„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-13
ბიუროს ნომერი 207
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში’’
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24
ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11911 მუხლი:
‘’მუხლი 11911. მარტოხელა მშობელი
1. მარტოხელა მშობელი არის, ამ მუხლის შესაბამისად, მარტოხელა დედის ან
მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.
2. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე
დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ
არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს
შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა ბავშვის შვილად აყვანის
მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში.
3. მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე
ასაკის ბავშვი და მამა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ
ქორწინებაში.
4. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს
აღნიშნული სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის
(შვილად აყვანილი პირის) 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რაც გამორიცხავს
პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.
5. მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
6. მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა თაობაზე
მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციისა და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების
ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი
2. საქართველოს
იუსტიციისა
და
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან
3 (სამი) თვის ვადაში უზრუნველყონ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და
შესაბამის პირთა თაობაზე მონაცემების წარმოების წესის დამტკიცება.
მუხლი 3
1.
ეს
კანონი,
გარდა
ამ
კანონის
პირველი
მუხლისა,
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 (სამი) თვის
შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
‘’საქართველოს სამოქალაქო კოდექსში’’ ცვლილების
შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია
საქართველოს კანონმდებლობაში
მარტოხელა მშობელთა კატეგორიის პირთა სამართლებრივი სტატუსის ასახვის
აუცილებლობასთან
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო დონეზე განსაზღვროს მარტოხელა
მშობლის სამართლებრივი სტატუსი და სამომავლოდ ხელი შეუწყოს აღნიშნული
სტატუსის მქონე პირთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების
გაუმჯობესებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით საქართველოს სამოქალაქო კოდექსს ემატება ახალი
მუხლი, რომლის მიხედვით განისაზღვრება მარტოხელა მშობლის სამართლებრივი
დეფინიცია. პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლად მიიჩნევა მარტოხელა დედის
ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი. პროექტით განსაზღვრულია მარტოხელა
დედისა და მარტოხელა მამის დეფინიცია. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც
ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის
დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ,
აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და დედა
ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. პროექტის
მიხედვით კი, მარტოხელა მამას მიეკუთვნება პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი
18 წლამდე ასაკის ბავშვი და მამა ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ არის
რეგისტრირებულ ქორწინებაში.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის სტატუსის
გაუქმების პირობებს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის
გაუქმების საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული სტატუსის მქონე პირის
რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) 18 წლის
ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
გარემოებები, რაც გამორიცხავს პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.
პროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობელს მიკუთვნებული პირების სტატუსის
დადგენისა და შესაბამის პირთა თაობაზე მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით,
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ნორმას, რომლის მიხედვით საქართველოს
იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროებმა აღნიშნული კანონის გამოქვეყნებიდან 3 (სამი) თვის ვადაში უნდა
უზრუნველყონ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა
თაობაზე მონაცემების წარმოების წესის დამტკიცება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს
სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარკვეულ გარანტიებს მარტოხელა დედის
კატეგორიას მიკუთვნებული პირებისათვის. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო
კოდექსით გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისას შეღავათი
მარტოხელა დედისათვის. აღნიშნული კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა.გ)
ქვეპუნქტის მიხედვით „საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის
მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000
ლარამდე“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის
წესს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროეტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ა.ო. ‘’ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი’’.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ა.ო. ‘’ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი’’.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტი