საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2012-06-07
ბიუროს ნომერი 252
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,tdJdUlSilqnll JtdqJAil60llb AIT,4nL
AJqJSUtil0fl qtbil 6n'44J0[1qfl JJ0lll,
JdntdOllL al6hflqil[L J'(nBilqT6[L
qJ6tilaIl, ?ilLilbrb
mjao N 252
7 o35oto. 2012 g'3q"
L.:;lsr6o3nqoU J.>16qu8g5gob r4n6qu0g5goL Jt6r'rn;lgo ,,tr.> jot6o3nqoL J,>16qr8n5go
r636qr0n5g?o gsqoqXlol-r Bgg,>5ol-r ?6bobgd" (O'l -3/635, 04.062012)
Llj. rvcqraCsool, $&ld,Cao:
,6dqsB3oq", J. JSBqr6od$ t.
1r.rJ6r"6pX6"r lro3oorbor.r q.r $Clrael,
,1o3og3go
ll - 14 l,cj$Cadcdro
26 - 29 o35oro
,.jr.A'6t6o bldt&,b I'rirtlttir4m
,]q16,\t4tp, l) h\dliti'Li)
^\t|tn!o
olr6oqoXq lrsSooborc aoSo$3$o
pao660ao, aFtpar prla6n t)r/d<!ttirta,En
LsJ.>6or3gqotr J.:6qo0n6$oL doXr6o .>p615lr:
j,:<6or31qr.rb Jsr6qr335$otr Jr'rAoOSOCdLr R.) LJJr6qbACS$cr 36':J3o1b?o
q,rrn$'1oL 5r'r<2r3.>$oXqo tJ$ob J6r'r;1J$olr 6'>5boq3s
l-rs
L;Js6or111qlrL ).><6q,>0X56ol'
<n;335po3rt6olr 0r'r.>q,goq3
l
\\:\ Ss\r
162tr1q.>5,;;dr3uqo?3oqo
წერილი
l, }J6RJAC5O0I, S0860
Lrjsdrm3npmL Jn6q,.)A050oL .:J.|,t6s$olr
L.:ot66.''5o'tr;goro qlJ.rttr$s316$oL 1316r'rlrlr
f5 gornt6 lr3o.:6.:od;lr
j.:q}.:go5r.r Xoy6,
tr; j.:r6<n33qotr ;o6tr$o$16ootr
67-1 Cgbqotr o.r5.rb8sq trs,.;d5o53q6}glre
o5o6o.:$ngoL $nLoor $'sr63r'r5op665or tr.:j.:6rn3XqrrL J.r16pr,316$olr $13
3o1t6
;.1[foot3nqnlr, ;,>b.rd3r4 .:5p3.:trrodolrs q; tr3o;p.11,j':3;t
tr;lo16onXqolr Jn6qrACSOol) 1666q;eX5$olr Jrvro6j$tr ,'lrsjsr6or3nrgt'tL
r6n6q.:835gto g3poqnloL t1$.:5oL ?Xlr;b1tr "
6obo3o, tr18osg5o?51q JdroXj$L 8otr1;1o tllr'rlsSotro
Js$oSotrgXSo<n,
J.:3q3 ,11}qst3oqo
3;bs616 s5ry.:i;.:t6odX
$3osp.11.1.r3s
J..fr-
CtrSqlqrnls
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 72–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემოწმების მიზნით."
2. 109–ე მუხლის ,,ც" ქვეპუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:
ც) პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს გენერალური აუდიტორის კანდიდატს;"
3. 120–ე მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარეს,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, გენერალურ აუდიტორს,
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს,
საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებს და
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლიათ
პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენონ საკითხი და მონაწილეობა მიიღონ მის
განხილვაში სათათბირო ხმის უფლებით."
4. 136–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.
საქართველოს
პრეზიდენტი,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი,
საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
თავმჯდომარე,
საქართველოს
უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალურ
აუდიტორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო
მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილნი არიან საკუთარი
ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომებს."
5. 179–ე მუხლის:
ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის
მოხსენება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონის პროექტის განხილვის გრაფიკი მისი დამტკიცების მომდევნო დღეს
ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ
პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ
არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ
დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის გრაფიკი;
ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
,,2 . საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით
ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს წარუდგენს
დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით
გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და
კანონიერების თაობაზე, ასევე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან
დაკავშირებით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს
დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ძირითადი პარამეტრების
შესახებ;
გ) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს
და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა
მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს
მინისტრი ან მისი მოადგილე და ესწრება გენერალური აუდიტორი ან მისი
წარმომადგენელი;
დ) მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების,
უმრავლესობის, უმცირესობის, იურიდიული დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და იმ პარლამენტის წევრთა დასკვნებს,
რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, წარუდგენს პარლამენტის
თავმჯდომარეს არა უგვიანეს 20 ოქტომბრისა;
ე) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
,,9 . გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და ქვეყნის
ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს,
უმრავლესობას,
უმცირესობას,
დამოუკიდებელ
პარლამენტის
წევრთა
საკოორდინაციო
საბჭოს,
პარლამენტის
წევრებს,
რომლებიც
არ
არიან
გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ
დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს."
6. 180–ე მუხლის:
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
,,2 . საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომამდე 1 დღით ადრე
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახური
პარლამენტს
წარუდგენს
დასკვნას
გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით
გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და
კანონიერების თაობაზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს
წარუდგენს დასკვნას გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის
ძირითადი პარამეტრების შესახებ;
ბ) მე–4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ)
გენერალური
აუდიტორი,
რომელიც
წარმოადგენს
დასკვნას
გადამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით
გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და
კანონიერების თაობაზე".
7. 1801 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1801
პარლამენტი ამ რეგლამენტის 180-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
შესახებ განიხილავს ამ რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვისათვის დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მომხსენებლის
გამოსვლის შემდეგ პარლამენტი მოხსენების თაობაზე ისმენს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მოხსენებას."
8. 182–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 181-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე და ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე დასკვნებისა და წინადადებების
(შენიშვნების) გადაცემის შემდეგ, არა უგვიანეს 30 ნოემბრისა საქართველოს
პარლამენტს გადასცემს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის
თითოეული გვერდი ვიზირებულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის
მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს ამ
რეგლამენტის 179-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ და პლენარულ სხდომაზე
გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის
შესახებ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც მომდევნო დღეს ეგზავნება კომიტეტებს,
ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა
საკოორდინაციო
საბჭოს,
პარლამენტის
წევრებს,
რომლებიც
არ
არიან
გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს."
9. 182 10 მუხლის:
ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების
შეტანის შესახებ კანონის პროექტი, ასევე ამ პროექტის განხილვის გრაფიკი ეგზავნება
კომიტეტებს,
ფრაქციებს,
უმრავლესობას,
უმცირესობას,
დამოუკიდებელ
პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს, პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ
არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ
დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის გრაფიკი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დასკვნას
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ
კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თაობაზე, ხოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის
პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ."
ბ) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საკომიტეტო განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში
ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს
ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი
სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე და ესწრება გენერანური აუდიტორი ან
მისი წარმომადგენელი, ხოლო ფრაქციებში, უმრავლესობაში ან უმცირესობაში
განხილვების დროს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს ფინანსთა
მინისტრი ან მისი მოადგილე."
გ) მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი
საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს
პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ასევე კომიტეტების,
ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის დასკვნებს, რომლებმაც განიხილეს
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ
კანონის პროექტი, წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს დამტკიცებული
გრაფიკის შესაბამისად."
დ) მე–11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების
შეტანის
შესახებ
კანონის
გადამუშავებული
პროექტი
საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენიდან 1 დღის ვადაში ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს,
უმრავლესობას,
უმცირესობას,
დამოუკიდებელ
პარლამენტის
წევრთა
საკოორდინაციო
საბჭოს,
პარლამენტის
წევრებს,
რომლებიც
არ
არიან
გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, პარლამენტის აპარატის იურიდიულ
დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს."
10. 182 11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების
შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე
განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის გადამუშავებული ვარიანტის
წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა. საქართველოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების
შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან
პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს
პარლამენტი ასევე ისმენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს
ეროვნული ბანკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს. პროექტის
განხილვა იწყება საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენებით. მისი მოხსენების
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია
პარლამენტის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენების შემდეგ
სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი –
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი."
11. 182 11 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ
გადამუშავებული კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული
შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების
თაობაზე;"
12. 187–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეედაქციით:
,,მუხლი 187
პარლამენტი
პარლამენტის
თავმჯდომარის
წარდგინებით,
სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს გენერალურ აუდიტორს.
ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ. "
13. 216–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 216
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით
დადგენილი წესით კონტროლს უწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და
ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის
წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ წარადგენს
მოხსენებას მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლო წელიწადში ერთხელ, არა
უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა – თავისი საქმიანობის
ანგარიშს. პარლამენტი ანგარიშის განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის
დადგენილებას.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას
ითვალისწინებს კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების
წინადადებებს.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის
შემთხვევაში – ვალდებულია შესაბამის კომიტეტებსა და დროებით საგამოძიებო
კომისიებს გადასცეს რევიზიისა და შემოწმების მასალები.
5. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიების მიმართვის
საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ რევიზიასა და
შემოწმებას.
6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას ყოველწლიურად ამოწმებს
პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია. აღნიშნულ
კომისიას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტი ქმნის არა უგვიანეს 1
დეკემბრისა."
14. 234–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მთავრობა პარლამენტს
დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3
თვისა. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს
რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად უგზავნის სახელმწიფო აუდიტის
სამსახურსა და ეროვნულ ბანკს."
15. 234–ე მუხლის მე–4 – მე–6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობის მიერ სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს
წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის
ანგარიშის თაობაზე.
5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი წარმდგენიდან 3 დღის
განმავლობაში გადასცემს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა კომიტეტებს,
ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, ცალკეულ პარლამენტის წევრებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში
განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკს და
უგზავნის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურსა და ეროვნულ ბანკს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, სხვა
კომიტეტები 2 კვირის განმავლობაში, როგორც წესი, თავიანთი სფეროების მიხედვით
განიხილავენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მოხსენებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის
თაობაზე და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.
6. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და
უმცირესობის დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის,
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის
თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, კომიტეტების, ფრაქციების,
უმრავლესობისა და უმცირესობის დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო
კამათის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს
დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე.
მთავრობის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მტკიცდება იმ
შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს
ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს და ხარჯების კანონიერებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში.
პარლამენტი არა უგვიანეს 15 ივნისისა იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს
პრეზიდენტი განიხილავს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს და პარლამენტს 1
თვის განმავლობაში აცნობებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას."
16.
236–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს
საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა თავისი საქმიანობის ანგარიშს
წარუდგენს პარლამენტს, რომელიც მისი განხილვის შემდეგ იღებს შესაბამის
დადგენილებას. ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით
ორგანოში."
3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშს შესაბამისი კომიტეტების მიერ
აღნიშნული ანგარიშების თაობაზე დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ
ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, განიხილავს პარლამენტი და
იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი გამოდის თანამომხსენებლად და წარმოადგენს პარლამენტის
გადაწყვეტილების პროექტს."
17. 237–ე მუხლის მე–11 – მე–15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის
საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს
პარლამენტი.
12. გენერელური აუდიტორი საქართველოს პარლამენტს 1 აპრილამდე
წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და
მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.
13. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 3 კვირის განმავლობაში იხილავს
წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც
განსახილველად გადაეცემა საქართველოს პარლამენტს არა უგვიანეს 1 მაისისა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის
განხილვისას სავალდებულოა შესაბამისი პროექტის დარიგება.
14. საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
განხილვის შემდეგ იგი 15 ივნისამდე წარედგინება საქართველოს მთავრობას
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში გასათვალისწინებლად.
15. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარჯების ზღვრული მოცულობის
დამტკიცებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი არ უნდა იყოს
გასულ საბიუჯეტო წელს დამტკიცებულ მოცულობაზე ნაკლები; ამასთანავე,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის
საბიუჯეტო სახსრებთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს
წინასწარი თანხმობით."
18. 244–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
შეიტანოს
კონსტიტუციური
წარდგინება
საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის
წევრის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ."
19. 251–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და
სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ბრალდების გამო
იმპიჩმენტის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის,
მთავრობის წევრების, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს
პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. წარდგინება უნდა
შეიცავდეს კონკრეტულ ბრალდებას შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ
საქართველოს
კონსტიტუციის
დარღვევის
ან
ჩადენილი
დანაშაულის
შემადგენლობის ნიშნებზე. წარდგინება დასკვნისათვის გადაეცემა საქართველოს
საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოს."
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
2012 წლის
დავით ბაქრაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე “საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
რეგლამენტის
პროექტის
მომზადება
განაპირობა
საქართველოს
კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის მიხედვითაც ნაცვლად
საქართველოს კონტროლის პალატისა, საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ
ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის
სამსახური.
ა.ბ) პროექტის მიზანი:
წარმოდგენილი პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი:
პროექტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით საქართველოს
კონტროლის პალატისათვის დაკისრებულ ფუნქციებს განახორციელებს სახელმწიფო
აუდიტის სამსახური.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გაწევას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი
ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) რეგლამენტის
პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახ-დელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის
წესს.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
პროეტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრვ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები
პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.
დ.დ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის პროექტის ინიციატორია