„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2011
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა
ნომერი
#07-3/458/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJi40il0qnll JJdqiAil60lll, bllldnU aJqJ6'USC0llqCIJ 5ni40J0|lIqI JdOlll, i6nilil0llt, 0J6bnq3lll, ldnUilqitd!lL qJ5'U01il, ?Jl'JbtI a,Jao N 188 13 o35oLo. 2011 $aqo Lrljor6o3nqt'rl-r o166153qo ;o5r'r5olr Jt6onj$o,,Lsnt6orr bobrSrt6oqonloL ?3trb6b" b,:ilor6o36qoL m66r5trq 3o6116?o g3qoqnloL ?39.:5oL orolotn" ol6oqo2q lt;ooltor.r 3o0o$n$o 6 - 9 l,Cj$ca14o 13 - 16 l,cj$c&c6o l) bnptirlpn art6opo t.:j.:6org6qr'rt Jsr4q.:035$ob Bo1r4r'r .:p6X5l-r: ts;lrr6o6Xqot J.rr4qr8n5$ob 3o8o$g$nltrs Rr l.,rJ16RrA05$ro Sr6ujgon}?o pro$6oL 5or63.:go2qo s;l$oL Jt4er3;l$olr 5.:5boq3r L.:jrr6o3nqmb Jsr6q;365$ob or;3e3gpo3;66 qrSoor brjr4rd6
წერილი
l,JdJ603CsRfllL ;J6RJAC600L UC360 l$j.:oouq,(,u Jrfu'raC6ool, $r6!0ou Uro66J6o'bJ0oo (.ocJJ6OraC60oL ggtrnl-tb jq'br$r'r6 CoC6 U3or6osdCL jrq,b\)('r6('' Cd,Cir,, Jo6\)c\)C0.nU 6h agbq{tu os6.>b0rq.o, lr3,>6o60q60qx'r o6ogo.\)o3ou $CUoo) UiCrdr<,)3Cqxrb Jnr,q'raC6ool, $cB66bol-t J.>3ql 3g\'rts3oq'ol,' 3rb5036 $!6A(')6oeAC6o .bgo,rq.o r&Xrtsr6odour qt 3gg.r3sb dq6 b.r3r6o66q6\,o o6(13o$%ob $31-rror 0oA$rqp3&Jq' Jr6o6#xrdob "UrC6cr,(, brMs{6o}qxrCbou aCUJbCb" brCJtr,(rACq,(nU st6,Ar6Uq, Jrffiao $q'oqXoou 6COr6oU olobbtC. l.,rC!6)<rA3qx.ru 6obo3or, t30cuq6oBfu q' 3!6ct6.16oft l.JU AolJoCd) ECUJbJaoUo AbSq'Cq,obr. ([[vr,or): ts.J60J(r, JnOcBoUOCOoo,, $3q,C J€0('rA3oq,() 3.rbsb36 rFxJ9.:l6odg $gorq, Jutrgr r#u,u-:+!24' .l/- 06 rt!
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) მე-12 მუხლი ამოღებულ იქნას. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი `საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანოულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე a) zogadi informacia kanonproeqtis Sesaxeb a.a) kanonproeqtis miRebis mizezi: ხშირია შემთხვევები, როდესაც პირს საზღვარგარეთ წასვლის მიზნით ესაჭიროება სხვადახვა დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება, თუმცა ამისათვის მას უწევს 5 სხვადასხვა დაწესებულებაში მისვლა, კერძოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს უზენაესი სასამართლო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების დანერგვას კი მნიშვნელოვანად ხელს შეუწყობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების უფლებამოსილების სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის მინიჭება. მით, უფრო, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აქვს შესაძლებლობა დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება მოახდინოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით კიდევ შვიდ ქალაქში. (ქუთაისი, ზუგდიდი თელავი, ოზურგეთი, ფოთი, ახალციხე და ბათუმი). ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ თბილისში. ა.ბ კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისას ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების დანერგვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ენიჭება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების უფლებამოსილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჟეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: გასული წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში აპოსტილით დასამოწმებლად საშუალოდ წარდგენილ იქნა 144 დოკუმენტი. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი ცვლილებით სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას განახორციელებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, ხოლო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 20 ლარს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ყოველწლიურად საშუალოდ მოაკლდება 2880 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: წარმოდგენილი კანონპროექტით განმცხადებელი გადაიხდის „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი ან მოსაკრებელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები და დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა პავლე კუბლაშვილი, კახაბერ