„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2011
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/492/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJd0Stq11U JJdqlAt60lll, btll6nb aJqJEUSt0[qilbi 6n6aJ0[Tqfl Jil6nL Jdnt]tqrd[], ai6bllqt[[ J6nild0lltl qtEUilblll, ?ilLtbCb 17 ojgoar6ao. 2011 $pqo .,jao N 20s ,,Lo jo6oggqob t-er6o916o lr;3l5o53q3lqo bo;ls16og6qrrlr ;t5o5ol-r - rd$SoJr6o3;l$o g3qoqXlob ?X$o6ob ocrnlr$n" oy6oqojq lr.r3oortro.r 3o8o$X$o 1- 8 - 11 6r,pc6o 4 St'rCalAd,o ,JE!A6rt6ar! Lbpaanlt 6bAnt"r' r'onoalo,t n .ua"ao l) ljrtutanton annqlo Lry*cStrcr-tslo11g6r" 3oAo$C$P; cq.rAoJSol, lgqC8loc q43oU.r q,r tro&r$rqJlh o56cad{ml, J,&6c0n J.rtoOJdJd,. dnAT<or I,"LU6j l)rinE:PCAirPa" trs j,:r4or3Xqnb Jor4 qo0X5$ol-r do2<rto,>p635b: Lsjr<6or36qoL J;<6q,>0X5$oL Jr'rAoOSOSaLJ q; L;Jrr6q'r3X5$r'r 3dr;j3oXd?o p;o$6oL 5ror63r$o2qo rd$oL J6o3J0oL 5o5boq'3s b;j;<6or36qoL Jrt6q.:3X5$oL ors331qr.r3,>r6oL ?m;pgoqX _ ! bo(')6bo $,C63o)0q)o
წერილი
l,JdJ6030Rt'll, )J6sf JAC6O0l, SC360 AeSOolt ir6,tdob lt,s ;4nif,oL Tg4oltlt Xory4 bio$oodnLt jsqls$o5o Xor36' lr,>;l.,r4tn3XqoL ;o5tr$o61;6ooLr 67-n flhqoL oro6sbS"q -$':63o6op635o 1,"J"d,";;0q;; ;sok.:3a66ol' $6rtrl}otr $3orq 6'1':3rl' ^ps^ o6re{rto .ql"3"a"rr- anxa tr";"s.sap36qo o5o6or$o3otr $ltroor St.rBtrpJdlsl' ;i"i's.,a,66r, ;$.6n67- L'>,;s5o50qxlqo s;l$?o"33qoqnloL tx$s5oL or.roEst3". 6orbo3rn, 'tr;3osq5o351q 0L3sl'0qo6;. ot. qs6i,r'roro: - " 31t63q;q' Jsgo3oLgnOoor' t3osq;1.p3r 2 s6qr4o.>qs3od6 ?lemiqflnqo J ArFaoq.?0oqo 60q: 2t 16 9l ;;5ro6)r6rrXj$L Co[r61or tntrt]sSotro
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს 14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 პუნქტი: „15. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები, ისარგებლოს მესამე პირთა მომსახურებით და შეასრულოს სხვა მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი ფუნქციების განხორციელებას.”. 2. 142 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების მოთხოვნისადმი პოლიციელის დაუმორჩილებლობის კანონიერი შემთხვევაში განკარგულებისადმი აღსრულების ან პოლიციელის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.“. 3. 147 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41.კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების მიზნით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის აღნიშნული მომსახურების საფასური დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“. 4. 181 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული.“. 5. 183 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან არის წარმოდგენილი არაუფლებამოსილი პირის მიერ, ამის თაობაზე 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება საჩივრის შემტანს და განესაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.’’. 6. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.“. 7. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე;“. 8. 38-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აღსრულების საფასური“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აღსრულების საფასური (შემდგომში – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.“; გ) მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, გარდა ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე აღსრულების საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით საფასურისა.“; განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი დ) 61 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 10%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;“; ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თანხის სააღსრულებო გადახდევინებასთან ფურცლის აღსრულების დაკავშირებულ ეროვნულ საქმეებზე ბიუროში კრედიტორის შეტანისას მიერ გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა). საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად.“; ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ აღსრულების საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად.“; ზ) მე-13, 131 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის ამ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე–16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და ამ ორგანოთა კრედიტორები. საფასურის გადახდა და დაკისრება არ ხდება აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. 131. საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან არ თავისუფლდებიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურისა. 14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორების, რომელთაც გააჩნიათ ფულადი მოთხოვნები, მოვალეების მიერ ამ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%-ს (არანაკლებ 50 ლარისა);’’; თ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საფასური არ გადაიხდევინება აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე აღსრულების დაწყებამდე თანხების შეტანაზე, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თანხების შეტანაზე;’’; ი) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი: „16. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური გადაიხდევინება სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ამ ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში და შეადგენს ამონაგები თანხის 7%-ს.“. 9. 391 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თანხის დაბრუნება“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თავისი კუთვნილი თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში.“. 10. 50-ე მუხლის: ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას.“; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. იმ შემთხვევაში, თუ პირველ განმეორებით აუქციონზეც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა ამ კანონით დადგენილ ვადაში, დასრულებიდან აღსრულების 15 დღის ეროვნული ბიურო ვადაში გამოსცეს უფლებამოსილია აუქციონის სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას.“. 11. 75–ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 12. 771 მუხლის: ა) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური მარეგისტრირებელ ორგანოს ამ რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ პირველ განმეორებით აუქციონზეც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა ამ კანონით დადგენილ ვადაში, დასრულებიდან აღსრულების 15 დღის ეროვნული ბიურო ვადაში გამოსცეს უფლებამოსილია აუქციონის სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური მარეგისტრირებელ ორგანოს ამ რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას. 3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების ასლი ეგზავნება სახელმწიფო ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს და იმ ორგანოს, რომელიც მონაწილეობდა სააღსრულებო წარმოებაში.“; ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ქონების მიმღების დასახელებას;“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პირველი ან პირველი განმეორებითი (იმის მიხედვით, თუ რომელი აუქციონის შემდეგ განხორციელდა ქონების ნატურით გადაცემა) აუქციონისათვის დადგენილი საწყისი ფასით.“. მუხლი 2 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 2. 239-ე მუხლს 131 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 ნაწილი : „132. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი.“. 3. 243-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, დამრღვევი პოლიციის მუშაკმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, აღსრულების პოლიციელმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში.“. 4. 246-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) აღსრულების პოლიციელს – ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევებში.“. 5. 248-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის თანამდებობის აღსრულების პირებმა, პოლიციის ხოლო სამმართველოს საქართველოს საამისოდ საკანონმდებლო უფლებამოსილმა აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“. 6. 313-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული აღსრულების პოლიციელის მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება.“. მუხლი 3 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი: „ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო – სარჩელებზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობისას.“. მუხლი 4 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-2 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-2 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმ ცვლილებების შეტანის აუცილებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სააღსრულებო პროცესის სრულყოფილად განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სააღსრულებო პროცესის მაქსიმალური დახვეწა და ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც გამოვლინდა პრაქტიკაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შედის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული ცვლილებებით აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სამართალდარღვევათა პროცესში კოდექსის 173-ე ენიჭება საქართველოს ადმინისტრაციულ მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაკავების და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების მიზნით სასამართლოში წარდგენის უფლებამოსილება. კანონპროექტით იხვეწება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტასთან და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. კანონპროექტით ცვლილებები შედის აღსრულების საფასურის მარეგულირებელ ნორმებში, კერძოდ, ცალკეულ შემთხვევებში განისაზღვრება აღსრულების საფასურის მინიმალური ოდენობა. ახლებურად რეგულირდება ქონების ნატურით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, რითაც უფრო ეფექტური გახდება ქონების ნატურით გადაცემის მექანიზმი. წარმოდგენილი კანონპროექტით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართარღვევათა კოდექსში, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‐ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე აღსრულების პოლიციელს ენიჭება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, სამართალდამრღვევი პირის ადმინისტრაციული დაკავების, პოლიციაში წარდგენის, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებს დამატებას ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიურო თავისუფლდება სარჩელის წარდგენისას სახელმწიფო ბაჟისაგან, როდესაც იგი ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მონაწილობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:კანონპროექტის პარლამენტის წევრები: ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე ინიციატორია საქართველოს