„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’’
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 2
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2010-10-25
ბიუროს ნომერი 148
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
UJdi603ilqnL JJ.4qiAil60llL IllI'6nU
aJqIEU3il6[qtbJ 6n6AJ0[IqI Id6flr,
Jt6ntd0llL AtEbIq3fl1, JdnDilql6flL
qIFtilIlll, ?ill,JbJb
oj6o N 148
25 oJgr.r06nr6o 2010 $.
LcJrr<ro3nqoL 3;5r'r5oL J16r'r6jgo ,,Loj;16o3nqoL to6onr6o l-r;,;oGo53q6Iqco
ojg?o g3qoqS}nlot; po poSrgnlnloL tXgoSot tgLrtnd"
3g$06oXqodolr qrg3olro qu Uo6ooqlt6
Lr,joorbor 3o8o$X$o
16 - 19 5-30d36.
24 - 26 6oX0bX6o
Jp06ntip I'bpa$h
o16oqolq l$J@bor JoaoOC$o;
qc0orSoL XSqg}roo q43oL.t qo lruOojrqrjo
o5$36r6qool ;oao$3$o
[ardAOAAi 4aAAtsar Prlt ]A6J b1rrl|-,Jr4'ar
b;J.:r6or33qr.rL Jr6qr3156oL boX6r.r rp6g6b:
Lrjrt6or3XqoL J.:t6q;365$oL ,jr.reo$nggdL.: p; L;J;r6q,.:8n5grr 3r6sjgold?o
qoo$3r'rl-r 5r.rr63o$o2qo rjgoL Jt6r'r3J$oL 6;5boq3;
b,>Jrr6or3nqr.rb J.:16q,>3g5$ol-r
cn,:335por3;166
5
,o,
-(
qr3our bsjr6rdS
საქართველოს მთავრობის წარდგინება
LJdJ6tr3fl R0U a0Jti6tr)bJ
Lrj.:<6orgXqoL Jrt6qrSXSgL
Lrjsr6rn3Xqotr 3o6bflog1gooL 67-l
Slbqotr ?nlr;d.>eot.>q
br3r6r'r5Oqnlqm o5ogo.>$o3olr $3lroo [163r'r6oq635rn trsJ.rt6ot3nq,olr
.;.r5o5oL J6o1jgL,,tr.:jrr6ognq,oL to6o116o lr.>3rGoEeqndqo .rJ$?o
63qoqnlnloLs ps q,r0,>gnlnlotr ?3g.r5oU ?XbrbXd".
sq6oil51q 3.r5o5Jt6oXJgtrX tr.rJ.><6o3Xqt'rU J.:t6q;3X5goL
tt;r'rSogngn q; .)qn5sr<r1q trbqoSSd'bn 3r'r3hlr36ndq.rq q.:5o351qo.r
Lsjrr4or3nqolr ?r<ro3olr, 5s50<6onqarlol-ro q.., lro6o.rqgt4o po63olt
SoSobgtioL Oorq5oqX eohnoq qoqodn.
)r+rX3oX6-e oSolgt6o
N Y26E
22.102010
iloJ.rl.\36o
.2L. ta nh
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JA(96J9060
L.\dJ6080qo)b 40536(r)d0L 2r) l0 vROtr 20 (9d6(r)ad60L Lb{s(!801'
l! 4l (')irA0'q.\5
,,tsj*6o3XqoL tro6oXr6o Lr;.>5o53pXL
6r5flr6oXqolols qr Logo.rq",1rr'tr qs63oL 3o5olr$t6o " 1trrthd1)
t.8o$'rn56L1q oj6nlr $srrr8op5Xl'oqo ,1s5o5ot Jr6onj$o R') 6;rgrXg6t L':Jsr6.trrzrrr..el56L 6s6toh"qnxqsp'
or,rq'oL
-
""
z. a.$.Bxli! nisSL goo0oq6xs"1""' 0r6Jrdl0f,R'0ilo1 r'ocJ6r'
L.'Jsdro3lqoL J633o16'3o5olt$d"'
LsJ;rrrrn3XqnL eor316rololr
,ys5116qsr6ooL X3r6r'rl.ro
6.6o,{;16o
q,.,1;t<r1U3q,odi1
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის შესახებ’’
მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, N47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის ,,ი’’, ,,კ1’’, ,,კ2’’, ,,ჟ’’, ,,ქ’’, ,,ც1’’ და ,,ჭ’’ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ი) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების
გამომწვევი მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც
შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას;“;
,,კ1) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – მტკიცებულებაზე
დაფუძნებული, მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის
(ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული
სამართლებრივი აქტით;’’;
,,კ2) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) –
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული
კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა
თანამიმდევრობა, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი
აქტით;’’;
,,ჟ) პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა - გვამის გაკვეთა სათანადო სერტიფიკატის
მქონე ექიმის მიერ სიკვდილის მიზეზის და/ან დაავადების დიაგნოზის დადგენის, სასწავლო ან
სამეცნიერო მიზნით;“;
,,ქ) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური
აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის
ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;’’;
,,ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი - ექიმი, ექთანი, ფარმაცევტი და სხვა პირები,
რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან,
მკურნალობასთან, რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზასთან;“;
,,ჭ) ტვინის სიკვდილი - თავის ტვინის (ღეროს სტრუქტურების ჩათვლით) ფუნქციების
სრული და შეუქცევადი შეწყვეტა სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სპეციალური
საშუალებებით შენარჩუნების ფონზე;“;
2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27.
სამედიცინო საქმიანობას ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი მოწოდებულია ინდივიდის, ოჯახის და მთლიანად
საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად.“
3. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30.
1.
სამედიცინო დაწესებულება
და ჯანმრთელობის
ვალდებულია დაიცვას ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები:
დაცვის
პერსონალი
ა) არ შევიდეს გარიგებაში რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ
პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებს პაციენტებს ფარმაცევტული
პროდუქტის გასავრცელებლად და ამით ნახოს რაიმე მატერიალური სარგებელი
ბ) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან
ურთიერთობისას არ იმოქმედოს ანგარებით, მათ შორის რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის
სასარგებლოდ.
გ) ფარმაცევტული პროდუქტის შერჩევისას პაციენტს შეძლებისდაგვარად შესთავაზოს
ფარმაცევტული პროდუქტების ფართო არჩევანი სათანადო განმარტებებით;
დ) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან
ურთიერთობისას არ გამოიყენოს ფარმაცევტული კომპანიების/ფარმაცევტული პროდუქტის
განმასხვავებელი ნიშნის მქონე ექიმის დანიშნულება ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც
გადაეცემა პაციენტს ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების, გაცემისა ანდა მოხმარების
წესებთან დაკავშირებით;
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა
გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. აკრძალულია პირმა,
მისი თანამდებობრივი ან სხვაგვარი უპირატესობიდან
გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალისაგან მოითხოვოს ამ
კანონში მითითებული პრინციპებისა და
ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების
საწინააღმდეგო ქმედება.
4. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43.
1. ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებულია:
ა) დადგენილი წესით აწარმოოს ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში;
ბ) არასამუშაო ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას წერილობით ასახოს და
დანიშნულებისამებრ გადასცეს ინფორმაცია გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ.
2. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის მინისტრი.“
5. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49.
1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს უფლება აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს
კანონმდებლობით დაშვებულ პროფესიულ შეკრებაში ან სხვა სახის ღონისძიებებში, მისი
ჩატარების ადგილისა და დაფინანსების წყაროს (მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების)
მიუხედავად.
2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს უფლება აქვს იყოს ფარმაცევტული კომპანიის
თანამშრომელი იმ პირობით, რომ არ დაარღვევს ამ კანონით განსაზღვრული ინტერესთა
შეუთავსებლობის ნორმებს.“.
6. 53–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. თავი X-ის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი.“
8. 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს
მოვალეობაა. სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის
ღონისძიებებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.“
9. 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 74.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს
განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და შეიმუშავებს განსაკუთრებით გავრცელებული
გადამდები და არაგადამდები დაავადებების, მათ შორის ენდემური დაავადებების,
ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს.“
10. 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განსაკუთრებით საშიში პათოგენების ექსპორტ-იმპორტი რეგულირდება მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.“
11. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 92.
სამედიცინო დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ეროვნული რეაგირების გეგმასთან.“
12. XVIII თავის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯანმრთელობის
დაცვის
პერსონალისა
და
პასუხისმგებლობა’’
13. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სამედიცინო
დაწესებულების
მუხლი 103.
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული
პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის, ან
პაციენტისათვის მიყენებული მორალური ან მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
14. 117-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ძვლის ტვინის აღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რასაც
ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაადასტურებს ორი სათანადო სერტიფიკატის მქონე
ექიმი.“
15. 139-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ’’ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა
ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული
ექიმის მიერ,’’ შეიცვალოს სიტყვებით ’’ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია
მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული
ექიმის მიერ, თუ:’’
16. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 153.
პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთას აწარმოებს სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმი.
გაკვეთა აუცილებელია, თუ არის ეჭვი განსაკუთრებით საშიში ინფექციით გამოწვეულ
სიკვდილზე. ყველა სხვა შემთხვევაში პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა ხორციელდება
რელიგიური ან სხვა მოტივების, აგრეთვე გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული
ნების გათვალისწინებით, ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თახმობით.“
მუხლი 2. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ეთიკური პრინციპები და
ინტერესთა შეუთავსებლობა
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული მოვალეობის
აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით:
ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი
ცხოვრების წესს;
ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის
პრინციპებით,
საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას,
აღმსარებლობასა და ტრადიციებს;
გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს;
დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას -თავისუფალი და
დამოუკიდებელი;
ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა
შეუთავსებლობის ნორმები, რომელთა დარღვევაც იწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ
პროფესიულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
2. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე
პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მოითხოვს უკვე დაწყებული
სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი
ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების
შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი, (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევისა),
რასაც
ადასტურებს
შესაბამის
სამედიცინო
დოკუმენტაციაში პირადი ხელმოწერით.“.
მუხლი 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N 12, 1984 წელი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი
შინაარსის 447 მუხლი:
1. მუხლი 447. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის
მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა
1. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ,
პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას, ‘’ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს
კანონით დადგენილი ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა, გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების/სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის
დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების/ჯანმრთელობის
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
დაცვის
პერსონალის
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე2 ნაწილით, 44-ე–443, 447, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 90-ე–912, 922,
94-ე–1002, 103-ე–1051, 1054, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე–152-ე, 1522–1542,
1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით,
171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–
17414, 1751, 1752, 1778–178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი
და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით).’’;
4. 239-ე მუხლის 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
38. ამ კოდექსის 442 და 447 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.’’.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და
დამატებების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია არსებული რეალობით,
როდესაც ექიმს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ
პაციენტს შესთავაზოს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის ფარმაცევტული პროდუქტი.
აგრეთვე, კანონპროექტის მიზანია ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ტექნიკურიუ ხასიათის
ხარვეზების გასწორება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია მომხმარებლის/პაციენტის უფლებების დაცვა, რათა მისთვის
დანიშნულების
გამოწერის
მომენტში
მოხდეს
ფარმაცევტული
პროდუქციის
შეძლებისდაგვარად ფართო არჩევანის შეთავაზების უზრუნველყოფა შესაბამისი ხარისხის,
ფასისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებითა და სათანადო განმარტებებით. ამ მიზნით,
ცვლილებები აისახა ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’
კანონებში,
ხოლო
აღნიშნული
ნორმების
დარღვევისათვის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით”.
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ასევე ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ კანონის
დებულებების ტექნიკურად მისადაგება სხვა საკანონმდებლო აქტებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, ცვლილებები და დამატებები შედის
შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ,’’ ,,საექიმო საქმიანობის
შესახებ’’ კანონებში და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”.
კანონპროექტით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი
ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულება და
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულია დაიცვას ინტერესთა შეუთავსებლობის
შემდეგი ნორმები:
ა) არ შევიდეს გარიგებაში რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ
პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებს პაციენტებს ფარმაცევტული
პროდუქტის გასავრცელებლად და ამით ნახოს რაიმე მატერიალური სარგებელი.
ბ) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან
ურთიერთობისას არ იმოქმედოს ანგარებით, მათ შორის რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის
სასარგებლოდ.
გ) ფარმაცევტული პროდუქტის შერჩევისას პაციენტს შეძლებისდაგვარად შესთავაზოს
ფარმაცევტული პროდუქტების ფართო არჩევანი სათანადო განმარტებებით;
დ) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან
ურთიერთობისას არ გამოიყენოს ფარმაცევტული კომპანიების/ფარმაცევტული პროდუქტის ან
სადაზღვევო კომპანიის განმასხვავებელი ნიშნის მქონე ექიმის დანიშნულება ან ნებისმიერი
სხვა დოკუმენტი, რომელიც გადაეცემა პაციენტს ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების,
გაცემისა ან/და მოხმარების წესებთან დაკავშირებით;
შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის ეთიკური
პასუხისმგებლობების
ნაწილს
ემატება
ფარმაცევტული
კომპანიებისა
და
შესაბამისი
პროდუქტების რეკლამასთან დაკავშირებული აკრძალვები. აღნიშნული პასუხისმგებლობა
ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებზეც.
ასევე, ხდება კანონში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გასწორება და მისი
შესაბამისობის უზრუნველყოფა სხვა კანონებთან, კერძოდ, „საექიმო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი - ექიმი
ექვემდებარება სერტიფიცირებას და არა ლიცენზირებას, შესაბამისად, კანონის მთელ ტექსტში
„ექიმის ლიცენზია“ იცვლება ტერმინით „ექიმის სერტიფიკატი.“
ტერმინი „განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამომწვევი’’ იცვლება ტერმინით
„განსაკუთრებით
საშიში
პათოგენი,“
რომელიც
უფრო
ოპტიმალურად
ახასიათებს
იმ
განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების არსს, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი
მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე,
იცვლება დებულებები, სადაც „განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამომწვევის“ ნაცვლად
გამოყენებულია ტერმინი „განსაკუთრებით საშიში პათოგენი.“
ამავე
დროს,
„სამედიცინო
პერსონალის“
ნაცვლად
შემოდის
დეფინიცია
„ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი’’
ასევე, სწორდება ზოგირთი საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, ახალი რედაქციით
ყალიბდება 92‐ე მუხლი, რომლის მოქმედი რედაქცია არ შეესაბამება „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითად პრინციპებს.
,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ კანონში ახალი რედაქციით ყალიბდება 38-ე მუხლი,
რომელშიც ექიმის ეთიკურ პრინციპებში აისახება ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ კანონით
განსაზღვრული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დაცვის ვალდებულება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 447 მუხლი,
რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომებს სამედიცინო დაწესებულების ან/და
ჯანმრთელობის
დაცვის
პერსონალის
მიერ
ინტერესთა
შეუთავსებლობის
ნორმების
დარღვევისათვის.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონის
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონის პროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
საქართველოს
გათვალისწინებული
ადმინისტრაციულ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა
ჯარიმების
ზეგვლენა
სახელმწიფო
კოდექსით
ბიუჯტის
საშემოსავლო ნაწილზე ვერ დადგინდება ამ სფეროში სამართალდარღვევების წინასწარი
პროგნოზირების შეუძლებლობის გამო.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ იაწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის განსაზღვრის წესს.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
გათვალისწინებული ჯარიმები ეკვივალენტურია სამედიცინო სფეროში დღეს დადგენილი სხვა
ადმინისტრაციული ჯარიმებისა.
გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.
გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონის
ხელშეკრულებებთან
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხივ
კანონის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხივი
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით
ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონის პროექტი არ ყოფილა წარდგენილი ექსპერტებისათვის.
დ.ბ)
კანონის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
კანონის პროექტი არ ყოფილა წარდგენილი ექსპერტებისათვის.
დ.გ) კანონის პროექტის ავტორი
კანონის პროექტის ავტორია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო.
დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი
კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.