„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის შექმნის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.11.2011
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/372/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-11-07
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJi4Ul3ilqnL Jt.4qJail60llL lllldnI a)qJ5't3t0[qJbt 6n60il0[iqI Jil0lt t, Jd11fld0[L aJ6bllqSIL J6n0ilqTdil, qJ6'tilblll, ?Cl,Jbtb 7 5o63J56o. 20ll ECRo rnj& N 209 brj,:6or3nqob 3r5o5oLr Jt6onJgo ,,bu j,:r6orggqob ?o516o5 ttj0noo LrSoSob$16r'rlr lrrSo16r'r LoSorrroq'ob otrr6oqotrqo Jor6ot ?6Urb6B" lrcjs6or6qcrL 0or.r3t6o}.l - ,,112"-ol-r ?0d35oL 1-rsj. tso5.r3$ lrcJAXor.r lr.r0o5oL$r6r.r oX6oqoXq llSoobor.r ;oAo$X$o 15 - l8 5o33lXr6o 22 - 25 6oilt,6o Ja,ai At,a 6rflE0r ab4/r6 &'Jo('ardx,a ltJ.:t6o3nqob Jrt6q';365$oL do1r<ro rp6n5t: L;js<6cn36q,otr Jor6qr0XSgoL ;rnSogngnlL.: q.: L.:Jrr6q'r3n5go gr6.:Jgond?o q.:o$5r'rb 5r.rr63sgo1q'o .:jgoL Jr6r.rnjgoL 6;5boqg; / lr.>Jrt6or3gqmL J,:16q.:3n5$ol,r or;305qar3st6oL 3r.r,:q5oq'6 / r,r---\_-_ aos,r46o $3r46or6qo /
საქართველოს მთავრობის წარდგინება
しδJδ lD80gや 0し OID58 Obδ ltjrr6o3nqot Jsr4qs0n56t 1r.r j.:t6or36qrrb doSLOoOtGoob 67-l 8lhqoL tglr"'b':8ob';q lr.:;r6oSSqXlqo o6ogo.:$o3ob SXtroor $rr43m6oq6X5o L':jor6o3Xqt'rL ,;.rGo5ob Jdro6j$b ,,L; j.:16m36qerL ?o5"'6s5 t';je3or': L':3o5ol.r$t6olr Lr5';16r't br3;t4ospolr olr4opogqo .)o16ol..r -,,112" -oL t3j35ot t31r':b3d"' V 0oq')T6o J66eoX6-flo5otr$r4o 饒無 ・シrL'4 N y246 04112011
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
δ 806も ▽ 060 bbJb6(D80gt∞ b 80b8̀(1)ふ 0も 201l Ψ'ROも 4 6000も hT・ もbRC)80も ̀0も 40 (り d80く ヽ6 V 刈 X聴 f欄静 蹴Ol柚,W構 椰l構輛辟│ボ靭鱗 3()'Q()00あ ヽもoR0 0` マ :)R。 │(〕 ) Cr,:$r'r56A1q, oj5lL $.;16aroR636oq't) ,ii6'!6J6t'Jd$o p'> 11':11'r11611r L'r;lsr<ror311'q'rllr Js16q;ilX5$L 6.:5trr'boq30q';,P. V L;j.r16o36q,crL )613o116-f oSolt$t6tt trr jr6m3Xqrrlr aor.:36r'rloL 3s5O1,{.r6ool) SB6ttLo ・ 1' 30イ )│も 0't〈
საქართველოს კანონის პროექტი
პროქტი საქართველოს კანონი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის შექმნის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის (შემდგომში – „112“) შექმნა, მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. მუხლი 2. „112“–ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი „112“–ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა და “112“–ის დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). თავი II ძირითადი დებულებები მუხლი 3. „112“–ის სამართლებრივი სტატუსი „112“ არის ამ კანონით დაფუძნებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მუხლი 4. „112“–ის მიზანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. „112“–ის მიზანია სხვა უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად კოორდინირებული საქმიანობით საგანგებო სიტუაციებისას და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტური მართვის განხორციელება და ამ მიზნით შეტყობინების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის საშუალებით (112). 2. „112“–ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) საგანგებო სიტუაციებისას და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევათა შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება, შეფასება და მათზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ბ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა; გ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევათა აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება; დ) „112“–ის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ე) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. „112“–ის საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევები, „112“–ის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“–ის დებულებით. 4. ამ კანონის მე–4 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე შეიძლება გამოიცეს მინისტრის ნორმატიული აქტი. მუხლი 5. „112“–ის მართვა და წარმომადგენლობა 1. „112“–ის ხელმძღვანელობს „112“–ის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. „112“–ის დირექტორი: ა) წარმოადგენს „112“–ს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს სამართლებრივ აქტს) „112“–ის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „112“–ის თანამშრომლებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს „112“–ის სახსრებსა და ქონებას; ე) ახორციელებს „112“–ის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. „112“–ის დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „112“–ის დირექტორი. 4. „112“–ის დირექტორის მოადგილეების რაოდენობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება „112“–ის დებულებით. მუხლი 6. „112“–ის სტრუქტურა 1. „112“ თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. 2. „112“–ის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება „112“–ის დებულებით. მუხლი 7. „112“–ის ქონება 1. „112“–ს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. „112“–ის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომელიც აისახება „112“–ის დამოუკიდებელ ბალანსზე. მუხლი 8. „112“–ის დაფინანსება 1. „112“–ის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; გ) „112“–ის მომსახურების საფასური; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. „112“–ის მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელ პირთა წრეს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ცენტრის მიზნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარებას ხელშეწყობას. მუხლი 9. „112“–ის სახელმწიფო კონტროლი „112“–ის ს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუხლი 10. „112“–ის საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი „112“–ის საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 11. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2012 წლის 1 იანვრამდე: ა) დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის დებულება; ბ) თანამდებობაზე დანიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის დირექტორი; გ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის შექმნისათვის აუცილებელი სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“– ის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „112“–ისთვის გადაცემა. მუხლი 14. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “112”-ის შექმნის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,112’’ (შემდგომში - „112“), განისაზღვროს მისი სტრუქტურა და უფლებამოსილებანი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია განისაზღვროს „112“–ის უფლებამოსილებანი, სტრუქტურა, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი, მათ შორის „112“–ის ხელმძღვანელი პირის უფლება-მოვალეობანი. ასევე, განისაზღვროს კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების ნუსხა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით იქმნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „112“, რომლის საქმინობის ძირითადი სფერო იქნება – საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მათზე შესაბამისი რეაგირება. კანონპროექტით „112“–ის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი იქნება „112“–ის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე როგორც „112“–ის წესდების დამტკიცების უფლება ექნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ნაწილზე. მიღება მოახდენს გარკვეულ გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ახალ ფინანსურ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც მოექცევიან ამ კანონპროექტის რეგულირების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით დადგენილი არ არის ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტის შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დ.დ) პროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა