„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.10.2011
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე.
ნომერი
#07-3/493/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-13
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJi40lSCqnU lIdqJAt60lll, bllldnU ailqJ6'u0t0[q0lJ 6n6at0[xqI Jd0lll, i,4nCd0nl, At6bIqtIt i6nt]ilqXdllL qJEUCllll, ?Cl,JbCb U ojgoalg6o. 2011 t'aqo rojOo N 205 brjr16oSnqoU ,;sErrSoL Jrrronj$o ,'L,>jur6o3nqol.r- to-6-on14o L;;oEoSSqnlqrn Dj$?o g3qoqnlob ?3$r5ob ?nL.>bnd" $ot$ Rr ! Joao6c6o; 8 - ll 5c'Aaradro 1 - 4 5clCa6A6o - a"6a6o ai L aa6. I' t^ ? 6 n tp o a nt't<' ,tK'A6,\r1 i,g' L t\ontAi $C -J ,J.406dAa 6"0*01 4,rr,ir6J rrrJA'4,rrq'a b;j;6or3Xqob J,:rarq;335$otr bo2r6r'r ;p615b: L;jrr6or3SqoL J.>r6qr335$ob,jm0o$n$nlLr pr LsJsr6g;335$r'r 3r6;J6ond?o q;o$XoL 5rnr63r$o1q,o j$oL Jr6r'rXj$ob 6r5toq3; .> tr;Jsr6or3nqrnL J;16q.rBg5$oL oroJ135p,r'r3;r6ob ,l 0r'rrq6oq'1 \ <-r 6oo166o $g<6nornq'o
წერილი
l,JdJ6UlSCRt'll, JJ6RJ0C6O0U SC860 bs A?qOob ,tdndoL rAJidoL A860lllr notXd lryot6;odXb jsqltgt'r5o 6orXt6, Urjsdro3;q,rrl-r Jc,5L$o$U(looL 67-3 e2bqolt rn.:5;h3sp Is63r'r6op515o loCqa .sldqrt3oqob, 3;b.>d3t?t L.; j.rr6<n3gq roL J;r6qs3n5$oL $X3drldoL 3o316 bs;,;5o53p38qo ;5a.:3.rr6o,loL,'b3orp,]2,1.'3sL,Q.' rSpdln' rq'rSoaoL to6oX6o "LsJs6o3nqolr aetS$spXIlq' J,)Sr'rGJdlrCdOt' o5o(]1116000lt S6troo Lu;r5o50q3lqo rd$to OARoqCaoU tsn$,sEolr B31rst36" 5ortrn3rn, 1,13o.:p5o?51q ;s5o6Jr6r'rXj$L Ctr3qlqolr. ot. g,s6sC'oo: - " 31r611q'.r1." )rgo3ol-rgn8oo, ( Jr3qn;1dq.:?3oq" // ;sbsln6 oSyrgst6od6 _ $gosp .;1.;rg.: t) s5qt6o rq,:3odn S. tCalll6r{08aqo: + 6%oqs?0r'qo Oaq 28 16 9l CoLglor RlLslrSoLo
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24,03,2010წ. მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი: „71. ხანმოკლე პაემანი არ ეძლევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემანი, თუ გასულია ამ კოდექსის 87-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ნახევარი.“. 3. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ბ“ და ”გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი სატელეფონო საუბარი - არა უმეტეს 15 წუთისა;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“. 4. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) დამატებითი სატელეფონო საუბარი; თ) დამატებითი ვიდეოპაემანი.“. 5. 65-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით საკუთარი ხარჯით თვეში 1 დამატებითი სატელეფონო საუბარი - არა უმეტეს 15 წუთისა;“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება აქვს, ჰქონდეს 1 წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“. 6. 66-ე მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დამატებითი სატელეფონო საუბარი;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) დამატებითი ვიდეოპაემანი.“. 7. 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ბ) 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;“; ბ) „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით საკუთარი ხარჯით თვეში 1 დამატებითი სატელეფონო საუბარი - არა უმეტეს 15 წუთისა;“; გ) „ვ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ათი კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს არა უმეტეს ერთი ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - თვეში დამატებით 1 ვიდეოპაემანი.”. 8. 72-ე მუხლის: ა) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, - ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. 6. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით საკუთარი ხარჯით თვეში 1 დამატებითი სატელეფონო საუბარი - არა უმეტეს 15 წუთისა.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.“’ გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი: „9. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს ათი კალენდარული დღის განმავლობაში ჰქონდეს არა უმეტეს ერთი ვიდეოპაემანი, ხოლო წახალისების ფორმით - თვეში დამატებით 1 ვიდეოპაემანი.“. 9. 82-ე მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“-„ლ“ ქვეპუნქტები: „თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; კ) პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით; ლ) ფულადი გზავნილის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით.“. 10. 90-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია დაეკისროს ადმინისტრაციული პატიმრობა არა უმეტეს 60 დღე‐ ღამის ვადით.“. მუხლი 2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 378-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან მის მიმართ ძალადობა ან მისი ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა პატიმრობის/თავისულფების აღკვეთის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა დისციპლინური სახდელებისა და წახალისების ფორმების უფრო დეტალურად და სრულყოფილად ჩამოყალიბების აუცილებლობამ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ ნორმების ლიბერალიზაცია და პატიმრობისა და თავისუფლების დაწესებულებებში მართლწესრიგის განმტკიცება. არსებული აღკვეთის ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს დისციპლინური სახდელებისა და წახალისების ფორმების დეტალიზების საკითხს და ამომწურავად ჩამოთვლის წახალისების ფორმის სახეებს, რომლებიც გამოიყენება მსჯავრდებულთა მიმართ. განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, ნახევარად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს წახალისების ფორმით დამატებით უფლება ექნებათ ისარგებლონ თვეში 1 ხანმოკლე პაემნით, 1 სატელეფონო საუბრით - არა უმეტეს 15 წუთის, წელიწადში 2 ხანგრძლივი პაემნითა და 1 ვიდეოპაემანით. ასევე, აღნიშნული ცვლილებით გათვალისწინებული იქნა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების წახალისების ფორმები. კერძოდ, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს საშუალება ეძლევა წახალისების ფორმით დამატებითი ისარგებლოს თვეში 1 ხანმოკლე პაემნითა და 1 სატელეფონო საუბრით - არა უმეტეს 15 წუთისა. ამასთან, გასათვალისწინებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ცვლილებით უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს წახალისების ფორმით საშუალება ექნებათ წელიწადში დამატებით ისარგებლონ 2 ხანგძლივი პაემნით. პროექტის მიხედვით ასევე იზრდება არასრულწლოვანთა უფლებები. კერძოდ, არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, უფლება ექნებათ წახალისების ფორმით დამატებითი სახით ისარგებლონ თვეში 1 ხანმოკლე პაემნით, 1 სატელეფონო საუბრით - არა უმეტეს 15 წუთის, 1 ვიდეოპაემნითა და წელიწადში 2 ხანგრძლივი პაემნით. პროექტით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებისას გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა (საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი). აღნიშნულით მოხდება როგორც წახალისების ფორმების, ასევე დისციპლინური სახდელების დაბალანსება, რაც გაცილებით სრულყოფილ სახეს მისცემს პატიმრობის კოდექსს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო საშემოსავლო ნაწილზე. ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): ასეთი არ არსებობს. მოსაკრებლის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. პრობაციისა დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია, საქართველოს პარლამენტის კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე. წევრები: და პავლე