„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-10-20
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
25.05.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–18 მუხლის მე–5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:
„შ) გაზგასამართი სადგური“.
2. 28–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი,
ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე
დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა
1. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან

უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
2. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი,
ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე
დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით.
3. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი,
ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე
დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.
4. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი,
ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე
დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით“.
3. 31–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი,
ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე
დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, გაზგასამართი სადგურის ფარულად ექსპლუატაცია
1. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი,
ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე
დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, გაზგასამართი სადგურის ფარულად ექსპლუატაცია −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით“.
4. 34–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი,
ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე
დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, გაზგასამართი სადგურის პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების ჩაუტარებლობა
1. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი,
ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე
დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, გაზგასამართი სადგურის მფლობელის მიერ ობიექტის
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს
მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით“.
5. 37–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. ობიექტის მფლობელის მიერ საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელზე ან ტერაკონზე,
ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს,
თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე,
საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, გაზგასამართ
სადგურზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა
1. ობიექტის მფლობელის მიერ საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელზე ან ტერაკონზე, ჟანგბადის
წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი
ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე,
საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, გაზგასამართ
სადგურზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა
−
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
2. ობიექტის მფლობელის მიერ საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელზე ან ტერაკონზე, ჟანგბადის
წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი
ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო
დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე,
საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, გაზგასამართ
სადგურზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
“საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც
ძალადაკარგულად არის გამოცხადებული, ადგენდა გაზგასამართ სადგურებზე
კონტროლის წესს. დღეისათვის კი გაზგასამართი სადგურის საქმიანობა არ ექვემდებარება
არანაირ კონტროლსა და ზედამხედველობას. ამასთან, აღნიშნული საქმიანობის
განხორციელება მომეტებული საფრთხის შემცველია, კერძოდ ობიექტზე გამოიყენება
ბუნებრივი გაზის მაღალი წნევის (200-300ატმ) დანადგარები და მოწყობილობები,
რომელთა ესპლუატაცია, მომსახურება და განთავსების წესი უნდა აკმაყოფილებდეს
უსაფრთხოების მოქმედი ნორმების მოთხოვნებს. შესაბამისად, კანონპროეტის შემუშავება
განპირობებულია გაზგასამართი სადგურების კონტროლის აუცილებლობიდან, ასევე
გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გასწორების საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
იმის გათვალისწინებით, რომ გაზგასამართ სადგურებში მიმდინარეობს საშიში საწარმოო
პროცესები, საჭიროა ეს ობიექტი ჩაითვალოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ
ობიექტად. ასევე, უნდა გასწორდეს ტექნიკური ხასიათის ხარვეზები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის კოდექსის მე–18 მუხლის მე–5 ნაწილში, სადაც მოცემულია
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტები და ამ ობიექტების ჩამონათვალს
ემატება გაზგასამართი სადგური.
ასევე ხდება ტექნიკური ხასიათის ხარვეზების გასწორება. კერძოდ, შეუსაბამობების
ხარისხის მიხედვით ჯარიმის განმსაზღვრელი 28–ე, 31–ე, 34–ე, 37–ე მუხლებიდან ამოღებას
საჭიროებს სიტყვები: „მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმო
(წისქვილკომბინატი)“, ვინაიდან, აღნიშნული ობიექტი კოდექსის შესაბამისად არ
განეკუთვნება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, და იგივე მუხლებს
ემატება ობიექტი გაზგასამართი სადგური, რომელიც ამ კანონის შესაბამისად წარმოადგენს
მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდენოს გარკვეული გავლენა ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ზრდაზე. კერძოდ, შესაბამისი სამართალდარღვევის შემთხვევაში
კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ხელს შეუწყობს ბიუჯეტში
თანხების აკუმულირებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც არ
შეასრულებენ ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ჩაიდენენ შესაბამის
სამართლადარვევას. კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის მათ
დაეკისრებათ ჯარიმა შესაბამისი ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონი მოქმედი რედაქციით დაწესებულია ჯარიმა საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან
ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი
პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის
ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო
დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე
მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს
(წისქვილკომბინატის) უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, აღნიშნული ობიექტების
ფარულად ექსპლუატაციაზე, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობაზე
და მათზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობაზე. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა
იმ წესის და პრინციპის გათვალისწინებით, რომ ხელი შეეწყოს ზემოაღნიშნული
შესასრულებელი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. კანონპროექტის წარმოდგენილი
რედაქციით ჯარიმა, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს
(წისქვილკომბინატის) ნაცვლად წესდება გაზგასამართი სადგურის უსაფრთხოების წესების
დარღვევაზე, აღნიშნული ობიექტების ფარულად ექსპლუატაციაზე, პერიოდული
ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობაზე და მათზე მომხდარი ავარიის/უბედური
შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის
შეუტყობინებლობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც შედის ცვლილება
მუხლი 18. ობიექტები და მათი ზედამხედველობა
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5
ნაწილებით
გათვალისწინებული
ობიექტების
ზედამხედველობის
წესი
და
მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება ობიექტებს.
2. ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას.
3. ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით:
ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით;
ბ) პერიოდული ინსპექტირებით.
4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;
ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და
ბირთვული ობიექტების) მშენებლობა.
5. ობიექტებია:
ა) კარიერი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის
წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი,
რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს
დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;
ბ) მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. მაღარო არის სამთო
საწარმო, სადაც მიწისქვეშა დამუშავების ხერხით მოიპოვება მადანი, სამთო-ქიმიური
ნედლეული, საშენი მასალა;
გ) შახტი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის სამთო
საწარმო, სადაც მიწისქვეშა სამთო სამუშაოებით მოიპოვება ფენოვანი სასარგებლო
წიაღისეული;
დ) ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული
დაშვება;
ე) საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი;
ვ) სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
ზ) ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი
პროცესი;
თ) თხევადი ჟანგბადის წარმოება;
ი) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა;
კ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო
დანადგარი;
ლ) ნავთობბაზა;
მ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
ნ) მაგისტრალური გაზსადენი;
ო) ამწე მოწყობილობა;
პ) ლიფტი;
ჟ) ესკალატორი;
რ) ფუნიკულიორი;
ს) საბაგირო გზა;
ტ) ატრაქციონი;
უ) საქვაბე დანადგარი;
ფ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი;
ქ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები,
სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა;
ღ) ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ობიექტები.
ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი,
აირგასამართი და აირსავსები სადგურები). (29.06.2012 N 6606)
შენიშვნა: ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ავტოგასამართი
სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით დადგენილი
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების
შესრულებასთან დაკავშირებით.
6. ამ თავის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
ობიექტები არის რეგულირებული სფერო და მათ ზედამხედველობას ახორციელებს
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ტექნიკური რეგლამენტი ზედამხედველად სხვა ორგანოს ან/და პირს განსაზღვრავს.
7. ზღვრული ტექნიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ობიექტები
ჩაითვლებიან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველად, დგინდება ტექნიკური
რეგლამენტით.
8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტების ტექნიკურ
ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის ინსპექტირების ორგანო.
ინსპექტირების ორგანოს აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტო წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების ტექნიკურ
ინსპექტირებას. იკრძალება ერთი და იმავე ობიექტის პარალელური ინსპექტირება
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ინსპექტირების ორგანოს
მიერ. სამშენებლო საქმიანობაზე ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 28. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა
და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის
წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო
გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის
შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა
1. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში
ჟანგბადის
ჩაჭირხვნის,
სამეწარმეო
დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო
გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის
შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია არსებითი შეუსაბამობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე.
2. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში
ჟანგბადის
ჩაჭირხვნის,
სამეწარმეო
დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო
გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის
გადამამუშავებელი და შესანახი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია კრიტიკული შეუსაბამობა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.
მუხლი 31. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა
და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის
წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო
გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის
შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ფარულად ექსპლუატაცია
1. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში
ჟანგბადის
ჩაჭირხვნის,
სამეწარმეო
დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო
გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის
შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ფარულად ექსპლუატაცია
−
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
მუხლი 34. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა
და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის
წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო
გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის
შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების ჩაუტარებლობა
1. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან ტერაკონის, ჟანგბადის წარმოებისა და მასთან
დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების,
რეზერვუარში/ცილინდრში
ჟანგბადის
ჩაჭირხვნის,
სამეწარმეო
დანიშნულებით
გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო
გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის
შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) მფლობელის მიერ
ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების
ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით.
მუხლი 37. ობიექტის მფლობელის მიერ საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელზე ან
ტერაკონზე, ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი
პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის
ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო
დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე,
წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში
(წისქვილკომბინატში) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა
1. ობიექტის მფლობელის მიერ საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელზე ან ტერაკონზე,
ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის
დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის
ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო
დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე,
წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში
(წისქვილკომბინატში) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში)
შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
2. ობიექტის მფლობელის მიერ საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელზე ან ტერაკონზე,
ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის
დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის
ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო
დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე,
წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში
(წისქვილკომბინატში) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და
სამშენებლო
ზედამხედველობის
სააგენტოსთვის
72
საათის
განმავლობაში
შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.