„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 98 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 95 ✗ 1
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-06-13
ბიუროს ნომერი 188
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, N33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1.
კანონის პირველი და მეორე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს
კონსტიტუცია,
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებები,
ეს
კანონი,
საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 2
1. ეს კანონი აწესრიგებს პირებისათვის საქართველოს კონსტიტუციით
აღიარებული უფლების განხორციელებას - წინასწარი ნებართვის გარეშე
შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება არ ვრცელდება
შეიარაღებული
ძალების,
სამართალდამცავი,
სპეციალური
და
გასამხედროებული დაწესებულებების მოსამსახურეებზე.
3. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვა უნდა
იყოს:
ა)საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მე–4 პუნქტით დაცული
სიკეთეების განხორციელებისაკენ;
ბ) არადისკრიმინაციული;
გ) პროპორციულად შემზღუდველი.
დ) შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით
მიყენებულ ზიანს.“
2.
მე-3 მუხლის:
ა)სიტყვები „ამ კანონის მიხედვით“ შეიცვალოს სიტყვებით „ამ კანონის
მიზნებისათვის“
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ)უფლებამოსილი
წარმომადგენელი"
არის
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული
ამოცანების განსახორციელებლად გამოყოფილი პირი.“
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ)“ ქვეპუნქტი:
„თ) შეზღუდვის პროპორციულობა“ – საქართველოს კონსტიტუციის 24–ე
მუხლის მე–4 პუნქტით დაცული სიკეთეების შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც
ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი
საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ,
როცა სხვაგვარად შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის
მე–4 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევა.“
3.
მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. ამ კანონით გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან
მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის
მოძრაობის შეფერხება ახდენს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
შეკრების
ან
მანიფესტაციის
ორგანიზაციისა
და
ჩატარებისათვის
სავალდებულოა პოლიტიკური პარტიების, გაერთიანებების, საწარმოების,
დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე მოქალაქეთა საინიციატივო
ჯგუფების რწმუნებულების მიერ სათანადო გაფრთხილების შეტანა
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აქციის ჩატარების ადგილის
მიხედვით. გაფრთხილებას ხელს აწერენ რწმუნებული და ორგანიზატორი _
შეკრებისა
და
მანიფესტაციის
ორგანიზაციისა
და
ჩატარებისათვის
პასუხისმგებელი პირები.
3. პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც
ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე
პირები. „
5.
მე-6 და მე-7 მუხლები ამოღებულ იქნას.
6.
მე-8 მუხლს:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების
შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში
მის მოწყობამდე არა უგვიანეს 5 დღისა.“
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნას.
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გაფრთხილების მიღებისთანავე
მის ასლზე ადასტურებს მიმართვის თარიღსა და დროს. “
დ)დაემატოს მე-9 და 10-ე პუნქტბი შემდეგი რედაქციით:
„ 9. შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და
ადგილას, მასში მითითებული მიზნებისა და სვლაგეზის შესაბამისად.
10. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის
პასუხისმგებელი პირები და მონაწილენი მოვალენი არიან დაიცვან
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ
გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი.“
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმართება
მანიფესტაცია, უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების შენობიდან დაშორებით
გამართვასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრისა.
2. ადმინისტრაციული ორგანო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოების და
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე–2 მუხლის მე–3
პუნქტით დადგენილი წესით.
3. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი
შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი
სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცავი ორგანოები;
ბ) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები.
4. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებში და
ობიექტებში
და
მათი
შესასვლელებიდან
ასი
მეტრის
რადიუსში
მდებარე
ტერიტორიაზე.
5. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების,
ავტომაგისტრალების და რკინიგზის ბლოკირება.“
8.
კანონს დაემატოს მე- 91 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„91 მუხლი
შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და
იმ პირთა უფლებებს შორის ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ
ადგილებში სადაც მიმდინარეობს შეკრება. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ
რათა განაგრძნონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და
ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება. ასეთივე
შეზღუდვები შესაძლებელია დაწესდეს ორი ურთიერთდაუკავშირებელი შეკრების ან
მანიფესტაციის არსებობის პირობებში.“
9.
მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების,
საწარმოების,
დაწესებულებებისა
და
ორგანიზაციების,
ტრანსპორტის
ნორმალური
მუშაობის
უზრუნველსაყოფად
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების
შემდეგ სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების
თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა
და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ
რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ:
ა) აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და
ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ბ) აქციის ჩატარება დაგეგმილია ამ კანონის მე-9 მუხლში მითითებულ
ადგილებში.
გ) სხვა აქციის (რომელზედაც უფრო ადრე მოხდა
ადგილობრივ
თვითმართველობაში გაფრთხილების შეტანა) ჩატარება დაგეგმილია იმავე
ადგილზე და იმავე დროს.“
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ამ მუხლის პირველ პუნქტში
აღნიშნულ ვადაში გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ამის შესახებ
წერილობით ატყობინებს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და
ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს. “’
10.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისას და
ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის
ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც
წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ,
რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და რომელიც ქმნის ამ პუნქტით
გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
2.შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
ა) იქონიონ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური
ანდა ცივი იარაღი;
ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან
შეუძლია შეუქმნას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ - პარალიტიკური მოქმედების და
მომწამვლელი ნივთიერებანი ანდა ალკოჰოლიანი სასმელები;
დ) განზრახ დაბრკოლებების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისთვის,
მათ შორის, ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა.
3. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული,
არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა–
ნაგებობის, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და
მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება. „
11.
დაემატოს მე-111 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111
1. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი
ნაწილის
ნაწილობრივი
თვითმმართველობა
ან
ან
სრული
გადაკეტვის
განსაკუთრებულ
შემთხვევაში
შემთხვევაში
ადგილობრივი
საქართველოს
მთავრობა
უფლებამოსილია მიიღოს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის
მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში
მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება
სხვაგვარად შესაძლებელია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
გამოტანა
დაუშვებელია,
თუ
შეკრებაში
ან
მანიფესტაციაში
მონაწილეთა
გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია და
დაცულია ამ კანონით დადგენილი ყველა წესი.
3. ადგილობრივი
საქართველოს
მთავრობა
თვითმმართველობა
ამ
მუხლის
ან
პირველი
განსაკუთრებულ
პუნქტით
შემთხვევაში
გათვალისწინებულ
გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოების და
საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე–2 მუხლის მე–3
პუნქტით დადგენილი წესით.
4. აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ
ამას არ მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე
აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ავტომანქანებით, სხვადასხვა
კონსტრუქციებით ან/და საგნებით.
5. შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე
ტრანსპორტის
სავალი
ნაწილის
გადაკეტვის
აუცილებლობის
შემთხვევაში
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები ვალდებული არიან
უზრუნველყონ მონაწილეთა უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული
მარშრუტის განსაზღვრა.”
12.
მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან
უზრუნველყონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის
სათანადო პირობები. „
13.
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
1. ამ კანონის მე-11 მუხლის, გარდა მე–11 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტების მოთხოვნათა მასობრივად დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან
მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ,
უფლებამოსილი წარმომადგენლის
მოთხოვნისთანავე. შეკრების ან მანიფესტაციის არ შეწყვეტის შემთვევაში
სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად
და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
2. ამ კანონის მე–11 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებისა და მე–111 მუხლის მე–4
პუნქტის
მოთხოვნათა
დარღვევის შესახებ უფლებამოსილი წარმომადგენლის
გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში, ორგანიზატორი ვალდებულია
დარღვევის აღმოსაფხვრელად მოუწოდოს აქციის ან მანიფესტაციის მონაწილეებს და
მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას.
3. ამ კანონის მე–111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზატორი გაფრთხილებიდან უახლოესი
15 წუთის განმავლობაში ვალდებულია
მოუწოდოს აქციის ან მანიფესტაციის
მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა მოხდეს სავალი გზის
გახსნა ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.
4. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებში ჩამოთვლილი
დარღვევების აღმოსაფხვრელად გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში
მოუწოდოს აქციის ან მანიფესტაციის მონაწილეებს და არ მიმართა ყველა გონივრულ
ქმედებას, მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
პასუხიმგებლობა.
5. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მხრიდან ამ კანონის მე-11 მუხლისა,
და მე–111 მუხლის მოთხოვნათა
ინდივიდუალური დარღვევის შემთხვევაში,
დამრღვევს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
პასუხიმგებლობა.
6. თუ ორგანიზატორმა ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით დადგენილი
ვალდებულება არ განახორციელა ან განახორციელა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა,
სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად ან შეკრების ან
მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად
გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა
და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ ზომებს.
7. შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც სამი სამუშაო დღის
განმავლობაში საქართველოს კანონმდებლბით დადგენილი წესით განიხილავს
ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს.“
14.
14-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში სიტყვები „მმართველობის“
შეიცვალოს სიტყვებით „თვითმმართველობის“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქყვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს კანომდებლობის ევროპულ
და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცის აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია
საერთაშორისო
სტანდარტებთან
საქართველოს
მიახლოება.
კანომდებლობის ევროპულ და
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ `შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის გარკვეულ
მუხლებთან
დაკავშირებით
გამოტანილი
გადაწაყვეტილების
ასახვა
არსებულ
საკანონმდებლო ცვლილებაში და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული მიტინგებისა და
მანიფესტაციების ჩატარების წესის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებები
ეხება
შეკრებებისა
და
მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, მათი ორგანიზატორების
და
პასუხისმგებელი
პირების
უფლება-მოვალეობათა
მარეგულირებელ
ნორმებს,
ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებებს, რაც უკავშირდება შეკრებებისა და
მანიფესტაციების
გამართვისას
საზოგადოებრივი
წესრიგის
დაცვის
საკითხებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით კანონპროექტით
განიმარტება შეზღუდვის თანაბარზომიერების პრინციპი, ასევე მოქალაქეობის არმქონე
პირებს ენიჭებათ უფლება იყვნენ შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ცვლილებებისა და დამატებების შემუშავებაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაცია/დაწესებულების ან/და
ექსპერტების შეფასება
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები: პავლე კუბლაშვილი,
ჩიორა თაქთაქიშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი
კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის
ინიციატორია
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი
პავლე