უფროსი სამეთაურო შემადგენლობიდან
დანიშნოს თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი.
3. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნვლყოს თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა
ეკიპაჟის
უსაფრთხო
რაოდენობით
დირექტორის ბრძანებით.
დაკომპლექტება,
რომელიც
განისაზღვრება
სააგენტოს
მუხლი 15. შეღავათის დაშვება
1. მეთევზე-მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე
სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, მისი მოვალეობების შესრულების უფლება
სააგენტოს შეუძლია მისცეს სათანადო სერტიფიკატის არმქონე მეზღვაურს განსაზღვრული ვადით, თუ
მისი კომპეტენცია დასაკავებელი პოზიციისთვის გათვალისწინებულ რანგზე ერთი რანგით ნაკლებია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მინიჭებული უფლების საფუძველზე მუშაობა არ
უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
3. თევზსაჭერი გემის შკიპერის და უფროსი მექანიკოსის თანამდებობების დაკავების უფლებას
სააგენტო მისცემს სათანადო კომპეტენციის არმქონე მეზღვაურს მხოლოდ თევზსაჭერი გემის შკიპერის
და უფროსი მექანიკოსის დაღუპვის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა
გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, არა უმეტეს ერთი თვის ვადით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას რადიოსპეციალისტისა და
რადიოტელეფონისტის თანამდებობების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის
რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. გემთმფლობელი ვალდებულია სათანადო კომპეტენციის სერტიფიკატის არმქონე მეთევზემეზღვაური
უმოკლეს
ვადაში
შეცვალოს
სათანადო
კომპეტენციის
სერტიფიკატის
მქონე
სპეციალისტით.
მუხლი 16. თევზსაჭერ გემზე იმ პირის დაშვება, რომელიც არ არის ეკიპაჟის ან პერსონალის
წევრი
1. გამონაკლის შემთხვევებში, შკიპერის პასუხისმგებლობის ქვეშ, თევზსაჭერ გემზე, ეკიპაჟის და
პერსონალის წევრის გარდა, შესაძლებელია ავიდეს სხვა პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის
მოთხოვნებს.
2. გემზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ასვლის წესი და პირობები
განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 17. გემის უზრუნველყოფა ნორმატიული აქტებით
გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს თევზსაჭერ გემზე, რომელიც ჩართულია
საერთაშორისო ნაოსნობაში, საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და
საერთაშორისო საზღვაო კონვენციების არსებობა.
თავი II
თევზსაჭერ გემებზე სამეთაურო შემადგენლობის წოდებები
მუხლი 18. თანამდებობების განაწილება პასუხისმგებლობის დონის მიხედვით
1. თევზსაჭერი გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელ უფროს სამეთაურო შემადგენლობას
განეკუთვნებიან:
ა) თევზსაჭერი გემის შკიპერი;
ბ) უფროსი თანაშემწე;
გ) თევსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი;
დ) თევსაჭერი გემის მეორე მექანიკოსი;
ე) თევსაჭერი გემის სუპერინტენდანტი.
2. თევზსაჭერი გემის ექსპლუატაციის
შემადგენლობას განეკუთვნებიან:
ა) თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე;
ბ) თევსაჭერი გემის სავახტო მექანიკოსი;
გ) ელექტროინჟინერი;
დ) GMDSS რადიოოპერატორი.
დონეზე
პასუხისმგებელ
საშუალო
სამეთაურო
3. რიგით შემადგენლობას განეკუთვნებიან ეკიპაჟის ის წევრები, რომლებიც მითითებულნი არ
არიან ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში.
4. სააგენტო ადგენს დამხმარე დონისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
მუხლი 19. თევზსაჭერ გემებზე გემთწამყვანების წოდებები
გემთწამყვანებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები:
ა) 12 მეტრზე პატარა პატარა თევზსაჭერი გემის შკიპერი;
ბ) 12 მეტრიდან 24 მეტრამდე თევზსაჭერი გემის შკიპერი;
გ) 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევსაჭერი გემის შკიპერი;
დ)12 მეტრიდან 24 მეტრამდე თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე;
ე) 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე.
მუხლი 20. თევზსაჭერ გემებზე მექანიკოსთა წოდებები
თევზსაჭერ გემებზე მექანიკოსებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები:
ა) 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის უფროსი
მექანიკოსი;
ბ) 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის მეორე
მექანიკოსი;
გ) 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის სავახტო
მექანიკოსი;
დ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის
უფროსი მექანიკოსი.
ე) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის მეორე
მექანიკოსი.
ვ) 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევსაჭერი გემის
სავახტო მექანიკოსი.
მუხლი 21. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინერთა წოდებები
1. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინრებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები:
ა) გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი;
ბ) გემის მეორე თანრიგის ელექტროინჟინერი.
2. ელექტროინჟინრის ფუნქციები შესაძლებელია შეითავსოს გემის მექანიკოსმა, თუ ტექნიკური
ზედამხედველობის ორგანიზაცია განაცხადებს თანხმობას.
მუხლი 22. თევზსაჭერი გემის რადიოსპეციალისტების წოდებები
1. თევსაჭერი გემის რადიოსპეციალისტებს ენიჭებათ შემდეგი წოდებები:
ა) GOC GMDSS ოპერატორი;
ბ) ROC GMDSS ოპერატორი;
გ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი თანრიგის ოპერატორი;
დ) თევზსაჭერი გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის მეორე თანრიგის ოპერატორი.
2. შესაძლებელია რადიოსპეციალისტის ფუნქციები შეითავსოს შკიპერმა ან სავახტო თანაშემწემ,
თუ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია განაცხადებს თანხმობას.
თავი III
თევზსაჭერი გემების სამეთაურო შემადგენლობისადმი
წაყენებული მოთხოვნები
მუხლი 23. თევზსაჭერ გემზე მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება
1. თევზსაჭერი გემის შკიპერი ვალდებულია შეიმუშავოს თევზსაჭერ გემზე ეკიპაჟისა და
პერსონალის წვრთნისა და მომზადების გეგმა, რომელსაც ათანხმებს გემთმფლობელთან.
2. თევზსაჭერი გემის შკიპერი აკონტროლებს ეკიპაჟის მომზადების პროცესს და სასწავლო
გეგმების შესრულების შესახებ სამ თვეში ერთხელ აცნობებს გემთმფლობელს.
3. თევზსაჭერი გემის შკიპერი გემთმფლობელს ყოველწლიურად წარუდგენს წერილობით
ანგარიშს ეკიპაჟის მომზადების შესახებ. ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს სასწავლო გეგმები,
მეცადინეობათა პროგრამები და მეთევზე-მეზღვაურთა სია, მათი ცოდნის შეფასების მითითებით.
4. გემთმფლობელის მიერ მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებაზე დანიშნული პასუხისმგებელი
პირი გემთმფლობელს წარუდგენს სრულ ანგარიშს მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების შესახებ და
მიუთითებს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
მუხლი 24. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის
შკიპერი
1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და
მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, ასევე 12 მეტრი და
მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე შკიპერად ან სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და
ჩააბაროს გამოცდები
საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნათა შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არა უმეტეს 6 თვიანი
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე
ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით სავახტო თანაშემწის რანგით.
მუხლი 25. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის
სავახტო თანაშემწე
1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს
12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე
საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და
ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2.
სააგენტო
უფლებამოსილია,
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური
საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის
სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული
ნაოსნობის სტაჟით.
მუხლი 26. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის
შკიპერი
1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს საერთაშორისო/სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24
მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, ასევე 12
მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ ან შკიპერად მუშაობის არანაკლებ 12
თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არაუმეტეს 6 თვიანი
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე
ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით სავახტო თანაშემწის რანგით.
მუხლი 27. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის
სავახტო თანაშემწე
1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს არანაკლებ 12 მეტრი სიგრძის თევსაჭერ გემზე
საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და
ჩააბაროს
გამოცდები
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
შესაბამისად.
2.
სააგენტო
უფლებამოსილია,
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური
საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის
სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული
ნაოსნობის სტაჟით.
მუხლი 28. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის
თევზსაჭერი გემის შკიპერი
1.
ყველა
კანდიდატი,
ამ
კანონის
მე-11
მუხლში
აღნიშნული
ზოგადი
მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრი და
მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული
ნაოსნობის სტაჟი და 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და
ჩააბაროს
გამოცდები
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არაუმეტეს 6 თვიანი
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე
ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.
მუხლი 29. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის
თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე
1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს არანაკლებ 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ
გემზე საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და
ჩააბაროს
გამოცდები
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
მოთხოვნების
შესაბამისად.
2.
სააგენტო
უფლებამოსილია,
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური
საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის
სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული
ნაოსნობის სტაჟით.
მუხლი 30. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი
გემის შკიპერი
1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს
12 მეტრი და მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე
სავახტო თანაშემწედ ან შკიპერად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და
სანაპირო/ საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი
გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული 6 თვიანი
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე
ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.
მუხლი 31. სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი
გემის სავახტო თანაშემწე
1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და მეტი სიგრძის თევსაჭერ გემზე
საგემბანო განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვიანი ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2.
სააგენტო
უფლებამოსილია,
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 12 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური
საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის
სტაჟის თანაბარი, ან STCW კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული
ნაოსნობის სტაჟით.
მუხლი 32. 12 მეტრზე პატარა თევზსაჭერი გემის შკიპერი
1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული
ზოგადი
მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 12 მეტრი და პატარა სიგრძის თევზსაჭერ გემზე
მუშაობის 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის
სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არა უმეტეს 6 თვიანი
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ჩაანაცვლოს სავაჭრო გემზე მიღებული იმავე ხანგრძლივობის
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.
მუხლი 33. 750 კვტ და მეტი სიმძლავრის თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე
მექანიკოსი
1. მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 750
კვტ და მეტი ამძრავი დანადგარის სიმძლავრის მქონე გემზე სამანქანო განყოფილებაში მუშაობის
არანაკლებ 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის
სტაჟი და ხანძართან ბრძოლის წინააღმდეგ
გავლილი პრაქტიკული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე
უნდა ჩააბაროს გამოცდა
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2.
სააგენტო
უფლებამოსილია
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 6 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაოსასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის
თანაბარი.
3. უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი, ამ კანონის
მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს
სამანქანო განყოფილებაში, რომლიდანაც 12 თვე უნდა იყოს 750 კვტ და მეტი სიმძლავრის ამძრავი
მექანიზმის მქონე გემზე დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მეორე მექანიკოსის რანგით. კანდიდატს
ასევე
უნდა
ჰქონდეს
ხანძართან
ბრძოლის
წინააღმდეგ
გავლილი
პრაქტიკული
კურსის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული
თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისთვის, ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს
თევზსაჭერი გემების მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს.
მუხლი 34. 750 კვტ. და ნაკლები სიმძლავრის თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე
მექანიკოსი
1. მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ამ კანონის
მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 750
კვტ-ზე ნაკლები ამძრავი მექანიზმის სიმძლავრის მქონე გემზე სამანქანე განყოფილებაში მუშაობის
არანაკლებ 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არაუმეტეს 6 თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაოსასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის
თანაბარი.
3. უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი, ამ კანონის
მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს 24
თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მეორე მექანიკოსის რანგით სამანქანე განყოფილებაში,
რომლიდანაც 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მიღებული უნდა იყოს 750 კვტ-ზე ნაკლები
ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის წინააღმდეგ
გავლილი პრაქტიკული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული
მცურავი
თევზსაჭერი
გემის
მექანიკოსებისათვის,
ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემების
ასეთი
საგამოცდო
პროგრამა
უნდა
მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო
უსაფრთხოების წესებს.
მუხლი 35. თევზსაჭერი გემის პირველი თანრიგის ელექტროინჟინერი
ყველა
კანდიდატი,
ამ
კანონის
მე-11
მუხლში
აღნიშნული
ზოგადი
მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს უმაღლესი საზღვაო განათლება და გემის მეორე
თანრიგის
ელექტროინჟინრის
კომპეტენციის
სერტიფიკატი,
ხოლო
გემზე,
რომლის
ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 1500 კვტ და მეტია, დამატებით მოეთხოვება ელექტროინჟინრად
მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.
მუხლი 36. თევზსაჭერი გემის ელექტროინჟინერი
1. ყველა კანდიდატი, ამ კანონის მე-11 მუხლში
აღნიშნული
ზოგადი
მოთხოვნების
დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია ჰქონდეს უმაღლესი განათლება.
2. გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 600 კვტ და მეტია, კანდიდატს, ამ
მუხლის პირველი პუნქტში მითითებული მოთხოვნების გარდა, უნდა ჰქონდეს ელექტროინჟინრად
მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.
3. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის
თანამდებობის ჩათვლით, გემზე, რომლის წევის ელექტროძრავის საერთო სიმძლავრე 3000 კვტ-ზე
ნაკლებია.
4. კანდიდატს შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, უფროსი ელექტროინჟინრის
თანამდებობის ჩათვლით თევზსაჭერ გემზე, რომელსაც არ გააჩნია წევის ელექტროძრავა, ხოლო მისი
ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე (თევზის მოპოვების, გადამუშავებისა და საზღვაო რეწვის
დანიშნულების ელექტრომოწყობილობათა სიმძლავრის გარეშე) არანაკლებ 5000 კვტ-ია.
5. კანდიდატს ნებისმიერ გემზე შეუძლია დაიკავოს ელექტროინჟინრის თანამდებობა, მეორე
თანრიგის ელექტროინჟინრის თანამდებობის ჩათვლით.
მუხლი 37. გლობალური საზღვაო კავშირის სისტემის (GMDSS) რადიოოპერატორი
1. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება რადიოკავშირის განმახორციელებელ ოპერატორებზე
GMDSS სისტემით აღჭურვილ გემებზე, SOLAS-ის კონვენციის შესაბამისად.
2. ყოველი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს ან ასრულებს რადიოკავშირის ფუნქციებს
GMDSS-ის მოწყობილობით აღჭურვილ გემზე ან
კომპეტენციის
სერტიფიკატის
მიღება,
პირი, რომელსაც სურს სავახტო თანაშემწის
ვალდებულია
მიიღოს
GMDSS
რადიოოპერატორის
სერტიფიკატი, რომელიც გაცემული ან დადასტურებულია სააგენტოს მიერ რადიოკავშირის
ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
3. ამ კანონის თანახმად, გემზე სამსახურისთვის GMDSS რადოპოპერატორის კომპეტენციის
სერტიფიკატის მისაღებად, SOLAS-ის კონვენციის თანახმად, ყოველი კანდიდატი:
ა) უნდა იყოს 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული სწავლება და წვრთნა, და
გ) შეესაბამებოდეს STCW კოდექსში განსაზღრულ კვალიფიკაციის სტანდარტებს.
თავი IV
კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად და მისი მოქმედების ვადის დასადასტურებლად
კანდიდატის ცოდნის შემოწმება
მუხლი 38. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დადასტურება
1. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.
2. ყოველი მეთევზე-მეზღვაური ვალდებულია 5 წელში ერთხელ განაახლოს
კომპეტენციის
სერტიფიკატი.
3. კანდიდატის პროფესიული კომპეტენტურობა მტკიცდება:
ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული
ნაოსნობის
სტაჟით, ან
ბ) იმ ფუნქციების შესრულებით, რომლებიც გათანაბრებულია თევზსაჭერ გემზე მუშაობის ამ
სტაჟთან, ან
გ) შესაბამისი განახლების კურსის წარმატებული დამთავრებით, ან
დ) თევზსაჭერი გემის ზესაშტატო ერთეულის თანამდებობაზე სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ
3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.
მუხლი 39. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნის შემოწმება
1. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად კანდიდატის ცოდნა მოწმდება გამოცდების
ჩაბარებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.
კანდიდატის
ცოდნას
ამოწმებს
სააგენტოს
მუდმივმოქმედი
სახელმწიფო
საზღვაო-
საკვალიფიკაციო კომისია, რომელსაც ნიშნავს სააგენტოს დირექტორი.
3. სახელმწიფო საზღვაო-საკვალიფიკაციო კომისიის წევრებს უფლება აქვთ საზღვაო-სასწავლო
და საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში დაესწრონ გამოცდებს.
4. ცოდნის შემოწმება ხდება 5 წელიწადში ერთხელ.
მუხლი 40. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მოქმედების
ვადის დროებითი შეჩერება
1. კომპეტენციის სერტიფიკატის ჩამორთმევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2.
კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით
შეჩერებას „საზღვაო დისციპლინარული წესდების“ შესაბამისად ახდენს:
ა) სააგენტო;
ბ) თევზსაჭერი გემის შკიპერი;
გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსთან შეთანხმებით.
3. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება
ხდება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პერიოდში, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილება კომპეტენციის
სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერების შესახებ მიიღება
მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის
მოქმედების დროებითი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.
4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინარული გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს
საქართველოს საზღვაო კოდექსით, „საზღვაო ინციდენტების მოკვლევის შესახებ“ დებულებით,
„საზღვაო დისციპლინარული წესდებით“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“
საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
5. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებამდე უნდა მოხდეს კანდიდატის
ცოდნის შემოწმება ამ კანონის შესაბამისად.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 41. დასკვნითი დებულებები
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.
2. სააგენტომ, ამ კანონის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ კანონის
განსახორციელებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება.
3. 2013 წლის 1 ივნისიდან ეს კანონი ვრცელდება უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე
დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც განახორციელებენ თევზჭერას საქართველოს
ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
4. თუ პირს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქვს კომპეტენციის სერტიფიკატი
მართვის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად და მისი კვალიფიკაცია არ
შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის
სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის ცოდნა და კომპეტენცია
შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ
ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით.
5. სააგენტომ უზრუნველყოს მეთევზე-მეზღვაურთა შესახებ ელექტრონული ბაზის შექმნის
დაწყება 2013 წლის 1 თებერვლიდან.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მომზადების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
დღეისათვის მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მომზადების სისტემა არ არის
მოწესრიგებული არცერთი საკანონმდებლო აქტით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზეზია
საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალის სიპ
”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” მიერ მისთვის დაკისრებულ ვალდებულებათა სრულყოფილი
განხორციელება, საქართველოში მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების სისტემის
ჩამოყალიბება, საერთაშორისოდ აღიარებული მეთევზე-მეზღვაურთა მომზადების სისტემის დანერგვა
და მისი პრაქტიკაში განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
აღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზანია მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და
სერტიფიცირების სისტემის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა, სააგენტოს მიერ სასწავლო
საქმიანობაზე
ზედამხედველობის
გაუმჯობესება,
მისი
ფინანსური
დაწესებულებების
სტაბილურობისა და ოპერირების უზრუნველყოფა საერთაშორისოდ აღიარებული წესების,
სტანდარტების და დოკუმენტების საფუძველზე, სათანადო საერთაშორისო სტანდარტების
იმპლემენტაცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონის პროექტით განისაზღვრება სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება
მეთევზე-მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მომზადების სფეროში. მეთევზე-მეზღვაურებს მოუწევთ
წვრთნის გავლა, რის შედეგადაც მოხდება მათი სერტიფიცირება. აღნიშნული ფაქტი გაზრდის
ქართველი მეთევზე-მეზღვაურების დასაქმების არეალს. ქართული დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი
გემებისათვის სავალდებულო გახდება ეს კანონი. კანონი ასევე გავრცელდება უცხო ქვეყნის დროშის
ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც განახორციელებენ თევზჭერას
საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. შესაბამისად, ამ
გემებზე დასაქმდებიან ის მეთევზე-მეზღვაურები, რომლებსაც გავლილი ექნებათ სათანადო წვრთნები
და იქნებიან სერტიფიცირებული სსიპ ”საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” მიერ ამ კანონის
საფუძველზე.
განისაზღვრა მთელი რიგი ტერმინებისა, რაც აქამდე არ არის დარეგულირებული არცერთი
საკანონმდებლო აქტით, რის გამოც მეთევზე-მეზღვაურებს ექმნებათ პრობლემები სასაზღვრო
პოლიციასთან და სხვა უწყებებთან. დღეისათვის არ არის განსაზღვრული ასევე თევზსაჭერი გემის
პერსონალი, შესაბამისად, ყველა ის პირი, ვინც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებს თევზსაჭერ გემზე და
არ არის ეკიპაჟის წევრი, გემზე იმყოფება უკანონოდ. პრაქტიკაში ყველა თევზსაჭერ გემზე არის
დასაქმებული ისეთი პირი, რომელიც არ არის ეკიპაჟის წევრი, შესაბამისად, პროექტში განიმარტა თუ
ვინ არიან ეკიპაჟის წევრები და ვინ - პერსონალის წევრები, განისაზღვრა მათი ფუნქციები და მათ
მიმართ წაყენებული მოთხოვნები.
ასევე მკვიდრდება ახალი ტერმინი ”შკიპერი”. საერთაშორისო პრაქტიკაში თევზსაჭერი გემის
კაპიტანს ეწოდება ”შკიპერი”, შესაბამისად, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში გაჩნდა ახალი
ტერმინი.
კანონპროექტის
თანახმად,
პირები
რომლებიც
არ
არიან
თევზსაჭერი
გემის
ეკიპაჟის/პერსონალის წევრები, დაიშვებიან თევზსაჭერ გემზე გამონაკლის შემთხვევებში, შკიპერის
პასუხისმგებლობის ქვეშ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
და
მეთევზე-მეზღვაურებს მოუწევთ გარკვეული ხარჯების გაწევა მომზადებისა
სერტიფიცირებისათვის, თუმცა გაიზრდება მათი დასაქმების არეალი. ქართული დროშის ქვეშ მცურავ
გემებზე და გემებზე, რომლებიც თევზჭერას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და
განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში,
დასაქმდებიან მხოლოდ სერტიფიცირებული მეთევზემეზღვაურები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. იგი სრულად მოიცავს
ევროკავშირის მნიშვნელოვან დირექტივებს მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების სფეროში.
კანონპროექტი მომზადებულია STCW-F კონვენციის შესაბამისად და ითვალისწინებს ყველა
მოთხოვნას მეთევზე-მეზღვაურთათვის.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა
და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციის/დაწესებულების, ექსპერტების მონაწილეობას.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი - სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო”
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.