„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.10.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/494/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
III მოსმენა
✓ 62 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 20-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.“ 2. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა, ხოლო სხვა დაშვებული საქმიანობის სახეობები განისაზღვრება ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტის მიღების მიზეზი განაპირობა საქართველოს ტყის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიღების მიზანი განაპირობა საქართველოს ტყის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; პროექტის შესაბამისად: ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის აღკვეთილში თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნებოის მოწყობა. დაშვებული იქნება ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღება არ ართულებს სახელმწიფო ადმინისტრირების პროცესს (არ ითხოვს ახალი სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბებას ან არსებულის გაფართოებას) და შესაბამისად, არ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებასთან. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს იმ პირთათვის ვისზედაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა სამთავრობო დაწესებულებებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებსა და ექსპერტებს არ მიუღიათ მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში. დ.გ) კანონპროექტის ავტორი; კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი; კანონპროექტის ინიციატორია ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ