„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 64 ✗ 0
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-01
ბიუროს ნომერი 162
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
t'JdJdlll0tqnI JJdqJfl t60ttl, tttX14nt
AJqJEUilC6[qCAJ 6n'qAJ0[IqI Jd0il,
J.(ntd0lll, AJGbIq00b Jdnt]tCX,6il,
qJFUJltll, ?tl,Jbtl
cojSo N 162
1 oxfur43cqo. 2011 $,aqo
brjot6o3gqoL 3o5o5oL Jr6onjgo ,,Lop6ro b,:3bobtrr4oL ?gtrob3d.. U,>jrr6oSnqoL
3,>5o5?o g3qoqnlot ?ggoEoU orlohtn.,
*ftte.tq
LrJoo,bor Jc,Ao$ to;
l$ldxloa"c,o ls,snobos
srLrro[ flao6c6o
I
15 - lE olalAd,Arqo. 20ll.S
22 - 25 oClC.5Arqo.20ll $
,t,Ud6ot, Lnr.,4rwo onnolo
f,e,6t0tao, 6o8aat eJ4dl6l r{E{nrdr!{6
L.r
jrr6o3nq'mt J,:t6q sSnS got bo216r'r sq635L:
t.rjr<6or3nqoL J;r6qs8nSgol-r 3mSogSgndbs po L;J;r6qs3n5gr.r gr4;J6ond?o
qso$'6oL 5r'1163ogo19o,:;lgoL Jt6o6Jgob 5s5boq3s
brJ;r6rn3nqoL J;16q,;365$otr
<n.:3eyqo3;16n
l4
qs3oor d.rJr6,:dg
წერილი
l,JdJd,OACsR 01, ;Jd,RJAC500U $C360
Ls ji)r6or31q'r'rL J.56r{,rA050ot oJ,>t6s$otr
l.rsor66s5o1,,>13oo 1g;Jst6gs365$olr 2g16oLl.r
JrqlsgoE 1ornt6 L3o,>5.:od1l.r
JrqBs6oSo 6or3t4,
Lsjrr6or3XqoL 3r'r5lr$o$33ooU 67-A 0ltqnL or.:6s83;q S.:r63o6op6X5o
L;jrr6o3nrgt rt J.56R.JAC66oL $616nloL ;st.:bX<6 sSlsgsr6odoLr qs b3osp ,11,js3rlr
anXO t ojosrsapXdqo oSogoo$o3oU $nl-roo 8o8$oqSdiq Lrjrt6orsXqolr ;.:5r'r5oL
Jr6m3jgL, ,,LrSsdrrn L.>0Lsb16ol.r ?6lrsLnb" L;js6o3XqtrL ;r6o5?o 63qoq'nloL
3n$o5oL orsods$n".
6orLo3or, tnSo!q5o?63g1 .;rGoSoL Jr6onj$L 3oL63rn ?ltt6s0olro
3l-rnqnqobs.
ob. p.>5s6oo: ,," 31t66q.:q
Jsgogobg6Soo,
,ptrdSdr sS6ogrt6odn
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის
უწყებანი №45, 21.11.1997წ. გვ.55) 31‐ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს
შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ
ადმინისტრირებული ვებ‐გვერდის საშუალებით, ხოლო ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში
სურვილისამებრ,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
აღმასრულებელი
ორგანოს
ხელმძღვანელი კი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ‐გვერდის
საშუალებით, ასევე შესაბამის ბეჭდვით ორგანოში; ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების
შესატანად ეძლევათ არანაკლებ ერთკვირიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან.
2. საკონკურსო‐საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს ერთი
კვირისა კონკურსის გამოცხადების დღიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური
თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის
წინადადებით ცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ ოფიციალურ
ბეჭდვით ორგანოში.
პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც დაწესებულებები, განიცდიან
რა მოსამსახურეთა ნაკლებობას ამა თუ იმ პოზიციაზე, ხელი ეშლებათ დაკისრებული
მოვალეობების დროულად შესრულებაში. შესაბამისად, მათთვის დიდი მნიშვნელობა
გააჩნია არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის დროულად შერჩევას. ამდენად,
მიზანშეწონილია, რომ უშუალოდ დაწესებულებების მიერ იქნეს გამოცხადებული
კონკურსი და მათ აღარ მოუწიოთ ფინანსების და იმ დროის დახარჯვა, რაც ესაჭიროება
საჯარო სამსახურის ბიუროში წერილობითი თხოვნის გაგზავნას არსებული ვაკანსიის
ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოცხადების თაობაზე. თანამედროვე ტექნოლოგიების
პერიოდში საჯარო სამსახურის ბიურო დაწესებულებებს აძლევს შესაძლებლობას, რომ
ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ‐გვერდზე განათავსონ ინფორმაცია აღნიშნულ
დაწესებულებაში არსებული ვაკანსიის თაობაზე. მათ ასევე ეძლევათ საშუალება, რომ
ინფორმაცია
ვაკანსიის
თაობაზე
გამოაქვეყნონ
ბეჭდვით
ორგანოში,
საკუთარი
სურვილისამებრ. აღნიშნული დაწესებულებებს მისცემს საშუალებას, რომ დაზოგონ
ფინანსები და დროულად შეარჩიონ სასურველი კანდიდატი.
მოქმედი კანონმდებლობით, კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე წარსადგენი
განაცხადებისათვის აქვთ ორკვირიანი ვადა, რომელიც აითვლება ვაკანსიის შესახებ
შეტყობინების გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადა არის ხანგრძლივი იმისათვის, რათა
დროულად მოხდეს სასურველი კანდიდატის შერჩევა, შესაბამისად, საჭირო ხდება ამ
ვადის შემცირება და საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ასევე საჭირო ხდება საკონკურსო‐საატესტაციო კომისიის სხდომის ჩატარების
სამკვირიანი ვადის შეცვლა დროის გონივრული პერიოდით, რათა დროულად მოხდეს
საკონკურსო‐საატესტაციო კომისიის შეკრება და შემცირებულ ვადებში ჩატარდეს
კონკურსი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია მოხელის ვაკანტური თანამდებობასთან დაკავშირებული
ნორმების დახვეწა, რათა დროულად მოხდეს სასურველი კანდიდატის შერჩევა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
1. საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობაზე გამოცხადდება
შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს
ადმინისტრირებული ვებ‐გვერდის საშუალებით. დაწესებულებებმა ასევე შეიძლება
მიმართონ
ოფიციალურ
აღმასრულებელი
ბეჭდვით
ორგანოს
ორგანოს,
ხელმძღვანელი
ადგილობრივი
კი
კონკურსს
თვითმმართველობის
გამოაცხადებს
საჯარო
სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ‐გვერდის საშუალებით, ასევე
შესაბამის ბეჭდვით ორგანოში.კანდიდატებისთვის განაცხადის შეტანის ვადა შემცირდება
არანაკლებ ერთ კვირამდე.
2. მუხლიდან ამოღებული იქნება ის აუცილებელი მოანაცემები, რასაც უნდა
შეიცავდეს შეტყობინება კონკურსის შესახებ.
3.
საკონკურსო‐საატესტაციო
კომისიის
სხდომა
ჩატარდება
კონკურსის
აუცილებელი
ხარჯების
გამოცხადების დღიდან არა უადრეს ერთი კვირის ვადაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრებზე
მონაწილეობა
არ
მიუღიათ
არასამთავრობო,
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები – კახაბერ
ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორები არიან
კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.
საქართველოს პარლამენტის წევრები –