„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.10.2011
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/357/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-28
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJ'(03tqnb JidqJAJ60lll' b[?dnL aJqJFU3il6fl qilbJ SndAl0niqI Jil6lll, JdniltOlll, Atr6bflqtIL tdnDilql'(IlL qtSUilblll, ?ill,Jbilb 28 oJ6oarrd,o. 20ll s3q" r'{0o N 207 Lljrr6o3nqob 3o5o5oL Jt6onJ$o ,,bojlr6oSnqrT t.r $o6o316o b,>;,>5t'r58qglqo .>;lg?o g3qoqSBob ?n$r5oU o.:tT lrt6" JSot$ qr t Joao0c6o; 15 - 18 SoaarC6o 22 - 2s 6",d&rto )F!C6nnAE! LLpaiL$t lr.goS.r6lxr-lr,$o133$o 3o0o$3$o ,pei'OileAa ln AR@r Prb/fS! t)i,rPP$d<o! b,>Jst6or3XqoL J,:16qr0X5$oL do2r6r'r rq6n5l-r: LoJ;r6ar33qolr Jrr'rq';3n5$oL. 3osogngnlLr q; t,>Jr<6q.:335$r'r 3<4rJgoXb?o poo$gmL 5r'r<60r$olqo rJ$olt Jr4onj6oL 5,>5boq3s t.r br,.l;<rror33qmt.r J,> r+r q' o3 6 5$ o 1\'l' 8r'r;p5oq; u,o38y1.ro8otcroL Jorrr 13q'o 6 8ob;oq 3s|.:3srrrorSo
საქართველოს მთავრობის წარდგინება
b5J561D80ROし 31D586mbS ψ b。 」S6喝oROも bδ J。 も、 3● 6030'(Ob 806も 0000000` 6060R3み RIY1 060130● 3。 6(っ 6ol, 0080t 'o100 36(■ OJOし ,,tδ Jヽ 6080買 0し 3δ 6Rs8060b 67‑3 80bgeo` ▼ δ6■ つ60R6060) ■oЪ 。 き 。 3。 bδ R Ъ5Jさ ̀030RIYIЪ `0600̀0 も 、 δ J、 6。 ,60R33で O J6η 0 l)0 (38ROR330も ■00δ 60も ∽δ9お δ l・ ‐ Jl,r38o;16-3o6olg16o 150'<'.:'06o N1/229 24102011▼ 藤
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b806b▽ 860 t JdJ6OBCR(')L AO536OdOl, 20ll VROL 2l (Y)d.5OAd60L LbrS(rAOl, i.F38 Oda0RJ6 ▼ XXVI. t;j;r6rn36qr.rlr,;r5cr5oL .l6cr1d6o,,t5dnd)o0XqroL tor5ont4o L,:.yr5r.rF aqndqs, sJg?o g3qoq6doL ?X6s6otu orrod,>$n" (8r'r3tLn5ndlqo Lsj,;r6o36 qot lr;LlnqoqLt6tRAdot, J6oA.\GooLr qs ont6oqonqo psbSsr4ndoL L,>,;e otor 3o5oLgt6o lr.;r'q,3.'tXqodX) At,$rn6X81q, oj53tr $s6aop5n5oqo ,1.:5o5J6r.rn j6o qs 5r,q.:X6;L 1,.r j..,t6o3Xqr.rLr )st6q,s3156L gsElr.'troq'31q.>q. lrs js6or3nqortr Jt663o3t6-3o5oLgt6o L.; js6o3Xq,r'rl-r Srns36odoL ;.:66Xq,><6ooL n36olro V 中 ̀ ̀,
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) 67-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისთვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ.“. ბ) 67-ე მუხლს დაემატოს 11 ნაწილი შემდეგი რედაქციით: ,,11. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, პირობით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნა შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც.“. მუხლი 2. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N24, 02.07.2007, მუხ.219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) მე‐2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე).“. ბ) მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილი რეჟიმის დარღვევა მსჯავრდებულის მიერ, – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს მის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. დადგენილი რეჟიმის მესამედ და მეტჯერ დარღვევა მსჯავრდებულის მიერ გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, რაც ასევე შეიძლება გახდეს პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი.“. გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: ,,მუხლი 121. კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის პირობები 1. მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას და რაც დასტურდება ექიმის შესაბამისი ცნობით; ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის განქორწინებული)), ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან, აგრეთვე სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა; დ) თუ მსჯავრდებულის მიერ დაირღვა დადგენილი რეჟიმი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორს‐მაჟორის) პირობებში, კერძოდ, სტიქიური უბედურებების, ავარიების, ხანძრების, მასობრივი არეულობების, სამხედრო მოქმედებების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევებში, რაც დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების დოკუმენტით; ე) მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, აგრეთვე მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების ,,ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი მსჯავრდებულის მიერ უნდა წარედგინოს პრობაციის შესაბამის ბიუროს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. 3. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი არ ადგენს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გარემოებები დადასტურებულია წინმსწრებად - მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევამდე.“. დ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. ე) 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი: ,,4. პრობაციის ბიუროს უფროსი, მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებული პირებისათვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომში - მუდმივმოქმედი კომისია).“. ვ) დაემატოს 211 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 211 . პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნა 1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულისათვის (მათ შორის პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისათვის, რომლის ყოფაქცევაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით) გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ, კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია. 2. გადაწყვეტილების მიღებისას მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე. 3. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომლის შემადგენლობაში შედიან: ა) პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 3 თანამშრომელი. ბ) როტაციის წესით - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი; 4. მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლის კანდიდატურას მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო. 5. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის 3 თანამშრომელს ამტკიცებს მინისტრი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 6. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ექვემდებარებიან როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ. 7. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს კომისიის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს კომისია. 8. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. 9. პირობით მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 10. მუდმივმოქმედი კომისიის განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე მუდმივმოქმედი კომისია იღებს გადაწყვეტილებას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისთვის ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ. 11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისთვის ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახალი განხილვა დასაშვებია გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლის შემდეგ. 12. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.”. ზ) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას პრობაციის ეროვნული სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ნორმატიული აქტით.”. თ) 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: ”5. მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების დროს, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ დადგენილი პირობებისა და წესის შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს დაზღვევით.“. ი) 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სათანადო სახის ,,2. თუ აღნიშნული მდგომარეობა არ გამოსწორდა ერთი კვირის ვადაში, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.“. კ) დაემატოს 452 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 452. მუდმივმოქმედი კომისიისათვის შესახებ ხელახალი შუამდგომლობის წარდგენის ვადა პირობითი მსჯავრის გაუქმების ამ კანონის 211 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვადა მოქმედებს 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2014 წლის პირველი იანვრიდან აღნიშნული ვადა შეადგენს 6 თვეს.“. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქარველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,, საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა და შესაბამისი ცვლილებების ასახვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც განაპირობა პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის ახლებური რეგულაციის მიღებამ. ასევე, კანონის დახვეწა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან მისადაგების და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის აუცილებლობის თვალსაზრისით, აგრეთვე ზოგიერთი რედაქციული ხასიათის უზუსტობის აღმოფხვრა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის სპეციალური კომისიის შექმნა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანუ ამგვარ მსჯავრდებულებზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში. ასევე, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა, არასაპატიმრო სასჯელების ეფექტურად საზოგადოებისათვის გამოყენების სასარგებლო მიზნებიდან შრომამისჯილის გამომდინარე, შესაბამისი დაზღვევით უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, სასამართლო განხილვის გარეშე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი მუდმივმოქმედი კომისია დამოუკიდებლად იხილავს და წყვეტს მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტით გათვალისწინებულია მსჯავრდებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირობითი მსჯავრის გაუქმება და ნასამართლობის მოხსნის შესაძლებლობა გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, რასაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. კანონპროექტის მიხედვით, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს სამართლებრივ აქტს სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ ორსული ქალისათვის, აგრეთვე იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს 5 წლამდე შვილი. მაშინ როდესაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის ახალი რედაქციით, სასჯელის გადავადება ხდება ორსული ქალისათვის, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე. კანონპროექტით გათვალისწინებულია იმ პროცედურების დახვეწა, რომელსაც მსჯავრდებული გადის პირობითი მსჯავრის დროს. ამიტომ პროექტში დეტალურად მოხდა მსჯავრდებულს იმ გარემოებების საპატიოდ ეთვლება ჩამოყალიბება რომლის დროსაც კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, მაგალითად, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია პრობაციის ბიუროში გამოცხადება. ექიმის სათანადო ცნობის საფუძველზე მსჯავრდებულს რეჟიმის დარღვევა ჩაეთვლება საპატიოდ. გამოუცხადებლობის საპატო გარემოებაა აგრეთვე სტიქიური უბედურებები, ავარიები, ხანძრები, მასობრივი არეულობების, სამხედრო მოქმედებების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევები, რაც ასევე მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან დოკუმენტაციის წარდგენას . იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულების გარკვეული რაოდენობა წარმოადგენს სოციალურად დაუცველ ფენას, მათი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო დაზღვევით უზრუნველყოფას, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. განხორციელდება პროექტის არასაპატიმრო ფულადი სახსრების გამოყოფას დაფინანსება სასჯელთა (დაზღვევის აღსრულებისა და ხარჯები) პრობაციის ეროვნული სააგენტოს არსაბიუჯეტო შემოსავლებიდან მიღებული სახსრებით. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): ასეთი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები არ არსებობს. დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტები: არ მიუღიათ მონაწილეობა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.