„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
25.09.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი
ნომერი
#07-3/364/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-09-29
ბიუროს ნომერი 203

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
fl UJdJdUlSilqnU lJdqJAil60lll, bllTdnU b)J)h0l3lCflt) ))hc)4360rl - arqJFr3il0[qilbJ 6ndaroIrqfl ]dofllI Jdnild0lll, 0)6bIqflflU Jdnt]ilq46[U qJ6'tilbll l, ?ill,Jbtb N 20312 29 t3jgX0bg6o, 2014 Saq" U,sj.:r6or3nq-1, 3,s6c'r5ob Jr6co3j6o ,,putqgn3ot ?nb.:b1b" b,>j.:r6org3q-1, 3.:5o6to 6gq"qalnbot tng.:5ot ?ntub3b" (N07-3/364, 25.09.2014) pobb1g,ndt I' ..ffi-" illl --- il t"rgo6.r6tcn-L.rlo333$cn 3cn3o$3$o $136o6 ;o3og3gt3 - 03.10 - 20.10 Lb3o 3rn0ogX6aat1 - 03.10 - 13.10 )2$r,t 4r,t L325oL l:.:nl6tyort ost4og'o 03.10. - 31.10. J4,,;45t6;7g, L bTortSt'lt;1 l r> :t,> tl,>'.,1 t!, 0 0, qa66m86o3o g3o6r'r3o3otc q.r X3r'r6er3o3X6o Joqo$o3oL 3o0o$g$ol 336mJ.rtor.r6 o6$366s6oot 3er3o$3$o. trsj;r6or31qrrb J;r6q;835gob Bo2r6rn ;p535b: L;j;6ur31Rreb Jcr6q,>865gob 3mSogggndbr Rr L;Jcr6q,;3X5gr.r gr6;jgoXb?o p;o$gcoL 5ro63;goflRo ;jgoL Jr6olj6olr 5;5boqr3,> 4 bojrr6or30Rmtr J;r6qc335gotr rfu, ur;33yqc.r8;163 Rr3om At Ags 3C)Ro
წერილი
frff t]h. <- tr)J)h0l3lCTlb l)hc)a160n UJdJ6030sT0l, ;J6seJ006O0U 9C360 tr.rjc6or3gq,r'rb Ju6q,.:0g6goU lro66s6oictgorn q99J.:66r0g6gob pg6ot_rl_r jrq,b,:grn6 9o136 Lgor6rod3tr j.:q,br6r'r6cr 3o196, Itj,:6o6gq,rnl-r 3o6bgogg6oob 67-9 &gbqrob.r qrr l6jsr6orpq,r,rb Jr6q,r0g6gob 666q,.:096gob 143-9 0gbq,ob tsSttbr0obrp b.:3r6o60qrgbq,o o6o6o.rgo3ob ggl_roor $r66o3,:q9596 0r'r09r,>qg0gq 3r6rn6ob J6rngjgb ,,qgrSqm3oLl Bgl_r.rbg0,, Urj.:6o6gq,r.rb 6q,oq1b300b 6Cor6clb acbrbca". 6ortxn3or, 0ol43cn tsgt-r$cOotn 0llgq,3q,er0r. Jrgqobgg0ocn, < -Q' qrr3oor r.r6og6ots3oqro 316r'160o,,
წერილი
rlf ― rl ― 聴 bDJ〕 h03DCttb bも J5 m80̀彗 円b35 ミ150060tlb Ψ38 3)hOう 0つ 60∩ '.tYc/ y'Y (2. /s U;jr6or3gq,rntr J.:6qrrOg6$olr brrn66r6olc16oo qgJr6g.>6g66ob g g6rnbl.r jrqrb.:6rnb gor96 b3o.rbrodgl-r jrq,brgrnbo 3cog6, lisjs6or3gq,otr Jr6q,.rdg6gob 6rg6q,$g66ob 147 Sgbqrotr AC-10 JC6COoL tsgbrbr0obq 6r0ergoorbr.rg 8g0tr 0o96 o6ogo6g0gq'o 3s6rnbJ6r'r3j6b: ,,qg.)q5q333ob 0Xbrbgb" brj,r6orpq,rnb 3r6rn6tso 63q,oq,gbgbob ts3gu6ol-r tsgb,:bgb" (07.3/364; 25.09.14), 6rq.o5rb 3r6rnbJ6rngj6olr 6.:t66ggq,o Ogbq,gbocn 6.:or3rq,ob$o6gbgq,o 63qroq,gb3bo g3g rbrbgq,or 3s6rn60o ,,qrbq3g3ol-r 03brbgb" l-6j.r6or3gq,r'rl-r 3r6m60o 63q,oq,Xbgbott ACOrbob tsgbrbgb" 3.>6r.16oo (07-3/390; 04.12.14), brnq,r'r qs6B36oq,o trbg.: Og\,gbo brlo6mgblr 6rqr0p0u33bslr. J;go3ol-t6g8oor, f' qrrgoor r.rbcn 0
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №2122, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის მე – 2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)“ - მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი, დადასტურებული მოწმობა განხორციელებული დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც დამზღვევს უფლებას აძლევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება. 2. კანონის მე – 5 მუხლის მე –5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5) სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები, თუ სავალდებულო დაზღვევის კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“. 3. კანონის მე – 9 მუხლის: ა) მე –2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა“. ბ) მე –7 პუნქები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების, მეთოდოლოგიური დოკუმენტების, წესების და ინსტუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს სადაზღვევო საქმიანობის ამა თუ იმ მიმართულების სამსახურის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად“. 4. კანონის მე – 14 მუხლის მე –3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მზღვეველი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 აპრილამდე სამსახურს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის „საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს“ მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად. ამასთან მზღვეველი ვალდებულია კონსოლიდირებულ აუდიტირებულ დასკვნასთან ერთად წარმოადგინოს მზღვეველის, როგორც ცალკე სამეწარმეო სუბიექტის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შესაბამისი სტანდარტების დაცვით. 5. კანონის მე-19 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან და რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარე“. ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციის მქონე, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საბჭო“ გ) მე – 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. 6. კანონის მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. ფინანსური დამოუკიდებლობა 1. სამსახურის დაფინანსების წყაროა: ა) მზღვეველების მიერ წლიური გამომუშავებული პრემიის (ბრუტო პრემია) 1%, ამასთან დაბრუნებადი და დაგროვებადი სიცოცხლის და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის და 1%. არასახელმწიფო წლიური თითოეულისათვის არ უნდა იყოს საპენსიო სავალდებულო სქემის დამფუძნებლების საზედამხედველო საფასური 300 000 (სამასი ათასი) ლარზე მეტი და 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები. საზედამხედველო საფასურის კვარტალურად გადახდის წესს ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ბ)გრანტები და/ან ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები. გ)საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის 1 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება მზღვეველზე, რომლის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია და რომლის მიმართ დანიშნულია იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმი. 3. მზღვეველების და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ განხორციელებული სავალდებულო საზედამხედველო საფასურის გადახდა მიზნად ისახავს სამსახურის ხარჯების დაფარვას. იგი გადაირიცხება ცალკე ანგარიშზე სამსახურის სარგებლობისათვის, რომელსაც ექნება მისი მიზნობრივად გამოყენების სრული უფლებამოსილება. 4.სამსახურის მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. 5.სამსახური ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო. 6.სამსახურს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეიძინოს ქონება, გარდა უძრავი ქონებისა. სამსახური უძრავ ქონებას იძენს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. 7. კანონის 21 – ე მუხლის: ა) ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მ) „შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული სახის ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ“. ბ) ,,ს’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ს) „დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი, როგორც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დამოუკიდებლად განმახორციელებელი სამეწარმეო სუბიექტის ანგარიშგების წესი“. 8. კანონის 29 – ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი.29 სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული, კონფიდენციალური და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა“ ბ) დაემატოს მე – 4 პუნქტი შემდეგი შინაარსით: „4. ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების წესს ადგენს სამსახურის უფროსი“. 9. კანონის29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 291 –ე მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 291. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს დაზღვევის სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. შტატგარეშე თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.“ 10. კანონის 331-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მზღვეველის დროებით ადმინისტრატორზე გადადის მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილება, რომელსაც იგი დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურთან შეთანხმებით“. მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულმა სადაზღვევო ორგანიზაციებმა, დააკმაყოფილონ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა 2015 წლის 01 ივლისამდე. 2. 2016 წლის 1 იანვრამდე სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები და/ან ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულებები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; დ) მე–19 1 მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო საზედამხედველო საფასური. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით წარმოდგენილი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ მიზნობრივ სახსრებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზს წარმოდგენს კანონის სრულყოფა მსოფლიო ბანკის/სავალუტო ფონდის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ვინაიდან, რეკომენდაციებით სასურველია საქართველოს დაზღვევის საზედამხედველო სამსახურის დაფინანსების საკითხი გადახედილ იქნას, მიზანშეწონილია სამსახური საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად გადაყვანილ იქნას თვითდაბინანსებაზე, რაც საჭიროებს აღნიშნული პრინციპის ცვლილების სახით საკანონმდებლო დონეზე ასახვას. ასევე კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციის მქონე, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ნორმების განსაზღვრა და კანონში არსებული ტერმინოლოგიის და ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა და მასთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციის მქონე, სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდა და იმ ნორმების საკანონმდებლო დონეზე ასახვა, რომლებიც გამოიკვეთა საბჭოს საქმიანობის განმავლობაში. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში სადაზღვეო სისტემის განვითარებასა და ამ სფეროს ზედამხედველობის გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლში მოცემულია სადაზღვევო პოლისის განმარტების 2 რედაქცია “ლ” ქვეპუნქტის სახით, რომელიც სხვადასხვაგვარად განმარტავს ერთი და იმავე ტერმინს. არსებული ცვლილება მიზნად ისახავს ორი ტერმინი გაერთიანდეს ერთ ტერმინში და ჩამოყალიბდეს ერთი სრული ვერსიით, სადაც მოცემულია, რომ სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) წარმოადგენს დადასტურებულ საბუთს დაზღვევის (გადაზღევვის) ხელშეკრულების განხორციელების შესახებ, რომელიც იმავდროულად დამზღვევისთვის წარმოადგენს საფუძველს სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნისა. 2. “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე–5 მუხლის თანახმად, სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება უნდა დაიდოს დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით, თუმცა აქვე კანონი ადგენს გამონაკლისს, რომლის თანახმადაც მზღვეველს უფლება აქვს მას კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობების შეთავაზებისა. აღნიშნული ცვლილების მიზეზია შემდეგი: არის შემთხვევები, როდესაც სავალდებულო დაზღვევის კანონი აწესებს რა მკაცრ ჩარჩოებს, დაზღვევის სპეციფიკა მოითხოვს, დამზღვევისთვის არ იქნას შეთავაზებული ადგენს არანაირი დამატებითი პირობები და ამასვე სავალდებულო დაზღვევის შესახებ კონკრეტული კანონი. იმისთვის, რათა კონკრეტული კანონი სავალდებულო დაზღვევის შესახებ არ მოვიდეს წინააღმდეგობაში „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონთან, მე– 5 მუხლის არსებულ რედაქცია შეიცვლება და დაემატება წინადადება „თუ სავალდებულო დაზღვევის კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“ (მოცემულის სამოქალაქო ნათელი პასუხისმგებლობის მაგალითია სავალდებულო ავტოტრანსპორტის მფლობელთა დაზღვევა, შემუშავებაც რომლის მიმდინარეობს ევროჰარმონიზაციის პროცესის ფარგლებში და რომლის თანახმადაც მზღვეველს არ აქვს უფლება შესთავაზოს დამზღვევს უფრო ხელსაყრელი პირობები, ვიდრე სავალდებულო დაზღვევის კანონშია მოცემული, რაც თანაბარი გარემოს შექმნისა და არაჯანსაღი კონკურენციის გამომრიცხავი გარემოებაა). 3. “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მზღვეველი შესაძლებელია არსებობდეს ორი ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმით. კერძოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და სააქციო საზოგადოების სახით. დღეს შემოთავაზებული პროექტის თანახმად, მზღვეველი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების სახით. ეს მოთხოვნა გავრცელდება ახლად შექმნილ მზღვეველებზე კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო დღეს არსებული ის მზღვეველები, რომელთა ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, აღნიშნულ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ 2015 წლის 1 ივლისიდან. მოცემული ცვლილების არსი უპირველესად მდგომარეობს საქართველო– ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოცემული სადაზღვევო საქმიანობის დაწყებისა და მისი შემდგომი განხორციელების შესახებ (2009/138) ევროპულ დირექტივასთან ჰარმონიზაციის მოთხოვნაში. აღნიშნული პრაქტიკაა მსოფლიოს თითქმის ყველა მოწინავე ქვეყნებში, რაც აიხსნება იმით, რომ ფინანსური სექტორის სტაბილურობისათვის კაპიტალური საზოგადოების ამგვარი რთული ფორმა გაცილებით მეტად არის მისაღები, ამავდროულად იგი იძლევა კონტროლის უკეთეს საშუალებას და ზოგადადმიმართულია კორპორატიული მართვის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ. 4. “დაზღვევის შესახებ” კანონის მე–9 მუხლის მე–7 პუნქტის მიხედვით მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების, წესების და ინსტრუქციების შესაბამისად. ახალი რედაქციის თანახმად, ამ წინადადებას ასევე ჩაემატა სიტყვა „მეთოდოლოგია“. სამსახურის დებულებით და ასევე “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამსახური ასევე უფლებამოსილია გამოსცეს მეთოდოლოგიური ხასიათის მზღვეველისთვის. სწორედ დოკუმენტაცია, რომელიც სახელმძღვანელოა აღნიშნულის დაზუსტებას ისახავს მიზნად მოცემული დამატება. 5. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–3 პუნქტის მიხედვით, მზღვეველი ვალდებულია კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. მოცემული ცვლილება ითვალისწინებს ანალოგიურის წარმოდგენას არა მომდევნო წლის 15 მაისამდე, არამედ მომდევნო წლის 15 აპრილამდე. აღნიშნული ვადის შემცირების მიზეზია ის ფაქტი, რომ მზღვეველი წლიურ ანგარიშს სამსახურს აბარებს 20 თებერვლამდე, ხოლო საგადასახადო სამსახურს კი 1 აპრილამდე. ახალი რედაქციით მოცემული ვადა საკმარისია იმისათვის, რომ მზღვეველმა დროულად წარმოადგინოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ფინანსური ანგარიშგება. კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს ასევე დაემატა წინადადება, რომლის თანახმადაც მზღვეველი კონსოლიდირებული წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებისგან ცალკე გამოყოფს უშუალოდ მზღვეველის, როგორც სამეწარმეო სუბიექტის ფინანსურ ანგარიშგებას. მოცემულის მიზანია ის, რომ სრულად და ნათლად გამოიკვეთოს მზღვეველის მიერ უშუალოდ წარმოებული სადაზღვევო საქმიანობა. 6. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის ცვლილების მიზანია მსოფლიო ბანკის/სავალუტო ფონდის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც სამსახურის უფროსი უნდა ინიშნებოდეს გარკვეული ვადით, კერძოდ 5–7 წლამდე პერიოდით. შესაბამისად გატარდა ცვლილება და სამსახურის უფროსი თანამდებობაზე დაინიშნება 5 წლის ვადით. ასევე, კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული, საკონსულტაციო ფუნქციის მქონე, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც დაემატება ორი წევრი, კერძოდ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რისი საჭიროებაც გამოიკვეთა საბჭოს საქმიანობის პროცესში. 7. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა 191 მუხლი, რომლის თანახმადაც სამსახური იცვლის დაფინანსების წყაროს და საბიუჯეტო ორგანიზაციიდან გადადის თვითდაფინანსებაზე. დაფინანსების წყაროა მზღვეველებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელთა მიერ გამომუშავებული პრემიის და კუთვნილი შემოსავლების 1%, აქვე დადგენილი მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, ხოლო გადახდის წესსა და მის თავისებურებებზე სამსახური გამოსცემს კანონქვემდებარე აქტს. აქვე მოცემულია გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც კომპანია არ იხდის სავალდებულო საზედამხედველო საფასურს. კერძოდ, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების და მისი იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმში გადასვლისას. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური შეიქმნა 1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და მისი დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. 2001 წელს გატარდა რა ცვლილებები შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობამ შეცვალა მმართველობის ფორმა, გადავიდა მმართველობის ,,სსიპ’’ ფორმაზე, ხოლო დაფინანსების წყაროდ საბიუჯეტო სახსრების ნაცვლად განისაზღვრა მზღვეველების მიერ გადახდილი შენატანები, რომლის პროცენტული ოდენობა და მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი გაიწერა ,,დაზღვევის შესახებ,, საქართველოს კანონში. ასეთი ფორმითა და დაფინანსების წყაროთი იარსება სამსახურმა 2007 წლამდე, ანუ დამოუკიდებლად არსებობამდე. აღნიშნულმა ცვლილებამ საშუალება მისცა ზედამხედველობის სამსახურს გაცილებით ეფექტურად განეხორციელებინა დაკისრებული ფუნქციები და მიზნები, იქნებოდა ეს აპარატის შენახვა, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება (მათ შორის საერთაშორისო ასოციაციის წევრობა (საწევროს თანხის დაფარვის ჩათვლით) სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობა და სხვა. თუ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას უშუალოდ სადაზღვევო ზედამხედველობის სააგენტოების დაფინანსების კუთხით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში (OECD), ძირითადად საზედამხედველო ორგანოების ბიუჯეტს სახელმწიფო დაფინანსების გარდა, ავსებს სადაზღვევო ინდუსტრია, მაგალითად: საფრანგეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ სადაზღვევო ზედამხედველობის სააგენტოების არსებობა თვითდაფინანსების პრინციპით გამართლებულია და უფრო მეტ საშუალებას იძლევა განვითრებისა და ეფექტური საქმიანობისათვის. ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტების შექმნა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მუშაობა, რაც მოითხოვს სათანადო ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას და რაც თავის მხრივ მჭიდრო კავშირშია დაფინანსების საკითხებთან, ასევე დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობა, სადაც სისტემატურად მიმდინარეობს საკომიტეტო სამუშოები, სადაც ინერგება დაზღვევის ახალი მიდგომები და სტანდარტები, ხოლო ჩართულობა მოითხოვს სათანადო დაფინანსებას, ასევე საკადრო საკითხების სწორად წარმართვის პოლიტიკა, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წარმოადგენს მთავარ წინაპირობას დაფინანსების ალტერნატიულ წყაროზე გადასვლისა, რითაც ერთის მხრის მოხდება საბიუჯეტო სახსრების მითითებული მიზნების გამოთავისუფლება, მიღწევა. ხოლო მსგავსი მეორეს პრაქტიკა, მხრივ მოხდება მოგეხსენებათ, ზემოთ არსებობს მარეგულირებელ ორგანოებშიც, საქპატენტში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც დაფინანსების წყარო არის რეგულირების სფეროში შემავალი პირების მიერ გადახდილი რეგულირების ყოველწლიური საფასური, ასევე სალიცენზიო გადასახადები ანუ ეს აპრობირებული მეთოდია, რომელიც სამსახურის ფუნქციონირების ეფექტურობისკენ მიმართული წინგადადგმული ნაბიჯია. მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მ/წლის მაისის თვეში ჩატარებული პირველი სრულყოფილი FSAP (Financial Sector Assesment Program) -ის მიხედვით, მისი უპირველესი რეკომენდაცია სამსახურის მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის წარმოადგენს დაფინანსების სადაზღვევო ინდუსტრიის შესაბამისობაში მოყვანა და სამსახურის ხელმძღვანელის ვადით დანიშვნა. აღნიშნული უცილობლად ემსახურება პროფესიული კადრების აღზრდის, კადრების გადინების შეჩერების და პროგრამული (გეგმიური) მართვის ძირითად კომპონენტებს. ასეთი მიდგომა მრავალ წარმატებულ ქვეყანაშია აპრობირებული. აღნიშნული რეკომენდაციების ორიგინალი უახლოეს პერიოდში იქნება მოწოდებული მსოფლიო ბანკის/სავალუტო ფონდის ვაშინგტონის ოფისიდან. აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ ბუნებრივია, ადრე არსებული პრაქტიკა შეესაბამებოდა იმ ციფრებსა და მოზიდულ პრემიებს, რითიც ხასიათდებოდა სადაზღევვო ინდუსტრია, დღეის მდგომარეობით პროექტში მოცემული ციფრები შეესატყვისება არსებული ბაზრის მდგომარეობას და ოდენობებს. თანხის შემოტანის სპეციფიკის გათვალისწინებით მომდევნო წლის პირველი კვარტლის დანახარჯი გათვალისწინებულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიუჯეტში. მე–191 მუხლის დამატება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში იწვევს შესაბამის ცვლილებას საგადასახადო კოდექსის მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თანხმობით ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებათა ნუსხაში, რომელთა საქმიანობა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისად გათავისუფლებულნი არიან საგადასახადო კოდექსის თანახმად დადგენილი გადასახადებისაგან. 8. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც დაკონკრეტდა ნორმატიული აქტის სახე, ხოლო ამავე მუხლის „ს“ ქვეპუნქტს გარდა სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის წესისა, დაემატა რეგისტრაციის გაუქმების და მისი სამსახურისადმი ანგარიშგების წესი, რაც გულისხმობს სადაზღვევო ბროკერების სამსახურისადმი ანგარიშგების ვალდებულებას და აქცევს ბროკერებს ზედამხედველობის ერთიან ჩარჩოში. აღნიშნული მოთხოვნილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფინანსური მომსახურების ნაწილში 1991 წლის 18 დეკემბრის კომისიის რეკომენდაციით სადაზღვევო შუამავლების შესახებ. 9. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 29 მუხლს დაემატა მე–4 პუნქტი, რომლის თანახმადაც სამსახური ადგენს ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის და ნუსხის დამტკიცების წესს. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის შესახებ კანონის 29–ე მუხლის მე–2 პუნქტი საუბრობს დაზღვევის საიდუმლოებაზე და მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებაზე, არ არის დაკონკრეტებული რა სახის ინფორმაცია წარმოადგენს უშუალოდ კონფიდენციალურს და რა პროცედურით უნდა იქნას იგი ასეთად მიჩნეული. 10. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა 291 მუხლი, რომლის მიხედვითაც სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეეფერებოდეს დაზღვევის სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების ოდენობას. აღნიშნული განპირობებულია ფინანსური შეფასების პროგრამის 2014 წლის ფარგლებში გატარებული მსოფლიო ბანკის/სავალუტო ფონდის შეფასების პროგრამით, სადაც ერთმნიშვნელოვნად გაიწერა, რომ თანამშრომელთა სახელფასო დონე არ არის ადეკვატური იმ ფუნქციებისა და ვალდებულებებისა, რაც სამსახურს აკისრია, ასევე ის არ ეთანადება სადაზღვევო ინდუსტრიის ანუ საზედამხედველო რგოლის ანაზღაურების დონეს. შესაბამისად გაიცა რეკომენდაცია, რომ ზედამხედველობის თანამშრომელთა ანაზრაურება გაუტოლდეს სადაზღვევო ინდუსტრიის მაჩვენებლებს, რაც ბუნებრივია, არსებული საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში ვერ მოხერხდება. შესაბამისად, დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში დაემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსა ხურში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს დაზღვევის სისტემა ში არსებულ ანაზღაურების დონეს. შტატგარეშე თანამშრომლის შრომის შრომის ანაზღაურების ოდენობა კი განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.თუ უშუალოდ სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებთ, სადაზღვევო კომპანიების პირველი ოთხეულის უმაღლესი მენეჯმენტის ყოველთვიური ხელფასი ვარირებს 12.500– 25.000 ლარის ფარგლებში. რაღა თაქმა უნდა ამ ციფრს სამსახური ბიუჯეტის ფარგლებში ვერ გაუტოლდება, თუმცა, სახელფასო დონის ეტაპობრივი გაზრდა გარდაუვალია სფეროს სპეციფიკის და საზედამხედველო პროცესის სწორად წარმართვის მიზნით. 11. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 33 1 -ე მუხლში გატარდება ტექნიკუ რი ხასიათის ცვლილება და სიტყვა „ეროვნული ბანკის“ ნაცვლად ჩაიწერება სიტვა „დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედვე ლობის სამსახური“, როგორც დაზღვევის სისტემაზე საზედამხედველო ფუნქციების მქონე ორგანო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დამტკიცებული ასიგნებები შეადგენს 1,300.0 ათას ლარს. აღნიშნული კანონპროექტის შესაბამისად განისაზღვრება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფინანსური დამოუკიდებლობა და სამსახურის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ განისაზღვრება სავალდებულო საზედამხედველო საფასური. შესაბამისად, 2015 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურის დასაფინანსებლად საჭირო იქნება დაახლოებით 325.0 ათასი ლარი, რაც 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებაზე 975.0 ათასი ლარით ნაკლებია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას იქონიებს მზღვეველებსა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებზე, ვინაიდან მათ მოუწევთ საზედამხედველო ორგანოს დაფინანსება, რომელიც განისაზღვრება მათ მიერგამომუშავებული პრემიის და კუთვნილი შემოსავლების 1%-ით. კანონპროექტით დადგენილია მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი, ხოლო გადახდის წესსა და მის თავისებურებებზე სამსახური გამოსცემს კანონქვემდებარე აქტს. აქვე მოცემულია გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც კომპანია არ იხდის სავალდებულო საზედამხედველო საფასურს. კერძოდ, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების და მისი იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმში გადასვლისას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად მზღვეველები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებულნი იქნებიან მათ მიერ გამომუშავებული პრემიის და კუთვნილი შემოსავლების 1%-ით დააფინანსონ სადაზღვევო სფეროს საზედამხედველო ორგანო გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან : კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: წერილობითი შეფასებები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით ონოფრიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით ონოფრიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 2. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაზღვევა - ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას. ბ) სადაზღვევო საქმიანობა – მზღვეველის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან; (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) გ) მზღვეველი – გ.ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია; გ.ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (29.12.2004 N 940) დ) დამზღვევი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან. ე) დაზღვეული - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა.დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დამზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვ) მოსარგებლე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დამზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას. ზ) დაზღვევის აგენტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. თ) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას; (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) ი) სადაზღვევო რისკი - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა. კ) სადაზღვევო შემთხვევა - მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას. ლ) სადაზღვევო პოლისი - მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელ საბუთს და დამზღვევს უფლებას აძლევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება ან სადაზღვევო თანხა. ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ; (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) მ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის; (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) ნ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით; (20.06.2001 N961) ო) ამოღებულია (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) პ) ამოღებულа (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) ჟ) მნიშვნელოვანი წილი – მზღვეველის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;(24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი;(24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) ს) არაპირდაპირი მონაწილეობა – იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით;(24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი; (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) უ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც მზღვეველი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას; (23.03.2010 N2832) ფ) ფილიალი – მზღვეველის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს მზღვეველის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან. (23.03.2010 N2832) მუხლი 5. დაზღვევის ფორმები 1. დაზღვევა ხორციელდება ნებაყოფლობითი და სავალდებულო ფორმებით. 2. ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობები, პირობები და განხორციელების წესი დგინდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის დადებული ხელშეკრულებით. 3. ნებაყოფლობით დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია. 4. სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით სავალდებულო დაზღვევის შესახებ. (30.10.19 98. N1672) 5. სავალდებულო დაზღვევისას მზღვეველი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება დამზღვევთან კანონით განსაზღვრული პირობებით. მზღვეველს უფლება აქვს შესთავაზოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი პირობები. 6. სავალდებულო დაზღვევას ახორციელებს საქართველოს ნებისმიერი, ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია. მუხლი 9. მზღვეველი 1. მზღვეველი არის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. მზღვეველის, როგორც ორგანიზაციის რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით. 2. სადაზღვევო ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკრძალება სადაზღვევო ორგანიზაციის დაფუძნება და სადაზღვევო ორგანიზაციის დამფუძნებლად ყოფნა. 3. ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სიტყვას „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა სამსახურის მიერ გაცემული სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „დაზღვევა“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, ჩანს, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობას). (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 4. სადაზღვევო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 5. სადაზღვევო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. 6. აკრძალულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვა საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას, უპირატესობების მიცემას ან მიღებას მზღვეველის (მზღვეველების) მიერ სხვა მზღვეველის (მზღვეველების) მიმართ. (8.05.2012 N 6149) 7. მზღვეველის მართვა და მისი საქმიანობა ხორციელდება სამსახურის ნორმატივების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. თუ არ არსებობს ამა თუ იმ მიმართულების სადაზღვევო საქმიანობის სამსახურის მიერ დადგენილი წესი, მზღვეველი უფლებამოსილია იმოქმედოს საერთაშორისო სადაზღვევო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) მუხლი 14. ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან) 1. მზღვეველი ვალდებულია დაიცვას სამსახურის მიერ დადგენილი, ქვემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური ლიმიტები: (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) ა) კაპიტალის მინიმალური ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე; ბ) სადაზღვევო რეზერვების ოდენობა სახეობათა მიხედვით; გ) სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების ზღვრული თანაფარდობა სადაზღვევო რეზერვებთან; დ) კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; ე) აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფილიალზე (წარმომადგენლობაზე). 3. მზღვეველი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე სამსახურს წარუდგინოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა „ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის „საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს“ მიერ გამოცემული „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების“ (ISA) შესაბამისად. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 4. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია წარმოადგინოს დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან/და გადამზღვეველი კომპანიის ან/და დამფუძნებელი ჰოლდინგური კომპანიის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებანი წარმოშობის ქვეყანაში მათი გამოქვეყნებისთანავე. 5. მზღვეველი და ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებული არიან გამოაქვეყნონ ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა სამსახურის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) მუხლი 19. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 1. სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან და რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 ექსპერტი არასამთავრობო სექტორიდან. 4. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. 5. სამსახურის უფროსის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 21. სამსახურის უფლებამოსილებანი (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) სამსახური უფლებამოსილია: ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება; ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; გ) მზღვეველის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები; დ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი; ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი; ვ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი; ზ) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნები; თ) განსაზღვროს მზღვეველის აქტივებსა და აღებულ ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; ი) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა; კ) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი; ლ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ; მ) შეიმუშაოს და მიიღოს ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის რეგულირების შესახებ; ნ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ; ო) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ; პ) დაადგინოს მზღვეველის ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა; ჟ) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას; რ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია; ს) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის წესი; ტ) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი. მუხლი 29. სამსახურის თანამშრომლის მიერ მზღვეველის კომერციული და დაზღვევის საიდუმლოებების დაცვა (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 1. ინფორმაცია დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის მიერ განხორციელებული სადაზღვევო ოპერაციებისა და ტრანზაქციების (მათ შორის, გარიგების დადების ცდის შემთხვევაში) შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ შესაბამის დამზღვევს/დაზღვეულს/მოსარგებლეს და მის წარმომადგენელს, სამსახურს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. 2. სამსახურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, ამა თუ იმ ფორმით გასცეს მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება მზღვეველის კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის შესახებ მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება დაზღვევის საიდუმლოებას, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას. ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, მიმდინარე პერიოდში უკავია თუ არა ამ პირს ზემოაღნიშნული თანამდებობა. 3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევისათვის სამსახურის თანამშრომელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 331. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაცია 1. სამსახურის მიერ დადგენილი ნორმატივების დარღვევის ან/და ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესების ან/და სადაზღვევო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 2. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის საფუძვლების, დროებითი ადმინისტრატორის, იძულებითი ადმინისტრაციის პროცესის ხანგრძლივობისა და შესაძლო ზომების თაობაზე. 3. მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს იძულებითი ადმინისტრაციის პროცესს. 4. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი მოვალეობის შესრულებას იწყებს იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული თარიღიდან. 5. იძულებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება მზღვეველის სახელით და მისი ხარჯით მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის წერილობითი თანხმობის გარეშე. 6. მზღვეველის დროებით ადმინისტრატორზე გადადის მზღვეველის ყველა მმართველი ორგანოს სრული უფლებამოსილება, რომელსაც იგი დადგენილი წესით ახორციელებს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით. 7. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია უმოკლეს ვადაში აღძრას შუამდგომლობა სამსახურში წარდგენილ მზღვეველის თანამდებობის პირთა სიაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 8. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს კეთილსინდისიერად, დაზღვეულის/დამზღვევის/მოსარგებლის და თავად მზღვეველის ინტერესების გათვალისწინებით. 9. სამსახურის მიერ დანიშნული მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს მზღვეველის ადმინისტრატორისათვის დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. (20.03.2013. N354 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან) 10. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი ვალდებულია მიიღოს აუცილებელი ზომები მზღვეველის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი გაყიდვის, სახსრების გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით. 11. მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია: მოახდინოს დროებითი ადმინისტრაციის მართვის ქვეშ მყოფი მზღვეველის რეორგანიზაცია, მისი აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, სადაზღვევო პორტფელის) ან მათი ნაწილის სხვა იურიდიულ პირზე გასხვისება. დროებითი ადმინისტრატორი უფლებამოსილია თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაანთავისუფლოს მზღვეველის თანამშრომლები. (24.09.2009. N1679 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)