საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2012
ავტორი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/483/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-11
ბიუროს ნომერი 253

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
I,JJJ'4fl 3ilqnb JJ'6qJAt60llb InXdnb aiqJFUilt6flqillJ 5ndAJ0flXqI Jd6lll, Ail5bllq3[U Jdnt]ilqX'(lll, Jdnilil0tlb qJFttbtlL ?ill,Jbilb oJao N 253 11 oa6oto. 2012 SaR" Loj16oS6qotr 3;5t'r6ob Jr6ogj$o ,,U.rj.:r'ro36qrrL boScl16o-Ls8r6n$36qn J':qt$ob ?nUsbnd" (07 :21 483' 08.062012) lr.rj. to3clt6<'r-ls86X$3Xqo J.rqc$.r tc;lsr6o3Xqerlr 0ocat6o}r q.l6go&6o3o goSo&3ols q.r 6m5o0o;Xt4o Jc'qo$oJoL Joao$c$o 26 - 29 o35oln &abAaSoL l,r?t4rdlDo @nttoPo 11 - 14 t 3jg3afu6o JsltEndAE! LbpoA.\s0 LrgoSsSl*"-blo133$er,to&$3$o ,raetbrb tffidqa. aD4r6 lars<a'rdt(6 ltJ,:r6or3nqr'rL );16q.:3n56oL do2r6r'r .:p665b: LrJsr6o3Sqotr J;<6q.:065$oL 3r'r3o$6$nlLr p': l-rr)s<6qo0X5$r'r 3<6':jgoXlto q.:ngy.L- 5r'rr60s$o2qo ;J$oL J<trer6i$ob 6;5boq3r L,:Jr16or33qorL J;16q;315$oL ors3Sypr.rOs<6n ps3oor bsjt?rrdX
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bbJS61D80Rmt OID5860bδ lr,:jr6orgqeilr Jr6q,r0g5gb ltjr6o6gq'erb 3er6b6o636oob 671 Sgbq'olt ts3ltb.r0ob.rqr br3r6<,r60qrgbq,er o6ogor6o3ol.t $Sttoor $r60<'r6oqr636or brjs6o6gq,eir 3r6o6ob Jt6ct3igb ,,llj.r6or3gq,tnl-t ls3.r]6cr b$63$pq,r'r 3rq,rgoli 0glt.rbxb" qr.r 6orbgr3or 6ol-t 6o65.t63ts3 6.rbboq,3rtt. Jt6g0ogt(}{o6olrgt6o 卜F1/123 08062012▼ 6o31 6oq,.:gt6o (岬ダ ・2・ aく "
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
も 006bV060 もヽJヽ 6(D80R(り も 0003Fo(り も0じ 2012 VЯマOb 8 0860も Ob N21 bbR(■ )80b (■ J00ヽ δ6 )t・ ∨ LXX. brCr6ol30q,r,rb JJ6o6ob J6r,lCCOo ,,ltj.>co6q,ol.t Ltr3,>]lto-Ls063Sgq,rn Jrq,rootr 6CbrbCb" (6odbL36gbgq'o ltjJ6Eggq'oU 6ors36oboit Jr60rq'J6oob 0turto3cq'o6obJ er Car,l6r'laoJU6 br3oorb3bio 06833ct3o.> 1639oll (Lr,>6btrg6o) gglrroLo - J6CAoC6-Ao6olrO6ott 6or,4s6o 668333q,o 3.q,CJJ35) l. do6oo,rerQ A(,}$('t63b3q, ojfuU $;tt8oq-oaC6oq,o 3r6c}EJ6(9CCOo. 2. lrjrtlor33q,orb 0o)g6(.)bob 3s663q,.>6rrrl.r BAJ6o)OCq,(.lboUr qp 93o6o0o396 ls3oobgbao 06ts63q'or Xbutsob (UJabrbU6o) Ug6clu0b - J6c0oc6-ao6ottotiol.t 6or,>3,>t60,> Ad,BCaCqAJ 3.q'rys3sd ttbqgoartg 6$oorj63q,o $o6,rq-or(o3636ob po4sq,oLt$o63boor q-o.> lr,rjl6o63qrmb o0l.,Oo0ool, UJAoEoUO6oUoJ)E (b.sq-o3o33oq,o) ts3orr6bd3boor Ut6U63cq,U('lU Je6o66uq,o Jr6ct6.l6clcCooU bsboq'oo 3r6or66ott 0od$sq66r' t6r'rB3gog 64.os631.r l-rsjrt6or39q,ob Jr6q'iaC6OtJ ArburboqtCq,)Cg. 3. 3orbo3oU Lrj,>6o3cq,ott Ji6)q'rAC6Ob rq6oi6gqro JJ6oEJtrnCCOoU 6o60l6CtsJ ψ 6rbboE 3r. l,r ;1 "6 o: 3X11' t,r l, J6 ;3o;1ro-ih 6r lt grn o t 1,.5oq.:,j6o ll.:js6msxq'r.rl, Ao,.:;llocritol, JsGG6R,)6ooL ,;;gro,rlro ヽ 8060t'OR000
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ ეს კანონი ადგენს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, პრინციპებს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას. მუხლი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად შექმნილ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ,რეგიონულ სავაჭროსამრეწველო პალატებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. საქართველოს სავაჭრო– სამრეწველო პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტების ინტერესებს ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტები საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის წევრები. საქართველოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრობა არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისთვის სავალდებულო საწევრო გადასახადის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებს უფლება აქვთ გადაიხადონ საწევრო გადასახადი ნებაყოფლობით საწყისებზე. 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და მისი წესდების საფუძველზე. მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. მუხლი 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის პრინციპები 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გააჩნია საკუთარი ქონება და სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის თავისი სახელით. 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. 4. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო-სამრეწველო პალატები და მათი წევრები პასუხს არ აგებენ ერთმანეთის ვალდებულებებზე. მუხლი 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზნები და ფუნქციები 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერის გზით. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებია: ა) მეწარმეებისათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ბ) მეწარმეთა პროფესიული განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა სახის სწავლების, მათ შორის საზღვარგარეთ, ორგანიზება; გ) სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის საზღვარგარეთ, რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტების საერთო და ინდივიდუალური ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მიუხედავად იმისა არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნეს სუბიექტები საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის წევრები.; დ) ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობა; ე) გამოგონებების, სასარგებლო მოდელების, სამრეწველო ნიმუშების, სასაქონლო ნიშნების, საფირმო სახელწოდებებისა და მომსახურების დასახელებების დაპატენტებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობა; ვ) ადგილობრივი და უცხოური საქონლის გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრების და სხვა ღონისძიებების გამართვა; ზ) საქართველოში განხორციელება; თ) მეწარმეთა განხორციელება; საინვესტიციო ხელშეწყობის საქმიანობის მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების მთარგმნელობითი საქმიანობის ი) უცხო ქვეყნების ორგანიზაციებისა და საწარმოების მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას მათთვის საჭირო მომსახურების გაწევა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; კ) პროდუქციის, მომსახურებისა და საქმიანი ინფორმაციის შესახებ საინფორმაციო სისტემებისა და ბანკების ფორმირება; ლ) მეწარმეთა ხელშეწყობა ბიზნეს გეგმების მომზადებაში; მ) მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში; ნ) კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავების გადაწყვეტის ხელშეწყობა, დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალებების შექმნის გზით. ო) ამ კანონის, პალატის წესდების და საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება. 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ახორციელებს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტაციის გავლის შემდეგ ადგილობრივი და უცხოური საქონლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ექსპერტიზას და შეფასებას; ბ) საქართველოში მოქმედი სავაჭრო, საბაჟო და სანავსადგურო წესების შესახებ ინფორმაციის დამოწმებას; გ) ფორს-მაჟორისა და საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმებას. დ) არაპრეფერენციული წარმოშობის საერთო ფორმის სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; ე) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი-ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; ვ) პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; ზ) ევრო-1 სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; თ) საიდენტიფიკაციო შტრიხ-კოდების მინიჭება; ი) რეგისტრირებული (ჰოლოგრამა) გაცემა; სასაქონლო ნიშნების შესაბამისად დამცავი ნიშნების კ) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ნიშნის - „წარმოებულია საქართველოში“ გაცემა; ლ) ფორს-მაჟორის დამოწმება. 4. ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობები შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების შედეგად ელექტრონულად გაცემულ ან/და დამოწმებულ დოკუმენტს გააჩნია იგივე იურიდიული ძალა როგორც მატერიალურს. 5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გაწეული მომსახურების საფასურისა და მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისთვის საწევროს გადასახადის დადგენის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. მომსახურების საფასური და საწევრო გადასახადი უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ხარჯებზე ორიენტირებული. მუხლი 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებები 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები; ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის სახელშეკრულებო საფუძველზე დააწესოს საფასური; გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები; ე) წარმოადგინოს ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი; ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები; ზ) მოახდინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული გარკვეული ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონალურ პალატებისთვის ტერიტორიული გამიჯვნის პრინციპით. 2 პალატას უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნას სხვა სახის სავაჭროსამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალური–დარგობრივი), რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის სფერო განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით. მუხლი 5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფინანსები შედგება: ა) საწევრო შენატანებისაგან; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისაგან; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებისაგან. მუხლი 6. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მართვა 1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოები არიან: ა) საერთო კრება; ბ) პალატის საბჭო; გ) პრეზიდენტი. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 4. საერთო კრება ამ კანონითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას. 5. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით. 6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი. 7. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. საბჭო ამ კანონისა და წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სავაჭრო -სამრეწველო პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში. 8. პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანებების (ასოციაციების) წარმომადგენლებისა და პალატის პრეზიდენტისგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები. საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. 9. პალატის საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 10. საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით. 11. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პალატის პრეზიდენტი. 12.. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ღია, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით. 13. პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური დირექტორი. 14. ვიცე-პრეზიდენტებს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს პალატის პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ იმ სფეროში, რომელიც განსაზღვრულია პალატის წესდებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები ამავდროულად არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტები. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. 15. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს პალატის პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს. 16. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით, 17. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მუხლი 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების შექმნა 1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატები არიან წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაციები, რომლებიც აერთიანებენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიული პრინციპის უზრუნველსაყოფად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ წარუდგინონ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას მათი წევრი მეწარმე სუბიექტების (მათი გაერთიანებების) დაზუსტებული სია დასამტკიცებლად. პალატას უფლება აქვს არ დაამტკიცოს წევრთა სია, რომელთა საქმიანობა ცდება ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიულ საზღვრებს. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭრო-სამრეწველო პალატების დაფუძნება შეუძლია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას არანაკლებ 20 მეწარმე სუბიექტის საინიციატივო ჯგუფის მომართვის საფუძველზე. 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, პალატის პრეზიდენტის ბრძანებით შეუძლია შექმნას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ქვეყნის რეგიონული მოწყობის გათვალისწინებით.. 5. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანებით უნდა განისაზღვროს ამ პალატის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები და კომპეტენცია. 6. ერთსა და იმავე ტერიტორიაზე შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ ერთი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა. 7. შესაძლებელია რამდენიმე რეგიონული პალატის გაერთიანება. 8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატები თავის საქმიანობას ახორციელებენ ამ კანონით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების, ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობისა და მათი წესდების შესაბამისად, ხოლო რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა ამ კანონისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების საფუძველზე. 9. საქმინობის ტერიტორიიდან გამომდინარე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი მეწარმე სუბიექტი (მათი გაერთიანებები) იმავდროულად ითვლება შესაბამისი რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრად. 10. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები შესაძლებელია იმავდროულად იყვნენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატების წევრები ნაბაყოფლობითი წევრობის საფუძველზე. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრები საწევრო შენატანს ასეთის არსებობის შემთხვევაში იხდიან შესაბამის სავაჭროსამრეწველო პალატაში. 11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონული სავაჭროსამრეწველო პალატებს საწევრო შენატანის დაწესება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით. 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთობა, საქმიანობისა და ფინანსების გამიჯვნა დამატებით რეგულირდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდებით და ამ კანონის მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით. მუხლი 8. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი 1. უკვე არსებულმა სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა, 3 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩამოყალიბება და თავიანთი საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ამ კანონთან. 2. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ამ კანონის შესაბამისად მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება. 3. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქონება, რომელსაც იგი ამ კანონის ამოქმედებამდე ფლობდა, განუყოფელია და არ შეიძლება განაწილდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და მათ წევრებს შორის. 4. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატებმა უზრუნველყონ წესდებების შესაბამისობაში მოყვანა ამ კანონთან მისი გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესრულებამდე ძალაში დარჩეს ნორმატიული აქტები არსებული რედაქციით ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის მაქსიმალური ვადით. მუხლი 10. დასკვნითი დებულება 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2011 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს კანონი ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“. 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისი.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატის საქმიანობაში იმ თანამედროვე მიდგომების, პალატის ფუნქციებისა და ამოცანების გაზრდის აუცილებლობამ, რომლებიც აღიარებული და აპრობირებულია უმრავლესი ქვეყნების პრაქტიკაში, ამასთან კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის დღეს მოქმედი ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზების და მოძველებული რეგულირების ფორმები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონროექტის უპირველესი ამოცანაა მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ხელშეწყობა და გაადვილება, მათი ინიციატივების განხორციელების უზრუნველყოფა. კანონპროექტი ასევე მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო პალატების საქმიანობისა და სტრუქტურის ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ გამოიხატება პალატის წევრი მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანების საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობაში. კანონი მიზნად ისახავს პალატის მიერ მეწარმე სუბიექტებისათვის სწრაფი მომსახურების გაწევის შესაძლებლობას. პალატის მომსახურების მიმღები პირებისათვის ასეთი მომსახურების ეფექტურობის, ხელმისაწვდომობისა და სიმარტივის დამკვიდრებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით: ა) კანონპროექტით საქართველოში მოქმედი სავაჭრო-სამრეწველო პალატების სტრუქტურა დაფუძნებულია ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე და ყალიბდება შემდეგნაირად: იქმნება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომელიც აერთიანებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავაჭროსამრეწველო პალატებსა და რეგიონალურ პალატებს, გაზრდილია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სავჭრო-სამრეწველო პალატების საქმიანობისა და ფინანსური დამოუკიდებლობა. პალატების წარმოადგენენ საჯარო სამართლის კორპორაციებს რითაც გაზიარებულია წამყვანი ქვეყნების პრაქტიკა; ბ) კანონპროექტის მიხედვით ტერიტორიული პრინციპის უზრუნველსაყოფად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პალატები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ წარუდგინონ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას მათი წევრი მეწარმე სუბიექტების (მათი გაერთიანებების) დაზუსტებული სია დასამტკიცებლად. პალატას უფლება აქვს არ დაამტკიცოს წევრთა სია, რომელთა საქმიანობა ცდება ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიულ საზღვრებს; გ) დღეს მოქმედი კანონისგან განსხვავებით კანონპროექტის შესაბამისად პალატას ენიჭება დამატებითი ფუნქციები, კერძოდ: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი-ქვეყნების პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; პრეფერენციული წარმოშობის GSP სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; ევრო-1 სერტიფიკატის გაცემა ან/და დამოწმება; საიდენტიფიკაციო შტრიხკოდების მინიჭება; რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების შესაბამისად დამცავი ნიშნების (ჰოლოგრამა) გაცემა; „წარმოებულია საქართველოში“ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების დამადასტურებელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ნიშნის გაცემა; დ) მნიშვნელოვანია კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლე, რომლის მიხედით პალატას შეუძლია გაწიოს მომსახურება ელექტრონულად, რომლის შესაბამისად მომზადებული დოკუმენტს ექნება იგივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს; ე) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება აქვს მოახდინოს თავისი ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან რეგიონალური სავჭრო-სამრეწველო პალატებისთვის; ვ) კანონპროექტის შესაბამისად, პალატის საქმიანობის ეფექტურობის ზრდისა და გაუმჯობესების მიზნით, იქმნება პალატის საბჭო, რომელიც არის პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანო, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგების გაურესებას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.