„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.02.2011
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/283/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-21
ბიუროს ნომერი 165

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LidJdUlililqnU JidqJAil56lll, bIIdnL atqiFUStoIqilbt 6fl daJofl rqI ltolil, JdllJd0llb atEbllqilflU JdnUilqI6ill qtFUilbllL ?Jl,Jbtl ('Jao N 165 21 o3lXt63sqo. 2011 g'3qo brj;r4o3nqmb 3.>5o5olr J16r'rnjgo,,l0rqq3bo 6oSroqSIob ?nlrobn}" L,>j,>r6ognqoL,;;5r,r5Bo ggqoqnlXloU ?6$r5ot o.:r'rls$n" 6rS.rorqXlolr, a66ofXlolr.r q.r ,lXqgp6ot 3o3o$2$o 15 - 18 8rd,go 22 - 25 3s6go o aoLA$oL LnAnnrwo annopo I' lrJror6$olt q.r cb.rq3rt6g1q l-r.rjO2or.r 3o3ogX$o t;ilo6cn3gqoL J.:6qrOXS$ob do1r6r'r op6g6l-r, LrJ;r6or33qmL Jr<6q;335goL 3r'r3ogngldL,> q,> L;Js<6qr335go gt4;J6o6d?o qro$3rnL 5ror43sgo2qo ;jgob Jr6r.rnJgol,r 6r6boq3s L,:J.:r6or3nqoL Jrt6qs365goL or;305pr.r3.>t6ot Jot636qo 3r'roq6oqg \ Sobnoq 3;|;3s<6o,:5o
საქართველოს მთავრობის წარდგინება
し5Jδ ̀080Rmし Oln38̀Obδ Lrjrr6or3SqoL )rt6qr3n5gL V L;J.>t6or3i;qolr 3r'rSLgog2gootr 67-l SltRotr ?6lrslr0oLsq [r.:.1s5er63q3]qo o5o6o;$o3ob [6lrorn S.sr63r'r6oq6X5or L.r jsr4cn3nq,r'rL ;..,5rn5ot .)t6erlJglr ,,l8sqqnLo 6.15.,<nqXlolr ?nlr.:t 36" lr.r j.:r6or36qot ;.:5r,r6?o 1;SqoqldXloL ?X$o6otr rn.:crds'bX" 11,s 5orbrr3<n flotr 6o65.16X?1 5.:5boq3.rtr. .:q5o?51q ;r5to5Jt6onjg$n L.sJrt6or3nqoL .)sr4qs8X5goL lr.,;oSogngt'r q,.' .)q96.>t6gq lrbqr.rSXd'Lg SoSLLXGgdqsq, qsSo?51q'os lrs;J.r6m31q,rrtr 6.15.rrnqxdolr.: q,s 3165o 61Iotr 3o6olr$r4olr 3r'r,rq5oq,3 o6o5x jlt6qrrlg. .)16 g3on16-f o5o lr$<rro 1,,ogi',:,1t'.rrr N1/44 18022011 嘔磐ユ '4
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b0065▽ 060 もヽdδ 608:)買 (r)も 3(D03● (r)も 0も 201l VROし 15 00ふ (〕 ̀8禦 ol, bbR(1)30じ N7(DJ80Rヽ 6 V xlx. ltJrdror3Xq,rol, .1s6oSolr J<6rr0Jgo ,,18.:11qXLo 6.:Ssrnqnilotr ?;1.:h1A" bjrt6o3Xqrnlr ,1.;5ro5?o g3qoqld6dolr ?00.,t5oL m.rarls'bX" p.: trs j.r<6rnllqrrL flors316r.r6olr 5;6;sdr61q,3doL J6r'r0d6rr ,,o.J.J6Rr,lotr 1r;J.r16or31q,r,rL iJrns316rr- dotr lr;s6r'1531gX3qo oSogosgo3oo go16q6X5oq, Jr6(,5J6r'0J61,N So0btrXSXlqsq q.:6o?36o1 ?ntr,b1I" (8mftl,35Xd1q'o Lsjrr6m3Xq,olr 5.:E.:orq;Iotrs qs 0n136rr1t+rnloL AoSoLO6ot Sosq6oq'X 5.try66i1q,.ra1) r. a(atoSiltq, ,,J5ilr, $,.\6a(,)(ob05oq,o ;s5r.r5rrL JrnrrSJgo \,.: anR.rtGitl, ll.\Jrd,or3Xq,oU J.:r4q'.ril1156tr 6.'51r.,'l,og13tqo1q. 2. 3r'r$rr5;dpq' rrj6Slr g;r63oq"615oq'o 5s6;;r661q'nloL Jr6ro1,.l6o. \J lnjsr6o3XqoL .)604o0d,-Ao5ot'66o lr.r jr6or3XqoL Sosg16odoL .1:5g6q,r6ooL 2gr6crtro
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-2 მუხლის: ა) ,,ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის შესაბამისად ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამზე ჩასარიცხად;“; ბ) ,,ჰ“ და ,,ჰ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი; ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამაზე;“; 2. 52-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით.“; 3. 53-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, მიმართავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს. განცხადების წარმოდგენის წესსა და პირობებს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ადგენს საქართველოს განათლებისადა მეცნიერების მინისტრი.“; ბ) 31 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს; 4. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. გარდა იმ პირთა სიისა, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სახელმწიფო სასწავლო გრანტების მინიჭების შესახებ აქტში მოცემული უნდა იყოს გამოცდებგავლილი აბიტურიენტების/სტუდენტების რანჟირება მიღებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით.“; 5. ამოღებულ იქნეს 55-ე მუხლი; 6. 551 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული ქულები უნარჩუნდება სამი წლის განმავლობაში. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება ხორციელდება ყოველწლიურად, შესაბამისი წლის კონკურსის გათვალისწინებით. 3. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვების მიზნით მაგისტრანტობის კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული ქულები შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების წელს.“; მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი პროექტის მიღების მიზეზია ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო გამოცდებზე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანიდატებისთვის რეგისტრაციის გამარტივების აუცილებლობა. აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გასწორების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო გამოცდებზე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანიდატებისთვის რეგისტრაციის გამარტივება. აგრეთვე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით ტერმინების დაზუსტება, არსებული ხარვეზების გასწორება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატის განცხადების წარმოდგენის წესსა და პირობებს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით დაადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მოცემული ცვლილების მიზანი არის ის, რომ 2011-2012 წლიდან სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრი გეგმავს აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა ელექტრონულ რეგისტრაციასაც. ამდენად, კანონში მოცემული უნდა იყოს შესაბამისი რეგულაციები. კანონპროექტით დადგინდა, რომ კოეფიციენტების განსაზღვრა და აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება საგანმანათლებლო პროგრამაზე და არა ფაკულტეტზე, როგორც მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლში და სხვა მუხლებშია მოცემული. ამასთან, ტერმინი ,,საგანმანათლებლო პროგრამა“ მისაღებია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ დაფინანსება (სახელმწიფო სასწავლო გრანტი) გაიცემა იმ აბიტურიენტებზე, რომლებიც სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ვინაიდან კოეფიციენტებით და აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტები ერთდროულად მტკიცდება აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვოს საგანმანათლებლო პროგრამაზე, რათა განისაზღვროს აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვა თუ არა პირმა სახელმწიფო სასწავლო გრანტი. პროექტიდან ამოღებული იქნა ერთიანი ეროვნული გამოცდების სერტიფიკატების გაცემის ვალდებულება, ვინაიდან რეალურად მოცემული სერტიფიკატი არ ასრულებს თავის მოვალეობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანებები (აბსოლუტური და კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტები და სხვა) არის აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი. აგრეთვე პროექტის თანახმად, მაგისტრანტობის კანდიდატი ვერ შეინახავს მიღებულ შედეგებს სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების მიზნით. აღნიშნული ცვლილების მიზანი არის ის, რომ დაფინანსების მიზნით რეალურად არათანაბარ მდგომარეობაში არიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვადასხვა წელს აბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდებს. აგრეთვე კანონპროექტით დადგინდა, რომ მოცემული პროექტის ნორმები გავრცელდეს 2011 წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით წარმოშვებულ ურთიერთობებზე. მოცემული ნორმის ჩაწერა განპირობებულია იმ მიზნით, რომ 2011 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების დაგეგმვა უკვე დაწყებულია, ამასთან ამ კანონის პროექტის ძალაში შესვლამდე შესაძლებელია დაწყებული იქნეს აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, ვინაიდან 2011 წლის მარტის ბოლოს უკვე ცნობილი უნდა იყოს იმ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რაოდენობა, რომელთაც სურთ გამოცდებში მონაწილეობის მიღება ტესტების დაბეჭდვის მიზნით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ვალდებულებებს. ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტით დადგინდა, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის დაწესებულია საფასური. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროეტის თანახმად, საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის დაწესებულია საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა