„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-21
ბიუროს ნომერი 165
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,idJ,4Ul3ilqnl, JJdqtAil66lll, IllI6nL
aiqi6utt0[qttJ 611datonrqI td6flt,
t6nJdollll aJ6bIqilllu J6nt]tqI6il,
q)6'Uilblll, ?ill,tbilI
2l o3}3dr3sqo. 20ll VCRo
ojOo N 165
Ls jo14o3nq rrl-r 3.:5r,r5otr J16arX
j6o,,Lr jrr4oSSqo L rqSoSotrgrirgo2q
LoSurrro,;qqsr6q3n3,>oo 3oqnjb?o g3qoqnlnlol.rs qr quSrg6dnlob ?6gr5ob
?6Uob6I"
oX6oqoXq t.r3"-bo.r 3o8o$X$o
15
- l8 0o16go
22 - 25 3$go
aLAJSoL lNrttt1pa a.rto( o
636oo51qo Joqo6oJol,, o3oo3&x6o3XqotroLs q.r
arqsqaoo$o 6mmGCaoL +"S6a6";
lqo5r5r,c,-r$a.x!{a6o joao6J0o;
squ0orSoU 1gq3lco,t qlpols qs lo8o jsq,rjo
oSggtrrqjrxrt p4.6J6..
Jathbtdfi4 iaaElar (,rr.d6J tu rr{'4,J,4."r,<'di
lr;J.;r6rn36q,ob .).rr6q;3n6goL dol6r'r ;p615tr:
Lrj;r6or33qmL .);r6q.r3X5$oL 3o3o$1g1dL; q; L;J;<6qr3g5go gt6.:J6o3d?o
q;rl!,1;olr5clt63;$o1qor;|$otrJt6crxj$o[-r6t5bop3.>
hrJ.rrvror3lqrob J;t6qo335gob A,
or,r33,;qqoS.rrrrolr.)otrr3gq,o3ooq6oq3 -
\ ------J
Y
Sobgoq 3olo3;16o;5o
წერილი
l,JdJ6,030Rfllb JJ6RJAC6t90l, $'C360
LsJs6oSXqoL $drqsSnSgoL Lsot66sSotsgoo
e0Jr60rA056ot Ats6(9lrlr,
$plsgoE no6rrr L3or5;od6t
jrqds6oSo 6o316,
l-rsjrr6oXnqcrL
Jr'rStOoOIOool, 67-n Slbqotr os5.'b3.rq -Lsi-rr6o6q'olr
-JJ6R.\aC66oL
V1Br4oL Ls,.ls5cr53qndq't'r o5o3or$o3olr $6troo $'st43o5oq636o
;"S.S.)O,,X36f ,,Ls3s<4o6qot .>q0o5ol-r6r64oiq Ls€sr6orqq'rt6g363roo
6gqoqn66}oL.: ps qr3.:$36X6oL ?X$s6ot 31tr-sb-6d" ^
;oq6jt?o
eL3qSqods'
6-'[.3ol, $18."q5ri?53q ;.r5o5Jr6rnnJ$L SoLgno ?nlt]seoLro
ps6u6oo: 31 63.
Jsgo3ol-r663orn,
.:5'[o6 drnqj3.:,11
(nt 4t,ot\
.l$-. At o!
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984წელი, მუხ. 421) შეტანილი იქნას შემდეგი
ცვლილებები და დამატებები:
„1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1253 მუხლი:
„მუხლი 1253. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების წესების
დარღვევა
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ორგანიზების
თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესის დარღვევით განხორციელება
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 200 ლარით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ
ორი დღის განმავლობაში დარღვევის გამოუსწორებლობა
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 400 ლარით.
3.
ამ
მუხლის
პირველი
და
მეორე
ნაწილით
გათვალისწინებული
ჯარიმის
ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის
სრული ოდენობით.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას
ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ
დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
5. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი
ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების წესების სხვა დარღვევა
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით
გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის
გასვლის შემდეგ პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან
30 დღის ვადაში ჯარინმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტომანქანის
რეალიზება
განხორციელდება
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელის დაუდგენლობისას
პასუხისმგებლობა ეკისრება ავტომანქანის მესაკუთრეს.
8.
ავტომანქანის
სპეციალურ
დაცულ
სადგომზე
გადაყვანისას,
ავტომანქანის
ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება
დამრღვევ
მძღოლს
ან
ამ
მუხლით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
ავტომანქანის
მესაკუთრეს. იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანა გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ
სადგომზე, ავტომანქანა მის მფლობელს ან/და მესაკუთრს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა
და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტომანქანის
სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის დარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება,
თუ პირი აღარ განახორციელებს ქმედებას, რაც წარმოადგენს პარკირების წესების ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას. დარღვევის გამოუსწორებლობის გამო
ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგივე საქმიანობის გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი
სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის
საქმისწარმოება.
2. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას
ავტომანქანა ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ან/და ავტომანქანის
თვლებს
გაუკეთდება
ბლოკირება
სპეციალური
საშუალებებით,
თუ
აღნიშნული
დადგენილია ავტომანქანების პარკირების წესებით.“
2. 1533 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1533. გარე ვაჭრობის წესების დარღვევა:
1. გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების გარეშე,
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 50 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უფლებამოსილი პირის კანონიერი
განსაკრულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობით
2
გამოიწვევს
ფიზიკური
პირის
დაჯარიმებას
50
ლარით
ან
ადმინისტრაციულ
პატიმრობას 7 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 100 ლარით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3. გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი აქტის მოთხოვნათა დარღვევით
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 10 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 25 ლარით.
შენიშვნა:
თუ
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, საქმის განხილველი პირის მიერ ამავე კოდექსის 22-ე მუხლით
დადგენილი წესით ჩაითვლება მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევად, აღნიშნული
მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს პირს
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.“
„3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1535 მუხლი:
„მუხლი 1535. ბაზრებისა და ბაზრობების მოწყობის წესების დარღვევა:
1. ბაზრის ან/და ბაზრობის მოწყობა თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი
წესის დარღვევით,
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 200 ლარით.
2. თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში
ბაზრის ან/და ბაზრობის მოყვანის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნის
შეუსრულებლობა,
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 1000 ლარით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, ვის სარგებლობაშიც
იმყოფება ბაზრის ან/და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორია, ხოლო ასეთი პირის
დაუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბაზრის ან/და ბაზრობისათვის
განკუთვნილი ტერიტორის მესაკუთრეს.
2. ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგივე
საქმიანობის გაგრძელება, ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის
გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმისწარმოება.“
4. 2093 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3
„1. ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252-1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით
და 1511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს
განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა
1252 მუხლით და 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი
სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე
განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ
სახდელს (ჯარიმას).“
5. 2093 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21.
ამ
კოდექსის
1191
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამარ-
თალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი
სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, თუ
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს.“
6. 2093 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის
მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით,
151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის)
ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს
შესაბამისი სამსახური.“
7. 239-ე მუხლის მე-13-14-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე–125-ე და 127-ე მუხლებით, 1271
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 1533 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 166-ე,
173-ე, 1741, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
4
ოქმებს
ადგენენ
შინაგან
საქმეთა
ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის
მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით,
1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე,
1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1533 მუხლის მე-3 ნაწილით, 1534-1535, 159-ე და 1591
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი
პირები.“
8. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252-1253
მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1501, 1511 და 1522
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.“
9. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე8 ნაწილით, 1252 მუხლით და 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი
გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში - ქალაქ თბილისის მერი.“
10. 242-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით,
1252 მუხლითა და 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მესაკუთრეს
იმავდროულად
არის
სამართალდამრღვევი
ადგილზე
გამოეწერება
ადმინისტრაციული
ან
საჯარიმო
ქვითარი,
სამართალდარღვევის
შესახებ
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მესაკუთრე
რომელიც
ოქმი.
თუ
ადგილზე
არ
იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე
მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“
11. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
5
„41. ამ კოდექსის 2093 მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა
ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო
ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი.
თუ
დამრღვევი
სადავოდ
ხდის
ამ
ნაწილით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევებისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ოქმი.“
12. 242-ე მუხლის მე-2 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ამ მუხლის 31, მე-4, 41 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის
ფორმას,
მისი
შევსების,
ჩაბარებისა
და
წარდგენის
წესს
ადგენს
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში - ქალაქ
თბილისის მერი.“
13. 252-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლითა და 1253 მუხლის მე-4
და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
ჩადენისას
ადმინისტრაციული
სახდელი
(ჯარიმა)
პირს
შესაძლოა
შეეფარდოს
მის
დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა
განემარტოს წერილობით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტის თაობაზე
ა) ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
როგორც ცნობილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის თანახმად თვითმმართველ ერთეულებს მინიჭე-ბული აქვთ 28 საკუთარი
უფლებამოსილება. ესენია („ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი):
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და
დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, მათი
განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;
გ) ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი
პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ
ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებ-ლობით დადგენილი
წესით; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით
სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;
დ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;
ე) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა;
თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის
წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით
კანონით განსაზღვრული იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
თ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და
განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად
(გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი
საზღვრების დადგენა და შეცვლა;
კ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის
რესურსების მართვა;
ლ) მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის
ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით;
მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგ-ლებში
საგზაო მოძრაობისა და ავტოსატრანსპორტო გადაყვანის რეგულირება, კანონით დადგენილი
7
ნებართვების გაცემა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორ-ტით მომსახურების
ორგანიზება;
ნ) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება;
ო) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
პ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების
დადგენა; დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობის,
კანალიზაციის, ნაგავსაყრელების მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და
უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ
განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლაპატრონობა;
ჟ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება,
შესაბამისი პროგრამების დამტკიცება, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიე-ბათა
განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგა-ნიზება;
რ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითა-რების
უზრუნველყოფა;
ს) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების
განსაზღვრა; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგული-რების
გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების
წესების დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და
საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება;
ტ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების,
გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება;
უ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამე-წარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;
ქ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება
და დამტკიცება;
ღ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის
ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური
რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობი-სათვის
უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის
რისკფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და ამის თაობაზე
მოსახლეობის ინფორმირება;
ყ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოებისა და
სამაშველო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
შ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის
საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
ჩ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული
საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
8
ც) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება;
ძ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება და ნუმერაცია.
ჩამოთვლილი საკუთარი უფლებამოსილებებიდან უმრავლესის სრულად და ჯეროვნად
განხორციელება არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან მათი ძირითადი ნაწილის
განხორციელების დროს პროცესის მართვაც და შესრულებაც მთლიანად ხდება თავად
თვითმმართველი
ერთეულის
მიერ.
თვითმმართველი
ერთეულები
საკუთარ
უფლებამოსილებებს სრულად და ჯეროვნად ვერ ახორციელებენ მაშინ, როცა
თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი
წესების შესრულება დამოკიდებულია სხვა პირზე. ამ დროს აუცილებელი ხდება, საიმისოდ,
რომ თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში
დადგენილი წესები მოქმედებდეს და შესაბამისად, აღნიშნულით თვითმმართველი
ერთეული სრულად და ჯეროვნად ახორციელებდეს საკუთარ უფლებამოსილებებს,
საკანონმდებო აქტის დონეზე დაწესდეს სანქციები თვითმმარველი ერთეულის მიერ
დადგენილი წესების დარღვევისათვის. აღნიშნულის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ
მშენებლობის
ნებართვების
გაცემის
სფეროში
და
შესაბამისად
მშენებლობის
ზედამხედველობის სფეროში თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები. კერძოდ,
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრულია, თუ რომელი
მშენებლობები საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, ასევე დეტალურადაა განსაზღვრული
სანებართვო პირობების დადგენის კრიტერიუმები, მათ შორის მშენებლობის ორგანიზების
საკითხები. აღნიშნული უფლებამოსილების განხორციე-ლებას თვითმმართველი ერთეული
ვერ განახორციელებდა სრულად და ჯეროვნად, თუ არ იქნებოდა პასუხისმგებლობა
გათვალისწინებული ყველა იმ ქმედებისათვის, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო
სამართალდარღვევას. ასეთ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობის ზომებს ზედმიწევნით
სრულად აწესებს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სწორედ ამითაა განპირობებული, რომ თვითმმართველ ერთეულებს არ წარმოეშობათ
პრობლემები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის ზედამხედველობის
განხორციე-ლებისას და ამ უფლებამოსილების განხორციელება ხდება სრულად და
ჯეროვნად.
განსხვავებით მშენებლობის ნებართვის გაცემის სფეროში და შესაბამისად მშენებლობის
ზედამხედველობის სფეროში თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილების
სრულად და ჯეროვნად განხორციელებისა, არსებობს თვითმმარ-თველი ერთეულის
საკუთარი უფლებამოსილებები, რომლებსაც თვითმმართველი ერთეულები სრულად და
ჯეროვნად ვერ ახორციელებენ იმის გამო, რომ ან თავად თვითმმართველი ერთეულის მიერ
არ არის დადგენილი შესაბამისი წესები, ან/და თუ დადგენილია მსგავსი წესები, მათი
დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის შესაბამისი სანქციები, რაც შედეგად
იძლევა იმას, რომ საერთოდ აზრი არ აქვს თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ფარგლებში მსგავსი წესის მიღებას. ასეთ პრობლემატურ საკითხებს
დღეისათვის მიეკუთვნება:
ა) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება;
ბ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების
დადგენა;
9
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების
უზრუნველყოფა.
იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში
თვითმმართველ ერთეულებსათვის ხელშეწყობის მიზნით ცენტრალური ხელისუფ-ლების
მიერ პერმანენტულად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დასახელებული პრობლემების
გადაწყვეტით შეიქმნება წინაპირობები, რომ თვითმმართველმა ერთეულებმა საკუთარი
უფლებამოსილების განხორციელება უზრუნველყონ სრულად და ჯეროვნად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
დასახელებული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მიზანშეწონილია საქართვე-ლოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გათვალისწინებული იქნას სანქციები
ზემოხსენებული წესების დარღვევის შემთხვევებისათვის. ამ მიზნით საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთი მუხლი საჭიროებს
ცვლილებებს, რათა ისინი შესაბამისობაში მოვიდეს ერთიან საკანონმდებლო სივრცესთან,
ხოლო სხვა შემთხვევაში საჭიროა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსს დაემატოს ახალი მუხლები, რომლებითაც სანქციები დაწესდება თვითმმართველი
ერთეულის
მიერ
საკუთარი
კომპეტენციის
ფარგლებში
დადგენილი
წესების
დარღვევისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტში მოცემულია შემდეგი ძირითადი ცლილებები და დამატებები:
_ გარე ვაჭრობის წესების დარღვევა:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლის
თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს გარე ვაჭრობა შესაბამისი
ნებართვის გარეშე.
როგორც ცნობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი
ადგენს, რომ იმ საქმიანობის ამომწურავ ჩამონათვალს, რომელიც საჭიროებს ნებართვას ან
ლიცენზიას, დგინდება მხოლოდ აღნიშნული კანონით. ისიც ცნობილია, რომ „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად არც ნებართვას და არც
ლიცენზიას არ საჭიროებს გარე ვაჭრობის განხორციელება.
აღნიშნული არ ნიშნავს, რომ გარე ვაჭრობა რჩება რეგულაციის გარეშე. მართალია გარე
ვაჭრობის განხორციელების წესები არ რეგულირდება საკანონმ-დებლო აქტის დონეზე,
მაგრამ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად გარე ვაჭრობის რეგულირება მიეკუთვნება
თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას.
გარე ვაჭრობის რეგულირება ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნავს ქცევის წესების დადგენას.
ასეთ ქცევის წესად შეიძლება დადგინდეს, რომ გარე ვაჭრობა დასაშვები იყოს მხოლოდ
საამისოდ განსაზღვრულ ადილზე. ასევე, ქცევის წესს წარმოადგენს ისიც, რომ გარე
ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ იმ
პირმა, რომელსაც თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიენიჭა
ამის უფლება, რადგან შეუძლებელია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე ყველა
დაინტერესებულმა პირმა მხოლოდ საკუთარი სურვილის საფუძველზე განახორციელოს
10
გარე ვაჭრობა, თუნდაც იმიტომ, რომ გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილები
ყოველთვის იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე გარე ვაჭრობის მსურველი პირი. მთლიანობაში,
მართალია გარე ვაჭრობა არ წარმოადგენს სანებართვო საქმიანობას, შესაბამისად მასზე არ
გაიცემა გარე ვაჭრობის ნებართვა და არ გადაიხდევინება სანებართვო მოსაკრებელი, მაგრამ
თვითმმართველი ერთეულის მიერ გარე ვაჭრობის განხორციელება შეიძლება
დაექვემდებაროს შესაბამისი უფლების გაცემას და ასევე დადგინდეს უფლების მიცემის
საფასური. ანუ, ის რაც თავისდროზე რეგულირებული იყო გარე ვაჭრობის ნებართვის სახით
თავისი სანებართვო მოსაკრებელით, დღეს მოქმედი საკანონმ-დებლო აქტების თანახმად
დაექვემდებარება გარე ვაჭრობის უფლების სახით რეგულირებას თავისი საფასურით.
ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გარე
ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაცვლად,
სამართალდარღვევას უნდა წარმოადგენდეს გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების გარეშე,
როგორც გარე ვაჭრობის წესის დარღვევის ერთერთი სახე.
გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა დაწესდეს ასევე
გარე ვაჭრობის განხორციელება გარე ვაჭრობის უფლების მიცემის (მიმნიჭებელი) აქტის
მოთხოვნათა დარღვევით. გარე ვაჭრობის რეგულირების ერთ-ერთი თავისებურება არის ის,
რომ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად წესდება მოთხოვნები, რომელიც
უნდა დაიცვას პირმა, რომელსაც მიენიჭა გარე ვაჭრობის უფლება, ხოლო აღნიშნული
მოთხოვნების დარღვევა უნდა ჩაით-ვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
აღნიშნული ქმედების სამართალდარღვევის დამოუკიდებელ სახედ გატანის
მიზანშეწონილობა განპირობებულია იმ მოტივით, რომ ამ დროს მართალია პირს
მოპოვებული აქვს გარე ვაჭრობის უფლება, მაგრამ გარე ვაჭრობას ახორციელებს უფლების
მიმნიჭებელი აქტის მოთხოვნათა დარღვევით. მთლიანობაში, გარე ვაჭრობის მიმნიჭებელი
აქტის მოთხოვნათა დარღვევა წარმოადგენს ზოგადად გარე ვაჭრობის წესების დარღვევას,
მაგრამ აღნიშნულისათვის დაწესებული პასუხისმგებ-ლობის ზომა არ უნდა იყოს იმდენივე
ან იმაზე მეტი, რაც დაწესებული იქნება გარე ვაჭრობის შესაბამისი უფლების გარეშე
განხორციელებისათვის, რადგან მთავარია ის, რომ პირს უკვე გააჩნია გარე ვაჭრობის
უფლება.
ზემოთხსენებულის შესაბამისად მიზანშეწონილია ცვლილებები შევიდეს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1533. გარე ვაჭრობის წესების დარღვევა:
1. გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების გარეშე,
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 50 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უფლებამოსილი პირის კანონი-ერი
განსაკრულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობით
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით ან ადმინისტრაციულ
პატიმრობას 7 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 100 ლარით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
3. გარე ვაჭრობა შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი აქტის მოთხოვნათა დარ-ღვევით
11
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 10 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 25 ლარით.
შენიშვნა:
თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა, საქმის განხილველი პირის მიერ ამავე კოდექსის 22-ე მუხლით
დადგენილი წესით ჩაითვლება მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევად, აღნიშნული
მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლო-ბისაგან გათავისუფლება
და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს პირს
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.“
როგორც ვხედავთ, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად არ მძემდება
პასუხისმგებლობის არსებული ზომები, არამედ მუხლის შინაარსი მოდის საქართველოს
დღესმოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პირიქით, პასუხი-სმგებლობის ზომა
მცირდება იმ შემთხვევებისათვის, როცა პირს გააჩნია გარე ვაჭრობის უფლება, მაგრამ მის
მიერ ხდება გარე ვაჭრობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა სამართალდარღვევის
ჩადენა, მათ შორის ამ შემთხვევისათვის არ ხდება პასუხისმგებლობის ზომის გაზრდა იგივე
ქმედების განმეორებით ჩადენი-სათვის და სამართალდარღვევის საგანი არ ექვემდებარება
კონფისკაციას.
_ ბაზრის ან/და ბაზრობის მოწყობის წესის დარღვევა:
როგორც ზემოთ აღინიშნა, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით, თვითმმართველი
ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება ასევე ბაზრებისა და ბაზრობების
რეგულირება. აქაც, თუ არ იქნა პასუხისმგებლობის ზომები დაწესებული ბაზრებისა და
ბაზრობების რეგულირების წესების დარღვევისას, შეუძლებელია თვითმმართველი
ერთეულის მიერ მარეგულირებელი ნორმების დადგენას ჰქონდეს რაიმე აზრი.
განსხვავებით გარე ვაჭრობის წესების დარღვევისაგან, რომელიც საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით მიჩნეული იყო
სამართალდარღვევად და საჭირო იყო მხოლოდ აღნიშნულ მუხლში ცვლილებების შეტანა,
რათა მუხლის შინაარსი შესაბამისობაში მოსულიყო საქართველოში დღეს მოქმედ
კანონმდებლობასთან, პასუხისმგებლობის არანაირი ზომები არაა დაწესე-ბული ბაზრებისა
და ბაზრობების მარეგულირებელი ნორმების დარღვევისას, რაც აუცილებლად უნდა
დაწესდეს, რადგან, ქალაქის იერსახეს გარე ვაჭრობაზე არანაკლებ არღვევს ქაოტურად
განთავსებული ბაზრები და ბაზრობები. შესაბამისად, თუ სამართალდარღვევას
წარმოადგენდა და წარმოადგენს გარე ვაჭრობის მარეგულირებელი ნორმების დარღვევა,
სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს ასევე ბაზრებისა და ბაზრობების მოწყობის
თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევა. უნდა აღინიშნოს ისიც,
რომ ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირებისას, თვითმმართველი ერთეულის კომპეტენცია
არ არის ზღვარდაუდებელი. კერძოდ, თვითმმართველი ერთეული ბაზრებისა და
ბაზრობების მარეგულირებელი ნორმების დადგენისას ვერ დაადგენს ბაზრებსა და
ბაზრობებზე ვაჭრობის წესებს, სარეალიზაციო პროდუქციის ვარგისიანობის შემოწმების
წესებს და სხვა მსგავს საკითხებს, რადგან ბაზრებისა და ბაზრობების მარეგულირებელი
ნორმების დადგენისას თვითმმართველი ერთეული შეზღუდულია ქალაქის იერსახეზე
12
ზრუნვით. შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული ბაზრებისა და ბაზრობების
მარეგულირებელი ნორმების დადგენით აღკვეთს ქალაქის იერსახის დამახინჯებას.
ზემოთხსენებულის შესაბამისად მიზანშეწონილია დამატებები შევიდეს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და კოდექსს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 1535 მუხლი:
„მუხლი 1535. ბაზრებისა და ბაზრობების მოწყობის წესების დარღვევა:
1. ბაზრის ან/და ბაზრობის მოწყობა თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგე-ნილი
წესის დარღვევით,
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 200 ლარით.
2. თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში
ბაზრის ან/და ბაზრობის მოყვანის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნის
შეუსრულებლობა,
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 1000 ლარით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, ვის სარგებლო-ბაშიც
იმყოფება ბაზრის ან/და ბაზრობისათვის განკუთვნილი ტერიტორია, ხოლო ასეთი პირის
დაუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ბაზრის ან/და ბაზრობისათვის
განკუთვნილი ტერიტორის მესაკუთრეს.
2. ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგივე
საქმიანობის გაგრძელება, ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის
გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმისწარმოება.“
_ პარკირების წესების დარღვევა:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16
მუხლის თანამად თვითმმართველი ერთეულის ერთერთ უფლება-მოსილებას წარმოადგენს
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
პარკირების
ადგი-ლების
განსაზღვრა
და
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
პარკირების
წესის
დადგენა.
აღნიშნული
უფლებამოსილება ერთერთი უმნიშვნელოვანესთაგანია თვითმმართველი ერთეულისათვის
მიკუთვნებული საკუთარი უფლებამოსილებე-ბიდან. საქმის არსის სწორად გაგებისათვის
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების
ადგილების განსაზღვრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის
დადგენა თუნდაც სავალდებულოა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საგზაო
მოძრაობის უსაფრთოება, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უსაფრთხოება, დაცული იყოს ქვეითად მოსიარულეთა ინტერესები, მგზავრთა გადაყვანის
მიზნით გამოყენებული იქნას ტექნიკურად გამართული ავტოსატრან-სპორტო საშუალებები.
გარდა აღნიშნულისა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილების
განსაზღვრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკი-რების წესის დადგენით
უზრუნველყოფილი
უნდა
იყოს
ადგილობრივი
პირობების
გათვალისწინებით
ავტომანქანების პარკირების ორგანიზებულობა, პარკირების სფეროს განვითარება და
13
მხოლოდ ამის შემდეგ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების
მიღება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევა
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევადაა
მიჩნეული
მხოლოდ
დედაქა-ლაქის
ტერიტორიაზე. გარდა დედაქალაქისა, პარკირების მარეგულირებელი ნორ-მები დადგენილი
აქვს თვითმმართველ ქ. ბათუმსაც, კერძოდ, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებით მიღებული იქნა
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების
მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და
ავტომანქანების პარკირების წესები. წესი არეგულირებს თვითმმარ-თველ ქ. ბათუმის
ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური თუ იურიდიული
პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში
არსებულ მიწის ნაკვეთებზე ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და
ავტომანქანების პარკირების წესებს. წესი არეგულირებს ასევე ფიზიკური თუ იურიდიული
პირების ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში
არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრისა და
ავტომანქანების პარკირების წესებს იმ შემთხვევაშიც, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ
არის მხოლოდ პარკირების სპეციალური ადგილებისათვის, არამედ პარკირების სპეციალური
ადგილების განსაზღვრა და ავტომანქანების პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე
მიმდინარე ძირითადი საქმიანობის დამატებით საქმიანობას და პარკირების სპეციალური
ადგილების განსაზღვრა ემსახურება ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას (მაგ:
სასტუმროების მიერ საკუთარი ტაქსების ქონა, რომლებიც მოემსახურება თუნდაც მხოლოდ
ამავე სასტუმროში დაბინავებულ პირს). გარდა აღნიშნულისა, წესი არეგულირებს ქუჩებში
და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში
არსებულ სხვა ტერიტორიებზე პარკირების ორგანიზების უფლების მესამე პირისათვის
გადაცემის წესებს. წესი არ არეგულირებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო
გადაყვანასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს,
ავტოსად-გურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ავტომანქანების პარკირებასთან
დაკავშირებულ საკითხებს, ავტომანქანების პარკირებისათვის განკუთვნილ შენობანაგებობებში ავტომანქანების პარკირების წესებს, ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და
კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის
ნაკვეთებზე პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების
წესებს იმ შემთხვევაში, როცა მიწის ნაკვეთი განკუთვნილი არ არის მხოლოდ პარკირების
საერთო ადგილებისათვის, არამედ პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანების
პარკირება წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე უკვე მიმდინარე ძირითადი საქმიანობის
დამატებით საქმიანობას და პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრა ემსახურება
ძირითადი საქმიანობის უკეთ განხორციელებას (მაგ: სასტუმროების მიერ მათ ტერიტორიაზე
ამავე სასტუმროში დაბინავებული პირის მართვის ქვეშ არსებული
ავტომანქანების
პარკირება), ფიზიკური თუ იურიდიული პირების ან/და კერძო სამართლის სხვა
სუბიექტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების
სხვა პირისათვის გადაცემის საკითხებს, ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების
14
სადგურებში (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები) ავტომანქანების პარკირების წესებს, იმ
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების პარკირებაზე, რომლებიც გამოიყენება
სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ შორის მიწის სამუშაო-ებისათვის (ყველა სახის
ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა), თუ სატრანსპორტო საშუალების პარკირება ხდება
სამშენებლო მოედანზე ან/და ასეთი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან/და
მფლობელი მომსახურების გაწევისა და სახელშეკ-რულებო ურთიერთობის დამყარების
მიზნით არ ახდენს იმ ტერიტორიაზე პარკირებას, რომელიც არ იმყოფება მის საკუთრებაში
ან/და სარგებლობაში.
როგორც ვხედავთ წესის რეგულირების სფერო დეტალურადაა განსაზვრული, რასაც
აქვს თავისი მიზეზები. კერძოდ, ცნობილია, რომ ქალაქების ერთერთი ძირითადი პრობლემა
არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება. არანაკლებ პრობლემატურია ტაქსების
პარკირება და ე.წ. სატვირთო ავტომანქანებისა და იმ მექანიკური სატრანსპორტო
საშუალებების პარკირება, რომლებიც გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, მათ
შორის მიწის სამუშაოებისათვის (ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა).
აღნიშნული პირველ რიგში არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, რამეთუ
თვითმმართველი ერთეული დამოკიდებულია მძღოლის კეთილ ნებაზე, თუ რამდენად
დაიცავს იგი საგზაო მოძრაობის ელემენტარულ წესებს. გარდა აღნიშნულისა,
ავტოსანტარსპოტო საშუალებების ქაოტური პარკირება არღვევს ქალაქის იერსახესაც.
აღნიშნული განსაკუთრებით ითქმის ტაქსებზე, ე.წ. სატვირთო ავტომანქანებზე და იმ
მექანიკურ
სატრანსპორტო
საშუალებებზე,
რომლებიც
გამოიყენება
სამშენებლო
საქმიანობისათვის.
ტაქსების შემთხვევაში ძირითადი პრობლემა არის ის, რომ პირველ რიგში მათი
პარკირება ხდება ნებისმიერ საზოგადოებრივ სივრცეში და გარდა ამისა, ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის გამოყენებაც ხდება ტაქსად, ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების
ელემენტარულ მოთხოვნებს, რომ არაფერი ვთქვათ მგზავრის კომფორტულ მომსახურებაზე,
მაშინ როცა მგზავრს ამის სრული უფლება აქვს. პრობლემურია ასევე ტაქსის მძღოლების
საკითხიც, რამეთუ განსხვავებით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების
მძღოლებისაგან მათთვის არ არსებობს არანაირი პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ
ისინი, გარდა მართვის მოწმობის ქონისა, მათ შორის მუშაობის დროს დაცული არ არის მათი
ჯანმრთელობა. დასახელებული პრობლემები განსაკუთრებით თვალში საცემია საკურორტო
სეზონის დროს. შესაბამისად, თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ მიზანშეწონილად ჩაითვალა
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დადგენისას მოწესრიგებუ-ლიყო
ტაქსების პარკირების საკითხიც. ხსენებული არ ნიშნავს, რომ თვითმმარველ ქ. ბათუმმა
პასუხისმგებლობა მოიხსნა ტაქსების მიმართ. პირიქით, წესის თანახმად ტაქსის პარკირების
ადგილი განსაზღვრული იქნა პარკირების სპეციალურ ადგილად და აღებული იქნა
ვალდებულება, რომ საზოგადოებრივ სივრცეებში გამოიყოფა ტაქსების პარკირების
ადგილები. აღნიშნულით, ტაქსი პარკირებას ვეღარ განახორ-ციელებს მისთვის სასურველ
ნებისმიერ ადგილზე, არამედ პარკირება განხორციელ-დება მხოლოდ იქ, რომელიც
განსაზღვრული იქნება ტაქსების პარკირების ადგილად. ასეთი ადგილების განსაზღვრისას კი
გათვალისწინებული იქნება ქალაქის განვითა-რების ინტერესები, მოსახლეობის სიმჭიდროვე,
სატრანსპორტო ნაკადი, ქუჩების გამტარუნარიანობა, საგზაო მოძრაობის წესები, საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოება, საქალაქო და საქალაქთაშორისო (სარაიონოთაშორისო) სამგზავრო
15
ტრანსპორტის ერთიანი სამარშუტო სქემა, ეკოლოგიური მდგომარეობა და საზოგადოების
სხვა ინტერესები. გარდა ტაქსების პარკირების საზოგადოებრივ სივრცეებში განსაზღვ-რისა,
წესი არ კრძალავს ტაქსების პარკირების ადგილი განსაზღვრული იქნას ფიზი-კური თუ
იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და
სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
იგივე უნდა ითქვას იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც
გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის. აქაც, თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ
მიზანშეწონილად ჩაითვალა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების
დადგენისას მოწესრიგებულიყო ხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების
საკითხიც, რაც არ ნიშნავს, რომ თვითმმარველ ქ. ბათუმმა პასუხისმგებ-ლობა მოიხსნა მათ
მიმართ. პირიქით, წესის თანახმად ხსენებული ავტოსატრან-სპორტო საშუალებების
პარკირების ადგილი განსაზღვრული იქნა პარკირების სპეციალურ ადგილად და აღებული
იქნა ვალდებულება, რომ თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ გამოიყოფა მათი პარკირების
ადგილები. აღნიშნულით, ხსენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებება პარკირებას ვეღარ
განახორციელებს მისთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე, არამედ პარკირება
განხორციელდება მხოლოდ იქ, რომელიც განსაზღვრული იქნება ასეთი ავტოსატრანსპორტო
საშუალებების პარკირების ადგილად. აქაც, ასეთი ადგილების განსაზღვრისას
გათვალისწინებული იქნება ქალაქის განვითარების ინტერესები, მოსახლეობის სიმჭიდროვე,
სატრანსპორ-ტო ნაკადი, ქუჩების გამტარუნარიანობა, საგზაო მოძრაობის წესები, საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოება, საქალაქო და საქალაქთაშორისო (სარაიონოთაშორისო) სამგზავრო
ტრანსპორტის ერთიანი სამარშუტო სქემა, ეკოლოგიური მდგომარეობა და საზოგადოების
სხვა ინტერესები. გარდა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალე-ბების, რომლებიც
გამოიყენება სამშენებლო საქმიანობისათვის, პარკირების თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ
განსაზღვრისა, წესი არ კრძალავს ასეთი სატრანს-პორტო საშუალებების პარკირების ადგილი
განსაზღვრული იქნას ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა
სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
ზემოთაღნიშნულის
გათვალისწინებით,
ავტომანქანების
პარკირების
წესების
დარღვევად უნდა შეფასდეს არა მარტო პარკირების საერთო ადგილებზე ავტომან-ქანის
დოგმა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ან მხოლოდ პარკირები-სათვის
განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების დარღვევით ავტომანქანის
პარკირება, თვითმმართველ ქ. ბათუმის შემთხვევაში ავტომანქანების პარკირების წესების
დარღვევად უნდა შეფასდეს ასევე პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის
პარკირება, რომლებისთვისაც წესის შესაბამისად გათვალისწინებულია პარკირების
სპეციალური ადგილების განსაზღვრა; ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში
ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის
პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი; შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის
იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება, სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება;
პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც
წინამდებარე წესის შესაბამისად განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური
ადგილები; იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად
გათვალის-წინებულია ავტომანქანების სპეციალური ადგილების განსაზღვრა; პარკირების
სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით ავტომანქანის პარკირების
16
განხორციელება; პარკირების ორგანიზების უფლების დადგენილი წესის დარღვევით
განხორციელება; პარკირების ადგილების დადგენილი წესის დარღვევით განსაზღვრა;
ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველ ქ. ბათუმისათვის
მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების თვითნებურად
განხორციელება; პარკირების საფასურის დადგენილი წესის დარღვე-ვით დაწესება და
პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა; ასევე
სხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც პარკირების მარეგულირებელი ნორმებით
აკრძალულია
ან/და
ქმედება,
რომლის
განხორციელე-ბაც
ხდება
პარკირების
მარეგულირებელი ნორმებისაგან განსხვავებულად. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია
სრულად
და
ჯეროვნად
განხორციელდეს
თვითმმართ-ველი
ერთეულისათვის
მიკუთვნებული
ისეთი
უმნიშვნელოვანესი
უფლებამოსი-ლება,
როგორიცაა
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
პარკირების
ადგილების
განსაზღვრა
და
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დადგენა.
ზემოთხსენებულის შესაბამისად მიზანშეწონილია დამატებები შევიდეს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და კოდექსს დაემატოს შემდეგი
შინაარსის 1253 მუხლი:
„მუხლი 1253. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების წესების
დარღვევა
1. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ორგანი-ზების
თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესის დარღვევით განხორ-ციელება
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 200 ლარით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ
ორი დღის განმავლობაში დარღვევის გამოუსწორებლობა
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას 400 ლარით.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის
ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის
სრული ოდენობით.
4. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას
ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ
დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
5. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი
ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების წესების სხვა დარღვევა
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფ-ლობით
გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის
გასვლის შემდეგ პირს დაეკისრება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან
30 დღის ვადაში ჯარინმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტომანქანის
17
რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებ-ლობით დადგენილი წესით,
ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელის დაუდგენლობისას
პასუხისმგებლობა ეკისრება ავტომანქანის მესაკუთრეს.
8. ავტომანქანის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას, ავტომანქანის
ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება
დამრღვევ მძღოლს ან ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომანქანის
მესაკუთრეს. იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანა გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ
სადგომზე, ავტომანქანა მის მფლობელს ან/და მესაკუთრს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა
და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტომანქანის
სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის დარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება,
თუ პირი აღარ განახორციელებს ქმედებას, რაც წარმოადგენს პარკირების წესების ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას. დარღვევის გამოუსწორებლობის გამო
ჯარიმის დაკისრების შემდეგ იგივე საქმიანობის გაგრძე-ლება ითვლება პირის მიერ ახალი
სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის
საქმისწარმოება.
2. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას
ავტომანქანა ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ან/და ავტომანქანის
თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ აღნიშნული
დადგენილია ავტომანქანების პარკირების წესებით.“
- ცვლილებებითა და დამატებებით გათვალისწინებული სამართალდარღვევე-ბის
განხილვაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა:
_ ცალკეული ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევასთან ერთად
ერთერთ არსებით საკითხს წარმოადგენს სამართალდარღვევის განხილვაზე უფლებამოსილი
პირის განსაზღვრა.
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1533 მუხლის დღეს
მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს საქართვე-ლოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევთა კოდექსის 239-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად წარმოადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო ამავე კოდექსის
208-ე მუხლის თანახმად, სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1533 მუხლის
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, მუხლი შედგება სამი ნაწილისაგან. აქედან
პირველი და მე-2 ნაწილის შინაარსი არ განსხვავდება მუხლის დღეს მოქმედი რედაქციისაგან,
არამედ ცვლილებების შედეგად მოხდა მათი მისადაგება საქართვე-ლოს დღეს მოქმედ
ერთიან საკანონმდებლო სივრცესთან. რაც შეეხება მე-3 ნაწილს, მსგავსი რედაქციის
სამართალდარღვევას საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევთა კოდექსის
1533 მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია არ თვალისწინებს.
18
მიგვაჩნია, რომ რადგან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა
კოდექსის 1533 მუხლის დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს
კოდექსის 239-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად წარმოადგენს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად,
სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს სასამართლო, აღნიშნული გასნჯადობა უნდა
დარჩეს უცვლელი. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა
კოდექსის 1533 მუხლში ცვლილებების განხორციელების შემდეგ პირველი და მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ ადმინის-ტრაციულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენის უფლება
უნდა მიენიჭოს კვლავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირს,
რადგან აღნიშნულით უკანონო გარე ვაჭრობის მიმართ ბრძოლა იქნება უფრო ეფექტური. რაც
შეეხება საქმის განხილვის უფლებამოსილებას, იგი კვლავ უნდა მიენიჭოს სასამართ-ლოს,
რადგან გარე ვაჭრობა ძირითადად განპირობებულია სოციალური სიდუხ-ჭირით.
აღნიშნული განსაკუთრებით ითქმის, როცა გარე ვაჭრობა ხორციელდება ფიზიკური პირის
მიერ. შესაბამისად, სამართალდარღვევის საქმის განხილვის სასამართლოზე მინიჭების
შემთხვევაში სასამართლოს შესაძლებლობა ექნება გაითვა-ლისწინოს საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, სამართალდარღვევის ჩადენის მოტივი და მიზეზები
და გადაწყვეტილება მიიღოს მათ შესაბამისად, რა დროსაც გამორიცხული არ არის
ადმინისტრაციულ
სასამართლოს
მიერ
სამართალდარღვევა,
საქართვე-ლოს
სამართალდარღვევთა კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალოს მცირე მნიშვნელობის
დარღვევად და პირი გაათავისუფლოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1533 მუხლში ცვლილებების
განხორციელების
შემდეგ
პირველი
და
მე-2
ნაწილებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის შედგენაზე უფლება-მოსილ
პირად მიგვაჩნია, რომ უნდა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართ-ველობის
უფლებამოსილი პირი, უფრო ზუსტად, გარე ვაჭრობის უფლების მიმცემი პირის
უფლებამოსილი პირი, რადგან წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევადაა მიჩნეული და პასუხისმგებლობაა გათვა-ლისწინებული შესაბამისი
უფლების
მიმნიჭებელი
აქტის
მოთხოვნათა
დარღვევით
გარე
ვაჭრობის
განხორციელებისათვის. ანუ, აღნიშნულის თანახმად საკითხი ეხება იმ წინაპირობების
დარღვევას, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს გარე ვაჭრობა. ასეთ წინაპირობებს
შეიძლება წარმოადგენდეს გარე ვაჭრობის განხორ-ციელება მხოლოდ გარე ვაჭრობის
უფლების მიმნიჭებელი აქტით გათვალის-წინებული არქიტექტურული ფორმიდან ან/და
არასტაციონალური კონსტრუქ-ციიდან, ან/და განისაზღვროს იმ ნივთების ჩამონათვალი,
რომლის რეალიზაციაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილიდან ან
განისაზღვროს გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილის ზუსტი საკადასტრო
კოორდინატები.
სადაო არ არის, რომ გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე უფლებამოსილ პირს
ძირითათადად წარმოადგენს თვითმმართველი ერთეული. თუმცა, თვითმმართველ ქ.
ბათუმის მიერ შემუშავებული გარე ვაჭრობის მომწესრიგებელი ნორმების თანახმად, გარდა ქ.
ბათუმის
მერიისა,
თვითმმართველ
ქ.
ბათუმის
აღმასრულებელი
ორგანოს
19
გადაწყვეტილებით სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული
ლანდშაფტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლება შეიძლება მისცეს იმ საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა ან თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ დაფუძვნებულმა
კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობის, მათ შორის მართვის
უფლებით გადაცემული აქვს სკვერის, პარკის, ბულვარის, ბაღის, ბუნებრივი და ხელოვნული
ლანდშაფტის ტერიტორია, თუ აღნიშნული ტერიტორია წესის შესაბამისად განსაზღვრულია
გარე ვაჭრობისათვის.
წესის თანახმად, გარე ვაჭრობის დადგენილი პირობების შესაბამისად განხორციელებაზე კონტროლს ახორციელებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობისას გარე
ვაჭრობის უფლების გაუქმებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს გარე ვაჭრობის მიცემაზე
უფლებამოსილი პირი. როგორც დასტურდება, ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევთა
კოდექსის 1533 მუხლში ცვლილებების განხორციელების შემდეგ მე-3 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენა საჭიროებს
საკითხის დეტალურ შესწავლას, ხშირად სპეციალურ ცოდნასაც, ხოლო სამართალდარღვევის
დადასტურების შემთხვევაში, გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით
გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისა, შესაძლებელია არსებობდეს სხვა
გადაწყვეტილების, მათ შორის გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების გადაწყვეტილების
მიღების საჭიროებაც. ამ მოცემულობაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის
1533 მუხლში ცვლილებების განხორციელების შემდეგ მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ
პირად მიზანშეწონილია განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი პირი, უფრო ზუსტად, გარე ვაჭრობის უფლების მიმცემი პირის უფლებამოსილი
პირი, რაც ეფექტურს გახდის გარე ვაჭრობის წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლას და
გარდა ამისა თავიდან იქნება აცილებული ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურები, რაც
შეიძლება გამოიხატოს ერთი უწყების მიერ მეორესადმი წერილობითი მოთხოვნის
გაგზავნით, ადგილი აქვს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში გარე ვაჭრობის წინაპირობების
დარღვევას, ამ უკანასკნელის მიერ საკითხის შესწავლით და წერილობითი მოთხოვნის
გამომგზავნი პირისადმი კვლავ წერილობითი პასუხის შეტყობინებით, რომლებიც
საბოლოოდ არაეფექტურს გახდის უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას.
გარდა აღნიშნულისა, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1533
მუხლში ცვლილებების განხორციელების შემდეგ მე-3 ნაწილით გათვალის-წინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ
პირად განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი,
თავს იჩენს სხვა პრობლემაც. კერძოდ, ამ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირი ვალდებული ხდება შეისწავ-ლოს ადგილი ხომ არ აქვს გარე ვაჭრობის
მიმნიჭებელი აქტის მოთხოვნათა დარღვევით გარე ვაჭრობის განხორციელებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირისაგან დამოუკიდებლად
გარე ვაჭრობის უფლების მიმცემი ვალდებულია ასევე აკონტროლოს, ხომ არ ხდება გარე
ვაჭრობის მიმნიჭებელი აქტის მოთხოვნათა დარღვევით გარე ვაჭრობის განხორციელება,
რომლის დადასტურების შემთხვევაში ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტი-ლება,
მათ შორის გარე ვაჭრობის უფლების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება. ანუ
დასტურდება, რომ გარე მოვაჭრესთან ერთიდაიგივე მოთხოვნით მიდის სხვადასხვა უწყების
20
წარმომადგენელი, რაც ვფიქრობთ საქართველოს ერთიან საკანონმდებლო სივრცის
გათვალიწინებით გაუმართლებელს ხდის ერთიდაიგივე საკითხზე რამოდე-ნიმე
მაკონტროლებლის არსებობას და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას.
დასახელებული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1533 მუხლში ცვლილებების განხორციელების შემდეგ მე-3
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის
შედგენაზე უფლებამოსილ პირად უნდა განისაზღვროს ის, ვინც აღნიშნული ქმედების
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევის გარეშეც ვალდებული იქნება
აკონტროლოს გარე ვაჭრობის დადგენილი პირობების შესაბამისად განხორცი-ელება. ასეთს
კი ნებისმიერ შემთხვევაში წარმოადგენს პირი, რომელიც უფლებამო-სილია გარე ვაჭრობის
უფლების მიცემაზე. სწორედ აღნიშნულის გამო მიგვაჩნია, რომ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევთა კოდექსის 1533 მუხლში ცვლილებების განხორციელების შემდეგ მე-3
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის
შედგენაზე უფლებამოსილ პირად უნდა განისაზღვროს გარე ვაჭრობის უფლების მიცემაზე
უფლებამოსილი პირი.
რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1533
მუხლში ცვლილებების განხორციელების შემდეგ მე-3 ნაწილით გათვალისწი-ნებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქმის განხილვის უფლებამოსილებას,
ამავე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას საქმის განხილვაზე უფლებამო-სილი პირის განსაზღვრის
დასაბუთების გათვალისწინებით, იგი უნდა მიენიჭოს სასამართლოს.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი
დამატების შედეგად 1535 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირად მიზანშეწო-ნილია
განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უფლებამოსილი პირი, რადგან
როგორც ზემოთ აღინიშნა, განსხვავებით გარე ვაჭრობის წესების დარღვევისაგან, რომელიც
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533 მუხლით მიჩნეული
იყო სამართალდარღვევად და საჭირო იყო მხოლოდ აღნიშნულ მუხლში ცვლილებების
შეტანა, რათა მუხლის შინაარსი შესაბამისობაში მოსულიყო საქართველოში დღეს მოქმედ
კანონმდებლობასთან, პასუხისმგებლობის არანაირი ზომები არაა დაწესებული ბაზრებისა და
ბაზრობების მარეგულირებელი ნორმების დარღვევისას, რაც აუცილებლად უნდა დაწესდეს,
რადგან, ქალაქის იერსახეს გარე ვაჭრობაზე არანაკლებ არღვევს ქაოტურად განთავსებული
ბაზრები და ბაზრობები. ამასთან, თვითმმართველი ერთეული ბაზრებისა და ბაზრობების
მარეგულირებელი ნორმების დადგენისას ვერ დაადგენს ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობის
წესებს, სარეალიზაციო პროდუქციის ვარგისიანობის შემოწმების წესებს და სხვა მსგავს
საკითხებს, რადგან ბაზრებისა და ბაზრობების მარეგულირებელი ნორმების დადგენისას
თვითმმართველი ერთეული შეზღუდულია ქალაქის იერსახეზე ზრუნვით. შესაბამისად,
თვითმმართველი ერთეული ბაზრებისა და ბაზრობების მარეგულირებელი ნორმების
დადგენით აღკვეთს ქალაქის იერსახის დამახინჯებას. გარდა აღნიშნულისა, თუ ბაზრებისა
და ბაზრობების მოწყობის წესების დარღვევისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირად
განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი პირი, თავიდან იქნება
21
აცილებული ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურები, რაც შეიძლება გამოიხატოს ერთი
უწყების მიერ მეორესადმი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით, ადგილი აქვს თუ არა
კონკრეტულ შემთხვევაში ბაზრებისა და ბაზრობების მოწყობის წესების დარღვევას, ამ
უკანასკნელის მიერ საკითხის შესწავლით და წერილობითი მოთხოვნის გამომგზავნი
პირისადმი კვლავ წერილობითი პასუხის შეტყობინებით, რომლებიც საბოლოოდ
არაეფექტურს გახდის უკანონო ბაზრებისა და ბაზრობების მოწყობის წინააღმდეგ ბრძოლას.
ასევე, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1535 მუხლის დამატების
შემდეგ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის
შედგენაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირი, თავს იჩენს იგივე პრობლემა, რომ ამ დროს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებული ხდება
შეისწავლოს, ადგილი ხომ არ აქვს ბაზრებისა და ბაზრობების მოწყობის წესების დარღვევას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირისაგან დამოუკიდებლად
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ვალდებულია ასევე აკონტროლოს, ხომ არ ხდება
ბაზრებისა და ბაზრობების მოწყობის წესების დარღვევა, რომლის დადასტურების
შემთხვევაში ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ანუ, აქაც დასტურდება,
რომ პირთან ერთიდაიგივე მოთხოვნით მიდის სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი, რაც
ვფიქრობთ
საქართველოს
ერთიან
საკანონმდებლო
სივრცის
გათვალიწინებით
გაუმართლებელს ხდის ერთიდაიგივე საკითხზე რამოდე-ნიმე მაკონტროლებლის არსებობას
და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი
დამატების შედეგად 1253 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირად მიზანშეწო-ნილია
განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უფლებამოსილი პირი, როგორც
ესაა გათვალისწინებული საქართველოს დედაქალაქის შემთხვევაში. ამასთან, განსხვავებით
დედაქალაქისაგან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევათა კოდექსში
შესატანი 1253 მუხლის თანახმად, ავტომანქანების პარკირების წესების დარღვევადაა
შეფასებული არა მარტო პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანის დგომა დადგენილი
საფასურის გადახდის გარეშე ან მხოლოდ პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე
დგომის დადგენილი წესების დარღვევით ავტომანქანის პარკირება, არამედ თვითმმართველ
ქ. ბათუმის შემთხ-ვევაში ავტომანქანების პარკირების წესების დარღვევადაა შეფასებული
ასევე პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წესის
შესაბამისად გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა; ქუჩის
გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული
ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;
შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება,
სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება; პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ
ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წესის შესაბამისად განსაზღვრული არ არის
პარკირების სპეციალური ადგილები; იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც
წინამდებარე წესის შესაბამისად გათვალისწინებულია ავტომანქანების სპეციალური
ადგილების განსაზღვრა, პარკირების სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით
ავტომანქანის პარკირების განხორციელება; პარკირების ორგანიზების უფლების დადგენილი
22
წესის დარღვევით განხორციელება; პარკირების ადგილების დადგენილი წესის დარღვევით
განსაზღვრა; ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე თვითმმართველ ქ.
ბათუმისათვის მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების
თვითნებურად განხორციელება; პარკირების საფასურის დადგენილი წესის დარღვევით
დაწესება და პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების
დარღვევა, ასევე სხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც პარკირების მარეგულირებელი
ნორმებით აკრძალულია ან/და ქმედება, რომლის განხორციელებაც ხდება პარკირების
მარეგულირებელი ნორმებისაგან განსხვავე-ბულად.
აღნიშნულის გამო მიგვაჩნია, რომ ზოგადად საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი დამატების შედეგად 1253 მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმის შედგენაზე
და საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირად უნდა განისაზღვროს ადგილობრივი
თვითმმართველობის მიერ უფლებამოსილი პირი, მაგრამ საჯარიმო ქვითრის ადგილზე
გამოწერა, რომელიც შეცვლის სამართალდარღვევათა ოქმს, გათვალისწინებული უნდა იქნა
მხოლოდ ისეთი სამართალდარღვევისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია 1253 მუხლის
მე-4 და მე-5 ნაწილებით. ყველა სხვა შემთხვევაში სავალდებულოა შედგეს ოქმი და საქმის
განხილვა მოხდეს საერთო წესის შესაბამისად.
4. თვითმმართველი ერთეულისათვის ერთერთ პრობლემურ საკითხს წარმოად-გენს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191 მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას წარმოადგენს გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება. საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-13 ნაწილისა და მე-14
ნაწილის თანახმად, აღნიშნული სამართალ-დაღღვევის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს
წარმოადგენენ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი,
ისე თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი პირი. პრობლემის არსი მდგომარეობს
მასში, რომ 1191 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დეტალურადაა
გათვალისწინე-ბული
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მიერ
სამართალდარღვევის საქმის განხილვის საკითხები, მათ შორის 209-ე მუხლით დადგენილია
აღნიშნული სამართალდარღვევის განხილვის საკითხები, შემთხვევები, თუ როდის ცვლის
საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევათა ოქმს. იგივეს ვერ ვიტყვით თვითმმართველი
ერთეულის
შემთხვევაში,
რადგან
თვითმმართველი
ერთეულის
შემთხვევაში
გათვალისწინებულია მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და მეტი არაფერი, მათ
შორის დადგენილი არ არის, თუ ვინ უნდა განიხილოს თვითმმართველი ერთეულის მიერ
შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმი, რაც ნიშნავს, რომ ოქმი რჩება ოქმად და მისი
აღსრულება გამორიცხულია, რადგან მასზე აღარავის აქვს საბოლოო გადაწყვეტილების
მიღების უფლება, რომლითაც დადგინ-დება პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულის გამო
მიზანშეწონილია ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის მუხლებში და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტ-როსათვის გათვალისწინებული რეგულაციის მსგავსად
განისაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191
23
მუხლით გათვალისწი-ნებული სამართალდარღვევის თვითმმართველი ერთეულის მიერ
განხილვის საკითხები.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველ ქ. ბათუმის მიერ ხსენებულ მუხლთან
დაკავშირებით ერთხელ უკვე იქნა მოთხოვნილი საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, მაგრამ მაშინ საკითხი არასწორედ იქნა
დაყენებული.
კერძოდ,
მაშინდელი
მოთხოვნის
შესაბამისად
ადმინისტრაციულ
1
სამართალდარღვევათა კოდექსის 119 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისას ოქმის შედგენაზე და საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირად მოთხოვნილი იქნა
მხოლოდ თვითმმართველი ერთეული, რაც არსებითად არასწორი იყო, იმ მოტივით, რომ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191 მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარ-ღვევა უშუალო კავშირშია როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
დარღვე-ვასთან, რომელიც წარმოადგენს საქრთველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლება-მოსილებას, ისე ქალაქის დასუფთავების წესების დარღვევასთან, მშენებლობის
წარმოების უსაფრთხოების დარღვევასთან და სხვა ისეთ საკითხებთან, რომლებიც
მიეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას. გარდა
აღნიშნულისა,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191 მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევა საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რათა
გამოირიცხოს ამავე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო მისი დადგომისას
შეუძლებელი
არ
გახდეს
სამართალდამრღვევი
პირის
დადგენა.
მოცემული
სამართალდარღვევის პროფილაქტიკის მიზნით ყველაზე ეფექტურია კონტროლის
სამშენებლო მოედანზევე განხორციელება და მშენებლობის ორგანიზების პროექტის დაცვის
შემოწმება. ცხადია, ყველა ამ ფუნქციას ასრულებს თვითმმართველი ერთეული, ამიტომ
სავალდებულოდ მიგვაჩნია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1191 მუხლით გათვალისწინებული სამართალ-დარღვევის ჩადენისას ოქმის
შედგენაზე და საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირად საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან ერთად დარჩეს თვითმმართველი ერთეულიც, ხოლო საიმისოდ, რომ
აღნიშნული დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა თვითმმართველი ერთეულის მხრიდან იყოს
ეფექტური, მიზანშეწონილია ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის მუხლებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გათვალისწინებული რეგულაციის მსგავსად
განისაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1191
მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის თვითმმარ-თველი ერთეულის მიერ
განხილვის საკითხებიც.
_ წარმოდგენილი რეგულაციის დადგენის მიზნით ცვლილებები და დამატებები უნდა
განხორციელდეს შემდეგ მუხლებში:
1. 2093 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252-1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით
და 1511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს
განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
24
2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა
1252 მუხლით და 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის ორგანოს შესაბამისი
სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე
განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ
სახდელს (ჯარიმას).“
2. 2093 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. ამ კოდექსის 1191 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბა-მისი
სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, თუ
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს.“
3. 2093 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის
მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით,
151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისათვის შეფარდებუ-ლი ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის)
ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს ადგილო-ბრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს
შესაბამისი სამსახური.“
4. 239-ე მუხლის მე-13-14-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე–125-ე და 127-ე მუხლებით, 1271
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 1533 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 166-ე,
173-ე, 1741, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგე-ნენ შინაგან საქმეთა
ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის
მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვა-ლისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით,
4
107 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე,
1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1534-1535, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“
25
5. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252-1253
მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1501, 1511, 1522
მუხლებით და 1533 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაცი-ული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის ორგანოს
შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.“
6. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე8 ნაწილით, 1252 მუხლით და 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი
გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართ-ველობის წარმომადგენლობითი
ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში - ქალაქ თბილისის მერი.“
7. 242-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით,
გათვალისწინებული
125 მუხლითა და 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო
საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ
სამართალდამრღვევი ან ავტოსატრანსპო-რტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ
იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე
მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.“
2
8. 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:
„41. ამ კოდექსის 2093 მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა
ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწე-რება საჯარიმო
ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამარ-თალდარღვევის შესახებ
ოქმი.
თუ
დამრღვევი
სადავოდ
ხდის
ამ
ნაწილით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევებისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ოქმი.“
9. 242-ე მუხლის მე-2 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ამ მუხლის 31, მე-4, 41 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის
ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს ადგენს ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში - ქალაქ
თბილისის მერი.“
10. 252-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
26
„11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლითა და 1253 მუხლის მე-4
და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამარ-თალდარღვევების
ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) პირს შესაძლოა შეეფარდოს მის
დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუ-ხისგებაში მიცემულ პირს
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა
განემარტოს წერილობით.“
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფის
საჭიროებას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს შესაბამისი ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილი გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის, როგორც
ადმინისტრაციული
სახდელის
დაკისრებას
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის. ამასთან მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი მოცულობის
განსაზღვრა,
ვინაიდან
ეს
გარემოება
დამოკიდებულია
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა რაოდენობაზე და შესაბამისად გადახდე-ვინებული საჯარიმო
თანხების ოდენობაზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის ახალ ფინანსურ ვალდებულებებს;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტი ფინანსურ ზეგავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც
კანონპროექტის მიხედვით ჩადენილი ადმინისტრაციული დარღვევისათვის დაეკისრე-ბათ
ადმინისტრაციული სახდელი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი).
კანონპროექტით
განსაზღვრული
ადმინისტრაციული
ჯარიმის
ოდენობები
განსაზღვრულია
შესაბამისი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
სიმძიმის,
მნიშვნელობისა და ქმედების ჩადენის რაოდენობის პროპორციულად.
27
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვლდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართ-ველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროეტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ.გ) კანონპროექტის ავტორი;
კანონპროექტის ავტორია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერია
კანონპროექტის ინიციატორი :
საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.
28