„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.06.2011
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ჩივიაშვილი, პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.
ნომერი
#07-3/460/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ,tfl ilCent JJdqilfl 160fl l, lllI.(nU aJqi6's3tcIqcrI 6ni0l0[rqI Jdclll, JtnCdCllU eJGb|lqSIU i6n0CqI14il, qJ5'UJlil, ?ill,lbtb 13 ossolm. 2011 $xqo rnjOo N lt8 tsjrr6o6SqoL ;;5o5oL Jr4r'rnj$o,,trjrr6o3nqcrU'bobbqoU lr.:3,>16oqoL ,pq6;lL?o 63qoq'68ot ?3$o6ob ?XLsb3l" J. J"8,R.rA3.qo' 6 fn3o?3oqo' , .G-.-.r66da- t. n $ir J. .plp.ra3oqo, A. Bo3or?aoqo' o16oq<13R lt;noltorc,p8n6a0. p&.r3qXL 3.rys8o o aontqnb ,Jl,r,,irpo atitoPo J4"-aSrtutp Lbl.aAsfu rqtrorSol' mqd.r'r q,43otr I bacriFeJJrr o5$X6ttq.pot 3o&$3$o Uo j,:t6or36qoL Js<6q.:3656o1 bo2t4cn'rq635b: Lrj;r6orSXqot Jrr4q.:3n5$olr ;er8o$n$ndL; pr LsJst4q':365$o 3<6':j3o6b?o qong5.l, 5or40s$o2qo .:j$ob Jr4ronl$oL 6r5boq3': L.:jo<4or3nqoL Jrt'rqo8X5$o122 or3Sigpo8sr6n 1 q;3oor b;Jt6sdX
წერილი
U JJ6RJACGO0I, $CBd,0 Ls a06,ol) i;6ndoL ,t4e6Aol' A86olllJ nond bnosSsodXb j.>qlr$o5o 9o66' Loj.:r6rn31qoL,1o5tr6o$16oolr 67-1 Slbqolr orsSsLBsq $sr60o6oq516or 6oo66o 6o3ost6oqotr, J"3R0 pr t3o,>p 31;.>3rL fonr6 0o8trsqX61q ,Jo5rn5.ld'r'rCJOlr ;oqXJl-rto" g3qoqXlot ?g$s5olr ?xLrbx8" - 6obrn3or, $X8corq6ot51q Str3qnqcrI.:. ob. pr5,>t6oo: - " tsUtGRrR' Jr$o3otgnOoo, ,;s5o5Jr6o6j6L Sol.rgXor tnL;bseoto
საქართველოს კანონის პროექტი
proeqti საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2051 მუხლი: მუხლი 2051. ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით 1.საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) დიდი ოდენობით; გ) არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც თვალთმაქცურად გადამალული ქონების ღირებულება აღემატება 10 000 ლარს. 2. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა ანდა მისი დაფინანსება 1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. 2. უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. 3. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი გამოყენებულ იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისათვის ფორმირება (ლაშქრი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას, რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად. 2. ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვიტა უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა და ჩააბარა ამ მუხლის შენიშვნის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი საგნები, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. 3. 225-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით მუხლი 225. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში აქტიური მონაწილეობა 1. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის იარაღში იგულისხმება ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობა, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულპარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერება, ცივი იარაღი ანდა ნებისმიერი მოწყობილობა ან საგნი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3531 მუხლი: მუხლი 3531. პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა)ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული ნორმების დახვეწის აუცილებლობა და ზოგიერთი სახის უკანონო ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხსიმგებლობის დაწესება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე და 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულთა შემადგენლობის ფორმულირებათა დახვეწა და აგრეთვე კოდექსში 2051 და 3531 მუხლების დამატება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე და 225-ე მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით და ამასთანავე კოდექსს დაემატოს 2051 და 3531 ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას პოლიციელზე ან წარმომადგენელზე ან საჯარო მუხლები, რომლებიც ხელისუფლების სხვა დაწესებულებაზე თავდასხმისათვის და ქონების გადამალვისათვის მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით. ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა)კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება დამატებით ხარჯებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოიწვევს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც იგი ვრცელდება, არ წარმოშობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) კანონპროქტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში შეფასება არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ჩივიაშვილი, პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. დ.დ)კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია: საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ჩივიაშვილი, პავლე კუბლაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.