„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-20
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 218-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საქართველოს
პარლამენტი
ირჩევს
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2 წევრს.“.
2. რეგლამენტს 2294 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2295 მუხლი:
„მუხლი 2295
1. ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული დახმარების სამსახურის (შემდგომში - იურიდიული დახმარების სამსახური)
დირექტორი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს იურიდიული დახმარების სამსახურის
წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
2. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის
შემდეგ საქართველოს პარლამენტი დადგენილებით მოიწონებს ანგარიშს ან მიმართავს მას
ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრის ან/და მისი საქმიანობის გაუმჯობესების მოთხოვნით.
3. თუ საქართველოს პარლამენტი იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის
შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ ან სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე
დაასკვნის,
რომ
არსებობს
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის „იურიდიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული საფუძვლები, იგი მიიღებს დადგენილებას იურიდიული დახმარების
სამსახურის
დირექტორისთვის
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
შესახებ.
საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია ამ პუნქტში მითითებული საფუძვლებით
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შესახებ დადგენილება მიიღოს, აგრეთვე, იურიდიული დახმარების საბჭოს
წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დ. უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
რეგლამენტის პროექტის მომზადება „იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს
კანონში შეტანილმა იმ ცვლილებებმა განაპირობა, რომლის თანახმადაც, იურიდიული
დახმარების სამსახური საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების
საკითხთა
გამოეყო.
სამინისტროს
აღნიშნული
ცვლილების
თანახმად,
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
სამინისტრო“
გარდაიქმნა.
„საქართველოს
პროექტის
სასჯელაღსრულებისა
მომზადების
მიზეზია
და
აგრეთვე
პრობაციის
სამინისტროდ”
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ საქართველოს
პარლამენტისათვის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის ამსახველი
ნორმების დამატების მიზანშეწონილობა.
ხაზგასმით
უნდა
აღინიშნოს
ის
გარემოება,
რომ
რეგლამენტის
პროექტით
გათვალისწინებული რეგულაციები უკვე ასახულია „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონში. წარმოდგენილი პროექტით უბრალოდ მოცემული ნორმების
პარლამენტის რეგლამენტში გადმოტანა ხორციელდება.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი:
რეგლამენტის
პროექტის
მიზანია
-
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტი
შესაბამისობაში მოვიდეს „იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში
განხორციელებულ
ცვლილებასთან,
რომლის
თანახმადაც,
„საქართველოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს“
დასახელება შეიცვლა და მისი ახალი სახელწოდებაა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტრო”, ამასთანავე, პროექტის მიზანია პარლამენტის რეგლამენტში,
რომელიც პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს
წარმოადგენს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ საქართველოს
პარლამენტისათვის ამავე სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის ამსახველი
პროცედურის დამატება.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტის თანახმად, რეგლამენტში არსებული ჩანაწერი „საქართველოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო”
იცვლება ჩანაწერით „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო”. აქვე
განისაზღვრება იურიდიული დახმარების სამსახურის ვალდებულება ყოველწლიურად
პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენის თაობაზე და პარლამენტის უფლებამოსილება -
მოიწონოს ანგარიში ან მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს ცალკეული
ხარვეზების აღმოფხვრის ან/და მისი საქმიანობის გაუმჯობესების მოთხოვნით. ამასთანავე,
დგინდება,
რომ
პარლამენტი
განსაზღვრული
საფუძვლების
არსებობისას
იღებს
გადაწყვეტილებას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან
გათავისუფლების თაობაზე.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკების
და
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულების
ბიუჯეტებიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის
ავტონომიური
მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო,
რესპუბლიკების
და
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულების
ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის
სახელმწიფო,
ავტონომიური
მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
რესპუბლიკების
და
ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) რეგლამენტის პროექტის
მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
ამ
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაციებს/დაწესებულებებს ან ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის პროექტის ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 218
1. პარლამენტი ირჩევს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2 წევრს.
2. თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ:
ა) უმრავლესობას;
ბ) ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში;
გ) დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს.
3. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე
დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა.
4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად წარდგენილი
კანდიდატებიდან ხმების საჭირო რაოდენობა ორზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, არჩეულად
ჩაითვლება ყველაზე მეტი ხმის მქონე ორი კანდიდატი. თუ ორმა კანდიდატმა ხმების
თანაბარი რაოდენობა მიიღო, კენჭი ეყრება ამ ორ კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება
ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
5. თუ კანდიდატი ვერ აირჩა, ხელახალი არჩევნები ან არჩევნების მეორე ტური
იმართება ამ რეგლამენტის 33-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.
6. პარლამენტის მიერ არჩეული კომისიის წევრები როტაციის წესით იცვლებიან
კანონით დადგენილი წესით.