„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.02.2011
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი
ნომერი
#07-3/408/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-28
ბიუროს ნომერი 167

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
ql6UCllll, ?ill,JbCl roj8o N 167 28 oXlXr63sqo. 20ll EAs.,o bsjot6o36qrrL- ;;5r'r5ob J6ogj0-o,,8o0^bgor6nlgqor 2gqgl6bol, qognolr ?6Uob6I.. Ir;lo16o36qob SoEoE?o q$ogS}nlob ?g6Joii oiorlo$n;- l$J. $d,q.'ac5ooL Eaa6c.o: t.r;lor6o3Xqot Xr6o351qo I$,1o r. rq.,$Jc, a. 0*,6oaaoqo lrlSoSJ6lrl-Unop?e6o 3r,r3o$2$o 15 - 18 &*6go 25. 02. 20|. t 22 - 25 0.:6go ,Pa\til- &"t a06"-L rj"a,,r&; .rq.r&r$ot SgqXlro,.r q$otr $ Lga,$q.!ro o56aa'6,!0m1, Jrld 11616rr LoJrt6or3gqoL J.:r6q;3n5$ob do2r6r,r rp6l6L: L;jor4o3nqoL Jo16q,.:3n5goL ;r.r3o66.6ndbr p.: L;J;<6q;6X6go gr6sj6ond?o RroSUot 5mr63;golqo rjgob Jt6ogJgoL 6o5boq3.> L.:J.:t6or3XqrnL Jr16q'.:3n5goL q,rAaXR(,3r6J 19;3oor d;j6rdn
წერილი
bJdJ603CR0b JJ6sPJaC5O0l, 9C360 lr: j,>6or3Xq,r'rb J.:6q,s0366ob b.:r'r66s6ot;6oo qrgil.r66s0g66ob pgttrobb jrq,brgmE 3o196 l-r3o.:Srodgb j,iq'bs6o6er xor36' b;j.lt6orpq,r'rb 3r'r6U6o636ool-r 67-3 aubq'ob Egbrbroolsqr, 6o6br36oor brjrtvo33q,ol-t 3ttcr36pq,o b$3ob 6o36 0o0t:qtSbgq' q.os bsjs6orgq,r'rl-r J.t6q,,:0g66ob $6630ob :6qr6r'r lq,.:3odob,: qr: 0ob3oq' 6jogo03oqob 6ogrl b;3s6o60qrgbq,er cl6cr0rl10cl3clll $0boor "effi0ttiC6C*,a't 1gg,XOXeil gryob $rr<l0 rrqr666oq, 3s6r'r6olr Jt6er3j6b aXh;OgO" ttqlxbgJqmb g;ezffio grfu7bCerb 8X6:6ttb otxaAofu"- 6obm3or 0ob6gor ts3t-r.:br0otro 0lr3q,3q'r'rb;. Jr6o3ot.tg30oor, J,:6q,.16366ob $6t<rgbo: rbP6o sq'':3od3 0obgoq, gjo6o63oq,o
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N007, 30.04.96, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები: 1. კანონს დაემატოს შემდეგი ტერმინები: „ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელი“ – ფიზიკური პირი, რომელმაც განახორციელა ან სურს განახორციელოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვალუტის გაცვლის ოპერაცია. 2. კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის III1 თავი და 342 და 343 მუხლები: „თავიIII1 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა მუხლი 342. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა ვალუტის გაცვლის ოპერაციების დროს 1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელი ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნება. 2. ვალუტის გაცვლის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში, ვალუტის გაცვლის კურსის ცვალებადობის მიუხედავად, მხარეები ვალდებულნი არიან დააბრუნონ გაცვლის ოპერაციის დროს ერთმანეთისათვის გადაცემული თანხა და მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. ვალუტის გაცვლის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება დასაშვებია იმავე ვალუტის სხვა ნომინალის ბანკნოტებითა და მონეტებით. მუხლი 343. ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ვალუტის გაცვლის მომსახურების გაწევის შესახებ. 1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია გასცეს ვალუტის გადაცვლის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება გადაცვლილი ვალუტის ოდენობა, გადაცვლის კურსი და მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებლის ამ კანონის 342 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.“. 3. 36–ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე–3 პუნქტი: „3. ამ კანონის I-III თავების მოთხოვნები არ ვრცელდება III1 თავით გათვალისწინებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამატებითი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის შემუშავება მიზნად ისახავს განხორციელდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ახალი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უფრო ხელსაყრელს და დაცულს გახდის კლიენტისათვის ვალუტის გადაცვლის პუნქტში განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელი ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლებამოსილი იქნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნება. ვალუტის გაცვლის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში, ვალუტის გაცვლის კურსის ცვალებადობის მიუხედავად, მხარეები ვალდებულნი იქნებიან დააბრუნონ გაცვლის ოპერაციის დროს ერთმანეთისათვის გადაცემული თანხა და მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტს დაეკისრება ვალდებულება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უზრუნველყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებლის უფლებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: ანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები ანდრო ალავიძე და მიხეილ ცქიტიშვილი.