„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 47 ✗ 29
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-13
ბიუროს ნომერი 207
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ44’’ და ,,ჰ45’’ ქვეპუნქტები:
,,ჰ44) თავისუფალი მსმენელი – სტუდენტის სტატუსის მქონე პირი, ასევე პირი, რომელსაც
შეჩერებული/შეწყვეტილი
აქვს
სტუდენტის
სტსტუსი
და
რომელიც
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმებით და დადგენილი წესით, შესაბამისი
სწავლის საფასურის სანაცვლოდ, საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის) მიხედვით,
გადის მისთვის სასურველ სასწავლო კურსს/მოდულს.’’
,,ჰ45) სასერთიფიკაციო კურსის სტუდენტი – პირი, რომელმაც გაიარა ერთიანი ეროვნული
გამოცდები,
სტუდენტის
შეჩერებული/შეწყვეტილი
სტატუსის
აქვს
მქონე
პირი
სტუდენტის
ან
პირი,
სტსტუსი
რომელსაც
და
პროფესიულიგანათლების მიღების მიზნით, გადის მოკლევადიან
რომელიც
სასწავლო კურსს,
შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.’’
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 50 1 მუხლი:
,,მუხლი 501. თავისუფალი მსმენელისა და სასერთიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ
მიღებული კრედიტების აღიარება.
1.
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
თავისუფალი
მსმენელის
მიერ
მიღებული კრედიტები, ამ კანონით დადგენილი წესით უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
აკადემიურ
საფეხურზე
ჩარიცხვის
შემდეგ
ჩაითვლება
გასავლელი
აკადემიური პროგრამის უკვე დაძლეულ ნაწილად, თუ კრედიტები მიღებულია იგივე
წესით, როგორც მას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
საფეხურის სტუდენტები და გავლილი კურსები შეესაბამება ამ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების აკადემიური პროგრამას.
2.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის
მიერ მიღებული კრედიტები, ამ კანონით დადგენილი წესით უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
აკადემიურ
საფეხურზე
ჩარიცხვის
შემდეგ
ჩაითვლება
გასავლელი
აკადემიური პროგრამის უკვე დაძლეულ ნაწილად, თუ სასერტიფიკაციო კურსის გავლის
დროს პირს ჰქონდა სტუდენტის ან შეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი, კურსი
გაიარა იგივე წესით, როგორც მას იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიური საფეხურის სტუდენტები და გავლილი კურსები შეესაბამება ამ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამას.
3.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სცნოს თავისუფალი
მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული არაუმეტეს 60
კრედიტისა.
4.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არ სცნოს ამ კანონით
დადგენილი
წესით
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ჩარიცხვამდე
თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული
კრედიტები, თუ მის მიერ დაძლეული სასწავლო პროგრამა არ შეესაბამება ამ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამას.“
3. 52–ე მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6.
ავტორიზაციის
შედეგად
დადგენილი
სტუდენტების
რაოდენობის
ფარგლებში
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები 501–
ემუხლის
პირველიდა
მეორე
პუნქტებითა
და
ამ
მუხლის
მე–3
პუნქტით
გათვალისწინებული პირებისთვის.’’
4. 521 – ე მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6.
ავტორიზაციის
შედეგად
დადგენილი
სტუდენტების
რაოდენობის
ფარგლებში
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები 501–
ემუხლის
პირველი და მეორეპუნქტებითა და ამ მუხლის მე–7 და მე–71 პუნქტებით
გათვალისწინებული პირებისთვის.’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა). ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია უწყვეტი და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების
ინსტიტუციური სისუსტე. მოქმედი კანონმდებლობით არ არის უზრუნველყოფილი
თავისუფალი მსმენელის ან სასერტიფიკაციო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული
კრედიტების აღიარების უფლება
გავლილი
სასწავლო
კურსი
ან
მაშინაც კი, როდესაც თავისუფალი მსმენელის მიერ
სასერტიფიკაციო
კურსი
შეესაბამება
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამას.
პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი თავისუფალმა მსმენელმა გაიარა კონკრეტული
სასწავლო კურსი ან პირმა გაიარა სასერტიფიკაციო კურსი და მიიღო შესაბამისი კრედიტები,
ხოლო შემდეგ ჩაირიცხა აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც გასავლელი აქვს
იგივე სასწავლო კურსი, სტუდენტი ვალდებულია თავიდან დახარჯოს დრო იმ კრედიტების
მისაღებად, რაც მას უკვე მიღებული აქვს.
ასეთი საკანონმდებლო ხარვეზი იწვევს არათანასწორ მოპყრობას ერთი და იგივე
აკადემიური პროგრამის ათვისების შემთხვევაში იმ პირისთვის, რომელიც კანონით
დადგენილი წესით ჩაირიცხა უნივერსიტეტში და იმ პირის მიმართ, რომელმაც ეს პროგრამა
გაიარა უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცვამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია შექმნას თავისუფალი მსმენელისა და სასერტიფიკაციო კურსის
სტუდენტის მიერ მიღებული კრედიტების აღიარების სამართლებრივი მექანიზმი, რაც
გაამყარებს უწყვეტი და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების მიღების პრინციპს.
მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების სისტემის დანერგვაში დიდ როლს თამაშობს
საუნივერსიტეტო კურსების თანაბარი წვდომა, როგორც პროცესის, ასევე, შედეგის მხრივ
ყველა ასაკის და სოციალური მდგომარეობის მსურველისათვის: ძალიან მნიშვნელოვანია
იმის ცოდნა, რომ თავისუფალ მსმენელად ყოფნის დროს მიღებული განათლება, არა მარტო
მატერილური თუ სულიერი მოთხოვნელების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, არამედ,
საჭიროების ან სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით აკადემიურ
პროგრამზე მოხედრის შემდეგ, „კონვერტირდება“ აკადემიური ხარსიხის მისაღებად
გასავლელი გზის უკვე დაძლეულ ნაწილად.
კანონპროექტის მიზანია ასევე ხელი შეუწყოს ე.წ. „აღმასრულებელი“, პოსტ-საბაკალავრო
პროფესიული
საგანმანათლებლო (executive) კურსების განვითარებას. კერძოდ, დღეს
საქართველოში
სუსტადაა
განვითარებული
მოკლევადიანი
პროგრამები,
რომლებიც
მსურველს პოსტ-საბაკალავრო პროფესიულ განათლებას სთავაზობს. ეს, უპირველეს
ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ შეთავაზებული კურსები ვერ ხვდებიან აკადემიური
განათლების განვითარების „რიგში“: ანუ, თუკი ვინმე გაივლის პროფესიული დახელოვნების
მოკლე (5-6 თვიან) კურსს, შემდეგ, შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე
ჩაბარებისას, მას ამ განვლილი კურსების თავიდან გავლა უწევს. შედეგად, პოსტსაბაკალავრო პროფესიული განათლება, აკადემიური სტიმულის არარსებობის გამო,
ამოვარდნილია აკადემიური განათლების განვითარების პროცესიდან. პოსტ-საბაკალავრო
პროფესიული დახელოვნების მსურველები იძულებულნი არიან ჩააბარონ აკადემიურ
სამაგისტრო საფეხურზე და გაიარონ 2 წლიანი პროგრამა, რომელიც მათ მოცემულ მომენტში
არ სჭირდებათ. ეს ცვლილება დაზოგავს პოსტ-საბაკალავრო პროფესიული განათლების
მიღების ფულს და ამავე დროს, გაზრდის ამ განათლების მიღების მსურველების რიცხვს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
თავისუფალი მსმენელის, ან სასერტიფიკატო კურსის სტუდენტის მიერ მიღებული
კრედიტები, სტუდენტს ჩაეთვლება აკადემიური პროგრამის განვლილ ნაწილად, თუკი
ისინი მიღებულია იმავე წესით, როგორც მას იღებენ აკადემიურ საფეხურების სტუდენტები
და თუკი გავლილი კურსები კონკრეტული აკადემიური პროგრამის შესაბამისი. ეს წესი
იმოქმედებს იმ პირების მიმართ, ვინც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით
დადგენილი წესით ჩაირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ
საგანმანათლებლო პროგრამაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებაარ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ). კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი
არ
არსებობს.
კანონპროექტის
განხილვა
იგეგმება
ყველა
დაინტერესებული
ორგანიზაციისა და ექსპერტების მონაწილეობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
კანონპროექტის განხილვა იგეგმება ყველა დაინტერესებული
ორგანიზაციისა და ექსპერტების მონაწილეობით.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი - სერგო რატიანი
ვ). კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი - სერგო რატიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს
საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი საშუალო
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად
განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და
ადმინისტრაციული საქმიანობა; (17.06.2011. N4792)
ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის
მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის
განხორციელებისათვის
აუცილებელი
სტანდარტების
დაკმაყოფილების
უზრუნველყოფა; (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა
უფლება დამოუკიდებლად განახორციელონ სამეცნიერო კვლევა, სწავლება და
სწავლა;
დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი
გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის
მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, რასაც თან სდევს კვალიფიკაციის
ან სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების აღიარება; (10.04.2012 N
6014)
ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
(17.06.2011. N4792)
ე1) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი,
რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის
საგანმანათლებლო პროგრამებს; (17.03.2006. N2795)
ე2) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული
საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია
საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია; (10.12.2008 N
673)
ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური
უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; (28.12.2012 N 187)
ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო
მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის; (17.06.2011. N4792)
თ)
აკრედიტაცია
–
აკრედიტაციის
სტანდარტებთან
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის
განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად
სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის
მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია
სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული
ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
(21.07.2010. N3528
ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის
შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში; (6.09.2013 N
1081)
ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში
მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით
სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის
ხელმძღვანელობით; (6.09.2013 N 1081)
კ)
ასოცირებული
პროფესორი
–
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
აკადემიური
თანამდებობა.
ასოცირებული
პროფესორი
მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და
სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; (17.03.2006. N2795)
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური
და
ადმინისტრაციული
რესურსების
მართვის
სფეროში
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; (17.06.2011.
N4792)
მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს
აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის –
ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად
ენიჭება;
ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის
საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით
მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის; (10.08.2009 N 1611)
ნ1) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც
ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მონაწილეობს სასწავლო
პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის
ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის
წესდებით; (17.06.2011. N4792)
ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; (10.08.2009 N 1611)
ო1) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ
აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების
დაგროვების
შედეგად
ენიჭება.
პროგრამა
ითვალისწინებს
მედიკოსის/სტომატოლოგის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული
საქმიანობისათვის; (17.06.2011. N4792)
პ) ამოღებულა (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
პ1) ამოღებულა (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული
განათლების შინაარსისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად; (10.08.2009 N 1611)
რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;
ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;
ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო- კვლევითი კომპონენტების
ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და
მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით; (10.08.2009 N 1611)
უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს
დოქტორანტურისათვის გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და
დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება; (10.08.2009 N 1611)
უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი
პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად
ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე
დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს
განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას.
ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის
დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი
მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება; (22.02.2011. N4209)
ფ)
ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს
აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს
საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების
კვალიფიკაციებს; (28.03.2007. N4529)
ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში
მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც
მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო
სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად; (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010
წლის 1 სექტემბრიდან)
ქ)
ინდივიდუალური
საგანმანათლებლო
პროგრამა
–
სტუდენტის
ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი
პროგრამა; (10.08.2009 N 1611)
ღ) ამოღებულია (10.08.2009 N 1611)
ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამას;“; (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან)
ღ2) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
დაძლევით
და
დასტურდება
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით;
(10.08.2009 N 1611)
ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული
(ერთეულები), რომლის (რომელთა) შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული
გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად;
(11.03.2011. N4431)
შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო
სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების
მიღწევის შემდეგ; (10.08.2009 N 1611)
ჩ) ამოღებულია (17.03.2006. N2795)
ც) ამოღებულია (17.03.2006. N2795)
ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს
აკადემიური
უმაღლესი
განათლების
მეორე
საფეხურისათვის
–
მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად
ენიჭება;(28.03.2007. N4529)
ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;
(7.04.2009 N 1161)
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს
და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის
მომზადებას, აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;
(10.08.2009 N 1611)
წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის ან
მაგისტრის დიპლომის მქონე პირი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც
აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას; (17.06.2011. N4792)
წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – უმაღლესი
განათლების პირველი საფეხურის ფარგლებში ან დამოუკიდებლად არსებული,
შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამა; (10.08.2009 N 1611)
წ3) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც
გაიცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების
შედეგად; (10.08.2009 N 1611)
ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი,
რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა
ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო
გეგმას;
ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
შექმნილი,
წევრობაზე
დაფუძნებული,
დამოუკიდებელი
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე
მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის
განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული
ეთიკის დაცვაზე ზრუნვა; (28.03.2007. N4529)
ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და
ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; (6.09.2013 N 1081)
ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური
ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა,
რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
(6.08.2013 N 917)
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის
შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების
მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
(6.08.2013 N 917)
ჰ2) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის განხორციელების
წინაპირობა, შესაბამისი კვალიფიკაციის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო
გამოცდა; (10.08.2009 N 1611)
ჰ3) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც
სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც
მაგისტრისა და დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური
კვლევითი პროგრამების მეშვეობით;
ჰ4)
რექტორი
−
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელი,
საჯარო
სამართლის
იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე; (6.09.2013 N 1081)
ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების
კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების
ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები,
სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების
სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები; (10.08.2009 N 1611)
ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს
მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების
აღიარება (ცნობა); (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ჰ7) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი
ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება
არსებობდეს
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში;
(17.06.2011. N4792)
ჰ8) ამოღებულია (17.03.2006. N2795)
ჰ9) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა
– საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ
ან რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის,
მსახიობის, სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის
შესაბამისი სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება; (17.06.2011. N4792)
ჰ10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისთვის ან ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული უმაღლესი განათლების მქონე
პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის,
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამის
ან/და
ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო
პროგრამისგან
დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის
დასაფინანსებლად; (17.06.2011. N4792)
ჰ11) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი
განათლება, რომლის მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში
სპეციალისტების მომზადება; (17.06.2011. N4792)
ჰ12) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის
მიზანია სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების
მომზადება;
ჰ13) ამოღებულია (17.03.2006. N2795)
14
ჰ ) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და
სწავლობს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ბაკალავრიატის,
მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის, დოქტორანტურის
საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად; (17.06.2011. N4792)
ჰ15) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი
განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი
კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი
დოკუმენტით; (10.08.2009 N 1611)
ჰ16)
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
–
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო
სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის
წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი
საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს
შესაბამის კვალიფიკაციებს; (10.08.2009 N 1611)
ჰ17) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული
დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების
მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება;
ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და
სამეცნიერო კვლევებს; (10.08.2009 N 1611)
ჰ19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული
ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე
სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას; (17.06.2011. N4792)
ჰ20) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო; (17.06.2011. N4792)
ჰ21) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის
იურიდიული
პირის
−
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წარმომადგენლობითი ორგანო; (17.06.2011. N4792)
ჰ22) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები,
რომელთა
განხორციელება
ხელს
უწყობს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას; (10.08.2009 N 1611)
ჰ23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა
ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების,
კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების
კრიტერიუმების შესახებ; (10.08.2009 N 1611)
ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და
საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც
ადგენს
პირის
მზაობას
მაგისტრატურის
საგანმანათლებლო
პროგრამის
ასათვისებლად; (22.03.2013. N388)
ჰ25)
საერთო
სამაგისტრო
გამოცდის
კოეფიციენტი
–
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული
ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული; (7.04.2009 N 1161)
ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი –
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ
ქულათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა,
რომლის დაგროვება აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების
წარმატებით დასაძლევად და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
ჩასატარებელ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;
(7.04.2009 N 1161)
ჰ27) ამოღებულია (22.03.2013. N388)
ჰ28)
საერთო
სამაგისტრო
გამოცდის
რანჟირება
აბსოლუტური
ქულით/ქულებით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების
ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით
– საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის
დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო
გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით
დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის
კანდიდატმა
მოიპოვა
კონკრეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულების
ან/და
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულების
მიხედვით
სახელმწიფო
სასწავლო
სამაგისტრო
გრანტი
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების
შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის,
მათ
შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის
დაფინანსების
წლიური
მოცულობის
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში; (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს
2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე
სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა,
რომელიც მოიცავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო
სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს; (6.08.2013 N 917)
ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო
გამოცდის ტესტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი; (7.04.2009 N 1161)
ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო
გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ წინასწარ განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით
რანჟირებული,
ამ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც მოიპოვეს
უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;
(7.04.2009 N 1161)
ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ
შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის,
სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის
აკრედიტებული
საგანმანათლებლო
პროგრამის
დასაფინანსებლად,
გარდა
სახელოვნებო-შემოქმედებითი,
სასპორტო,
საზღვაო,
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ
პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით; (22.03.2013.
N388)
ჰ33) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,
რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს
(გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს
მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
(10.08.2009 N 1611)
ჰ34) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო
კურსის დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი
უნარები. (10.08.2009 N 1611)
ჰ35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული
გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი,
ოსურენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ
ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენა
იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, დიპლომირებული
საგანმანათლებლო
პროგრამით
სწავლის
მედიკოსის/სტომატოლოგის
გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ
იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე
ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით; (5.04.2013. N518)
ჰ36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს
ენიჭება პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული
მოკლე ციკლისთვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების
შედეგად. (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ჰ37) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური
ორგანო,
რომელიც
ახორციელებს
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
ზედამხედველობით უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
−
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით; (17.06.2011.
N4792)
ჰ38) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი –
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად
გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების
ნაწილი;(17.06.2011. N4792)
39
ჰ ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.(17.06.2011. N4792)
ჰ40)
საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც
უზრუნველყოფს
საზღვაოსნო
მეცნიერებებში
სათანადო
კომპეტენციის
გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით.
(28.02.2012. N5718)
ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება −
მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული
უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა
და დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს; (28.12.2012
N 187)
ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება
−
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება,
რომლის
ძირითადი
ფუნქციაა
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საქმიანობისა
და
სამეცნიერო
კვლევების
ან
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება,
აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. (28.12.2012 N 187)
ჰ43) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს
ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო. (20.11.2013. N1627 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან)
მუხლი 52.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის,
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტის მიღების საფუძველი (სათაური 17.06.2011. N4792)
1.
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით
სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.(17.06.2011. N4792)
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ბაკალავრიატის
საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო
პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
მიერ
წარდგენილი
წინადადების
საფუძველზე,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით,
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე.
(28.12.2012 N 187)
2. აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს:
(17.06.2011. N4792)
ა) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი
განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
3. აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის
მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული
გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია: (5.04.2013.
N518)
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე
პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი
ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს
სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი
განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ
კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
4. ამოღებულია (6.08.2013 N 917)
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს
ბაკალავრიატის
ან
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი
საგანმანათლებლო
პროგრამების
მიერ
თითოეულ
საგამოცდო
საგანში
აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ერთიანი ეროვნული
გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე
მიიღებიან საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით.
(17.06.2011. N4792)
51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი
ტესტების შედეგების საფუძველზე სტუდენტების მიღებას, განათლების ხარისხის
განვითარების
ეროვნული
ცენტრის
მიერ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში,
ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი
ტესტების შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს
ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო
რაოდენობის:
ა) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი
შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
ტესტის
ბ) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
გ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
დ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის. (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან)
52. შესაბამის წელს დარეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი,
აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხი
აბიტურიენტების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის
51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი
ჯამის ფარგლებში. (17.11.2009 N 2078)
6. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის
ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს
ადგილები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის. (5.04.2013.
N518)
7. ამოღებულია (17.03.2006. N2795)
8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების სოციალური პროგრამის ფარგლებში
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები სახელმწიფო
სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არა
უმეტეს 20%-ისა. (5.04.2013. N518)
9.
შეფასებისა
და
გამოცდების
ეროვნული
ცენტრი
ადგენს
ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უფლება
მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად
საგანმანათლებლო
ერთეულში
ბაკალავრიატის,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის
შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს. (6.08.2013 N 917)
91.
შეფასებისა
და
გამოცდების
ეროვნული
ცენტრი
ადგენს
ეროვნულგამოცდებგავლილ მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების
საფუძველზე ჩასარიცხ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უნდა გაიარონ
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვეს უფლება,
ისწავლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და სიებს უგზავნის
შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. (6.08.2013 N 917)
10.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
და
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ
ამ მუხლის მე-9 და 91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. (5.04.2013. N518)
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას
ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ
კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ფილიალებს. (17.03.2006. N2795)
მუხლი 521.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტის მიღების საფუძველი (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან)
1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ
მიმართულებაზე,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ
მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10
მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი. (28.02.2012. N5718)
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში საღვთისმეტყველო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.
(28.12.2012 N 187)
2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მის მიერ განსაზღვრულ
გამოცდაზე/გამოცდებზე დაუშვას ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც
საერთო სამაგისტრო გამოცდაში ვერ გადალახა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10
მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი. (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
3. ამოღებულია (28.02.2012. N5718)
4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მაგისტრატურაში
საგანმანათლებლო
პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო
პროგრამულ მიმართულებაზე, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო
საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ
პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სწავლის
უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით
დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები. ეს წესი არ
ვრცელდება ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე.
(5.04.2013. N518)
5. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს მიანიჭებს საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ
განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტთა ჯამს. (21.07.2010. N3528
ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
6. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს არ მიანიჭებს საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ
განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს.
(21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
7. მაგისტრანტობის კანდიდატების ხელშეწყობისა და სტუდენტების
მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო
სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში
დასაშვებია: (5.04.2013. N518)
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს
შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
ბ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ
კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი
წესით.
71. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო
გამოცდის გავლის გარეშე დასაშვებია იმ პირისათვის, რომელმაც გადალახა
შესაბამისი ზღვარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ
გამოცდაში. (15.12.2010. N4040)
8. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის
მაგისტრატურაში
მიღება
ხორციელდება
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ
პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით. (17.06.2011.
N4792)
9. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის
ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს
ადგილები ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის.
(5.04.20113. N518)