„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 63 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-06
ბიუროს ნომერი 187
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\
JJdq)0 J66il, iln?dfl t
_1,Iili,6UlttqnL
q_Js'fl
a.J
c J o r q J b J 6 n 6 aib rl'i qii"J i0 fl;
J6nild6flt EJsbIqrfl[ latlulciTn'il"
mJao
3)El!iil, ?ill,JbJl
N 187
6 oJsoro. 20ll gaRo
L;j,>16o36qol-r ;o5r,r5oL J16rnnj$o ,,1r,>Ju16o3nqrrb LoLbq,ot
trOu16oqo!
L,>J16o6gto 3oqXjU?o gSqoqnlolr ?n$,:5ol_r o.>r,rlo$n.,
(,io(,qolR nlJoooor Jodooroo;
.tqr0ouSolr Xgq3l.r.r qrg3oLs qs lr.,am jsq,.,Jo
X&r,iq3t 3qrEo
t,.,, t, )j. t
"
t
h - a. itri,, t 1;ii:iF;;:ia
,N?6.rrp Ltpniq
L,
LrSo6r6lrer-L.rloX32$o ;o0o$3$o
puolt^,ado, noitlqar prluGr L./'r.-,p&J|4,oi
lr.>;l;16m3gqo L .).>(,rq,ll3;56o 1 Bo76r,r tlgg;S[:
L.>J,:r6<ng;1qoL J;r6q;3g56oL.
;o8og6$1dL.: q.: L;J.:r6q.:316go 36.:Jgo3d?o
q.:o!'gob 6r,rr43rgo3qo rd6oL Jd)t'r1d6oL
Lr.>
6r6boq,3.:
j; rn;; q'r.r L Jrr41qo3351\oL 1
16
rn,r.;il1 qoroiJ..r'or rlr .lorvr3gqo 3r,rop5nq,"
"/
Sobgogl 3.)|13r6or5o
LJd560)3CR(.)L JJ6R5aC6(bot 40fl6(9t
bJRJVUSA(5ORO6J
N187i2
6 035010, 20ll v0R0.
L.r.{.rr4o11poL Jor6q.rfu5$oU r66q$36$olr I60-X 8$qoL 03-2 qs 03-3 J15j$3IoL
tsal$I;Aollsq, L.r$6opqoL Jsr6qo8XS$olr I o26r'r oq5Xblt:
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bSJ5̀m80ROb Om5860bδ
trj.:<6or3XqoL Jrr6q;0n5gL
lr.:jsttror36qot 3o5trgog211oott 6'l-l S2bqolr ?nL;I.rCo1r.>q
tr.:3.:5r'r53q36qo o5o6os$o3olr $Xlroor [.>t43r'r5oq616or lrsjs16o13lqolr
3s6o5oL Jr4o6j$tr ,,trsJrr+rmgXqt'rb toLtqotr t;3.>6tng1olr lr.',J6t'r6Xlro
.1r'rpXjlr?o 63qoqg6olr ?n$.:6otr nr.:ctls'trn" q.: 6rnbo3or Solr 6o55.:161?3
6s5hoq3,>1r.
jsr4rn3ngloL J.)6q,.\3C56ot,
.:q6o?52q ;.:5ro5.)16og jg't1
tr.:.;oSogngo p.: .)st65r6?l,q lrbqerflXltX SoBbtrnEnlq.',19 p.',6ot61q'os
tr..'
tr.:j.:r6rnggqerb oglr$ogooL SoSolrO6olr Serrq,5oqg poSo$t6o d;65od1.
V
)r<r33oX16-eo5o tr$t6o
N1/125
02062011
5o,1.: 5ogg.:,1r'no
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
860
b806b▽
もbdゝ 080ROも
00b3網 もOb 2011 ∇ROb 1 0360tOも もbR000b
N 20 0d00Rb6
XⅧ
l)lJ‖ ::31T‖ k∬
YtOぶ 躙
│
1 00,o600り R oJ60も ▼o60oヽ 6o60殴 o Oδ 6o60し 36oOJoo 、δ ooRδ 000も 1'あ Jわ
̀
000R31':ぶ
るoOJooも 60o‐
:6tt」 :‖富i露 :0ヽ ふ 。o060ヽ oR5o■ 6■ 殴 o Oo6o60も さ
〔
ギ
6。
̀0■ :嚇 :留:1き ちR oJ50も ,δ
tr.:
̀Oo、
6o6oR〔 〕。。60、 6。 っRObOも 3600」 00
jo16o3cqoL )16n3oX<6-3o5ob$6o
tr jr6orSXqoL Sos3r6olot
.p6gnqut6oolr 23r6oLo
5.5oq,s1t4o
ヽ 30̀01'ORO10
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს (სსმ №31.
03.11.2009, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1681 და 1682 მუხლები:
„მუხლი 168 1. განრიდება
1. პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი
დევნა პირის (განრიდების სუბიექტის) მიმართ, ნაკლებად მძიმე ან მძიმე
დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, თუ განრიდების სუბიექტი შეასრულებს ქვემოთ
ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე პირობას:
ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების
ღირებულების ანაზღაურება;
ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის
სახელმწიფოსთვის გადაცემა;
გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი
ანაზღაურება;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის
მინიმალური ოდენობაა 500 ლარი;
ე) საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 140-დან
800 საათამდე.
2. განრიდება არ გამოიყენება სსკ 1431 1432, 1433, 144, 1441, 1442, 1443 მუხლებით,
აგრეთვე სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით
განსაზღვრულ დანაშაულთა საქმეებზე.
3. თუკი განრიდების სუბიექტი არ შეასრულებს განრიდების პირობებს,
პროკურორს უფლება აქვს დაიწყოს/განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მუხლი 1682. განრიდების გამოყენების წესი
1. განრიდების შეთავაზება განრიდების სუბიექტისთვის ხდება წერილობითი
ფორმით, სადაც მოცემულია განრიდების პირობები, მათი შესრულების დრო,
ადგილი და საშუალება.
2. განრიდების სუბიექტს წერილობით განემარტება, რომ განრიდების პირობების
შესრულება არის ნებაყოფლობითი და რომ იგი სარგებლობს ბრალდებულის ყველა
უფლებით.
3. განრიდების გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორი კონსულტაციას
გადის დაზარალებულთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განრიდების
გამართვამდე.
გამოყენება
შესაძლებელია
წინასასამართლო
სხდომის
5. განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის მიმართ, რომელსაც აღკვეთის
ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
6. განრიდების გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ხელმძღვანელობს ამ
კოდექსითა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
დანაშაულის სტატისტიკა, სხვადასხვა სოციოლოგიურ კვლევის შედეგებთან
ერთად, ცხადყოფს, რომ სახელმწიფოში მკვეთრად გაუმჯობესდა კრიმინოგენული
მდგომარეობა და საზოგადობა თავს გრძნობს უსაფრთხოდ. საქართველო სულ მოკლე
ხანში გარდაიქმნა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ევროპაში.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულმა ამ წარმატებამ სახელმწიფოს
მისცა საშუალება,
განესაზღვრა სისხლის სამართლის რეფორმის ახალი
პრიორიტეტები - დანაშაულის პრევენცია, პასუხისმგებლობის ალტერნატიული
ღონისძიებები, რესოციალიზაციის პროგრამები და სხვა.
რეფორმის ფარგლებში:
-
შემოვიდა დისკრეციული უფლებამოსილების ინსტიტუტი;
დაიხვეწა პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა;
დაინერგა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების მექანიზმი;
გააქტიურდა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის მიმართულება;
შემუშავდა
სპეციალური
პროგრამები
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების სფეროში.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
საქართველოს
მთავრობის სურვილმა და ნებამ, რომ სისხლის სამართლის პროცესში დაინერგოს
პასუხისმგებლობის ალტერნატიული სახეები, და რომ პროცესის მწარმოებელ პირებს
მიეცეთ საშუალება - მართლმსაჯულების მიზნების მისაღწევად გამოიყენონ
ნაკლებად მკაცრი და ხისტი მეთოდები.
კანონპროექტის
მომზადების
დამატებითი
მოტივატორი
გახლდათ
არასრულწლოვანთათვის შემოღებული განრიდებისა და მედიაციის ინსტიტუტის
წარმატება. ამ პროექტმა თანამედროვე ქართული სამართლის სისტემაში შემოიტანა
აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტები და რამდენიმე თვეა, რაც მისი
იმპლემენტაცია საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს.
საქართველოს
სამართალდამცავი
ორგანოებისა
და
მათი
დასავლელი
პარტნიორების თანამშრომლობის ფარგლებში, აქტიურად ხდება დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლისა და დანაშაულის პრევენციის წარმატებული გამოცდილების
ურთიერთგაზიარება. აღნიშნულ სფეროში ერთ - ერთი წარმატებული მაგალითი
სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმებია, რომელიც გასული
საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული საკმაოდ აქტიურად გამოიყენება
დასავლეთის ცალკეულ ქვეყნებში. ჰოლანდიური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ
პასუხისმგებლობის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტურად გამოყენებისას
შესაძლებელია დანაშაულთან წარმატებით დაპირისპირება გაცილებით ნაკლები
საბიუჯეტო
დანახარჯებით.
ჰოლანდიაში
სისხლის
სამართლის
საქმეთა
დაახლოებით 30% სრულდება განრიდებით და საქმე არ მიდის სასამართლოში.
პოტენციურ ან აწ უკვე ბრალდებულს პროკურორი სთავაზობს გარკვეულ პირობებს,
რომელთა შესრულების შემთხვევაშიც პირის მიმართ დევნა არ იწყება ან წყდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰოლანდია წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთ
უსაფრთხო ქვეყანას კრიმინოგენული თვალსაზრისით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი, ესენია:
1. სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიების - განრიდების
დანერგვა, რომელსაც გამოიყენებს პროკურორი დისკრეციული უფლებამოსილების
განხორციელებისას.
2. სასამართლოს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის დაზოგვა
და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება წინასასამართლო სხდომის
გამართვამდე;
3. მექანიზმის შემოტანა, რომელიც საშუალებას იძლევა, მიღწეულ იქნას
მართლმსაჯულების მიზნები ალტერნატიული, ლიბერალური გზებით, პირის
სისხლისსამართლებრივი
სანქცირების
გარეშე,
რაც,
შესაბამისად,
არ
იწვევს
თავისუფლების აღკვეთას, პირობით მსჯავრს და ნასამართლობას/სტიგმატიზაციას;
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აქტუალიზაცია;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
თანახმად,
მართლმსაჯულების
სისტემაში
შემოდის
სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი - განრიდება.
კანონპროექტის მიხედვით თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების
მსვლელობისას
შეკრებილი
მტკიცებულებების
ერთობლიობა
საკმარისია
დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი
უფლებამოსილი იქნება უარი თქვას დევნის დაწყებაზე და გამოიყენოს
სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი.
პირის განრიდება ნიშნავს, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ
ხორციელდება, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ განრიდების სუბიექტმა
შეასრულოს გარკვეული პირობები. განრიდების პირობები მოიცავს, როგორც
უკანონო ქონების დაბრუნებას, ისე ზიანის ანაზღაურებას და რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია - საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გარკვეულ სახეს,
რომელიც არ წარმოადგენს სასჯელს, ამ სიტყვის სისხლისსამართლებრივი გაგებით,
ეს არის განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი ვალდებულება. განრიდების
სუბიექტის უფლებას წარმოადგენს, წერილობითი განმარტება, რომ განრიდების
პირობების
შესრულება
არის
ნებაყოფლობითი
და
რომ
იგი
სარგებლობს
ბრალდებულის ყველა უფლებით. აგრეთვე მას გადაეცემა ბრალდებულის უფლებათა
ნუსხა.
განრიდების სუბიექტისგან კანონი არ ითხოვს დანაშაულის აღიარებას ან სხვა
რაიმე ქმედებას, გარდა განრიდების პირობების შესრულებისა, რომელიც არის
ნებაყოფლობითი. განრიდების სუბიექტს შეუძლია, არ დაეთანხმოს განრიდების
პირობებს, ამ შემთხვევაში, პროკურორი უფლებას იტოვებს, დაიწყოს ან განაგრძოს
სისხლისსამართლებრივი დევნა.
კანონპროექტის თანახმად, განრიდება არ გამოიყენება იმ ბრალდებულის
მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
განრიდება არ გამოიყენება - სსკ 1431 1432, 1433, 144, 1441, 1442, 1443 მუხლებით,
აგრეთვე
სისხლის
სამართლის
პოლიტიკის
სახელმძღვანელო
პრინციპებით
განსაზღვრულ დანაშაულთა საქმეებზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით დანახარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება და მისი ეფექტური იმპლემენტაცია ეტაპობრივად
შეამცირებს საბიუჯეტო დანახარჯებს, რომელიც განკუთვნილია საქართველოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და
სასამართლო ხელისუფლებისათვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ
ვალდებულებას
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით გათვალისწინებული განრიდების პირობის სახით ფულადი
გადასახდელი 500 ლარის ოდენობით. ამგვარი პირობა წარედგინება პირს, რომელიც
ექვემდებარება
სისხლისსამართლებრივ
დევნას,
ხოლო
სისხლის
სამართლის
კოდექსი საგამონაკლისო შემთხვევებში ითვალისწინებს ჯარიმის ანალოგიურ
ოდენობას.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის პროექტის
„„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა" ფარგლებში მოწვეული ექსპერტები - ბატონები
დატო სტინჰოისი და მიხაელ შონი, აგრეთვე აღნიშნული პროექტის ექსპერტი, ქ-ნი
რენატა ვინტერი.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს
არ
ახლავს
ექსპერტების
შეფასება,
ვინაიდან
კანონპროექტი
მომზადდა ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში ექსპერტებთან ერთად.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა