საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.02.2011
ავტორი
ქალაქ თბილისის მერია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე
ნომერი
#07-3/406/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-28
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
\ bJdJd0ltilqnL JJ.4qtAJ60lll, bII6nll aJ4iFtilil6[qt]t 6n,4fl Jofl Tqn lionr, I6nild0[L aJ6bnqtnu idnuilqr6fll, ql6tilAflt ?Cl,Jbtb rojOo N 167 28 oC|r6AJRo. 2011 gxpo Lrj;6ognqob ,.;,:5r'r5oL Jr6o6j6o ,, [ro;lo16 o3nq o b o q3o 5o tgr+rogo2q LoSor+rooqq;6q3n3oou 3r'rqgjL?o g3qoqnlXdoLo q.: qoSognlnlot ?ngo6olr ?nt;hnd" oXt6oqoXq L.r;oobor.r 3r'r3o$3$o 15 - 18 A.'66rl I 22 - 25 0$go I' lblnt4.A4o anltoEb lr{o65lx,-Lno&C6c, JrAoOCoo: ,lRraorSoL t?qCa.!o,r q.JOJol$ Ro LlAc'J,e.{(r I o56at6tml, J"a.6 5r,; qca6cnao3o JJoSoao,rol,r qo 1;o&laopao Jc,qo6oJol, Jmao016o pao,edata aFaXsar (br.lr6J rrrtrA'!,rarq"tu tr.:jsr6orgnqoL Jrt6qoSX5gol-r do2t6o rq5X5L: Lrjsr6ur3nqoL ),:6qr315goL ;r'rSogXgXdL; q,> Lrhr6q,>3159t'r gr6rjgogd?o qro$'grnlr 5r'1168.:go1q,o ;jgoL J6o6jgob 5o5boq3s brJo<6or33qrob Jrr6qo335gotr ors33yqo3;t6X pr3oor dojt6rdX
წერილი
l, JJ6RJAC5O0I, SC360 Iro 0n5$ol it6,:[ob n?06dob 1860l)l) Xory4 LXot5,;odXlt jrq}l$o5o nont6' n6oU ?6$r5oU t6t;tnl". e;aonl$nal 3oL31o ?nL;}':8oto Str3qXpods. ot. q,>5sr6oo: , t6Gq"R' Jsgo3otgn0oor, ,jubsAX6 r55rgst6od6 r5qt6o sqs3odn liab6n{'Ca0qo: J ordoq!?C.qo 6Cq, 2E 16 9l
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. ამ კოდექსს 555 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შენიშვნა: 1. თუ ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირის ვინაობა, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით. 2. ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი პირის მიერ არ იქნება გადახდილი ჯარიმა, მას დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’ 2. 1511 მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: ,,3. ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი პირის მიერ არ იქნება გადახდილი ჯარიმა, მას დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფი ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’ 3. ამ კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1523 მუხლი: ,, მუხლი 1523. ქ. თბილისის ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას 1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა, გადათხრის ადგილების პირვანდელი მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვული ვადის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი პირის მიერ არ იქნება გადახდილი ჯარიმა, მას დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.’’ 4. 2093 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: , მუხლი 2093. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო 1. ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს უფლებამოსილი ფიზიკური ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). 3. ამ კოდექსის 555 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1511 და 1523 ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას). 4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.’’ 5. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,27. ამ კოდექსის 555 მუხლით, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1 2 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1501, 151 , 152 და 1523 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’ 6. 242-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,31. ამ კოდექსის 555, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას შემთხვევებში დამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.” მუხლი 2. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტის მიღების მიზეზია, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის, მათ შორის კულტურული ,,კულტურული მემკვიდრეობის მემკვიდრეობის დამცავ შესახებ” ზონაში, საქართველოს სამშენებლო ან კანონით დადგენილი სარემონტო სამუშაოების განხორციელებისას წარმოშობილი ზიანის თავიდან აცილება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიზანია, ქ. თბილისის ტერიტორიის დაცვა სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევისაგან და ქ. თბილისის ტერიტორიისათვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილება. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ზოგიერთი ქმედებისათვის დაჯარიმებული სამართალდამრღვევისათვის საურავის დაკისრების წესის დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტით, ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) სამართალდამრღვევ პირს სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოებისას ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის დაზიანების შემთხვევაში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება; ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი, კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოახდენს დადებით გავლენას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. და ადგილობრივი ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე რომლებიც მოექცევიან ამ პროექტის რეგულირების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): პროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია ქ. თბილისის მერია დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ ანჯაფარიძე და ანდრო ალავიძე.