„ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.01.2011
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/276/7
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-01
ბიუროს ნომერი 162

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
l,JdJ6CIiltqnU JJ,6q)4fl 60n1, btlldnU AJqiEUlt0fl qtbJ 6n'(AJ0[Xq0 JdOfl l, JrinCd0nll aJGbIq3[b JdnUilCX6il, qJ6ilflAnt ?Jl,JbCl rnjSo N 162 r oalc63.!Ro. 20ll $cRo Lojot6o3nqot Jr6onjgo-,,$r'r6oqo 6.:EroqnloU ?6tob6d.. Lr jo14org6q,r,rt 316o5?o g3qoqg}nloUr qo q.:3,:g6lXlot ?36;EoL o.:r,ri,:$n;_3rGo5ob L.rj.r6o33qo1r g$corqglolr, 0305o26g}our Jel3o00So p8m;q3t 3.rqrtso .ry.*rSoL lgqXlrn Rrginb eJ Lrarlryrjo o508'6.'0ft,1 dc,ao0C6o; op6oqrryq lr.r3nortroi 3cfo$X$o; IrSat6o,NnnoL q{$ol.,J qs lcr6rrqy6 lspotos dr'&0c6' L.:j.rr6<n3XqoL J.>t6q;8n5$oL Bogr6r'r op665L: Ltjor6or3Xqrnb J;r6q,a3n5$oL 3r.reo$n$XlL; q.: [r.>J;r6qo3X5gm Sr6rjgon]?o poo$5r'rL 5ot63rgo3qo rjgob Jr6onJgoL 6o5Loq3.> Lr Jr16or3nqo L Jrt6q;335 goL rnsgSjqqo3rt6;1 t7 rg.>3oor d.:;116.:d1 LJdJ6o)3CR(?t JJ6RJA05.50L aO[6(l)L AJRJ9USC6ORCAJ [,JdH60rffi]emb s 4qJffi600 N162/3 I 0)cla63JR0, 20ll soRo -lsj.6orgqqot }x6qoaC56ol, dr6rqo866got l60a a1bqol, 3X-2 q.r 0X-3 &CEdOCl"t -8glr.$,Solr.!q, ll.l1}6or36qolr $.6RrAC56ol., &6tCo .rqai6lr: l. lro;|6or33q<'r1r 0ot3r6eioL l$J.t6qraA56er aqoaSot SoSrRrqAfd L.gpfup$p, lo;p6or3pot 0or.r36enolr lr.td.ler6AqClqrr oSqJG\}oSoo, SJ6&rqaCSoqo ,,toarRo 6oS.roqgaoL A3Lob6d" LtlF 4orACqoU ,p5o5'do O3qnqClClnlro Rr RJa.!$aAAloL ACO.t6ol, oru'rlrtg" lr.r1!6o3gqcrL 3.r5er5oL Jt6<'r$$o a.SboRlR o;l5gl, q.!6lly6Ca-Jqo $dxE; 2. Uc;[x6or3poU ]x63;JaC66ol,,r",4"000CM", L$r{6qJaA5Oo B6"j0.aaar, U$!6q,.raA50E ft6,r3qglnloa, Lr.),!f'qJAC50,, Afuo{C1knra, .I6RrAA56oL .rJ,x6.rgot qXt6oqqqfu qCJ.60IAA5OAl, lsjot6oggoL Sotgr6e$.$ 3.r5er5Jt6o1il$tp or.rgo$oro AC5.AA6AA" Rr S"Sre"Rdaf" Xao3qpL Arq.rA" V.!.6fqao5c6 Lqp6or3pot &6qo865got ar5,$q,Aiot, ag0SoC6CIot r Rr dtq0?6ot doAo000l,. lr.rjlcr6o3pot,bfrq.)AC50oU oJAAS(q('r3,x44, &r06erl, lrbqar&t o.r3Qi,q{ra6g q.r6E, Bo;p.rdg
საქართველოს მთავრობის წარდგინება
bふ Jふ In301鴫 円b OCD586mbふ lr;jsr6or3CRcol, J.>r6q;8X5gb L;j;r6ar3nRrrL 3m5L6o62gooL 67-A B?bqob TXLr;b;3o1i;p lrs3s5r,r53qxlqo o5ogo.:$o3ob $xLocn $.>163o5oRb0Eo, L;j;r6cn3xqoL 3;6c'r5olr J6onj61r,,%r'l5.>po 5s5srnq,3}oli ?gb.>t3d" L.>j;r6cn3gqrnlr 3;Gco6?o GARoRAbgdotr,: q; q;3,:$XB3boL 36$.>5olr m;ob;t3". ;q5oT5gq 3;5o5Jr6r.rAd6%O L;j;6m3nRrrtJ .);r6qrgS6gob lr.:3o3ogggm Rr JqnS;r4pq Lbpr-r3xd%3 Bc'rBbtr0E36R.tR q,;Go?E2qor lrsjs6m3xqoli b;5;orRcloL.: q,; 3g65o3r6xbotr Bo6otr$6o1i 8m;q5oqx o16o63 j26q.:d3. J6n3oX16-3o5obg6o N1/15 28.012011 5oq.>16o
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
b805b▼ bbdb 860 (D88ROb 80b8r,(η 6ob 2011 ▼g10b 13 0b6860b bbR080も N02 0」 80Rb5 II. lr.:j.:r6o30qoL 3s5r.r5ob Jr6onjgo ,,tro6,:qo 6;8,:oq,3dob ?XL;bnd,, lr;j,:r6- ur3Xqr.rL 3,:5o5?o GARoR0dSdoto q; qs8;gXdSdoL ?0g.:Eob- .,,or}"%X,,.- p" L.:jr<6o3nqc'rL 3oru3r4r.rloL 5153,>1662qglotr Jr6c,rSjgo- -o.j"616qodoL t;6.:oo,SCR-c,r! 8or.:gr6-c.rb_oL b.:3;5o53qnlqo oSogo;$o3oor $;<6q6g6oq, 3,:Er,,EJ<6r'rxjg%x 8m8bl153dq;p qs5oB36ob ?nb.:bnd" (or.r8btgExaaqn 1r;jsr6or3gq,c.rL 5;5;cnq,Xlotr; ps Sggsogr6gbolr 3o5ot6r6o p.?.:B3o6o)- l. 3r'r$c'r5xd2q, oj56lr $;163r'rq565oqo 3;Er.rEob Jr6oxj$o R.\ 5sq.:ngxt t;jr16cn36qoL J,:r6q;8X6gb 3;5b;boRACRrR. 2. 8r.r$r.r5Xd2q, oj56lr $.:r63r'rq6g5oqo 5;83;r662q, glolr Jr6c,r6j$o. bs jsr6ur3XqoL Jr663o3<6-3o5ot6r4o lr; j;t6 cn3Xqo L 8cn,:3t6c'rlolr 3s5gnq.:<4oob 3 g16r.rbo 5. 5oq,:1r6o 九I R・ 80601'0無 1000
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხლი №143) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე-2 მუხლის ,,შ1” და ,,შ2” პუნქტები ჩამოყალიბდეს შემედგი რედაქციით: ,,შ1) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური - ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი, შესაბამისი განათლების მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; შ2) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსი – მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის წესის ერთობლიობა;” 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ5’’ ქვეპუნქტი: ,,ღ5) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობა – მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების და შეფასებების აღიარება;” 3. მე-2 მუხლს ,,ჰ3” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, 1 აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომელიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ან მანდატურის არ არსებობის შემთხვევაში სკოლის უფლებამოსილი პირის მიერ.” 4. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,9. სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ მიზნით გააფორმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთნ მომსახურების ხელშეკრულება;” 5. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებებს; 6. 1 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე ” და ,,ე2” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემედგი რედაქციით: ,,ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს; ე2) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსს;” 7. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე3“ ქვეპუნქტი: ,,ე3) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;” 8. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს1“ ქვეპუნქტი: ,,ს1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო მობილობის წესს;” 9. დაწესებულებებში მოსწავლეთა კანონის ,,X1” თავი ჩამოყალიბდეს შემედგი რედაქციით: 2 ,,თავი X1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მუხლი 481. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომში – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური), რომლის ამოცანაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მუხლი უფროსი 482. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის 3 სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას; გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით; დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს; ე) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი მოვალეობები 483. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება- 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობებია: ა) საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლი; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება (ცივი იარაღის ტარების, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების, ჯანმრთელობის დაზიანების, თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევის, წვრილმანი ხულიგნობისა და სხვა ქმედების შესახებ, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას); გ) საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება და მათი კონტროლი; დ) მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; ე) მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ; ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა; ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება; თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა; 4 ი) საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლი; კ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისათვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა; ლ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა; მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება; ნ) სპეციალური საშუალებების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერტეულების სხდომებს და მათ წინაშე დააყენოს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხები. მუხლი 484. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამართლებრივი დაცვა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური პირისთვის. 2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. 5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მუხლი 485. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სოციალური დაცვა 5 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. 2. ზიანი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა. 5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან გამოყოფილ ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. მუხლი 486. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევები და წესი 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში: ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას; დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია ფიზიკური 6 ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს: ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია; ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს; გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 4. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.” 10. 49-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემედგი რედაქციით: ,,6. ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში;” მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის მიღებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზები ბოლო წლების განმავლობაში ხშირია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის ფაქტები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის/სტუდენტის როგორც ემოციურ, ისე სოციალურ განვითარებაზე. სამწუხაროდ, მოსწავლეახალგაზრდობა თავისთავად ხდება მონაწილე ან მოწმე სხვადასხვა ფორმით ჩადენილი დანაშაულისა, რაც დაკავშირებულია იარაღთან, ნარკოტიკთან, ძალადობასთან და სხვა. მოზარდებში დანაშაულის ზრდის მიზეზი სავარაუდოდ ის ყალბი ფასეულობებია, რომლებიც დამკვიდრდა მათ ცნობიერებაში. ასევე კანონპროექტის მიღების მიზეზია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის ერთიანი წესის არარსებობა, რის გამოს კანონმდებლობის დონეზე დაურეგულირებელია მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სწავლის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების და შეფასებების აღიარება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია: საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. - საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სიცხოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, აგრეთვე ნარკოტიკული დანაშაულის აღკვეთა. - მოსწავლეთა/სტუდენტთა შორის ურთიერთდაპირისპირების აღმოფხვრა. - საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოსწავლეთა/სტუდენტთა მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღმოფხვრა. - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის ერთიანი წესის დამტკიცება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა/სტუდენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს მიერ საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. უკანასკნელი პერიოდის სტატისტიკის თანახმად მოსწავლეთა/სტუდენტთა მიერ ერთმანეთის ჯანმრთელობის დაზიანების და მკვლელობების ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი საგანმანათლებლო 8 დაწესებულებებისათვის განკუთვნილ ადგილებში ხდება, ან იწყება საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გაგრძელებას ჰპოვებს მათ გარეთ. ასევე ხშირია მოსწავლეთა/სტუდენტთა მიერ ცივი იარაღის ტარების, თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტები. სახელმწიფოსთვის საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის/სტუდენტებისათვის უსაფრთხო, სტაბილური გარემოს შექმნა. ამ მიზნით ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში პროგრამის ,,უსაფრთხო სკოლა” განხორციელებისათვის გამოყოფილია ასიგნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამა ,,უსაფრთხო სკოლის” ფარგლებში ახორციელებს თბილისის რამდენიმე სკოლაში მანდატურების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, საჯარო სკოლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სიცხოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, აგრეთვე ნარკოტიკული დანაშაულის აღკვეთას, მოზარდ მოსწავლეთა შორის ურთიერთდაპირისპირების აღმოფხვრას, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღმოფხვრას. მიღწეული შედეგების გათვალისწინებით დღის წესრიგში დადგა წინამდებარე კანონპროეკტის შემუშავება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის/სტუდენტებისათვის უსაფრთხო, სტაბილური გარემოს შექმნა არის წარმოდგენილი კანონპროექტის არსი და ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სკოლის მანდატურის სამსახურის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურად გარდაქმნას. ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის ერთიანი წესის დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი თანხების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები 9 კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პრთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი, კერძოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად, საჯარო სამართლის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთნ იურიდიულ პირ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს გადაუხდის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილ მომსახურების ღრებულებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); kanonproqti iTvaliswinebs საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭებას დაადგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციას (დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია 10 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები არ არსებობს დ.გ) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა 11