„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.09.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი
ნომერი
#07-3/365/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-06
ბიუროს ნომერი 206

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს ყოველწლიურად ატარებს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია, რომელსაც პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის არა უგვიანეს 1 მარტისა.”. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისი, 2014 წლის ,,,,,,,, N ,,,,,,,, პროექტის ინიცირებული ვერსია დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: რეგლამენტის პროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემმოწმებელი საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილებების შეცვლა და შემოწმების პერიოდის ოპტიმიზაცია. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი; რეგლამენტის პროექტის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემმოწმებელი საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილებების დაზუსტება. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი. პროექტის მიხედვით, რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-6 პუნქტში იცვლება ყოველწლიურად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შემმოწმებელი დროებითი კომისიის შექმნის ვადა და იგი 1 დეკემბრის ნაცვლად, პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნება არაუგვიანეს 1 მარტისა. აღნიშნული შეამცირებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების პერიოდს, რადგან წარმოდგენილ ვადაში აუდიტის სამსახურის გასული წლის საქმიანობაც, მათ შორის ფინანსური ნაწილიც უკვე სრულად იქნება დასრულებული და გასული წლების მსგავსად, კომისიას აღარ დასჭირდება ზოგიერთი დოკუმენტაციის ლოდინი კანონმდებლობით დადგენილი ვადების გაუსვლელობის გამო, რაც იწვევდა საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის ბიუჯეტი. მიღებით, დაიზოგება საქართველოს პარლამენტის ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; რეგლამენტის ვალდებულებები. პროექტით პროექტის ინიცირებული ვერსია არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება; რეგლამენტის პროექტით არ უარესდება მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილებას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; ორგანიზაციებში რეგლამენტის პროექტით არ წარმოიშობა საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ორგანიზაციებში გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; რეგლამენტის პროექტი მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით ონოფრიშვილი ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით ონოფრიშვილი პროექტის ინიცირებული ვერსია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია სადაც ხორციელდება ცვლილებები: მუხლი 227 1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ წარადგენს მოხსენებას საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე, ხოლო წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, – თავისი საქმიანობის ანგარიშს. ამ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის დადგენილებას. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას ითვალისწინებს პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების წინადადებებს. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია, პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და დროებით საგამოძიებო კომისიას გადასცეს რევიზიისა და შემოწმების მასალები. 5. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას. 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას ყოველწლიურად ამოწმებს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია, რომელსაც პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის არა უგვიანეს 1 დეკემბრისა. პროექტის ინიცირებული ვერსია