„ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-28
ბიუროს ნომერი 167
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,ldJ603Jqnt IJdqt0t6Olll, lllI6nU
aJqtS'utJ0[cclJ 6n6eJ6nrqn IdcIu
l6nCdOlll, AtGbnqSIU Jt4fl DCqX.6lll,
qJFUtblll, ?tl,Jbilf
28 o3A3r63cqo. 20U g3Ro
.,JAo N 167
jr6or3gqoL 3.:5o5ob Jt6ogjgo
,,o5go163o6oob nt4oo,>5o lr;bnq3$ogo 6nnbg16oU ?6t,>b6d"
bo
o2r6oqolq lro3oorlt'.r 3n0o$X$o
15 - l8
3o16go
I
Ln,ja400a AoU?Snl' l'larttttpo aniopo
22 - 25 316go
,]t!n6,vtAp lrLpaAr$e
qcr63oI6o3o go5o0o3olr.r Ro 33oSoaoJ6o
Joqo6o,Jol, Jrrao6r6o;
3g!5A6oprlLl, qqgots qc trlo.qf
j.to$C$n;
by,otot
Ss6coqg&rt, aJ65oCd,CfoL, q.t 3Actgf6ol, Jpa"$C$n.
JoAbdAdOAo, aAdp@n 4,rrd6 rJAep,rrp,D
buj;6og6qr.rb J.:16q;3n6$o'b dol<rro;q6n5b:
L.>j.>r6o3XqmL Jtr6q;0n5$ot ,;o3o$3$Xll-r; Rr tJrJ.)6RtAA5$r'r 3r6.:j3oXd?o
Rro$'flmtJ 5mr60rgo2qo rj$ot J<6r'r3j$oL 5o5boq3.>
l-rsJrr6or3Xqotr Jrr4q.:3X5$ob
o;335qro3.:16n
RrAoo) drd6rda
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bSJS61n30̀要 Ob OmS360ふ S
bs jrr6orgXqoL J.:16q,r8nE$L
も`
Jδ 6080ROも
8oFllり 68R03R0 060130も
もδ
3も 6(,,636(っ OJol,,,068068。
δ
(60■ 60貿
Ъ。8
l'δ
Jδ
800o00
̀OoOROも
241122011
0oと
OL
賀
■
00oOb ,0も
Oo
(300118600δ
601,δ ЪOR3Ψ 。
8o6001'66011η
Ψ o60o6oRδ
06α )
tδ
8δ 6063600Jざ b0
Jδ 6030ROも
でヽ 3賃 06● 60R
もしでfv180ふ ЪO o(.obも
Ool'60o0038060も 66。 も
)141eop16-3o5olr$16o
N 1/50
67‑3
305L606oo00も
860ふ R、 R
8〔
0し 、ふδ80も ぅR
もぁ
Jゎ 6α 1430興 0も
01,、 ЪOふ
3ヽ
̀̀
80660b
̀Rも
R。 60■ 60興 Oδ
つもR6。 R3で 000o60お も
660d0
6(, ,,, 6o93.r1r7ro
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b005b▼
しbdb̀(D80'マ 0も
060
00b8̀0も Ob 201l V'マ 0も 22 00も 0̀8'マ 0も bbR(D80b
N80d00Rb6
V
XX[X. Ls js<6rn3pqotr ;s5r'rEoL Jr6o3 j$o ,,o53rodre.;gtoL Xr6cnosSo LrhXq0$ogro
AXXfr"6O.ti tXt,.U6[" qs LsJ,><4ar3nqr, lr Sors3r6crdotr 6s53s661qXdoL ']t6r'r1;l-
rlo- ,,i".,r.'a5oJot, Ls,lrr<rmSXqrrtr 3os6<6rnlotr L;.1.'6cr5fiq66rqo o5o6o'r$o3oot
(8r'r8tLv
f.o\,33S.R' ,3"6m5;iar.XJ646 flo8tL65Xlq,rp pr6ots35olr ?XlrslrXd"
5Xa3{n t oj"a.3XqoL o1t$o11ooL 3o5olr66oL 3r'r.:q6oq6 5 6}'>Srnorl;1)
l.3o$r',5X}3q ojSnL $s63oq66oqo ;.;5o5olr :ld,r'1J$o Rr 6sqrn113L LsJst6rn3n-
qolr
' Jsr6q.'3nEgL 5.r5tr.',boq36qrp.
2. a;$,ro5flhR ojSXt $,>63oq635oqo 6r5;u661qndolr ')rrrogj$o'
lrs j.;16or36qrT
V
L Jrtr6Sogd,-8o5ot,66o
L,;Jr16or3nqrntr f o.:316r'rlolr
,y,:56nqor4ootr 1916r'rtro
საქართველოს კანონის პროექტი
.
პროექტი
საქართველოს კანონი
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო სექტორში
არსებული
რეესტრების,
მონაცემთა
ბაზების,
მოსმსახურების
და
ინფორმაციული სისტემების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნას, ასევე
საჯარო სექტორში ინფორმაციის მიღებას, გადაცემას და თავსებადობას
ტექნოლგიური
ნეიტრალიტეტის
პრინციპის
დაცვით,
მოაწესრიგოს
რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული
სისტემების შექმნის, გამოყენებისა და შეცვლის ძირითადი პრინციპები,
მოახდინოს
რეესტრების,
მონაცემთა
ბაზების,
მომსახურების
და
ინფორმაციული სისტემების წარმოების წესების სტანდარტიზაცია, და
განსაზღვროს სახელმწიფოს ინფორმაციული პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებები რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და
ინფორმაციული სისტემების სფეროში.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მონაცემი – ფაქტებისა და იდეების წარმოდგენა ფორმალიზებული
სახით, რომელიც მათ გამოსადეგს ხდის საინფორმაციო პროცესში გადაცემისა
და დამუშავებისათვის;
ბ) მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება,
შენახვა, შეცვლა, ნახვა, ამოღება, გამოყენება, გადაცემა, კომბინირება, დახურვა,
წაშლა ან განადგურება, ან ამგვარი ქმედებების ნებისმიერი ერთობლიობა,
ქმედების შესრულებისა თუ გამოყენებული საშუალების მიუხედავად;
გ) მონაცემთა ბაზა – სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული
ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალის კრებული, რომელიც
ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით.
ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება
ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა
და გამოყენების დროს;
დ) მონაცემთა ბაზის წარმოება – მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა
დამუშავების ჩანაწერების შენახვა, მონაცემთა დაცვა და ამ ქმედებათა
საორგანიზაციო ღონისძიებები;
ე) რეესტრის სუბიექტი – ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო და
ავტორიზებული საგანმანათლებო დაწესებულება, რომელიც განახორციელებს
მონაცემთა შექმნას, შეცვლას, განადგურებას ან წაშლას;
ვ) ინფორმაციული სისტემა – საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ამ
ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ ქმედებათა ნებისმიერი
კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების
მიღებას;
ზ) რეესტრი – საგნების, სახელების, ქმედებების ან სხვა ინფორმაციის
ფორმალური ან/და ოფიციალური ჩანაწერი;
თ) მომსახურება – რეესტრის სუბიექტის მიერ შემოთავაზებული
მომსახურება (სერვისი), რომლის გამოყენება დაწესებულების ან/და
მომხმარებლისათვის მოითხოვს მონაცემთა დამუშავებას;
ი) ბიზნეს–პროცესი - ურთიერთდაკავშირებული საქმიანობის ან
ამოცანების სტრუქტურირებული ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება
გარკვეული პროდუქტი ან მომსახურება კონკრეტული მომხმარებლისათვის ან
მომხმარებელთა ჯგუფისათვის;
კ) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – თანაბარი რესურსების
პირობებში, ტექნოლოგიის კონკრეტული სახისათვის დაუსაბუთებელი
უპირატესობის თავიდან აცილება.
თავი II. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი
მუხლი 3. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი
1. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს
რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო
სისტემებისა და მომსახურების ერთიან კატალოგს, რომლის მიზანია
საქართველოს საჯარო სექტორში არსებული საინფორმაციო რესურსების
აღწერა, ინფორმაციასთან მუშაობის ერთიანი სტანდარტების დადგენა,
საინფორმაციო სისტემების კოორდინაცია და თანმიმდევრული განვითარების
ხელშეწყობა, ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის ხელშეწყობა და საჯარო
რესურსების ეფექტიანად გამოყენება.
2.
ინფორმაციის
ერთიან
სახელმწიფო
რეესტრს
აწარმოებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გაცვლის სააგენტო
(შემდგომში - მონაცემთა გაცვლის სააგენტო).
3. მონაცემთა გაცვლის სააგენტო კოორდინაციას უწევს რეესტრის
სუბიექტთან არსებული რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურების, და
საინფორმაციო სისტემების წარმოების ერთგვაროვანი სტანდარტების
დადგენასა და შესრულებას.
4. მონაცემთა გაცვლის სააგენტო რეკომენდაციას უწევს შესაბამის
რეესტრის სუბიექტს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების შექმნის, შეცვლის, გამოყენების, განვრცობის, სხვა მონაცემთა
ბაზასთან/სისტემასთან კომბინირების, თავსებადობის, გაუქმებისა და სხვა
საკითხებზე.
5. მონაცემთა გაცვლის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს
რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის საქმისწარმოების წესების შეცვლისა და
მოდერნიზაციის თაობაზე, რომლებიც ელექტრონული დოკუმენტაციის
ბრუნვის გამარტივების მიზანს ემსახურება.
6. მონაცემთა გაცვლის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს
რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის მიერ მომსახურების შექმნის,
გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის თაობაზე.
მუხლი 4. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემისა და
მომსახურების შექმნის შეტყობინების ვალდებულება
1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის,
საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების შექმნიდან არაუგვიანეს 30 დღის
განმავლობაში ამის თაობაზე წერილობით აცნობოს მონაცემთა გაცვლის
სააგენტოს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება
თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მონაცემთა
ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების წარმოებაში,
რომელიც გავლენას ახდენს ამ კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ რომელიმე პარამეტრზე.
მუხლი 5. მონაცემთა გაცვლის სააგენტოსათვის მისაწოდებელი
ინფორმაცია
1. რეესტრის სუბიექტის ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული
წერილობითი ცნობა უნდა შეიცავდეს, როგორც მინიმუმ, შემდეგ
ინფორმაციას:
ა) მონაცემები მონაცემთა მფლობელის შესახებ, კერძოდ: საკონტაქტო
ინფორმაცია, ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის შესახებ, ძირითადი
საქმიანობის აღწერილობა;
ბ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების აღწერილობა, მასში მოთავსებული მონაცემების ზოგადი
აღწერილობა, ტექნიკური პარამეტრების აღწერილობა;
გ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების წარმოების მიზანი;
დ) საქმისწაროების წესი, რომელიც მონაცემთა ბაზის, რეესტრის,
საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების წარმოებისათვის გამოიყენება,
ინფორმაციის დამუშავების ბიზნეს–პროცესი, ინფორმაციის მიმართ
გამოყენებადი ტექნიკური სტანდარტები და სხვა ინფორმაცია, რომელიც
აღწერს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების წარმოების პროცესს;
ე) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების მოქმედებისათვის გამოყოფილი აპარატული და პროგრამული
უზრუნველყოფა;
ვ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების ადმინისტრატორის პირადი მონაცემები;
ზ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების ფარგლებში ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი
პირის/ორგანოს მონაცემები;
თ) მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ზომები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაცემის
პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებს, ფორმატს და მიწოდების გზებს
ადგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
მუხლი 6. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების განვრცობა ან კომბინირება
1. რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზა, რეესტრი, საინფორმაციო
სისტემა ან მომსახურება შეიძლება განივრცოს ან კომბინირებულ იქნეს სხვა
მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, საინფორმაციო სისტემასთან ან
მომსახურებასათან, თუ:
ა) განვრცობა ან კომბინირება აუცილებელია რეესტრის სუბიექტის მიერ
მისი ფუნქციების უფრო ეფექტიანად განხორციელებისათვის;
ბ) რეესტრის სუბიექტს ნორმატიული აქტით ეკისრება ახალი ფუნქციის
შესრულება, რომლის სათანადო განხორციელებისათვის აუცილებელია
განვრცობა ან კომბინირება.
2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების განვრცობის ან კომბინირების შესახებ შეტყობინება ეგზავნება
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს.
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების
ფორმას და შეტყობინებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს
მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
მუხლი 7. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა
1. რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო
სისტემის ან მომსახურების გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა
ხდება მონაცემთა გაცვლის სააგენტოსათვის შესაბამისი შეტყობინების
გაგზავნის გზით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების
ფორმას და მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების
გაუქმებასთან,
განადგურებასთან,
არქივირებასა
და
გადაცემასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს მონაცემთა გაცვლის
სააგენტო.
მუხლი 8. პერსონალურ მონაცემთა დაცვა
1. მონაცემთა გაცვლის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო
რეესტრი არ ახდენს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის გარჩევას,
დამუშავებას ან შეცვლას რაიმე ფორმით და ინარჩნუნებს ინფორმაციულ
ნეიტრალიტეტს.
2. მონაცემთა გაცვლის სააგენტო არ არის პასუხისმგებელი პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ვალდებულებების შესრულებაზე იმ ფუნქციების
განხორციელების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს რეესტრის სუბიექტის
მონაცემთა ბაზებში, რეესტრებში ან საინფორმაციო სისტემებში არსებული
პერსონალური მონაცემების მისაწვდმობას ამ კანონით დადგენილი
ფუნქციების შესრულებისათვის.
მუხლი 9. ამ კანონის დებულებათა შესრულების მექანიზმები
1. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ამ კანონით დადგენილი რომელიმე
შეტყობინების მიღებისა და განხილვის შედეგად უფლება აქვს უარი
განაცხადოს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების შექმნის, ცვლილების, განვრცობის, კომბინირების ან გაუქმების
რეგისტრაციაზე, თუ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან
მომსახურების წარმოება ან მასში მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება
სააგენტოს მიერ დადგენილ ან/და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს,
და წარუდგინოს ხარვეზის აღმოფხრვის რეკომენდაციები შეტყობინების
მიმწოდებელ რეესტრის სუბიექტს.
2. რეესტრის სუბიექტის მიერ ამ კანონით დაკისრებული
ინფორმირების/შეტყობინების
ვალდებულების
შეუსრულებლობის
შემთხვევაში, მონაცემთა გაცვლის სააგენტო წერილობით გაფრთხილებას
უგზავნის შესაბამისი უწყების ინფორმაციის გადაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
ინფორმაციის განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში, მონაცემთა
გაცვლის სააგენტო წერილობით შეტყობინებას უგზავნის რეესტრის
სუბიექტის ხელმძღვანელს, რომელშიც აღწერება დარღვევის ფაქტი და მისი
აღმოფხვრის რეკომენდაციები.
თავი III. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის წარმოებისა
და მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპები
მუხლი 10. მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, საინფორმაციო სისტემასა და
მომსახურების მონაცემთა დამუშავების პრინციპები
რეესტრის სუბიექტს უფლება აქვს მონაცემთა ბაზის, რეესტრის,
საინფორმაციო სისტემის წარმოებისა და მომსახურების გაწევის პროცესში
შეაგროვოს (დაამუშავოს) მხოლოდ ისეთი მონაცემი, რომელიც აუცილებელია
შესაბამისი
ნორმატიული
აქტით
გათვალისწინებული
ფუნქციის
განსახორციელებლად ან მონაცემთა ამგვარი დამუშავება უშუალოდ
გათვალისწინებულია ნორმატიული აქტით.
მუხლი 11. მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, საინფორმაციო სისტემასა და
მომსახურებაში მონაცემთა მისაწავდომობა
რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, საინფორმაციო
სისტემასა და მომსახურებაში შენახული (დამუშავებული) მონაცემი საჯარო
და ხელმისაწვდომია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთან წვდომა ან
მისი გამოქვეყნება შეზღუდულია კანონით.
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 12. გარდამავალი დებულება
რეესტრის სუბიექტი ვალდებულია ამ კანონის ძალაში შესვლის
მომენტისათვის მოქმედი მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო
სისტემის ან მომსახურების შესახებ წერილობითი შეტყობინება მიაწოდოს
მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90
დღის განმავლობაში.
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2009 წელს 17 ივლისს მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე–6 მუხლის თანახმად, მონაცემთა გაცვლის სააგენტო
უფლებამოსილია: შეიმუშაოს ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები) და
ელექტრონული მმართველობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა;
შექმნას მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა და უზრუნველყოს
ინფორმაციული რესურსების ხელმისაწვდომობა; შეიმუშაოს ინფორმაციული
ტექნოლოგიების (სისტემების) სფეროს განვითარებისათვის აუცილებელი
სტანდარტები და შეიმუშაოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების)
სფეროს
მარეგულირებელი
სამართლებრივი
აქტების
პროექტები.
შემოთავაზებული
კანონპროექტი
სწორედ
ამ
უფლებამოსილებათა
განხორციელების მიზანს ემსახურება.
ა. ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია:
ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო სექტორში არსებული
რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მოსმსახურების და ინფორმაციული
სისტემების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნას.
ხელი შეუყოს ასევე საჯარო სექტორში ინფორმაციის მიღებას, გადაცემას
და თავსებადობას ტექნოლგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.
მოაწესრიგოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და
ინფორმაციული სისტემების შექმნის, გამოყენებისა და შეცვლის ძირითადი
პრინციპები.
მოახდინოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურების და
ინფორმაციული სისტემების წარმოების წესების სტანდარტიზაცია.
განსაზღვროს სახელმწიფოს ინფორმაციული პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებები რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და
ინფორმაციული სისტემების წარმოების სფეროში.
ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული
კანონპროექტით,
იქმნება
სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოებში (ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო და
ავტორიზებული საგანმანათლებო დაწესებულება) არსებული და შექმნილი
მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და
მომსახურების ერთიანი კატალოგი – „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო
რეესტრი“. რეესტრის შექმნის მიზანია, აღწეროს საქართველოს საჯარო
სექტორში
არსებული
საინფორმაციო
რესურსები,
დაადგინოს
ინფორმაციასთან მუშაობის ერთიანი სტანდარტები, ხელი შეუყოს
საინფორმაციო
სისტემების
კოორდინაციასა
და
თანმიმდევრულ
განვითარებას, და გაატაროს საჯარო რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე
მიმართული ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა ამ სფეროში.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს საჯარო სამსახური
სულ უფრო ინტენსიურად იყენებს ინფორმაციული ტექნოლოგიების
შესაძლებლობებს საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად. ინფორმაციის
მენეჯმენტის გაზრდილი ეფექტურობა იწვევს შექმნილი ინფორმაციის
მოცულობის ზრდასა და, მეორეს მხრივ, ინფორმაციული ტექნოლოგიების
საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო მომსახურების სახეების
კოორდინაციის აუცილებლობას.
ქვეყანაში
არსებული
მდგომარეობისა
და
ინფორმაციული
ტექნოლოგიების დონისა და გავრცელებულობის გათვალისწინებით,
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი სცდება სხვადასხვა მონაცემთა
ბაზების მისამართებისა თუ პარამეტრების ერთიან საინფორმაციო რესურსს.
დასავლეთ ევროპის ქვეყნების – განსაკუთრებით კი ესტონეთისა და
უნგრეთის – მაგალითზე, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი
ითავსებს სახელმწიფო სექტორში ინფორმაციის შექმნის, დამუშავებისა და
გაცემის მაკოორდინირებელ როლს. კერძოდ, რეესტრის იდეა არის
სახელმწიფოში მონაცემთა ბაზების არა მხოლოდ ტექნოლოგიურად
დამაკავშირებელი გადაწყვეტილების – მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფა,
არამედ ინფორმაციასთან მუშაობის გარკვეული სტანდარტების დადგენა,
განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც ინფორმაციის მისაწვდობა და
ორგანიზებულობა
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
როგორც
სახელმწიფოსათვის, ისე საზოგადოებისათვის, რომელიც სახელმწიფოს
ინფორმაციული სერვისებით სარგებლობს.
სხვა სახელმწიფოებში არსებული მსგავსი რეესტრების სტრუქტურა და
შინაარსი ცხადყოფს, რომ მათი მიზანი თანაბრად არის სახელმწიფოსათვის
ინფორმაციის მენეჯმენტის გამარტივება როგორც საინფორმაციო სისტემების
აღწერის, ისე ინფორმაციასთან მუშაობის ერთიანი სტანდარტების დადგენისა
და კოორდინაციის კუთხით.
ამ
ამოცანების
განხორციელების
მიზნით,
შემოთავაზებული
კანონპროექტი გვთავაზობს მთელ რიგ ახლებულ განმარტებებს, რომელიც
აუცილებელია ინფორმაციის ერთიანი საჯარო რეესტრის საქმიანობისათვის.
განიმარტება, თუ რა არის მონაცემი, მონაცემთა ბაზა, საინფორმაციო სისტემა
და მრავალი სხვა ტერმინი, რომელთა განმარტება ხელს შეუწყობს კანონის
პრაქტიკაში ეფექტიან აღსრულებას.
კანონპროექტის ცენტრალურ ნოვაციას და რეგულირების ძირითად
სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ვალდებულება,
განახორციელოს
მონაცემთა
ბაზების,
რეესტრების,
საინფორმაციო
სისტემებისა და მომსახურების რეგისტრაცია ინფორმაციის ერთიან რეესტრში
დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომლითაც ასევე განისაზღვრება იმ
ინფორმაციის ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც რეესტრს უნდა მიეწდოს.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია საჯარო სექტორში არსებული მონაცემთა
ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და მომსახურების
მნიშვნელოვანი ცვლილების, განვრცობის, კომბინირების, გაუქმების,
განადგურების, არქივირებისა და გადაცემის შეტყობინების ვალდებულება
რეესტრის
მართვასა
და
შენარჩუნებაზე
პასუხისმგებელი
დაწესებულებისათვის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსათვის.
კანონპროექტი ასევე ადგენს ინფრომაციული რესურების (მონაცემთა
ბაზა, რეესტრი, საინფორმაციო სისტემა და მომსახურება) წარმოების
რამოდენიმე ძირითად წესს, რომელიც უზრუნველყოფს ამ სფეროში ერთიანი
მიდგომებისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება კანონის დებულებათა აღსრულებას, კანონპროექტით
დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულება გაკონტროლდება ისეთი
ზომებით, როგორიცაა წერილობითი შეტყობინებები და გარკვეულ ქმედებათა
განხორციელების რეკომენდაციები.
საყურადღებოა, რომ ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრში არ
შედის და არ მუშავდება მონაცემები კერძო სამართლის სიბუექტების
მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და
მომსახურების შესახებ.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ. ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ. ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ. გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ. დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
თანახმად, სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ. ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ. ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესი.
გ) კანონპროექტის
სტანდარტებთან
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ. ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ. გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ)
კანონპროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავების
ბოლო
სტადიაზე
გაიმართა
კონსულტაციები გერმანიის ტექნიკური დახმარების ორგანიზაციასთან
(GTZ).
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ. გ) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
დ. დ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.