„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2012
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/481/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-04
ბიუროს ნომერი 251

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJdUltilqnI JJdqJAil60llU Ill'IdnL atqJFUtJ0fl qcDJ 6ndaJ0[?q0 Jd0[L JdnCd0,ll, AJEbIqtIL Jdllt]JE?dlll, qJFUtAIL tCl,JbilA ('JSo N 2sl 4 o36olm. 2012 Ssqo b,:;lsr6o36qoL 3.:5r'r5ol-r Jt6r'rnJ$o ,,U.:jlr6o3nqolr to6onr6o lr,>3rSr,rE8qnlqo rjgto g3qoq6dob ?ggrSoU o,>r.rlrt n" (07 -21 48t, 3 1.052012) lojr6o33qoL 3oo36od.r q.rt6goi6o3o CJoStlAoJol$ qc a3o6o3o3y6o Jc,qn6oJor, Joao6a6o 16 - l9 o3Solro I I - 14 LcJ6cAAc6o AaLACqolJ brAntnApa tut4u<'o \5 ,\'il6rt t! LbpaA\bX t.goSr6lr<'r-bioXg3$o,yn8o$g$o I PtAd" &4a'd \qt)Jf6r L,r"A'(,rar(*, tr;J;r6or33q,r'rL Jsr6q;315$oL do2r6rn rq6656: boJr<6or33qt'rb J;tzrqsSnSgoL Joao$1$1atJr ps LoJor6quSXSgo 3t6;j6o6}?o rroDo$'Ur'rL 5or63.>go2qo ;J$ob Jr6t'rgjgob 6r6boqg.: [rsJ,:16rn33qo b J.>16qt0X5$ob or;336qr'l0.:<4X qo3o<n L:jr6,>d;1
საქართველოს მთავრობის წარდგინება
l,Jt J6UlSCsemb A0J860bJ br jr6or3C qlerb 3s6qt s0 g6$b brjs6co33qlsilr 3r'r6b6o6g3oob 67-C O3bq'ob ts3b$rOobrqr br3tbc'r60qgCbqo o6o3o;$o3ob $gbocn $$0cr5oq90C6o brjl6or3Sqob 3.:6r,r6ob ts6r'r3j$b ,,bljr6or3cqob bcn5o36cn bl3$cn60q9cbqo lj60o mqoqCbob tsg$sbotl cox'rbJbC". ;q6o06gq, 3s6o636cnCCO%C brjr6cn33q,c'rb Jr6qr$366olr trs3rnooggocq qgr 3q,g6.>6gq, bbqrcn0gbbg 0o0bb363bqrqg q9r6o063q'os b;jJ6)o6gq)slt 33c"r6c'r0o3ol$ Q5 0qr56;qro 5r63ocn;6gbob 0o6ob66ob Oo4ggoq,g 6;onl Oojgqr;dg. 3690ogffio6ob66o 6o31 6oq,s36o Ny120 3tts2012 Knv,r/lpN .5L'0k ,/2
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JA(r)6JVC60 LJdJd)0[iCq(rL AOJ36(r)dO1r 2012 VROt 30 BJOL0l, LbR030L I{,20 (1da0RJ6 XXXII. brjlt6or3gq,mb 3r6o6ob J6r.rXj6o ,,br jr6crrpq.,r,rb .brn5o3r6or br3r6rn60q.oSbqro JCOtso 63q,oq,5bob ECOrbob ortoblbg.. qr.l lrsjr6orpq,r,rtl 8orr36<n6oU 6r63r66gq,9bol-r J6r.rgjgo ,,6.0ojgq,,:dotr bsj6o6Xq,r,rlr 0orr36obolt bt3r6er66q.og0qro oEo6otgogoor $s6q6g6oqr 3rbo686rngjgbX Oo0bbgbg0q,rq.o lgJbotsg6otJ 0gl-tbgb" (0cn0bbg630gq,o bljr6or3gq,r'rtr 6r'l6rnOo3obr qgr 0p6t6r(ro bJb3ocDr6Cbob 0o6olrg6ob 8o.:qg6oq,3 q.o.6orn65rdg) 1. do6oorsqrlqr 0er$rn63bgqr ojbglr $r60r'rq.o6C6oq,o Jr$obJ6oCCOo. 2. brjc6orgq,r.rl-r g3r'rbr.r8o3olt q.or 0p66rq.oo AJbgocDJ6CAob br0o6obg6rn0 (3.jobrq,or) tJbQrnArbg 6sdarcnj0pq,o $o6,:q,:qrgbSbob B3b$$ob.rqr 0r'rrS.brqrert_r rq6o06gq,o 3rbo6J6crgjgob brbrnq,erer 3s6ot6go, 6er03q,o6 6uq.orgg3l, brjt6or3gq,erb Jt6qrr0g6gtr 656t JboqlgCqlrq.o. 3. Om$<nbgbgq, ojbgb $r6derq96C6oqlo brbJr6A3q,g0ob L.:j,:<6m3nq,rrt Jr663o3<cr-flo5oLg<cro L,: j.:t6or3nq,mli 3ms369doL 3.:5gnq;16oolr Sgr6oLo J6rngjgo.
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ (პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14 ივნისი 1997, გვ.10) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) VII თავში - „ზღვაში ჩაძირული ქონება“ - იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და ა.შ. გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვ.;“ 2. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII ზღვაში ჩაძირული ქონება მუხლი 105 1. ამ თავის მიზნებისათვის ზღვაში ჩაძირულ ქონებად მიიჩნევა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და ა.შ. გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა. 2. ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღება, გამოტანა ან განადგურება ხორციელდება ამ კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 106 1. ჩაძირული ქონების მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ქონების ჩაძირვის შესახებ საქართველოს უახლოესი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს - ნავსადგურის კაპიტანს. 2. სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით, ადგენს ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, მისი დაცვისა და სამუშაოების წარმოების გეგმას, რასაც აცნობებს მის მფლობელს. 3. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების წარმოების შემთხვევაში აღნიშნული გეგმა ასევე უნდა შეთანხმდეს საზღვაო ნავსადგურთან, რომელიც ხელს უწყობს ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით გეგმის შესრულებას. მუხლი 107 1. თუ ჩაძირული ქონება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობის უსაფრთხოებას, ხელს უშლის საზღვაო რეწვას, ჰიდროტექნიკური, სამეცნიერო- კვლევითი, გარემოსდაცვითი, სამაშველო-სამძებრო და სხვა მსგავს სამუშაოთა წარმოებას, ასევე ქმნის გარემოს დაბინძურების საშიშროებას, მისი მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს უახლოესი ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს ნავსადგურის კაპიტანს და მისი მოთხოვნის შესაბამისად, გონივრულ ვადაში ამოიღოს ჩაძირული ქონება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, თუ ჩაძირული ქონების მფლობელი უცნობია, სააგენტო გონივრული ვადით საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას ჩაძირული ქონების მფლობელის მოძიების მიზნით, ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, ჩაძირული ქონების მფლობელის თაობაზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, თუ ჩაძირული გემის დროშის სახელმწიფო ცნობილია, სააგენტო ჩაძირული ქონების მფლობელის მოძიების მიზნით, დროშის სახელმწიფოსათვის გადასაცემ შეტყობინებას, ჩაძირული ქონების ამოღების გონივრული ვადის მითითებით, უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან გარემოებათა გათვალისწინებით, აღნიშნული შეტყობინების მიწოდების მიზნით, პირდაპირ უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის ეროვნულ საზღვაო ორგანოს. 4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში არ განხორციელდა ჩაძირული ქონების ამოღება, სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ჩაძირული ქონების ამოღება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად. 5. თუ ქონება ჩაძირულია საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას სააგენტოსთან შეთანხმებული გეგმით ახორციელებს საზღვაო ნავსადგური. 6. სააგენტოს ან საზღვაო ნავსადგურს, ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების საკუთარი ხარჯებით განხორციელების შემთხვევაში, უფლება აქვთ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვონ ჩაძირული ქონების მფლობელს. მუხლი 108 1. ჩაძირული ქონების მფლობელი უფლებამოსილია გამოითხოვოს ამოღებული ქონება ამ ქონების ჩაძირვიდან 2 (ორი) წლის ვადაში. ამასთან, ის ვალდებულია, სააგენტოს ან საზღვაო ნავსადგურს აუნაზღაუროს ქონების ჩაძირვისა და ამოღების შედეგად მიყენებული ზიანი და ჩაძირული ქონების ამოღებასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. თუ ამოღებული ქონება რეალიზებულია საზღვაო ნავსადგურის ან საგენტოს მიერ იმის გამო, რომ მისი შენახვა არ იყო შესაძლებელი ან/და მიზანშეწონილი, ჩაძირული ქონების მფლობელს უბრუნდება რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა იმ ხარჯებისა და ზიანის გამოკლებით, რომლებიც სააგენტომ ან საზღვაო ნავსადგურმა გაიღო ქონების ამოღების, შენახვის და რეალიზაციის დროს. 2 3. ჩაძირულ ან ამოღებულ ქონებაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს ჩაძირული ქონების მფლობელს სააგენტოსთვის ან საზღვაო ნავსადგურისთვის მიყენებული ზიანისა და ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მუხლი 109 ჩაძირული ქონების მფლობელი ინარჩუნებს ჩაძირულ ქონებაზე საკუთრების უფლებას ქონების ჩაძირვიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 110 სააგენტოს, საზღვაო ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე, უფლება აქვს ჩაძირული ქონების მფლობელს აუკრძალოს ჩაძირული ქონების ამოღება მფლობელის ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ ამ საშუალებებით სამუშაოთა წარმოება ან/და მისი ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობის უსაფრთხოებას ან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯზე ამოიღოს ჩაძირული ქონება ან მოსთხოვოს ჩაძირული ქონების მფლობელს სათანადო საშუალებებისა და ტექნოლოგიების გამოყენება. მუხლი 111 ჩაძირული სამხედრო ქონების ამოღებას, განადგურებას ან/და მოცილებას ახდენს სააგენტოსთან შეთანხმებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 112 ჩაძირული ქონება, რომელიც შემთხვევით ამოიღეს, უნდა გადაეცეს სააგენტოს. მუხლი 113 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს სააგენტო ან საზღვაო ნავსადგური.“. მუხლი 2. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) მე-6 მუხლს დაემატოს 88ე პუნქტი შემდეგი რედაქციით: „88. საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია.“. 3 მუხლი 3. „სალიცენზიო და სანებართვო” მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლს დაემატოს 28-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,28) საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია - 500 ლარი.” მუხლი 4. საქართველოს მთვარობამ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის დამტკიცება საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე. მუხლი 5. კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საზღვაო კოდექსი ითვალისწინებს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების წესს, თუმცა კონკრეტულად არ არის გაწერილი მთელი რიგი საკითხები, რაც აჭიანურებს აღნიშნული ქონების ამოღებას. უნდა აღინიშნოს, რომ ზღვაში ჩაძირული ქონება შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ნაოსნობის უსაფრთხოებას და ხელს უშლიდეს საზღვაო რეწვას, ასევე ჩაძირული ქონების სახეობიდან გამომდინარე შესაძელბელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჰიდროტექნიკური, სამეცნიერო კვლევითი, გარემოს დაცვითი, სამაშველო-სამძებრო და სხვა მსგავს სამუშაოთა წარმოებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ზღვაში ჩაძირულ ქონებაზე დაუყოვნებლივი რეაგირება, რის საშუალებასაც არ იძლევა მოქმედი საზღვაო კოდექსი. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოქმედი საზღვაო კოდექსით არ არის განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაძირული ქონების ამოღებისა და შემდგომი განკარგვის წესი. აღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: აღნიშნული კანონპროექტის მიზანია დაკონკრეტდეს ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების პროცედურები. ასევე კანონის პროექტის თანახმად, ჩაძირული ქონების ამომღებს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია. პროექტით ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის ლიცენზია. ასევე ცვლილება შედის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლითაც დადგინდენა შესაბამისი ლიცენზიისათვის სახელმწიფო მოსაკრებლის განაკვეთი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე კანონის პროექტით განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილება ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე დაკონკრეტდება გემთმფლობელისა და საზღვაო ნავსადგურის ვალდებულებები ჩაძირული ქონების ამოღებასთან დაკავშირებით. საზღვაო კოდექსში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ კანონის მე6 მუხლს დემატება 88-ე პუქტი, სადაც განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზია. რაც შეეხება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს, კანონის მე-6 მუხლს ემაეტბა 28-ე პუნქტი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 500 ლარით. 5 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან კანონპროექტით დგინდება ლიცენზიისათვის სახელმწიფო მოსაკრებლის განაკვეთი 500 ლარის ოდენობით, რომელიც წარიმართება სახელწიფო ბიუჯეტში. ვინაიდან შეუძლებელია წინასწარ გათვლა რამდენი ლიზენცია გაიცემა საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების საქმიანობის განხორციელებისათვის, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ განისაზღვრება ამ კუთხით რამდენად გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პირებს, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღებას, მოუწევთ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად 500 ლარის ოდენობის მოსაკრებლის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი ითვალისწინებს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში ჩაძირული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების ლიცენზიის მაძიებელი გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნული მოსაკრებლს 500 ლარის ოდენობით მოსაკრებლის ოდენობა განისაღვრა იმ დანახარჯების შესაბამისად, რაც საჭირო ამ ლიცენზიის გაცემის პროცედურების განსახორციელებლად. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. 6 გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტების მონაწილეობას. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 7