„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.10.2010
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/233/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2010-10-25
ბიუროს ნომერი 148

📜 ტექსტი

საქართველოს მთავრობის წარდგინება
Ъ5JS lD80RmL Oln38 ObS llljrr4o33qob Jsr6qs0gSgL trj.:r6o3gqolr 3r'r6bgog26oolr 67-l Slbqolr ?Xb.rdsSolrr:q lr.:3.:SoEeqXlqo oSogo;$ogolr $ntrorn [.16eer5op565or L;jor4rn3nqotr ;;5o5oL Jr6roXj$lr ,,lr;5rt6er lrs3.:r6orq'otr olt6opo2q'o .)or6oL - ,,trs$lnrr tr.:r5X5gotr ilnlr.:bnd" L.: j.:r6oSnqorlr ,p6r,r5?o g3qoqnlotr.r R,\ qsS.rgXlnlot ?ng.r5olr rn.:r,r6.r'b6". oqSo?51q ;.;5rn5.)6r,rn jg$X lr;;1.;r4or36qolr hr4q.r8n5$oL lr.r;er3og6go q.r .)q65sr61q trbpoS6d$6 8er3blrl53dq.rp qr6o?52qo.: lrrj;r6or3Xqot 6rr<rXSroL p.'1;3oL.: q.: d153d6o3o r6ntrl16lr6}ot SoSoLg6olr )o163Xqo 3r'rrq6oqn 6r,16.' 3.r8s6;?3osqo. V .)t6X3onr4-0o5olr$dro N y267 22102010 5oqs16o
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b006b▽ 060 もゝdゝ ●(D30R(Ylt 00ヽ 3̀060も 2010 ∇ROも 20 (・ )d000b̀0も もbR080も N41(り d80Rヽ 6 V xXXll. L.iln6rnxirsr,L ,to6roGoL .)6oflil0o ',LsX'\6t,r Ls8s6oqoL olr6oNo"iJq'tt '-"'.i,',t"1r"..I,"dffi, t.,'"6xs6.t txl,oix-I:' t,"J"a'3xsob ,1'>5r'rl'?'r 33q'rq6dol'' l'"$oo'31q''t' 3o"3t6oloL 6;5;rt6,..' .""4..6;;;4,,1 tx6s"5,,r, "[ a.a.1,,"''r''tl" l"'; '6r'r5'';r;1ns'""t l'.'J.'c')'s6qr.l' 3m"316r'rd.b ire,ii,,r,"i.".Uo,, ilrit. .6orr,-O,,tn-" 5.o,1',,;1:.q .J''6'5Jc''CJOtC srnahlrXr'3dqoq 1o15o'6s'r }t53L r i.5ur,3s3r3!,r" ' r,.J"d,-o31q.b 6oo3f'l,^p'11v'1" 'ri."r,},tr,"r'dolL'iot 66,,l, 3o6oL$r", '1"" '63Xqo soop5oq1 b'irntrnor dijr"{or i'n3n 1.8t'r$r'rEX61q oj66l $sr63tnq6n5rrqo ;r5o5oL J<6r'r3j6o pr 6'rpr'nglU o3nq,rnL Jrr6qtfn6$L 6r,6L.:toq36qsq' さ 6030RObこ 600° 0̀囀 06oも o● o も J。 ▼ ∬柑1:21T。 「怒呂 lrujs6- 6. i,o!:1,\',11,tt ° も N.,lit63LitglodX 崚
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “ სატყეო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “სატყეო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონიში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები: 1. მე-6 მუხლის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გ) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;” 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ნ” და “ო” ქვეპუნქტები; ,,ნ) საშეშე ხე-ტყის დამზადება; ო) საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით ფიზიკური და იურიდიული პირების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა”. მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “სატყეო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საშეშე ხე-ტყის დამზადებისა და მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის პროცედურების გამარტივება. დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით, საშეშე მერქნის დამზადების სატყეო სააგენტოს არ გააჩნია უფლებამოსილება, რაც თავისთავად ახანგრძლივებს საშეშე მერქნის დამზადების პროცედურებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს სსიპ სატყეო სააგენტოსთვის საშეშე მერქნის დამზადების უფლებამოსილების მინიჭება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად ცვლილება და დამატებები შედის კანონის მე6 მუხლში, რომლის შესაბამისადაც:  მე-6 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად სატყეო სააგენტოს არ გააჩნია მოვლითი ჭრების უშუალოდ განხორციელების უფლება და მოვლით ჭრას ეს უკანასკნელი ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე (ანუ ხდებოდა მომსახურების შესყიდვა). წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად სატყეო სააგენტო თავად შეძლებს განახორციელოს მოვლითი ჭრები მომსახურების შესყიდვის გარეშე.  მე-6 მუხლს ასევე ემატება ”ნ” და ”ო” ქვეპუნქტები, რომლის შესაბამისადაც სატყეო სააგენტოს უფლებამოსილებათა ხე-ტყის დამზადების ჩამონათვალში ემატება საშეშე უფლებამოსილება და ამავე დროს საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით სატყეო სააგენტო უფლებამოსილი იქნება მოახდინოს ფიზიკური და იურიდიული პირების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება დამატებით გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფანანური ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ გავლენას არ მოახდეს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონპროექტის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონია. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონია. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. გარემოს დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. დაცვისა და