„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 64 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-17
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qJ6Utblll, ?ill,ibilb
17 ojgoars6o' 2011 $3q"
ojSo N 205
Jrqo$ol-r
boilr16o3gqob
drSr'rSob J16r'rnj$o,,Lojr16ognqmb. 416-61r.lq"t,r
--"ixrrffi' L,:io<?,o36qoL
3iB'stn Osqnq'n}66ot tn$r5ob osols$1"
bSo6r6Ler-L.ioX13$er 3o3o$3$o
8 - 11 5o30336o
t - 4 6,rflc6o
@oa7pr'4"aoq
Pwbd'n tffiaPar sro'p6r t)npPP,aiEdn
br j,:r6or3lqrT l-r J,:r6 q s3X5$o b doX<6r'r'>p665L:
Lo jsr6or3Xqmb J;16q';3356ob
3r.r3ogn$nlL; Ps
L;J'>r6qs8n6$rn 66rJgo3d?o
e*93.[" 5m<?r8;$olqo rj$olr Jd's,CdOoL 6;5bof,3r
br;lsr6ar3lqmL
"o,',rtaxi",i"o"r'Jrr6q'>3X5$ob
a.,"P6nqx
9
--J
166o $Xr63onqo
წერილი
l,JdJ6UlSCRtlu ;J6RJ305r50l, SC860
Ls,,rdr6.r5o1,..'gor.r RJ.l,)f1(5Jil0l'0o1, .1yJ6r1l,l1
Ji1qds$'.,5 lor1dr L3os5,,od;1lr
lr,'J.:rrro,;yJlslcrI;cr5tr$o1)21;oolr 67-n fltb,{oL ilnlrsdsSoL.:p lr.r.1r5r'rGi)q1;i\q.r
ot,,rgo6;lAolr $11Lour $srrrilr':5oq53f,o L,rJ.'r<rm31q'crlr ,p6r'r5oL JrrtrX;l$tr
,,lrrl.rroo,31qcr L ,3r,r51;r''rr'rrlolr Jsqr$oL ?l;tr;h1?, lr.'lsr6 rn;13q m lr ;,r6otiIr
SolrgXrn'f;ltrri\.rllolro flLiR0Il'cri\,\.
G;lirl'rrq;12,;1?,oL ?;ygr,txrL orrmtrs1,;1".5rnhcr3rn
1,116r'l,\';1gb(ro;odJ;
4)
o
rl,q,l,rlr rq,.r;1r,,111
floL1r,r{ 1lJrr$oil3orltt
.lL. t'o .tJ
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“
საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე I ნაწ., N1, 15.01.2009წ., მუხ.2) შეტანილ იქნეს შემდეგი
სახის ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. კანონის მიზანი
1. ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს
კონტროლის პალატის (შემდგომში – კონტროლის პალატა) სტატუსს და დამოუკიდებლობის
გარანტიებს.
2. კონტროლის პალატის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და ორგანიზაცია
განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.".
2. ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის ,,ბ“, ,,გ“ , ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები;
3. მე-3 მუხლის:
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კონტროლის პალატის სტატუსი და დამოუკიდებლობა“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნები
კონტროლის პალატის საქმიანობის ძირითადი მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო
სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების
კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის,
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.”.
5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. კონტროლის პალატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და
პრინციპები
1. კონტროლის პალატა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის,
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
საფუძველზე.
2. კონტროლის პალატა ხელმღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით.
3. კონტროლის პალატის საქმიანობის პრინციპებია:
ა) ობიექტურობა;
ბ) დამოუკიდებლობა;
გ) საჯაროობა;
დ) პროფესიონალიზმი.".
6. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. კონტროლის პალატის უფლებამოსილება
კონტროლის პალატა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ამოცანების
შესასრულებლად:
ა) ახორციელებს აუდიტს ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) უფლებამოსილია ჩაატაროს ექსპერტიზა და გასცეს დასკვნები საფინანსო და
ეკონომიკური სფეროების მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების
პროექტებზე, აგრეთვე იმ პროგრამებზე, რომელთა დასაფინანსებლად განსაზღვრულია
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტების სახსრების გამოყენება ან რომლებიც გავლენას ახდენს ამ
სახსრების ფორმირებაზე; აგრეთვე, წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს, სხვა შესაბამის
ორგანოებსა და დაწესებულებებს საგადასახადო კანონმდებლობის, სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემასა და სრულყოფასთან დაკავშირებული
წინადადებები.“.
7. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კონტროლის პალატის ორგანიზაცია და სტრუქტურა"
9. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. კონტროლის პალატის სისტემა
1. კონტროლის პალატას ხელმძღვანელობს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
2. კონტროლის პალატა ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემაა, რომელიც შედგება
სტრუქტურული ერთეულებისაგან, მათ შორის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში. კონტროლის პალატის სტრუქტურას განსაზღვრავს კონტროლის პალატის
თავმჯდომარე.
3. კონტროლის პალატაში იქმნება პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობას და წევრთა
რაოდენობას განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
4. კონტროლის პალატის ორგანიზაციასა და საქმიანობასთან დაკავშირებული
საკითხები განისაზღვრება ამ კანონისა და კონტროლის პალატის რეგლამენტის
შესაბამისად.".
10. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
11. მე-10 მუხლის:
ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კონტროლის
პალატის მოსამსახურეებს;“;
ბ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1“ ქვეპუნქტი:
,,დ1) თანამდებობაზე ნიშნავს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელს ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით;“;
გ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ამტკიცებს საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა
თანამდებობათა დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს კონტროლის პალატისათვის
დადგენილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში;“;
დ) ,,ზ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) ,,პ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ1“ ქვეპუნქტი:
,,პ1) უფლებამოსილია კონტროლის პალატის წარმომადგენლობის უფლება მიანიჭოს
კონტროლის პალატის მოსამსახურეს;“.
12. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. კონტროლის პალატის პრეზიდიუმი
კონტროლის პალატის პრეზიდიუმი სათათბირო ორგანოა. იგი ასევე უფლებამოსილია
განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული დავა კონტროლის პალატის აუდიტის
ანგარიშთან დაკავშირებით ამ კანონის VI თავის შესაბამისად.“.
13. მე-4 თავი ამოღებულ იქნეს.
14. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. კონტროლის პალატის აუდიტორული უფლებამოსილება
1. კონტროლის პალატის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის
ფარგლებში,
ვრცელდება
საკანონმდებლო,
აღმასრულებელი
და
სასამართლო
ხელისუფლების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს,
ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ 50
პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ და
ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.
2. საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების
შესასრულებლად კონტროლის პალატა ამოწმებს:
ა) საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებას;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკების
ბიუჯეტების პროექტების შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და
კანონიერებას;
გ) სახელმწიფო ვალის ფორმირებასა და მართვას, სახელმწიფო კრედიტების გაცემას;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოში რეგისტრირებულ საკრედიტო
და საფინანსო დაწესებულებებში სახელმწიფო სახსრების მოძრაობის კანონიერებას;
ვ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრებისა და ქონების ხარჯვასა და
გამოყენებას. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო
სამართლის კორპორაციის) საქმიანობას კონტროლის პალატა ამოწმებს სახელმწიფოს,
ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ
გადაცემული ქონების ან/და სახსრების ხარჯვისა და გამოყენების ფარგლებში. ამ ქვეპუნქტის
მოქმედება
არ
ვრცელდება
საქართველოს
კონსტიტუციური
შეთანხმებით
გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დამოუკიდებელი
მარეგულირებელი ორგანოსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის)
მიმართ;
თ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების საკუთრების მართვასა და განკარგვას;
ი) კერძო სამართლის სუბიექტის იმ სახელშეკრულებო ვალდებულებასა და სესხს,
რომლის გარანტად დგას სახელმწიფო, აგრეთვე მის საქმიანობას იმ ნაწილში, რომელიც
დაკავშირებულია მის მიერ საბიუჯეტო ან სახელმწიფო ფონდების კუთვნილი თანხების,
ასევე რაიმე ფორმით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის საკუთრების გამოყენებასთან ან მართვასთან;
კ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
დადგენილი
არჩევნებისათვის
გამოყოფილი
ფულადი
სახსრების
გამოყენების
მართლზომიერებას.
3. კონტროლის პალატა დამოუკიდებლად განსაზღვრავს წლიური აუდიტორული
საქმიანობის გეგმას.“.
15. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 18. არაგეგმური აუდიტი
1. საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება
აქვს მოითხოვოს ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტის ჩატარება.
2. ფინანსური ან/და შესაბამისობის აუდიტი ამ კანონით დადგენილი წესით ასევე
ტარდება საპარლამენტო უმცირესობის ან/და იმ ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე,
რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში. ამ პუნქტით დადგენილ
თითოეულ სუბიექტს აუდიტის ჩატარების მოთხოვნის უფლება მორიგი სესიის
მიმდინარეობისას აქვს მხოლოდ ერთხელ.“.
16. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 19. აუდიტის ჩატარების პროცედურა
აუდიტის მომზადების, ჩატარების ვადები და წესი განისაზღვრება კონტროლის
პალატის თავმჯდომარის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით.“.
17. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ კანონით დადგენილი აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ აუდიტორსა და
აუდიტორ-სტაჟიორს.";
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. კონტროლის პალატა უფლებამოსილია აუდიტის ჩასატარებლად მოიწვიოს
კერძო სამართლის სუბიექტი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით დადგენილი უფლებამოვალეობები.
გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
დ) მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.
აუდიტის
განმახორციელებელი
კონტროლის
პალატის
მოსამსახურეები
უფლებამოსილნი არიან, აუდიტის განხორციელების მიზნით:".
ე) მე–3 პუნქტის:
ე.ა) „ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა)
მოითხოვონ
მათთვის
საჭირო
ინფორმაცია
და
ნებისმიერი
დოკუმენტი,
მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ
დოკუმენტური მასალის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა, გადაიღონ დოკუმენტების
ასლები;";
ე.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საჭიროების შემთხვევაში დალუქონ საწყობები, არქივები და სალაროები, გარდა
კერძო სამართლის სუბიექტისა;“.
ვ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 პუნქტები:
,,31. კონტროლის პალატა თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით
უფლებამოსილია,
ცალკეული
გადასახადის
გადამხდელის
შესახებ
მიიღოს
იდენტიფიცირებული ინფორმაცია (საგადასახადო საიდუმლოება) მოსამართლის ბრძანების
საფუძველზე,
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით
დადგენილი
წესით,
ხოლო
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია – „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.";
,,32. კონტროლის პალატის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნების შესრულება
აუდიტის ობიექტისათვის სავალდებულოა.“.
ვ) მე-4 პუნქტის:
ვ.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ.ბ) ,,გ“-,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ)
უზუნველყონ
სახელმწიფო,
სამსახურებრივი, კომერციული
და
პირადი
საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) აუდიტის შედეგები არ გახადონ საჯარო აუდიტის ანგარიშის შედგენამდე;
ე) აუდიტის პროცესში შესაძლო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში
დოკუმენტების ორიგინალები დაურთონ აუდიტის მასალებს, ხოლო მათი დამოწმებული
ასლები დატოვონ აუდიტის ობიექტში;".
ზ) მე-5-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
18. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სპეციალისტსა და ექსპერტზე ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების
შესასრულებლად ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლით დადგენილი უფლებამოვალეობები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, მე-3 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტითა და მე-31 პუნქტით დადგენილი უფლება-მოვალეობებისა.".
19. 22-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
20. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აუდიტის ობიექტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს აუდიტის პროგრამას;
ბ) წარადგინოს წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები აუდიტის შედეგებზე
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
,,დ)
აუდიტის
ობიექტი
ვალდებულია
გამოყოს
კონტროლის
პალატასთან
ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი.“.
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. აუდიტის ობიექტი ვალდებულია კონტროლის პალატის მიერ დადგენილ ვადაში
და წესით წარადგინოს სრული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. შესაბამისი ინფორმაციის
ან/და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში
აუდიტის ობიექტს შეუძლია კონტროლის პალატას მიმართოს თხოვნით, გააგრძელოს
ინფორმაციის
ან/და
დოკუმენტაციის
წარდგენის
ვადა.
კონტროლის
პალატა
უფლებამოსილია, აუდიტის ობიექტის თხოვნით აღნიშნული ვადა გააგრძელოს მხოლოდ
ერთხელ, არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.“
დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
21. 24-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 24. აუდიტის შედეგების რეალიზაცია
1. აუდიტის შედეგებზე დგება ანგარიში. კონტროლის პალატა უფლებამოსილია
აუდიტის შედეგებზე ასევე შეიმუშაოს რეკომენდაცია. აუდიტის ანგარიში, რეკომენდაცია
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარედგინება აუდიტის ობიექტს, ასევე შეიძლება
წარედგინოს აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის
ან
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოს,
რომლის
წინაშეც
ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.
2. კონტროლის პალატა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის
ფარგლებში აუდიტის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას,
წინასწარი აუდიტის შედეგებზე შეიმუშაოს რეკომენდაცია და გაუგზავნოს ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს.
3. რეკომენდაციის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ კონტროლის
პალატას უნდა ეცნობოს 1 თვეში, თუ
კონტროლის პალატის მიერ სხვა ვადა არ არის
დადგენილი.
4. კონტროლის პალატა უფლებამოსილია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკებში ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის
შედეგები წარუდგინოს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
5. კონტროლის პალატა უფლებამოსილია, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს
პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს ინფორმაცია აუდიტის შედეგებზე,
აგრეთვე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინაშე დასვას აუდიტის შედეგების
განხილვის საკითხი და გაატაროს სხვა სახის შესაბამისი ღონისძიებები დარღვევათა
თავიდან ასაცილებლად.“.
22. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:
,,მუხლი 241. კონტროლის პალატის ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან
1. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება
სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება მხოლოდ ის მასალა
(ან მისი ნაწილი), რომელიც უშუალოდ შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების
შესახებ. წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი
რეალიზაციის ღონისძიებათა თაობაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აცნობონ
კონტროლის პალატას.
2. კონტროლის
პალატა
უფლებამოსილია
სისხლის
სამართლის
საქმის
მწარმოებელი ორგანოს მომართვის საფუძველზე სპეციალისტად ჩართოს აუდიტორი.“.
23. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 25. კონტროლის პალატის საქმიანობის შედეგების გამოქვეყნება
კონტროლის პალატა უფლებამოსილია გამოაქვეყნოს აუდიტის ანგარიში, აგრეთვე
სხვა ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, იგი ვალდებულია, არ
გაამჟღავნოს კანონით დაცული საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხება აუდიტის ობიექტს,
გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
24. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე - V1 თავი:
„თავი V1
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
მუხლი
261.
პასუხისმგებლობა კონტროლის პალატის კანონიერი მოთხოვნის
შეუსრულებლობისათვის
კონტროლის პალატისათვის აუცილებელი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის
მიწოდებისათვის თავის არიდება, მცდარი ინფორმაციის წარდგენა, მის საქმიანობაში ჩარევა
ან მისი საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა, გამოიწვევს პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
ათავისუფლებს
ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ
პასუხისმგებელ
პირს
კონტროლის
პალატის
წინაშე
არსებული
ვალდებულების შესრულებისაგან.“.
მუხლი 262. სამართალწარმოება
1.
ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს
ადგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით განსაზღვრული
უფლებამოსილი პირი.
2.
ამ თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
საქმეებს განიხილავს რაიონული/საქალაქო სასამართლო.
სამართალდარღვევათა
3.
ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
ჩადენისას
სამართალწარმოება
ხორციელდება
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.”.
25. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კონტროლის პალატის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება“.
26. 27-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კონტროლის პალატის აუდიტის ანგარიშის გასაჩივრება“
ბ) პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აუდიტის ობიექტები, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის შესაბამისად არიან ადმინისტრაციული ორგანოები, უფლებამოსილი არიან,
კონტროლის პალატის აუდიტის ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ
მხოლოდ კონტროლის პალატაში.
2. აუდიტის ობიექტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული ორგანოებისა, უფლებამოსილი არიან, კონტროლის პალატის აუდიტის
ანგარიში ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივრონ უშუალოდ კონტროლის პალატაში,
ასევე სასამართლოში – კანონით დადგენილი წესით.”.
27. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
28.
29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 29. საჩივრის განხილვის წესი
1.
პრეზიდიუმი ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს მისი წარდგენიდან 20
დღის ვადაში. განსახილველი საქმის სირთულის გათვალისწინებით ეს ვადა პრეზიდიუმის
გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმატეს 20 დღით.
2.
ადმინისტარციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინსიტრაციული წარმოების
სხვა საკითხები განისაზღვრება კონტროლის პალატის რეგლამენტით.“.
29. 30–ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
30. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი VII
კონტროლის პალატის ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. საერთაშორისო
ურთიერთობები
მუხლი 31. მოხსენებები, ანგარიშები და ინფორმაციები
1. კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 1
თვისა პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
2. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
საქართველოს მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით კონტროლის პალატა საქართველოს
პარლამენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე არა უგვიანეს 2
დღისა წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად პარლამენტს წარედგინება
კონტროლის პალატის დასკვნა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით
გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და
კანონიერების თაობაზე.
3. კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ
ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. ეს ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს
საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა. ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება
საჯაროდ.
4. კონტროლის პალატის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი ანგარიშები ქვეყნდება
საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
5. კონტროლის პალატა 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს
ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ხარჯვასა და
შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ.“.
მუხლი. 311 კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობები
კონტროლის პალატა უფლებამოსილია სხვა სახელმწიფოთა უმაღლეს აუდიტორულ,
მაკონტროლებელ და სხვა შესაბამის ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან
დადოს შეთანხმებები თანამშრომლობის შესახებ."
31. VIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი VIII
კონტროლის პალატაში სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი
საფუძვლები. სოციალური დაცვის გარანტიები
მუხლი 32. სამსახურებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები
1.
კონტროლის პალატის მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, სამსახურისა და
სტაჟირების გავლის წესი, უფლება-მოვალეობანი, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და
წახალისების ზომების გამოყენება განისაზღვრება ამ კანონითა და კონტროლის პალატის
თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.
2.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება კონტროლის
პალატის მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით და
კონტროლის პალატის თავმჯდომარის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 321. საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი
1. საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი ადგენს
სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ფუნქციების განხორციელებისას მოსამსახურეთა
ქცევის წესებსა და ნორმებს.
2. კონტროლის პალატის მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს
კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი.
3. საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დარღვევა
იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი322 კონტროლის პალატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
1. კონტროლის პალატის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა
იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შრომის ანაზღაურების
ოდენობაზე ნაკლები.
2.
კონტროლის
პალატის
აუდიტორის
შრომის
ანაზღაურების
ოდენობის
განსაზღვრისას კონტროლის პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაითვალისწინოს
საქართველოში მოქმედი უმსხვილეს აუდიტორულ
ფირმებში არსებული
შრომის
ანაზღაურების დონე.
3.
კონტროლის
პალატის
დანარჩენ
მოსამსახურეთა
შრომის
ანაზღაურება
განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 33. სოციალური დაცვა
1. აუდიტორი ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა აუდიტორს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონით დადგენილი წესით.
2. აუდიტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.
3. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი
უფლებამოსილების შესრულების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის
ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით. იგი იკრძალება
სახელმწიფოს ხარჯზე.
4. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ გარემოებაში, შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ
დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
5. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი
უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის
წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და
ოდენობით."
32. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 35. კონტროლის პალატის აუდიტი
კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტს ახორციელებს
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით საპარლამენტო კომისია ან აუდიტორული
კომპანია, რომლის მომსახურების ხარჯებს გასწევს კონტროლის პალატა“.
33. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:
,,თავი IX1
საჯარო აუდიტის ინსტიტუტი
მუხლი 36 . საჯარო აუდიტის ინსტიტუტი
1
1. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (შემდგომში - ინსტიტუტი) არის ამ კანონის
საფუძველზე
შექმნილი
დამოუკიდებლად
საჯარო
ახორციელებს
სამართლის
საქართველოს
იურიდიული
პირი,
კანონმდებლობითა
და
რომელიც
ინსტიტუტის
დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
2. ინსტიტუტის ფუნქციებია: საჯარო აუდიტის სწავლება, საჯარო სექტორის
აუდიტორთა სერტიფიცირება (შემდგომში - სერტიფიცირება), კვლევითი/ანალიტიკური,
საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება.
3.
ინსტიტუტის
ხელმძღვანელს
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
ათავისუფლებს
კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
4. ინსტიტუტის დებულებას ამტკიცებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
5. ინსტიტუტის დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. ინსტიტუტის მომსახურების ტარიფები, მათი გადახდის წესი და პირობები
განისაზღვრება ინსტიტუტის მიერ.
7.
ინსტიტუტის
მომსახურების
შესყიდვაზე
არ
ვრცელდება
,,სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
8.
ინსტიტუტის სახსრები და შემოსავლები ხმარდება ინსტიტუტის ფუნქციების
განხორციელებასა და კონტროლის პალატის სისტემის განვითარებას.
9. ინსტიტუტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კონტროლის
პალატა.“
,,მუხლი 362 . ინსტიტუტის აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლი და
უზრუნველყოფა
1. ინსტიტუტი პასუხისმგებელია აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლის
სათანადო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებასა და გამოყენებაზე.
2. ინსტიტუტის აუდიტორული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას ახორციელებს
კონტროლის პალატა.
მუხლი 363. ინსტიტუტისა და კონტროლის პალატის თანამშრომლობა
1. კონტროლის
პალატა
უფლებამოსილია
გაითვალისწინოს
ინსტიტუტის
აუდიტორული შეფასებები.
2. კონტროლის პალატა თავისუფლდება ინსტიტუტის მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურის გადახდისაგან.
მუხლი 364 . სერტიფიცირება
1. სერტიფიცირება მოიცავს საჯარო აუდიტის სფეროში საკვალიფიკაციო კურსის
გავლასა და პროფესიული ცოდნის შეფასებას.
2. სერტიფიცირება აუცილებელია კერძო სამართლის სუბიექტისათვის საჯარო
სექტორში აუდიტორული მომსახურების განსახორციელებლად. ეს მოთხოვნა არ წაეყენება
იმ პირს, რომელსაც გააჩნია სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული შესაბამისი სერტიფიკატი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საჯარო სექტორში მოიაზრება ამ კანონით
განსაზღვრული აუდიტის ობიექტები.
4.
სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.
5.
სერტიფიცირების პირობები და წესი განისაზღვრება კონტროლის პალატის
თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.
34. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კონტროლის პალატამ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და
იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან ერთად უზრუნველყოს 2013 წლის 1 იანვრამდე
საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის აუდიტის
ჩასატარებლად
შესაბამისი
მეთოდოლოგიის
შემუშავება
და
ნორმატიული
ბაზის
მომზადება.“.
35. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,, 6. კონტროლის პალატამ ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:
ა) ინსტიტუტის დებულების დამტკიცება;
ბ) შესაბამისი თანხების გამოყოფა კონტროლის პალატის 2011 წლის საბიუჯეტო
ასიგნებების ფარგლებში;
გ)
ინსტიტუტის
ფუნქციონირებისათვის
აუცილებელი
სხვა
ორგანიზაციული
ღონისძიებების განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონის პროექტის მიღების მიზეზი:
კანონის პროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“
საქართველოს კანონის სრულყოფა, რაც დაკავშირებულია ინსტიტუტის პროფესიული
შესაძლებლობების სრულყოფასა და მისი ორგანიზაციული მართვის გაუმჯობესებასთან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს კონტროლის
პალატის
აუდიტორული
საქმიანობის
შესაბამისობა
საერთაშორისო
სტანდარტებთან,
რომლებიც აუდიტის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და სანიმუშო წესებია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია მოყვანილი აუდიტის
პროცედურები.
კანონიდან
ამოღებულ
იქნა:
თემატური,
კომპლექსური,
გასვლითი
და
კამერალური აუდიტის ცნებები; აუდიტის ვადები. აუდიტის აქტი შეიცვალა აუდიტის
ანგარიშით, ხოლო წარდგინება - რეკომენდაციით. ასევე, ამოღებულ იქნა რეგულაცია,
რომელიც ითვალისწინებს კონტროლის პალატის უფლებამოსილებას, რომ წარდგინების
შეუსრულებლობის გამო დასვას აუდიტის ობიექტის (როგორც საჯარო სექტორში, ისე კერძო
სამართლის
სუბიექტის)
ხელმძღვანელობის
თანამდებობრივი
პასუხისმგებლობის
განხილვის საკითხი.
პროექტით
საექსპერტო
უფლებამოსილებად
მიხედვით
საქმიანობის
განისაზღვრა,
განხორციელება
განსხვავევბით
მოქმედი
კონტროლის
პალატის
რედაქციისგან,
რომლის
კონტროლის პალატა ვალდებულია შეასრულოს ეს ფუნქცია პარლამენტის
გადაწყვეტილებით.
პროექტი ითვლისწინებს კონტროლის პალატის დამოუკიდებლობას
წლიური
აუდიტორული
საქმიანობა.
ასევე,
შეიზღუდა
კონტროლის
დაგეგმოს
პალატისათვის
არაგეგმური აუდიტის თაობაზე მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრე;
პროექტით ასეთად განისაზღვრა მხოლოდ საპარლამენტო სუბიექტები (პარლამენტი,
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია და საპარლამენტო უმცირესობა).
პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს
მომართვის საფუძველზე კონტროლის პალატის აუდიტორის სპეციალისტად ჩართვის
შესაძლებლობას.
ცვლილება შეეხო კონტროლის პალატის სტრუქტურის განმსაზღვრელ რეგულაციებს.
ერთიან მუხლად ჩამოყალიბდა კონტროლის პალატის სისტემა, გამოიკვეთა მისი მოწყობის
ვესტმინსტერული
მოდელი.
პროექტი
ითვალისწინებს
კონტროლის
პალატის
თავმჯდომარის უფლებამოსილებას, განსაზღვროს კონტროლის პალატის სტრუქტურა, მათ
შორის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებული სტრუქტურული
ერთეულებისა და ხელმძღვანელი თანამდებობების დასახელებები, ასევე დამოუკიდებლად
მიიღოს
საკადრო
ხელმძღვანელების
ავტონომიურ
გადაწყვეტილებები
მოადგილეთა
რესპუბლიკებში
იქ
არსებული
დანიშვნის
შესახებ.
საქართველოს
სტრუქტურული
პროექტით
კონტროლის
ერთეულების
ამოღებულ
პალატის
იქნა
სტრუქტურული
ერთეულების, როგორც დამოუკიდებელი სამართალსუბიექტების ანგარიშგება შესაბამისი
უმაღლესი საბჭოს წინაშე. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს კონტროლის პალატის
უფლებამოსილებას ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს შესაბამისი
ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების თაობაზე აუდიტის შედეგები.
კანონის პროექტის თანახმად, უქმდება დავების განმხილველი საბჭო.
გასაჩივრების
არსებული
წესი
შენარჩუნებულია
და
ამ
ფუნქციას
ამასთან,
განახორციელებს
კონტროლის პალატის პრეზიდიუმი.
ცვლილებები შეეხო კონტროლის პალატის აუდიტორულ მანდატს: პროექტით
კონტროლის პალატის აუდიტს ექვემდებარება საწარმო, რომელშიც სახელმწიფოს წილია
50% და მეტი (მოქმედი რედაქციით არის 51%).
პროექტი ითვალისწინებს კონტროლის პალატის უფლებამოსილებას აუდიტის
განხორციელებისას გამოიყენოს გარე რესურსი, კერძოდ მოიწვიოს აუდიტორული კომპანია,
რომელზეც სრული
მოცულობით გავრცელდება
აუდიტის განხორციელებისათვს
ამ
კანონით კონტროლის პალატის მოსამსახურეებისათვის გათვალისწინებული უფლება მოვალეობები.
პროექტი ითვალისწინებს აუდიტის ობიექტსა და კონტროლის პალატას შორის ღია
ურთიერთობის
ჩამოყალიბებისთვის
აუდიტის
შედეგების
კომუნიკაციას
აუდიტის
ობიექტთან, რაც გულისხმობს მის შესაძლებლობას წარუდგინოს კონტროლის პალატას
თავისი შენიშვნები და მოსაზრებები აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე.
პროექტი ითვალისწინებს აუდიტის შედეგების რეალიზაციის ეფექტური მექანიზმის
დადგენას, რაც მოიაზრებს კონტროლის პალატის კიდევ უფრო აქტიურ ურთიერთობას
პარლამენტთან.
უფლებამოსილებას,
კერძოდ,
პარლამენტის
პროექტი
ითვალისწინებს
შესაბამისი
კომიტეტის
კონტროლის
წინაშე
დასვას
პალატის
აუდიტის
შედეგების განხილვის საკითხი. აღნიშნული რეგულაცია ემსახურება ეფექტური follow-up
სისტემის ჩამოყალიბებას.
სიახლეს წარმოადგენს, კონტროლის პალატის ვალდებულება 2 წელიწადში ერთხელ
საქართველოს
პარლამენტს
წარუდგინოს
ანგარიში
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული
აუდიტების შესახებ.
პროექტი
ითვალისწინებს
კონტროლის
პალატის
აუდიტორული
მანდატის
სასამართლო წესით დაცვას, ამ მიზნით დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
მის საქმიანობაში ხელისშეშლისთვის.
კანონის პროექტით სამსახურებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სპეციალურ
კანონად განისაზღვრა ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ კანონი, ხოლო
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი მასზე გავრცელდება მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ამ
კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული თავმჯდომარის ნორმატიული აქტით არ იქნება
მოწესრიგებული.
პროექტით შემოთავაზებული სიახლეა კონტროლის პალატის საქმიანობის გარე
შეფასების სისტემა. კერძოდ კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის
შემოწმებას საქართველოს პარლამენტის კომისიის ნაცვლად განახორციელებს პარლამენტის
მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანია, რომლის მომსახურების ხარჯებს გასწევს
კონტროლის პალატა.
პროექტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას - საჯარო
აუდიტის ინსტიტუტი. სსიპ-ის ფუნქციებად განისაზღვრა საჯარო აუდიტის სწავლება,
კვლევით/ანალიტიკური, საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება,
საჯარო
სექტორის
აუდიტორთა
სერტიფიცირება.
სსიპ-ზე
სახელმწიფო
კონტროლს
განახორციელებს კონტროლის პალატა, რომელიც ასევე განახორციელებს ინსტიტუტის
საქმიანობის საქმიანობის ხარისხის კონტროლს. თავის მხრივ, კონტროლის პალატა
უფლებამოსილი
იქნება
თავისი
საქმიანობის
განხორციელებისას
ითანამშრომლოს
ინსტიტუტთან და გაითვალისწინოს მისი აუდიტორული შეფასებები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებები
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება დამატებითი ფინანსური წყაროების მოძიებას არ მოითხოვს
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული კანონპროექტით მოსალოდნელია გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, თუმცა წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა ოდენობით იქონიებს გავლენას
შეუძლებელია,
რადგან
წინასწარ
განსაზღვრა
თუ
რამდენ
პირს
დაეკისრება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ ხარჯებს ბიუჯეტიდან არ მოითხოვს,
რადგან ხარჯების დაფინანსება განხორცილედება კონტროლის პალატის ბიუჯეტით
გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
ამ პროექტით სახელმწიფო ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ კისრულობს
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შესაბამისად
იგი გავლნას იქონიებს იმ პირებზე რომლებსაც დაეკისრება აღნიშნული ადმინისტრაციული
პასუხიმგებლობა.
ბ.ვ) კანონპროექტისთ დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 1000 ლარის
ოდენობით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან და არ ეწინააღმდეგება მას.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან :
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
პროექტის შემუშავდა GIZ თანამშრომლობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს კონტროლის პალატა
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ზ.ბუცხრიკიძე, ა.ალავიძე და მ.ცქიტიშვილი