„ქართული ექსპორტის სააგენტოს შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-10
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
qi6Uilblll, ?tl,ibtI
l0 ojgoadsrao. 2011 $2q"
ndAo N 202
l.rr,>695$otr ?gbobn}"
Lrils<6o3nqoL i3nst.r6oll J6r,r0d$o,,ir6ol?Ro SjLJo16gob
lr.)J. J.r{6RrAC56oL S036()
L,rd. J.!6RrA05Ool, V0A6()
6. 6Xqs?3oqo
6.66q;?3oqo
q"fg",fa"3n 3o6o3o3otrc qo CJrlSelaoJfd'o
1
- 4 5o3ad36o
8 - 1l So3aEXao
Jg?Srtlt4- bbPoan$l
logo6uSto-l-ruloX3gX$m 3rn0o$3$o
.ra4ddt 4"'a,ea! aD4!6 ary<ar"erD
boJsr6or3nqrnl-r Jr6qrBnS6ob doSdrm
;p6351-r:
l-r,>;1,>6or33qmL Jorrrqs0nS$oL. ,Jr'r8o$0O0dLs
qs Lr.:J.:r6qt335$r'r 3<6':j3oXd?o
pon$5r,rtr 5r'rdr8r$o2qo oj$oL Jr6o6J6oL ArSboRSr
L;J,>16ur3XqrrL Js<6q':3X5$ob
os335Po3;<6n
4
po3oor d,:Jr6sdn
წერილი
l, bJ6RJA06O0I, 90860
Lsjs16o3nqoL Jrr4q.:eX6golt
lrsor46rSo$r6orn R0.lr60n8150ot, ?ts6t'tLL
J.:qEsgcrS nonti lryo,; 6,:odX lt
jrq6sgoSo 7ol,
L.:J.:r6or3nqotr ;r'r5tr$o$16oolr 67-X 31bqoL ors6sb0.:q $'r63o6op615o,
J,\6Rra05OoL $63rrroL 33trt6 53q.:?3oqoL tr.:;s5o53qnlqo o6o3os$o3otr $nLoor
3o8$.>pndlq trrj.>r4o36qolr ,.1.:5o5oU J6oXJ6lr ,,js6o1qo 6jlrJot+t$otr lrss635$otr
?6LsbXd'.
5obo3o, $n3o;p5ot51q,1s5o5Jr6oXj$lr 0oL63o ?6lr.rls0otro 8L3q6qob.:
ps6.:t6oo: 7 (B3oqo) BI6GCRo.
),:gonolt6X0oa,
6 6p':eXo*1o
'6-'la-.u
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
ქართული ექსპორტის სააგენტოს შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო საექსპორტო პოლიტიკის სფეროში
არსებული მიზნებს და მათი განხორციელების კონკრეტულ მექანიზმს.
2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება სააგენტოს საქმიანობაზე, რომელიც
იქნება დაკავშირებული მის ფუნქციებთან საექსპორტო საქმიანობის შექმნის,
მხარდაჭერის და განვითარების დარგში.
მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ექსპორტის ხელშეწყობის განმახორციელებელი ორგანოს,
ქართული ექსპორტის სააგენტოს, შექმნა, მისი ფუნქციონირებისა, მართვის
სამართლებრივი, ორგანიზაციული საფუძვლების და დაფინანსების პრინციპების
განსაზღვრა.
მუხლი 3. ქარტული ექსპორტის სააგენტო
1. საექსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების, მისი
დაგეგმარებისა,
ჩამოყალიბება/რეორგანიზაციისა,
კოორდინაციისა
და
მონიტორინგის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი
ორგანო ქართული ექსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს
მთავრობა.
3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.
4.
სააგენტოს
საქმიანობის
სამართლებრივი
საფუძველია
საქართველოს
კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი,
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი,
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სააგენტოს დებულება,
დამტკიცებული საქართველოს მთავრობის მიერ და სხვა ნორმატიული აქტები.
5. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სააგენტოს
გადასცემს სახელმწიფო ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
7. სააგენტოს საქართველოს მთავრობის თანხმობით უფლება აქვს:
ა) შეიძინოს, გაასხვისოს ან დატვირთოს თავის მფლობელობაში არსებული უძრავი
და მოძრავი ქონება;
ბ) აიღოს სესხი;
გ) განსაზღვროს სააგენტოს საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობა
დამატებით საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობას.
9. სააგენტოს დაფინანსება ხორციელდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებით მიღებული
შემოსავლით;
გ) საერთაშორისო დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი
გრანტებითა და დახმარებებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
10. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს
საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და
დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
11. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) მსოფლიო მოწინავე საექსპორტო თეორიისა და პრაქტიკის გამოყენება და
დამკვიდრება.
ბ) საექსპორტო პროექტების შექმნა ქვეპუნქტ ა)-ში ნახსენები პრინციპებზე
დაყრდნობით, მათი განხორციელებისათვის კონკურსების ჩატარება.
გ) ევროკავშირის მითხოვნებისა და სტანდარტების თანახმად საექსპორტო დარგში
ახალი საწარმოების შექმნის და არსებული საწარმოების რეორგანიზაციის
პროცესების ხელშეწყობა და მათი გენერირება;
დ) საექსპორტო სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე, პროდუქტის ხარისხთან
დაკავშირებული შესაბამისობის კუთხით საკონსულტაციო დახმარების გაწევა.
ე) ქართულ პროდუქციაზე საერთაშორისო პატენტების აღების წინადადებების
მომზადება;
ვ) საექსპორტო პროდუქტის შექმნისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი
სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება;
ზ) საექსპორტო პროექტების განმახორციელებელი სუბიექტების ანგარიშების
საფუძველზე, საექსპორტო პროგრამების დაფინანსების სფეროში, არსებული
მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს
პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება;
თ)
ყველა
ტიპის
საწორმოებისათვის
საკონსულტაციო-სარეკომენდაციო
მომსახურების გაწევა საექსპერტო საქმიანობის დარგში.
12. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწყოს
თავის მიერ გაწეული საქმიანობის საჯარო განხილვები და უზრუნველყოს სათანადო
ინფორმაციის გამოქვეყნება.
მუხლი 4. სააგენტოს დირექტორის უფლება–მოვალეობები
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც:
ა) შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;
ბ) წყვეტს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) დადგენილი წესით აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობას და
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის
შესრულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს სააგენტოს სახსრებს და
აკონტროლებს მათ მიზნობრივ ხარჯვას.
2. სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს სააგენტოს სხვადასხვა ორგანიზაციასა და
ინსტანციაში. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს
მისივე ბრძანებით განსაზღვრული მოადგილე.
3. სააგენტოს დირექტორი პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობაზე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სააგენტოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
3. სააგენტოს ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება უბრუნდება საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
თავი III
დასკვნითი დებულება
მუხლი 1. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე „ქართული ექსპორტის სააგენტოს შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით
განსაზღვრული და გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფა მოქალაქეების
შრომაზე და ღირსეული ცხოვრების დონეზე. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკურპოლიტიკური რეალობა: ქვეყნის ეკონომიკური სისუსტე,
აფხაზეთისა და
სამაჩაბლოს ოკუპაცია და მასთან დაკავშირებული საფრთხეები - ეს ყველაფერი
ითხოვს ქვეყნის თავდაცვის და უშიშროების დამატებითი ღონისძიებების
განხორციელებას ეკონომიკური გაძლიერების, რეფორმირების და განვითარების
მეშვეობით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის დარგში, მოკლე ვადებში სწრაფი
საერთო ცხოვრების დონის ამაღლებას და მის მიახლოვებას ევროკავშირის
სტანდარტებთან, გასვლას ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე და
რაც შეიძლება მჭიდრო და ღრმა ეკონომიკურ კავშირებს ჩვენი დამოუკიდებლობის
მხარდამჭერი ქვეყნების მოქალაქეებთან.
ა.ბ.) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ქართული ექსპორტის სააგენტოს“ შექმნის
მეშვეობით ქართული საწარმოები იყვნენ კონკურენტუნარიანი ევროპის/მსოფლიო
ბაზარზე და დააკმაყოფილონ ევროკავშირის ეკონომიკური და პოლიტიკური
მოთხოვნები. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებით, ეკონომიკური ზრდით
საქართველოსთვის პრიორიტეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევა.
ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ყველა
რესურსის ეფექტურ კომერციულ გამოყენებას/პროდუქტის შექმნას, მის ექსპორტს,
და უშუალო რეალიზაციას საზღვარგარეთ შუამდგომლების გარეშე. საქართველოში
ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნას ახალი
საწარმოები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ექსპორტზე, შექმნიან ამავე
სტანდარტების პროდუქციას და მიიღებენ სათანადო მოგებას. მსოფლიო კრიზისის
ფონზე პროექტის განხორციელება რეალურად შესაძლებელს გახდის, რომ
საქართველო გახდეს მწარმოებლური, ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა. რაც
ერთდროულად მოემსახურება ეკონომიკური თავდაცვის საკითხებს და განმუხტავს
შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას.
კანონპროექტის თანახმად, საექსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული
საქმიანობის განხორციელების, მისი დაგეგმარების, ჩამოყალიბება/რეორგანიზაციის,
კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით
შეიქმნება მუდმივმოქმედი
დამოუკიდებელი ორგანო, სსიპ – ქართული ექსპორტის სააგენტო. კანონპროექტით
განისაზღვრება სააგენტოს დაფინანსების წყაროებთან, საქმიანობის ძირითად
მიმართულებებთან და უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე
სააგენტოს დირექტორის უფლება–მოვალეობები და სააგენტოს რეორგანიზაციასა და
ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს რაიმე ხარჯებს.
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს უდიდეს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე: საქართველოში შეიქმნება მრავალი სამუშაო ადგილი, ბევრი ახალი,
ევროკავშირის სტანდარტებთან სრულად შესაბამებული მცირე და საშუალო საწარმო,
გაიზრდება ქვეყანაში შექმნილი პროდუქტის მოცულობა (განსაკუთრებით სოფლის
მეურნეობის დარგში) და მისი ასორტიმენტი, იმპორტი ჩაინაცვლება ექსპორტით
ევროკავშირის ქვეყნებში. დამატებით ძალიან დიდ შემოსავალს ბიუჯეტში მოიტანს
უშუალოდ
„ქართული
ექსპორტის
სააგენტოს“
საექსპორტო
საქმიანობა
საქართველოში და კომერციული საქმიანობა საზღვარგარეთ. მოსახლეობის
ცხოვრების დონის ამაღლება აგრეთვე პროპორციულად გაზრდის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილსაც. ამასთან, ამ ეტაპზე ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გამოიწვევს ხარჯებს,
დაკავშირებულს
„ქართული
ექსპორტის
სააგენტოს“
არსებობასთან
და
საქმიანობასთან. კერძოდ, მიმდინარე წელს სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო
იქნება დაახლოებით 300 000 ლარი, ხოლო მომდევნო წელს – დაახლოებით 3 200 000
ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები არ დაეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება მისცემს ყველა საქართველოს მოქალაქეს
საშუალებას შექმნას ინდივიდუალური, გლეხური, მცირე, საშუალო თუ მსხვილი
საწარმო ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, ამავე სტანდარტების შესაბამისად
აწარმოოს
პროდუქტი,
და
„ქართული
ექსპორტის
სააგენტოს“
მეშვეობით/დახმარებით მოახდინოს მისი ექსპორტი. ამ საქმიანობის ფინანსური
შედეგი იქნება ძალიან მოკლე ხანებში იგივე, რაც ევროკავშირში და იმის
გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ არსებობს მეწარმეებისათვის იმდენი
გადასახადები, რამდენიც არის ევროკავშირის ქვეყნებში - მეწარმეს ფინანსური
მოგება ექნება კიდევ უფრო მაღალი, ვიდრე ევროკავშირში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახადი და მისი ოდენობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებლივ სტანდარტებთან
გ.ა.) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით საქართველო შეასრულებს საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
დაკავშირებულ
უამრავ
ვალდებულებებს. აგრეთვე ევროკავშირის მოთხოვნებს საქართველოს მიმართ ამ
სტრუქტურაში სხვა და სხვა ფორმით გაწევრიანებასთან დაკავშირებით,
დემოკრატიზაციის,
ეკონომიკური
სტაბილური
განსაკუთრებით
ქვეყნის
განვითარების, ცხოვრების ამაღლების დონის და წარმოებული პროდუქციის
ევროკავშირის სტანდარტებტან შესაბამისობის მხრივ.
გ.ბ.) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
კანონპროექტი
შესაბამისობაშია
საქართველოს
რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან.
და
მრავალმხრივ
პარლამენტის
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
მიერ
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
- თემურ კუპრავა - ეკონომისტი, Prinston University MBA,
- გიორგი სადღობელაშვილი - ეკონომისტი,
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) კანონპროექტის ავტორი:
ალექსანდრე ქესაური - ეკონომისტი, ბიზნესმენი, (International Arch of Europe
(Award in the Gold Category) in recognition of it commitment to quality, leadership, technology
and innovation. Frankfurt, 2011)
ემზარ გელაშვილი– საქართველოს პარლამენტის წევრი
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ გელაშვილი