„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე'
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJd[lilCqnU JJ'(qIet60lll, lII6nl,
aJcI6U3J6[qtAt 6n6AJ0[rqI Jd0nl,
i'qnJtC!l|l Al6b|lq3fl[ JdnUiqI.6|lt
CIEUtlil, ?Jl,JbCb
13 o36oro. 20ll saRo
(,JAo N 188
brjrt6o3ngoL p5o6ot J6onjgo,,toilor6o3Xqob $o6o3t6o Lo,;,:5o53qXlqo
r;lg?o 63qoqgdot ?ngrSot oorob$g"
lL.til.:tta ?o!'oL ?ot?dodl oabo?b J,;6oEJtloAldolt rtloAArdASA A,vEboEA,;b)
X&r3q3U 3sq.r8o
.rys&r$olr l6qXf.ru Rr3aol$ qo lrr&rlqrirr
o563ad,.)0<n1, .r,e646";
drgrmego Jcqo$oJot' qo33,6orggc$olo qc
C,CarxnSCaol, .;rilo$C$o
,t"*4 ,*\ ri'Ad4^ pJr&'6j rrrra4JBr 6
L.:jrr6o36qr'lt J,:r4q;0X5$oL doy6r'r rq5n6L:
Lsjrr4ognqnt J.:<4qs0n5$oL 3o3o$n$6db; pr L;Jst6q.:3n5$r'r 3t6rj6o3d?o
pro$'5r.rb 5r,rr48rgolqo r;l6ot Jr6on;l6oL 6;5boq'3s
LrJrt6or36qoL J.:r6qr365$ot
oro38ryqo3;t66
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bδ
JS61D30Rmb alD調
mふ s
br jr16or3SqoL Jrt4qr315gb
V
lr.:
j.:t6o33qerlr 3er6trgoglgootr 67-l Slbqotr
?3L.>6.'0ot.:q
[r.:,1.r5ct53q1]q'ro o5o6o.>$o3olr $llrorn $st48r'r5oq5;16m trsil;r6rn33qotr
3.r5o5olr Jt6rn1;J$t,,Lrj.:drtn3Xqotr tro6on6rn lrrd.r6rrSep1dgler ;J$?o
63qoqXloLr ?n$r6otr ol'r'rd.r'bn" qs 6<nbo3rn Solr 16o55.16n?n 6s5boq,3;t.
rqSo?61q ;r5o5.)r6cr1jg1,n lr.:;lsr4or3nqoL Jsr6q,;fX6go{r
lrs3oSogngo qr Jqn5rr61q lrtq,r,r33Itn ScrSbtrXEXlq.>q, prSo?51qo.:
lrsj.:r6orgnqoL ?r4ro8oL, 5r536or6qodotr.: Rr Ler6o,>q,'116o qr63olr
eoSotr$16oL 8rn.:q6oqg qs3om qcrSodn.
,)1410oXr6-3o5otr g14o
N y128
081162011
60sl,.\160
loγ ‑2132
・a・ ●仁コ
/4
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
5ACr6JVC60
trJdJd0SJROb AOJ36Ob0L 20ll 9R0b 7 0360b0b Lbeg)a0b
N'21 (Y)da0q56
)OO(Vtll. b;Jsr6or3nqol-r ;s6o5oL J6o0JOo ,,Lrd.56o3U,<,oL 'Uo6o06o 1,r,J.:5o63q16q,r'r.:Jgtso 63qoq3d3dotrr qs qs8sgld3doL ?ngsSoL osob;$1" pl,
Lsj;dro3nqoL 3oo316odol-r 6.:5,1o1663q,6do1 J16oX;lgo,,p.q,r,r8odolr trsJ.:16o3nq'oL Sors316oloL L;;s5o53q1dqo o6o9osgo3orn $'.:16p515oq ;r5o6J6mCJ01,0 Sr.rOLLnGXbqsq q.:5o336o1 ?11;b;I" (3oebL156l1qo L.:J;16o,3i1,
qolr ?t6o3otr, p6S6ornqodoLr qr trogo;q,1r6o q.>63oL SoSoLgrr:o
s.1t61?sdn)
l. 3r.r$r'r6Xblq oJ5lL [r60oq515oq,o ,is6o5oL Jr4r'r;lgo q.> 6.:q,s;13;L L sj.:t6 or 3;;
,<,(,L Js6q,raC50L 6.:5Lstoq31qsq.
2. XoLm3oL Lsjsr6o3lqoL J,:16qs015gL s(5o?6I,{,o
16o66;t6n?n A.!Etoq'A.r.
;s5r'r5oL
Jt6oljgolr
3. 3o$o5nd1q oJ53L $cr60oq6X5oq,o 615;11661q1dolr Jr6oXJgo.
5 6osq;2dro
Ls js16o gSq,oL J16nao316-3o5otr$rrro
jur4or3nqot Sors3r6olotr
,j.:6glqst6ooL gg6oLo
i-rr
.rsl
p.,i1t6;L3qod1
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
`საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე~
მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N45, 21.11.1997, გვ. 32):
1. მე- 6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის
ვადა და მაკოორდინირებელი უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახური
1. არასამხდრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა 18
თვე.
2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დასაწყისად
ითვლება შესაბამისი მინისტრის ბრძანებაში მითითებული თარიღი.
3. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევასთან
დაკავშირებული საკითხების მაკოორდინირებელი ორგანოს და შესაბამის
კომპეტენტურ
სამსახურს
წარმოადგენს
საქართველოს
მთავრობის
განკარგულებით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო (კომპეტენტური
სამსახური), ხოლო ამ კომპეტენტური ორგანოს ხელმძღვანელი წარმოადგენს ამ
კანონით განსაზღვრულ „შესაბამის მინისტრს”;
2. მე–7 , მე–8 და მე–9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7.
”საქართველოს მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო
სამხედრო სამსახურის გავლას და აქვს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი
სამსახურის ფორმით მოხდის ამ კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული
მიზეზი, ვალდებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების
მიღებიდან 10 დღის ვადაში განცხადებით მიმართოს თვითმმართველი
ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში ტერიტორიული ორგანოს გამწვევ კომისიას.
მუხლი 8. განცხადების განხილვა გამწვევი კომისიის მიერ
1. თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში ტერიტორიული
ორგანოს გამწვევი კომისია შეისწავლის წვევამდელის პირად საქმეს და მოიძიებს
მასალებს, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ მოყვანილი არგუმენტის
სისწორეს.
2. განმცხადებელს უფლება აქვს დაესწროს კომისიის სხდომას და
დაასაბუთოს თავისი მოსაზრება.
3. თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში ტერიტორიული
ორგანოს გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის განმავლობაში განიხილოს
მოქალაქის განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც მის პირად
საქმესთან
ერთად
საბოლოო
დასკვნისათვის
ეგზავნება
მოქალაქეთა
არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო
კომისიას.
4. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის
სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს მოქალაქის განცხადების, პირადი საქმისა
და თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში ტერიტორიული
ორგანოს გამწვევი კომისიის დასკვნის მიღებიდან ერთ თვეში.
5. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში
გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და
შესაბამის ბრძანებას გამოსცემს შესაბამისი მინისტრი მოქალაქეთა არასამხედრო,
ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის
საფუძველზე.
6. თუ კომისია დააკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას, ხოლო
შესაბამისი მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას, განმცხადებელი ჩაირიცხება
არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში.
მუხლი 9. თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში
ტერიტორიული ორგანოს მოქალაქეთა აღრიცხვისა და გამწვევი კომისია
თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში ტერიტორიული
ორგანოს გამწვევი კომისია ადგენს მოქალაქის პირად საქმეს.’’ ;
3. მე–10 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ხელმძღვანელობს მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული
შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზაციას და არასამხედრო, ალტერნატიული
შრომით სამსახურში გაწვევის, გავლის და ორგანიზაციის სფეროში აკონტროლებს
თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში ტერიტორიული ორგანოს
გამწვევ კომისიათა მუშაობას; ‘’;
ბ) ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) იხილავს თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში
ტერიტორიული ორგანოს გამწვევი კომისიიდან შემოსულ განცხადებებსა და
მოქალაქეთა საჩივრებს; ‘’.
გ) ,,თ’’ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის
განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამ სამსახურის ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე.’’.
4. მე-101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 101. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის
ორგანიზაციული უზრუნველყოფა
არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო
კომისიის მუშაობასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ორგანიზაციულ
განხორციელებას უზრუნველყოფს კომპეტენტური სამსახური .‘’;
5. მე-11-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. სადავო საკითხების გადაწყვეტა
მოქალაქეს, რომელსაც უარი ეთქვა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით
სამსახურში გაწვევაზე, შეუძლია 10 დღის განმავლობაში სასამართლოში
გაასაჩივროს შესაბამისი მინისტრის ბრძანება. სასამართლო ვალდებულია 10
დღის ვადაში განიხილოს საკითხი და გამოიტანოს გადაწყვეტილება მინისტრის
ბრძანების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.”
6. მე–17 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.
მოქალაქე,
რომელიც
განთავისუფლებულია
არასამხედრო,
ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, მოვალეა ვადის გასვლიდან 5 დღეში
გამოცხადდეს თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თბილისში
ტერიტორიული ორგანოს შესაბამის სამსახურში აღრიცხვაზე დასადგომად.’’;
7. კანონს დაემატოს 182 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 182. 2011 წლის 1 იანვრამდე გამოცემული ინდივიდუალურ–
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების იურიდიული ძალის შენარჩუნება
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გაწვევასთან
დაკავშირებული ფუნქციის სხვა კომპეტენტურ სამსახურში (სამინისტროში)
გადასვლა არ იწვევს
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის
გაწვევასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გამოცემული
ინდივიდუალურ–
ადმინისტრაციული აქტების მოქმედების ავტომატურ შეწყვეტას.’’;
8. 21–ე მუხლს დაემატოს ,,გ’’ და ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,გ) საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ
კანონით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (სამინისტროს)
განსაზღვრა;
დ) შესაბამისმა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე
აქტების გამოცემა ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული
აქტების
გამოცემამდე
მოქმედ
კანონქვემდებარე
ნორმატიულ
აქტებს
შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა”.
მუხლი 2. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ
გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39, 2000 წელი, მუხ. 113):
1. მე‐5 მუხლის მე‐3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამშენებლო, მიწის, საგზაო და სხვა სამუშაოები, რომელთა წარმოებისას
შესაძლოა დაზიანდეს სამხედრო საფლავი, უნდა ჩატარდეს შესაბამის
დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით ”.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი და
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მე-3
პუნქტის
პრეამბულა
,,1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ
მეომართა ხსოვნის უკვდავყოფისათვის გაწეულ მუშაობას კოორდინაციას უწევს
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება.”;
,,3. საქართველოს შესაბამისი სამინისტრო:”.
მუხლი 3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N3, 13.02.2004, მუხ. 7) 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ”
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) 2011 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
მმართველობის სფეროდან გადაეცეს სხვა შესაბამის სახელმწიფო მმართველობის
ორგანოს ამასთან შესაძლებელია ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის, როგორც
სახელწოდების ისე სამართლებრივი სტატუსის შეცვლა.“
მუხლი 4. ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ"
საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, #31–33, მუხ.
692) 24‐ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,3. ვეტერანებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო თუ ადგილობრივი
სოციალური შეღავათების ადმინისტრირებისას შესაძლებელია გამოყენებულ
იქნეს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მონაცემები.”
მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების (მათ
შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ფუნქციების ან/და უფლებამოსილებების სხვა შესაბამის უწყებებში
გადატანის) მიზნით ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს
მთავრობას სათანადო
სექტემბრამდე.
სამართლებრივი
აქტების
გამოცემა
2011
წლის
1
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, რომლებითაც
რეგულირდება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების საკითხები, გარდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან
მისი სამსახურების ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი დებულებებისა,
ძალაში დარჩეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტების
გამოცემამდე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობის
დაცვისა
და
სოციალური
უზრუნველყოფის სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონით გამოყოფილი ასიგნებების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის
გადასაცემად.
მუხლი 6. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე–8 პუნქტის, მე–3 მუხლის,
მე–4 და მე–5 მუხლებისა ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან. ამ კანონის
პირველი მუხლის მე–8 პუნქტი, ასევე მე–3, მე–4 და მე–5 მუხლები ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
`საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის თაობაზე~
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განაპირობებულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება
-
ვეტერანთა
საქმეების
სახელმწიფო
დეპარტამენტის
მმართველობის სფეროს ცვლილებით, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული
შრომითი სამსახურის გავლის რიგი საკითხების ახლებურად რეგულირების
აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება
’’ვეტერანთა
საქმეების
სახელმწიფო
დეპარტამენტის’’
სხვა
კომპეტენტური სამინისტროს მმართველობის სფეროში გადატანა, კომპეტენტური
სამსახური
განისაზღვრება
უზრუნველსაყოფად,
საქართველოს
ცვლილებები
შედის
მთავრობის
მიერ.
„არასამხედრო,
აღნიშნულის
ალტერნატიული
შრომითი სამსახურის შესახებ,“ „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის
შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ,“ ,,ომისა და
სამხედრო
ძალების ვეტერანების
შესახებ"
და „საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონებში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის
შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატების თანახმად:
ქვეყანაში
არასამხედრო,
შრომით
სამსახურში
გაწვევასთან
დაკავშირებულ საკითხების მაკოორდინირებელ და შესაბამის
კომპეტენტურ სამსახურს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
შესაბამისად,
კანონში
არსებული
ჩანაწერი
არასამხედრო,
ალტერნატიულ შრომით სამსახურში პირის გაწვევის თაობაზე
ბრძანებებს, ნაცვლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური
მთავრობის
დაცვის
მიერ
მინისტრისა,
განსზღვრული
გამოსცემს
საქართვლოს
კომპეტენტური
სამსახურის
ხელმძღვანელი.
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის
ვადად განისაზღვრა 18 თვე, რომელიც საერთო იქნება, როგორც
უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის, ასევე უმაღლესი
განათლების არმქონე პირისათვის.
ასევე,
განისაზღვრა
ამოქმედებასთან
გარდამავალ
დაკავშირებით
პერიოდში,
გასატარებელი
კანონის
ღონისძიებები,
კერძოდ, კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში
მოყვანასთან და გამოცემული აქტების სტატუსის შენარჩუნებასთან
დაკავშირებით და ასევე, საქართველოს მთავრობის ვალდებულება
2011 წლის პირველ ივლისამდე შესაბამისი უფლებამოსილი
ორგანის განსაზღვრის თაობაზე.
მუხლი
გარდაცვლილ
2.
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ
მეომართა
ხსოვნის
უკვდავყოფის
შესახებ“
კანონში
ცვლილილებების თანახმად:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ვეტერანთა
საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი შეიცვალა საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრული კომპეტენტური სამსახურით.
მუხლი 3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით:
ახალი რედაქციით ყალიბდება 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ”
ქვეპუნქტი,
რომლის
ჯანმრთელობისა
და
თანახმად,
საქართველოს
სოციალური
დაცვის
შრომის,
სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ვეტერანთა საქმეების
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაცემა მოხდება საქართველოს
მთავრობის
მიერ
განსაზღვრული
შესაბამისი
მმართველობის
ორგანოსათვის.
მუხლი 4. ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" კანონში
ცვლილებისა და დამატების მიხედვით:
კანონის 24‐ე მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად:
ვეტერანებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო თუ ადგილობრივი
სოციალური
შეღავათების
გამოყენებულ
იქნეს,
ადმინისტრირებისას
როგორც
ვეტერანთა
შესაძლებელია
მოწმობები,
ასევე
უფლებამოსილი სამსახურის მიერ ფორმირებული, ვეტერანთა
აღრიცხვის
გაამარტივებს
ელექტრონულ
მონაცემთა
ვეტერანებისთვის
ბაზა.
აღნიშნული
განკუთვნილი
სოციალური
გასაცემლების დანიშვნა–გაცემას, ელექტონული ბაზის მონაცემებზე
დაყრდნობით.
მუხლი 5. მოიცავს კანონპროექტის გარდამავლ დებულებებს, შესაბამისი
სამართლებრივი აქტების გამოცემასთან დაკავშირებით, ასევე, ახალი ბრძანებების
გამოცემამდე მოქმედი აქტების იურიდიული სტატუსისი შენარჩუნების თაობაზე
და ჩანაწერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულების თაობაზე,
რომლის მიხედვითაც, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალური
უზრუნველყოფის
სამინიტროს
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის 2011 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი ასიგნებები უნდა გადაეცეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონის პროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი
ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე)
კანონის პროექტის მოსალოდნელი
ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან
სხვა სახის გადასახდელი ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მის
განსაზღვრის წესს.
გ)
კანონის
სტანდარტებთან
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებს.
გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
წევრობასთან
დაკავშირებით
აღებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
კანონის
პროექტის
მიღება
საქართველოს მიერ დადებულ
არ
არღვევს
და
არ
ეწინააღმდეგება
ორმხრივ და მრავალმხივი საერთაშორისო
ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონის
პროექტი
არ
ყოფილა
წარდგენილი
დამოუკიდებელი
ექსპერტებისათვის.
დ.ბ)
კანონის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
კანონის პროექტი მოწონებულია საქართველოს მთავრობის მიერ.
დ.გ) კანონის პროექტის ავტორი
კანონის პროექტის ავტორია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.
დ.დ) კანონის პროექტის ინიციატორი
კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.