„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2012
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი.
ნომერი
#07-3/641/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-11
ბიუროს ნომერი 253

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJJJ603ilqnI Jil'4qtAil66lll, bflTdnL AIqJ6iltC0nqtIJ 611,(AJ0[IqI Jd0ttL Jdntd0flL at6bIqJflL J6nBJqtdil, qJFtilIlll, ?ill,JbilA mJAo N 253 lr oa5or,o. 2012 ssqo b.:J.:<6o3nqoL 3u5o5oL Jr6r,rSJgo ,,or.>3ottrg;qo o5p2Lg16o2qo $oGSdotr ?nl_r.:bn}.. lrojrr6o3nqob 3s5o5?o g3qoqXlob ?ngoSob o.rolot n" e7-3t641, 08.062012) erd,aoaihSo 6o5o3o3ols Rr cJo6oaoJl6o JoRoooJol, Joao0c6o 26 - 29 o35orm l1 - 14 rcJocacd,'o J<,e5r6N, LLPoitt\t tA1A0tA1\ A-AR^ 4,Jrd6r rrrrA.prdrpaJ LrJ;r6or36qmb J;r6q,>0n5$ob bo2t6r'r rp635lr: LsJrr6or3nqoL Jrr6qrSnSgoL ,jrnSogXgndtru pr LrJrr6qrSnSgr.r gr6.:Jgogd?o pro$5r'rL 5r.r60rgo1qo sjgoL Jr6r.rSjgoL 5.:5boq3s bs js16ur3Xqr.rb Jsr6qrSXSgoL orr335po0r16n 3 qr3oor brJr6.:dg
წერილი
l, JJ6gPJA05O0I, 9C360 brjr6o63q,ob Jrt6q,r036$ob b,>o6616o91.>3oer ACJr6OrACbOob C36clbb CrE br6qlS 3or36 l-i3o:6rodgb jrq'br6o6r'r 3orXt6' bsjr{6or3gqob 3o6lr6o$33oob 67-3 Egbq'oli ts31-r;0r0obrqr, 6o6tr36oo b.>jr6or3gq,erb 3$rq's036$otr $3663bolr lo3orqg 333':3'rb'r qr: 0ob3oq, 6iogo03oq,olr 0ogt6 br3r6o60qr3bq'r'r o6ogos$o3ob $0boor Or,r0trqrgb3q, 3r6o6ob Jt6ogj$b',or.:3ob33rq'o obqrSb$6o3q'o irerSSboli 6gbrbgb" l-rrj.>6o65q'erb 3r6er60o 6q'oq'3bob ts3$r5ob orrcrb.rb3. Sorbo3or 0olrg3or ESltbr0obo 0b3q'Xq'r'r0r ' Jr6qoligg0oor, Js6q,.:036$oL $3363bo: b3o.rqr 33313.: ( 3otr3oq, gjo$ots3oq'o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოს, ისე უცხოური) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების, კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისა. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღნიშნული კანონის პროექტის შემუშავება განაპირონა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული პრობლემების გადაჭრისა და აღნიშნულ ზონაში დასაქმებულ პირთათვის ცალკეული საკითხების გამარტივების აუცილებლობამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ პირთათვის ცალკეული პრობლემების გადაჭრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების, კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანიბას განახორციელებენ მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციის გარეშე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ფინანსური თვალსაზრისით იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება ეს კანონი. 2 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესის (პრინციპის) ცვლილება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და მიხეილ ცქიტიშვილი. 3