„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 63 ✗ 2
II მოსმენა
✓ 64 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-21
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJdJd[lltqnL JJdqlAilS6llI bllI6flt'
aJqJ6tSil0nqtbI 511d0toIxqI tJ0lll,
AJGbIq3[L ]d110CqId'llU
l6nilt0lll,
qJEtJblll,
?ill,JbilA
2l o34363.qo. 2011 $3qo
.,ja" N 165
Urjo6o3nqob 3rEoSotr Jr+rernJ$o ,,troJ;r6o3nqoL 1r.O..ltg Uo3o5c'r53qXlqo
rJ$?o 63qoqglnlob ?n$o5oL ?XLobnd"
qv63oMo3o 1p5o8o,plrs qc a,jo5o&,11dro
Joqo$oJo[ Jrao6i6o
22 - 25 0t6go
15 - 18 316go
a itovtSoL nrlnttnrqa attt L-)
)*,Jirt4ff! llpoa.\'hC
6s5.rrq3&rtr, aC66oC{t Carrl,,, q'r Jtq6#'ol, J''AoOC$o: l
s3cr.61q tsSoobo.r,re6a0.;
3s63Aolr q,l1.13ol$ q.) l'JGAfd'oAo
t?,Ct1dtt3lol,
.i"&6c6":
ll5o&!5llo-L.rol1c6o Jerao$c$o;
,)aaoda6!ro, &nalclot i{dt)a6 Lr!r4",,,lqor
L.:jrr6rn3XqmU .)r:r6q;3X5$ob bo3r6r'r rp665L:
trt;1.>r6rn3gqotr Jr<?rqc3n5$oL ;o3o$1$nltr'> qo L;J':6qr3n5$o 36rJ3o3b?o
poi,$1.t 5r'rfrfl,r$olqrt ,r j$oL Jr4rn3;l$oL 615boq'3'>
LrJ.:r6rn3lqcrtr .);6tqs3n51)oL
or,:33apria.:r6.b ino3gqn a.opg,,,r{3 \
f/'
.--/:--- frrbloq 3;|':3':16o15o
წერილი
uJJJ6l,!JqnL JJ6qi6aaOn
RJtrr0Obtr,0il0 0dt'l 6 g)f 0.l0lrJ ICJ
{l.l 0 5Cl00,l? lo0 J [1 R 0 tb 0d0 li .] 000 rbll t90
odoqoho, 0llE, C)Tl,oit0qnl, ilia\ E
OJq': (995 12) 2E 12 E0
strjl,o: (995 12) lt 17 ll
0q yJollos ccotromiccom@parliamcnt ge
N
//u
P/..
.o// t'
bsjs6or3gq,(')lr 3s6qrs036$ob
l-rrcr66s6o%r6orn pXJ:6gl0g6gb
brjs6a6gq,t'lb 3srbb0o03Goob 67-X E3bq'ob ts3Ltsb:Oobsqr
$s60rn6oqr6g6o brjr6or35q,r'rb 3l6q'r036$ob qrr66ob6o3o
g3r'r0r'r0o3ob.: qr.r 33rn6r'r0o336o Jcrq,o$o3ob 3o0o$3$ol-t 0o36
Us3.l6r'r60qrgbq,o o6ogo.>go3ob $3l-rocn Ecr6$rqr3bpq' l-t.> j.>6orgq'r'rt-t
3$er6olr J6rn3jglr,,brjr6m33q'erb bcr6o36or ll.l3l6r'r60qgbq'rn ;j$tso
63q,oq,363bob tsC$r6ob tsgbrbg0" qrs s0obs$361,t 3rn0o$3$ob bbqro0ob
ojOoqr.:6.
6obo3or 3r6o6J6r'r3j6o $rdrgqr5obcro J.l6q,.>636$ob bo36r'rl-r
Ssbq,ogl-r l-rbqro0rU 3sbgr6S6ogigoU 6r0r6gq3bgq,o $5l-toor
0oq3bobso6otr br3r6r'r60qrgbq'rn Jt<roggqrSdrSbol-t 30rn3q,3t-t 3:qrltso
qrrUr$93brqg.
qgr6r6oro 11 93663q103
5oo66o Ogq,:dg
J('lAoOJOoU cDJBAaqpo0.i6g
,f,r a24L
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
.lSst6JSCdrl
Urjr6o6SqcrU Jr6q'r0C66otr
ar6b."66"'or3il:;::ilu:#:#;ff
20 I
-"'"
| $q,ob l7 orgbg63q,ob Ne3 l.tbqroOolr oj0opr6
0arir0o6gb:
3r'rOog3gob ors3&6qrr0r6ol-r 5o<.166o 03q,rdob o69o60.:6o.: "Urj*ro69q'otl
to6ogl6or brar6m60('CDq,('r €OAo mq,q'C060cl, fu6o6olt 0gbrbgD' Urjr6o63q'oU
Jr6q,r0C60oti qrsr66ob6o6o 03obcr0o3oU.r Qr 33rT6c'r0o3p6o Jcrqro$o3ott
JrnAoOCOoU 0o96 Us3r6o60qrgbq'o o6o0or$oSou $3ttoor 0o0$rqr36gq'
Urjrdu63q,oU 3$<n6ob Jdx'rgj$b3.
3c'r0og3gotr ot36aqro0tr6ol.r 0rnsc-o5oq,30 or3o0p6lS $96$p0o.>0 [s66r'r.>qr5o6.>
0ofti:pg63q'o 3s6c'r6J6rTgj$o
J(')AoOCOoU trl3.>5r'r60qggbqrc'r o6o3o:$o3olr $3boor
(otb C6oAob) qrr qrsg36.; l-rr3oobo .:qboO&gq'o Jr6r'bJd)r'rCC0olr 6.r0.:6$o3303q'o
ggboor p6boqgoll 03U.:b96.
rtrrn 6.:Aoo$9b: 6. Bsb3.rd30, 6. bg6r'r63oq'tu, 3. b4rr6rdg6' 6. 0gq'id30
6rqrrfigcggb:
l.
0oj:r60g$cr6oq,rqr ts:oor3.:q:r'rb ',brjs6or4Pob t'r'r5og6or Ur3s6er60qr36q'r'r
.ri$Oo g3q,oqlbcbob 0C0r6ob &;bb96" 3r'rOo$g$ob 0o96 b':3;6er60qrgbq'cr
o6o9orgo3ol,r $Slroor 0<'r0S.:p36uq'o tjsCr6crBCq'r'rU 3sbc'r63bolr Jdrr'rgj$oU
gOcr3qpl-r 3tpr0o 6t6boq3oU.> qrr 6$16$o33bgq'o $3Uoor 0oq3bobro6ol.t
o6ogo690l.
2.
3$obJ6r'r3j$3bb3, b;js6o63q'r'rl'r J.rdrq'$36$ob Jq'36'>63qr bbqrc'r0'rbr qrs
3oOogg$3bob UbqrcnfubtS, 0c'r0bb3fubq'.rqr qrsobotsEr'rlr l-r':jrt6or33q'ol't
J;6q,r036golr qrs6go06o3o g3obcr6o3ob.r qrr 33r'r6c'r0o3g6o Joq'o0oJou
Jr'rAoOCOob ors30aqn0r6olr 0erlqr6oq,3 o4o036.rb $gt+r$g6or.
3.
3orbor3ob brjrdro63q,ob Jr6q,r036$ob l.r.ro65r6o$r3orn aCJ560rAC60b
grbq'ergb
Jr6r.r6J6l'rCCOo $s63qg5o6crlr b.:jr6o6gq'ob Jr6q'5AC6Oob bq36<'rb
lrbpcrOrt.r Lr.r3rbcr60qrgbq,o J6aggqrg636oU 30o3q1b 3rqrr6o qr,lU,:$ggbrq
lrbpcrOotr orr3&1po0.r6X
5oo66o 03q,;d3
Lr@c'r0olr 0qr6$o
6.:019r gr6tss33q,o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების
შეტანის შესახებ“
მუხლი 1. "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N47, 26.12.2007, მუხ402) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1. მე–13 მუხლის 1 და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკადემიას
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადასცემს
შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება ჩამოყალიბდება აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით,
გადაწყვეტილებას მისთვის გადასაცემ ქონებასთან დაკავშირებით იღებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 2. "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N15, 19.04.2005,მუხ 101) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1. მე–8 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
საფუძველზე,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული
პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში.
2. მე– 81 მუხლის მ–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის
თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის
თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
მუხლი 3. "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 09.01.2006, მუხ12) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. 67–ე მუხლის 14 და 15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
14. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების
შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის
ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება
(ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) საჯარო
რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ
კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის
საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14 პუნქტით
განსაზღვრული ქონების სამინისტროს თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.
მუხლი 4. "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით
გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის
ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი,
№43, 30.10.1997, გვ.11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–7 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოსაყოფი მიწების სახელმწიფო ან/და
საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 5. "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 1998წ., მუხ40) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე–7 მუხლის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო –
ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობის სფეროში;
მუხლი 6. "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
საქართველოს კანონში
(საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.1996, გვ.27) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. მე–13 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული
პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების
სააგენტო).
2. მე–19 მუხლის 1 და მე–6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების
განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 7. "თბილისის ეროვნული პარკის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N40, 01.12.2007, მუხ375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–6 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებში აღნიშნულ ტერიტორიებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 8. "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ"
საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N47, 26.12. 2005, მუხ404) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. მე–6 მუხლის მე–4 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროსა
და
სხვა
დაინტერესებული
ადმინისტრაციული
ორგანოების
წარმომადგენლების წერილობითი მიწვევა.
2. მე–7 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო
განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის
შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გზშ-ის
ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს
აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და
შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (გზშ-ის ანგარიშის საჯარო
განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში).
მუხლი 9. "გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში
(საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996, გვ.36) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. 1 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და
კუსტარულ საქმიანობებში გამოყენებულ გამზომ საშუალებებზე. საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ფინანსთა და
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით განსაზღვრავს, თუ
რომელი საქმიანობა წარმოადგენს გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ
საქმიანობას და შესაბამისად არ რეგულირდება ამ კანონით.
2. მე–10 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია აღიაროს სხვა ქვეყნების მიერ
დამტკიცებული ტიპისა და კონკრეტული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება.
აღიარებული გაზომვის საშუალების ტიპის და გაზომვის საშუალების პირველადი
დამოწმება არ საჭიროებს რაიმე დამატებით დადასტურებას.
მუხლი 10. "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, N.14, 3.06.2003, მუხ90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 182 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს
გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და
სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11. "საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ"
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N7, 1998წ., მუხ58) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–5 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურას და დაგროვების
ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან
შეთანხმებით
შეიმუშავებს დეპარტამენტი
და დასამტკიცებლად
წარუდგენს
საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 12. "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N45, 21.12.2009, მუხ320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–11 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. საბჭოს 3 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის
წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
წარმომადგენელი.
მუხლი 13. "პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს
კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996, გვ.25) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილებები:
1. მე–16 მუხლის 1 და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. აკრედიტაციის განხორციელების მიზნით იქმნება აკრედიტაციის ერთიანი
ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საჯარო სამართლის
იურიდიული პირის სახით, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონითა და
დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ცენტრის საქმიანობაზე
კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო.
2. ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2. მე–17 მუხლი 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.
ცენტრს
ხელმძღვანელობს
გენერალური
დირექტორი,
რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
წარდგინებით.
3. მე–19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 19. ცენტრის ანგარიში
"ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც
წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის"
4. 23–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 23. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის
საჭირო მასალები და ინფორმაცია.
2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.
3. ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური
საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას
ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის
მომსახურებისათვის გადასახდელი თანხების გადახდა ეკისრება ცენტრს.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
უფლებამოსილია შეამოწმოს ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ
განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ცენტრის გენერალური დირექტორის
არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.
5. 30–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. საქართველოში მისაღები ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას შეიმუშავებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაინტერესებულ
უწყებებთან შეთანხმებით.
მუხლი 14. "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N51, 31.12.2006, მუხ441)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–14 მუხლი მე–2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს
სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს,
ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა;
მუხლი 15. "საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ" საქართველოს კანონში
(საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9.05.1997, გვ.30) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის
დამტკიცებისა და ცვლილების წესი
"საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში
ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს
სტატისტიკის
ეროვნული
სამსახურის
(საქსტატის),
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროების წინადადებების საფუძველზე."
მუხლი 16. "სამშენებლო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N39, 200წ., მუხ110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე–3 მუხლის მ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და
სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულსამშენებლო
საქმიანობაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობის
ორგანოები
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების
არქიტექტურულ-სამშენებლო
საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთ
საქმიანობას
ახორციელებენ
საქართველოს
კანონმდებლობით
მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში;
2. მე–12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 12. სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება
სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება ხდება საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი
განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის და სამშენებლო
საქმიანობის მონაწილეთა მიერ და მისი საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტებისა და სახელშეკრულებო
ვალდებულებების უხეში დარღვევა;
ბ) ფორსმაჟორული სიტუაციები
მუხლი 17. "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N33, 10.11.2001, მუხ132) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე–12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის
საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 18. "სახანძრო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან
და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.
მუხლი 19. "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 11.07.2007, მუხ244) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. 25–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 25. ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე
"ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების სახელმწიფო
კონტროლს
ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და
სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და
ფარგლებში."
მუხლი 20. "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის
საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ"
საქართველოს კანონში
(საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.19) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე–6 მუხლი ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს
წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან შეთანხმებულ საექსპორტო
და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის
ნუსხას;
მუხლი 21. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N22, 18.05.2005, მუხ. 151.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე–3 მუხლი 1 პუნქტის ა.თ) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული
საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის
მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით,
რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს
მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას
დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური
წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის
შესაბამისად;
2. მე–6 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის
საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება
სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით (სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს მთავრობა.
სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მმართველობისა და მაკონტროლებელი
ორგანოების თანამდებობის პირებისაგან (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები), ასევე
საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისა
და
მასმედიის
წარმომადგენლებისაგან.
სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
მუხლი 22. "სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N30(37), მუხ162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე–13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 13. სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა მეტროლოგიის
ეროვნული სააგენტო
"ამ კანონისა და „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის
შესაბამისად,
სტანდარტების,
ტექნიკური
რეგლამენტებისა
და
მეტროლოგიური საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით იქმნება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი — საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური
რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავის
საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონითა და დებულებით მინიჭებული
კომპეტენციის ფარგლებში. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო".
2. მე–19 მუხლის 1–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას
ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო - ეკონომიკური
საქმიანობა
და
მის
მიერ
განხორციელებული
საქმიანობის
კანონიერება,
მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი
უფლებამოსილია
შეაჩეროს
ან/და
გააუქმოს
სააგენტოს
ხელმძღვანელის
არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.
მუხლი 23. "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N28, 18.07.2007, მუხ275) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე–11 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უშუალოდ ან წარმომადგენლის
მეშვეობით გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი
ფორმის სერტიფიკატს.
მუხლი 24. "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 19.04.2010, მუხ112) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. მე–3 მუხლის კ) ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში
მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია,
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
აღმასრულებელი
ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;
2. მე–4 მუხლის 1 და მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არის საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი
განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება,
რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კანონით დადგენილი წესით
ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.
5. ამ მუხლით, ამ კანონის III თავით და 22-ე–30-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ფუნქციებს და უფლებამოსილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა
ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ
ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.
3. 31–ე მუხლის მე–12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
12. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს შესაბამისი
სამსახური.
მუხლი 25. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 85–ე მუხლის 1 და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა,
ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი
სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს,
შეიძლება
მხოლოდ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო/სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება ამ მუხლის პირველი პუნქტით
დადგენილი წესით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით
შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას,
რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ
სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.
მუხლი 26. "სახელმწიფო ვალის შესახებ"
საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–2 მუხლის 23 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
23. საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
წარდგენილ წინადადებას უნდა ერთვოდეს:
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და,
საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი
კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დასკვნები ხელშეკრულების დადების
მიზანშეწონილობის შესახებ.
მუხლი 27. "წყლის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის
უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე–17 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
9. აკრძალულია საქართველოს კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების
შესწავლასთან, მოპოვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების
ჩასატარებლად საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობების ზღვაში უნებართვო
მშენებლობა და აღმართვა. ამ საქმიანობის ნებართვას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გასცემენ სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. 46–ე მუხლის მე–4 და მე–9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან
შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებენ სამინისტრო და საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – სამინისტრო ან საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია სამინისტროსთან შეთანხმებით,
ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მხოლოდ
სამინისტრო.
9. წყალამღები სისტემის ან ამ დანიშნულების ნაგებობის ლიკვიდაცია ან
კონსერვაცია დასრულებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია ხელს
მოაწერს სათანადო აქტს.
3. 74–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. საქართველოში წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვას
ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტროები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
მუხლი 28. "ზოგადი განათლების შესახებ" (საქართველოს საკანონმდებლო, მაცნე N20,
04.05,2005, მუხ143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25–ე მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ
ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების
ოდენობებს.
მუხლი 29. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
2011 წლის მარტი.
N
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი
ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს
სამინისტროს სახელწოდების ცვლილება;
ეკონომიკური
განვითარების
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს
სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტების ”საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ”
საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
საქართველოს
რიგი
საკანონმდებლო
აქტის
”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლთან შესაბამისობაში მოყვანას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი დაფინანსების წყაროს;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას;
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელს.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:
სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაწესებულებას,
ექსპერტებს კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაცია-დაწესებულების ან/და
ექსპერტების შეფასება:
პროექტი არ ყოფილა წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის;
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი;
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.